⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (16.08.2006)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი საქკომუნპროექტის” შესახებ

მიღების თარიღი 20.07.2000
ძალის დაკარგვა 16.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000350
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 04/08/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,316 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.07.2000 მიღება
16.08.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი საქკომუნპროექტის” შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Chveul;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Chveul","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Chveul","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Chveul","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Chveul","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 49.6pt 49.6pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.350 საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ბრძანება №38 2000 წლის 20 ივლისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ცენტრი საქკომუნპროექტის” შესახებ „საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ: 1) დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ცენტრი საქკომუნპროექტის” წესდება; 2) „ცენტრი საქკომუნპროექტის” დირექტორად დაინიშნოს ბატონი ჯამლეტ ტომარაძე და მიენიჭოს მას წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება. მ. ჩხენკელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ცენტრი საქკომუნპროექტი” წესდება     მუხ­ლი 1. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კომუნალური ობიექტების საპროექტო-საკვლევ საძიებო ინსტიტუტი „ცენტრი საქკომუნპროექტი”, (შემდგომში – საქკომუნპროექტი) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 დეკემბრის №668 ბრძანებულებით, სახაზინო საწარმო „საქკომუნმშენპროექტის” რეორგანიზაციის გზით და არის მისი სამართალმემკვიდრე. 2. „საქკომუნპროექტი” თავისი სტრუქტურით წარმოადგენს დაწესებულებას. 3. „საქკომუნპროექტი” შექმნილია უვადოდ. 4. ორგანიზაციის სრული ოფიციალური დასახელება: საჯარო სამართლის იურიდიული პირი „ცენტრი საქკომუნპროექტი”. 5. ორგანიზაციის შემოკლებული დასახელებაა: ს.ს.ი.პ. „საქკომუნპროექტი”. 6. იურიდიული მისამართი: 380015, ქ. თბილისი, 26 მაისის მოედანი №2. 7. „საქკომუნპროექტი” არის იურიდიული პირი. იგი ამ სტატუსს იძენს წესდების დამ­ტკიცებისა და იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანი­შვნიდან. მას აქვს ბეჭედი საფირმო დასახელებით, ანგარიშსწორების და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში. დამოუკიდებელი ბალანსი და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი ატრიბუტები. 8. „საქკომუნპროექტის” საქმიანობა რეგულირდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს ბრძანებებით და მოცემული წესდებით.     მუხ­ლი 2. „საქკომუნპროექტის” მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. „საქკომუნპროექტის” მიზანია უზრუნველყოს სამშენებლო დარგის განვითარებისათვის იმ ღონისძიებების გატარება, რომელთა შესრულება უშუალოდ არ შედის ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს კომპეტენციაში, მაგრამ განეკუთვნება მისი საქმიანობის სფეროს, კერძოდ: ა) კომუნალური დარგის ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავება ახალი ტექნოლოგიების გათვალისწინებით; ბ) კომუნალური ობიექტების ეფექტურობის ამაღლება მოწინავე ტექნოლოგიების დანერ­გვისა და შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინების გზით; გ) საპროექტო-საძიებო და კვლევითი (ძირითადად კომუნალური ობიექტების – რესპუბლიკის დასახლებული პუნქტებისა და საწარმოების წყალმომარაგება, კანალიზაცია, თბოსისტემები, ნაგავგადამამუშავებელი ქარხნებისა და სხვა ობიექტების) სამუშაოების წარმოება. 2. „საქკომუნპროექტის” ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დავალების შესაბამისად სხვადასხვა დარგობრივი პროგრამების, ნორმების, წესების და სხვა დარგობრივი ნორმატიული დოკუმენტაციის დამუშავება და სამინისტროში წარდგენა მათი შემდგომში დამტკიცებისათვის. „საქკომუნპროექტის” ფუნქციებში აგრეთვე შედის აღნიშნული ნორმატივების პრაქტიკაში დანერგვა, მათ მოქმედებაზე დაკვირვება – მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სათანადო წინადადებების მომზადება. 3. „საქკომუნპროექტის” საქმიანობის საგანია: ა) საპროექტო-საძიებო და კვლევითი სამუშაოების წარმოება კომუნალური დარგისა (წყალსადენი, კანალიზაცია, თბომომარაგება, საყოფაცხოვრებო და საწარმო ნარჩენების გატანა-გადამუშავება) და სხვა ობიექტების მშენებლობისათვის; ბ) საქმიანი ეკონომიკური კავშირების დამყარება საზღვარგარეთის ქვეყნებთან დარგში ახალი მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით; გ) ყველა სახის საცხოვრებელი, სამოქალაქო, სამრეწველო და სპეციალური დანიშნულების ნაგებობების დაპროექტება. 4. გარდა აღნიშნული საქმიანობისა „საქკომუნპროექტი” ახორციელებს: ა) ყველა სახის საქმიანობას, რაც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონ­მდებლობით.     მუხ­ლი 3. ქონება 1. საჯარო სახელმწიფოებრივი მიზნების განხორციელებისათვის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობით გადაეცემა სახაზინო საწარმო “საქკომუნმშენპროექტის” ბალანსზე რიცხული ქონება. 2. შემდგომში „საქკომუნპროექტის” ქონების ფორმირების წყარო შეიძლება გახდეს მისი საკუთარი საქმიანობით მიღებული შემოსავლები და კანონით ნებადართული სხვა წყაროები.     მუხ­ლი 4. მართვა 1. „საქკომუნპროექტის” საქმიანობაზე ზედამხედველობას და სახელმწიფოებრივ კონტროლს ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესდების შესაბამისად. 2. „საქკომუნპროექტს” მართავს ხელმძღვანელი – დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი და აფორმებს მასთან კონტრაქტს. 3. დირექტორთან დადებულ კონტრაქტში აისახება: ა) მინიჭებული უფლებები; ბ) მისი მოვალეობები და პასუხისმგებლობები; გ) შრომის ანაზღაურების პირობები; დ) დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლების პირობები. 4. დირექტორი საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად. მასვე ენიჭება წარმომადგენლობის უფლებამოსილება. დირექტორი საგანგებო რწმუნების გარეშე მოქმედებს თავისი დაწესებულების სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილებებს, ბანკებში ხსნის ანგარიშებს, აკომპლექტებს დაწესებულებას თანა­მშრო­მლებით (მოადგილეებს ნიშნავს მინისტრთან შეთანხმებით), აფორმებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, გამოსცემს ყველა თანამშრომლისათვის სავალდებულო ბრძანებებსა და განკარგულებებს. დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს დაწესებულების სტრუქტურას, საშტატო განრიგს და თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების წესს და ოდენობას. 5. დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე, „საქკომუნპროექტის” საკუთრებაში მყოფ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე. 6. დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს წინაშე. 7. დირექტორი კონტრაქტის ვადის გასვლამდე თანამდებობიდან შეიძლება გან­თავისუფლდეს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.     მუხ­ლი 5. სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი 1. „საქკომუნპროექტი” ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მხრიდან, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალების და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილებები. 4. „საქკომუნპროექტმა” მხოლოდ ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხების აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივ საქმიანობის ფარგლებს. ამ მუხლის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო „ა”, „ბ”, „გ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს თანხმობა. 5. გარდა ზემოთ აღნიშნულისა ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო განიხილავს და ამტკიცებს: ა) „საქკომუნპროექტის” განვითარების მიმართულებებსა და გრძელვადიან პროგნოზებს; ბ) მოგების განვითარების წესს; გ) ბალანსებს; დ) არაფულად (მატერიალურ) ფასეულობათა შეფასების აქტებს; ე) ფილიალებისა და წარმომადგენლობების შექმნის საკითხებს.     მუხ­ლი 6. დაფინანსება 1. „საქკომუნპროექტის” დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება „საქკომუნპროექტის” წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.     მუხ­ლი 7. საბუღალტრო ანგარიშგება 1. „საქკომუნპროექტი” ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს. 2. „საქკომუნპროექტის” წლიურ ბალანსს აწარმოებს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დანიშნული აუდიტორი.     მუხ­ლი 8. საქმიანობის შეწყვეტა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი 1. თუ „საქკომუნპროექტი” არსებითად გადავა ძირითადი საქმიანობიდან განსხვავებულ სამეწარმეო საქმიანობაზე, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო დააყენებს მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხს. 2. ლიკვიდაციის საფუძველი შეიძლება გახდეს, აგრეთვე „საქკომუნპროექტის” მიერ დასახული მიზნის მიღწევა ან მიუღწევლობა. 3. „საქკომუნპროექტი” შეიძლება ლიკვიდირებულ იქნეს კანონმდებლობით გათ­ვალისწინებულ სხვა შემთხვევაში. 4. „საქკომუნპროექტის” საქმიანობის შეწყვეტის აქტი არ შეიძლება იყოს დაფუძნების აქტზე ნაკლები იურიდიული ძალის მქონე. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ არის, იგი აგრძელებს არსებობას. 5. „საქკომუნპროექტის” ლიკვიდაციას ახორციელებს ლიკვიდატორი, რომელსაც ნიშნავს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს დირექტორი. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მათი საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 6. სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში. 7. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იმ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლითაც ხდება წესდების დამტკიცება.