მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „მომავლის სახლის“ რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების „მომავლის სახლის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.03.2008
ძალის დაკარგვა 26.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №269
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.011700
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 07/04/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „მომავლის სახლის” დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 26.06.2000
დოკუმენტის ტექსტი
მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „მომავლის სახლის“ რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების „მომავლის სახლის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 55.3pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.700
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №269
2008 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „მომავლის სახლის“ რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების „მომავლის სახლის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. რეორგანიზებულ იქნეს “მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „მომავლის სახლის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების სამინისტროს 2000 წლის 26 ივნისის №430 ბრძანებით დაფუძნებული მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი „მომავლის სახლი“ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად „მომავლის სახლად“.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების “მომავლის სახლის“ თანდართული წესდება.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის „მომავლის სახლის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების სამინისტროს 2000 წლის 26 ივნისის №430 ბრძანება.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ნოდია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების „მომავლის სახლის“ წესდება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება „მომავლის სახლი“ (შემდგომში – დაწესებულება) ახორციელებს ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა (შემდგომში – მზრუნველობამოკლებული ბავშვები) სააღმზრდელო საქმიანობასა და იმ ბავშვთა სააღმზრდელო მომსახურებას, რომელთა ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ზედამხედველობას დღის განმავლობაში და ემსახურება ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
2. დაწესებულება წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. დაწესებულება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
4. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. დაწესებულების მისამართია: ქ. თბილისი, წურწუმიას ქ. №13.
მუხლი 2🔗. დაწესებულების მიზნები და ამოცანები
1. დაწესებულების ძირითადი მიზანია:
ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას;
ბ) აღსაზრდელთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქო-სამედიცინო, პედაგოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
გ) სააღმზრდელო პროგრამების ათვისება, აღსაზრდელთა სწავლება და პიროვნების აღზრდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით;
დ) აღსაზრდელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
ე) აღსაზრდელთა ნიჭის, უნარისა და პოტენციალის გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა.
2. დაწესებულების საქმიანობა ეფუძნება პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და ბავშვის უფლებებისა და მისი საუკეთესო ინტერესის დაცვის პრინციპებს.
მუხლი 3🔗. აღზრდის პროცესის ორგანიზება
1. დაწესებულებაში აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად.
2. დაწესებულებაში ინახება ბავშვის პირადი საქმე, რომელიც მოიცავს:
ა) ბავშვის სახელს და გვარს, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაციას, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს;
ბ) დაწესებულებაში ბავშვის მიღების შესახებ დოკუმენტაციას, მათ შორის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს/სოციალური მუშაკის დასკვნას/რეკომენდაციას ბავშვის დაწესებულებაში განთავსების შესახებ;
გ) ინფორმაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, გადატანილი დაავადებებისა და ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ;
დ) ინფორმაციას აღსაზრდელის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბავშვის ფსიქო-ემოციურ დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ. გაქცევის მცდელობა, ფიზიკური დაზიანებები და ა.შ) თარიღებისა და საქმესთან დაკავშირებული პირებისა და გარემოებების გათვალისწინებით;
ე) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგინა ბავშვის მეურვემ, მზრუნველმა ან მშობელმა.
მუხლი 4🔗. სააღმზრდელო დაწესებულების საქმიანობა
სააღმზრდელო დაწესებულება ახორციელებს:
ა) სადღეღამისო სააღმზრდელო საქმიანობას;
ბ) დღის განმავლობაში მომსახურებას.
მუხლი 5🔗. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დაწესებულებაში განთავსების წესი
1. დაწესებულება ახორციელებს მზრუნველობამოკლებული ბავშვების სადღეღამისო მომსახურებას.
2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნის საფუძველზე სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსდება 5-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული ბავშვები.
3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე მზრუნველობამოკლებული ბავშვის დაწესებულებაში განთავსება და დაწესებულებიდან გაყვანა ან/და სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაუშვებელია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე მზრუნველობამოკლებული ბავშვის დაწესებულებაში განთავსება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ნაპოვნია და ესაჭირეობა დროებითი თავშესაფარი.
4. ნაპოვნი, აგრეთვე მზრუნველობამოკლებული ბავშვი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაწესებულებას არ მოეპოვება ინფორმაცია, განთავსდება სხვა აღსაზრდელებისაგან განცალკევებით. ბავშვის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება დაწესებულებაში, სხვა აღსაზრდელებთან ერთად.
5. აღსაზრდელის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ან მისი გარდაცვალებისას, აგრეთვე აღსაზრდელის გაუჩინარების შემთხვევაში დაწესებულება დაუყოვნებლივ მშობელთან და/ან რესურსცენტრთან ერთად ატყობინებს სამართალდამცავ ორგანოებს.
მუხლი 6🔗. სოციალურად დაუცველ ბავშვთა დაწესებულებაში მიღების წესი
1. დაწესებულება ახორციელებს დღის განმავლობაში იმ ბავშვთა სააღმზრდელო მომსახურებას, რომელთა ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის (შემდგომში _ სოციალურად დაუცველი ბავშვი) სრულყოფილ ზედამხედველობას.
2. დაწესებულებაში დღის განმავლობაში სოციალურად დაუცველი ბავშვები განთავსდებიან სოციალური მუშაკის დასკვნის საფუძველზე მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გადაწყვეტილებით.
3. დაწესებულებაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის მომსახურების მიღება არის თავისუფალი არჩევანი და არა იძულებითი ღონისძიება.
4. დაწესებულების მომსახურების შეწყვეტა არის ნებაყოფლობითი.
მუხლი 7🔗. აღსაზრდელის უფლებები და ვალდებულებები
1. დაწესებულების აღსაზრდელს უფლება აქვს:
ა) ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს განათლება;
გ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს აღმზრდელის, დირექტორის ან დაწესებულების სხვა თანამშრომლის უკანონო და არამართლზომიერი ქმედებები იმავე დაწესებულებაში ან ზემდგომ ორგანოში;
დ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა;
ე) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან;
ვ) განავითაროს თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.
ზ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით უარი თქვას დაწესებულების მომსახურებაზე.
2. აღსაზრდელი ვალდებულია შეასრულოს დაწესებულების შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, პატივი სცეს სხვა აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს.
მუხლი 8🔗. დაწესებულების ექიმი და ფსიქოლოგი
1. დაწესებულების აღსაზრდელთა სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს ექიმი სპეციალისტი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი შემდეგ სპეციალობებში: „საოჯახო მედიცინა“ და „პედიატრია“.
2. ექიმი დაწესებულებაში:
ა) ახორციელებს აღსაზრდელთა პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას;
ბ) ახორციელებს სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდრეჟიმზე მეთვალყურეობას;
გ) უზრუნველყოფს კვების პროდუქტების უსაფრთხოებას და კვების რაციონის შესაბამისობას დადგენილ ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმებთან;
დ) გადამდები დაავადებების გავრცელებისაგან აღსაზრდელთა დაცვის მიზნით ახორციელებს დაწესებულების თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას.
3. აღსაზრდელთა ჰარმონიული ფსიქო-სოციალური განვითარების მიზნით, დაწესებულებაში საკონსულტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს ფსიქოლოგი, რომელიც ბავშვებთან და მათი ოჯახის სხვა წევრებთან ახორციელებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.
მუხლი 9🔗. დაწესებულების აღმზრდელები:
აღმზრდელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) აღსაზრდელებთან მუშაობა წარმართოს მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით;
დ) აირჩიოს აღსაზრდელთან მიდგომის ისეთი მეთოდები, სწავლის ფორმა და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღსაზრდელთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და განხორციელებას.
მუხლი 10🔗. დაწესებულების მართვა:
დაწესებულების მართვას ახორციელებს:
ა) დირექცია;
ბ) სამეთვალყურეო საბჭო.
მუხლი 11🔗. დირექცია
1. დაწესებულების დირექცია შედგება დირექტორის, დირექტორის მოადგილისა და ბუღალტრისაგან.
2. დაწესებულებას მართავს დირექტორი, რომელიც ინიშნება 4 წლის ვადით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ. დირექტორად პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
3. დირექტორს სამინისტროს მიერ ჩატარებული შესარჩევი კონკურსის საფუძველზე ნიშნავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. დაწესებულების დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს ნიშნავს დაწესებულების დირექტორი. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში – დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
6. დაწესებულების დირექცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს დაწესებულების საქმისწარმოებას, ზედამხედველობს დაწესებულების წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებათა შესრულებას.
მუხლი 12🔗. დირექტორის უფლება-მოვალეობები
1. დაწესებულების დირექტორი:
ა) წარმართავს დაწესებულების საქმიანობას, ახდენს დირექციისა და სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის კოორდინაციას;
ბ) ზედამხედველობს დაწესებულების აღმზრდელობით, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ პროცესების ორგანიზაციაზე;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს დაწესებულების სახელით;
დ) უზრუნველყოფს თანამშრომლებთან შრომის ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას;
ე) უფლებამოსილია თანამშრომლებს ვადამდე შეუწყვიტოს შრომის ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და წესის გათვალისწინებით;
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს;
თ) დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების ბიუჯეტს;
ი) უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
2. დირექტორი ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები;
ბ) პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს;
გ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და დაწესებულების ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები;
დ) მიაწოდოს ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოს დაწესებულების სააღმზრდელო და საფინანსო საქმიანობის შესახებ.
მუხლი 13🔗. სამეთვალყურეო საბჭო
1. დაწესებულებაში იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს სამინისტრო.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა შეიძლება იყოს არანაკლებ 4 და არა უმეტეს 6 წევრისა.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ინიშნებიან/ირჩევიან ოთხი წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) 1 წევრი – სამინისტროს მიერ დანიშნული სოციალური მუშაკი;
ბ) 1 წევრი – აღმზრდელთა წარმომადგენელი;
გ) სამინისტროს მიერ დანიშნული 2 წევრი;
დ) იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4-ზე მეტი წევრისაგან, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას შეავსებს სამინისტროს მიერ დანიშნული მეწარმეთა ან საზოგადოების სხვა წარმომადგენელი/წარმომადგენლები.
5. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ აირჩევა სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას, ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა მესამედს და დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით.
7. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს ფარული კენჭისყრით.
მუხლი 14🔗. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები
სამეთვალყურეო საბჭო:
ა) მოიზიდავს შემოსავლებს;
ბ) აკონტროლებს დაწესებულების შემოსავლების რაციონალურად განკარგვას;
გ) ამტკიცებს დირექტორის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს;
დ) ამტკიცებს დაწესებულების სამოქმედო გეგმას;
ე) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს შინაგანაწესს;
ვ) ამტკიცებს დაწესებულების საქმიანობასა და ფინანსურ ანგარიშს;
ზ)დაწესებულების თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის წესს, ხოლო კონკურსის შედეგების მიხედვით დანიშნული თანამშრომლების შემდგომში შეფასების მიზნით – თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმებსა და წესს.
მუხლი 15🔗. აღმზრდელთა საბჭო
1. დაწესებულების აღმზრდელებს აქვთ გაერთიანების უფლება. აღმზრდელები შეიმუშავებენ წინადადებებს დაწესებულების დირექციისა და სამეთვალყურეო საბჭოსადმი დაწესებულების მართვასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით.
2. დაწესებულების აღმზრდელები, იმ აღმზრდელთა შემადგენლობიდან, რომლებიც დაწესებულებაში ახორციელებენ ბავშვის მოვლას და აღზრდას, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, 2 წლის ვადით ირჩევს აღმზრდელთა გაერთიანების თავმჯდომარეს და თავიანთ წარმომადგენელს სამეთვალყურეო საბჭოში.
მუხლი 16🔗. დაწესებულების ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად დაწესებულებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ, გადაეცემა შესაბამისი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
3. დაწესებულების წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 17🔗. დაწესებულების დაფინანსება
1. დაწესებულების დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. დაწესებულების სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. დაწესებულების სახსრების სხვა მიზნებისათვის გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 18🔗. სახელმწიფო კონტროლი დაწესებულების საქმიანობაზე
1. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. დაწესებულებას უფლება არა აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად.
5. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 19🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 20🔗. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დაწესებულების ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.
4. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 21🔗. გარდამავალი დებულებანი
დაწესებულება წარმოადგენს მიუსაფარ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის “მომავლის სახლის“ უფლებამონაცვლეს.