„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 03.08.2000
ძალის დაკარგვა 03.09.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №184
სარეგისტრაციო კოდი 000000330.01(2).004.000361
გამოქვეყნების წყარო სსმ, 70, 08/08/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 5 აქტით
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.12.2011
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.08.2010
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №429 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 19.04.2004
- ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის” დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 30.08.2002
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.07.2015
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPGrigolia; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.5pt 52.15pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.012.004.361
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №184
2000 წლის 3 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულების შესაბამისად:
1. დამტკიცდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ“ თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
დებულება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
წინამდებარე დებულება შემუშავებულია „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 ბრძანებულების შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში – სამინისტრო) სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვისა და მომზადების, მათი პროფესიული დონის ამაღლების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, იუსტიციის სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 3🔗
1. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
2. იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.
მუხლი 4🔗
1. სტაჟიორად მიღება ხდება გასაუბრების წესით.
2. კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი კურატორ მინისტრის მოადგილესთან ერთად.
3. დადებითი შეფასების შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) თავმჯდომარის ბრძანებით, კანდიდატი ჩაირიცხება სამინისტროს სტაჟიორად.
მუხლი 5🔗
სტაჟიორობის კანდიდატმა კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) პირადი განცხადება (კომისიის თავმჯდომარის სახელზე);
ბ) დახასიათება-შუამდგომლობა(უმაღლესი სასწავლებლიდან);
გ) კადრების აღრიცხვის ფურცელი;
დ) ავტობიოგრაფია;
ე) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ვ) ორი ფოტოსურათი 3X4.
მუხლი 6🔗
1. სტაჟირების ვადა ერთი წელია.
2. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტაჟიორს მიეცემა შესაბამისი ფორმის სერტიფიკატი (დანართი №1), რომელიც შესაძლოა გახდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარებისას, კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნისას, დამატებითი მსჯელობის საფუძველი.
მუხლი 7🔗
1. სამინისტროს ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში სტაჟიორთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.
2. სტაჟიორთა რაოდენობა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფიში არ აღემატება, როგორც წესი, ამ ქვედანაყოფის შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის ნახევარს.
მუხლი 8🔗
1. კომისია წელიწადში სამჯერ ისმენს და განიხილავს სტაჟიორთა ანგარიშს, მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
2. კომისია მხედველობაში იღებს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელისა და კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირის აზრს სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
3. დადებითი შეფასების არსებობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას სტაჟირების შემდგომი ეტაპის გავლის ნებართვის მიცემის თაობაზე.
თავი III
სტაჟიორის უფლებები
მუხლი 9🔗
1. სტაჟიორს უფლება აქვს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის ნებართვით გაეცნოს სამინისტროში შემოსულ დოკუმენტებს (სამინისტროს საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ შეზღუდვას.
2. სტაჟიორს უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს როგორც სამინისტროს მიერ ორგანიზებულ და ჩატარებულ ღონისძიებებში, ისე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის თათბირებში.
3. საჭიროების შემთხვევაში სტრუქტურული ხელმძღვანელის მითითებით ასრულებს დავალებას, რაც შესაძლებელია გამოიხატოს ცალკეული ნორმატიული აქტის პროექტის რედაქტირებასა და სრულყოფაში.
მუხლი 10🔗
1. სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება კომისიის თავმჯდომარის წინაშე სამინისტროს ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან მეორეში გადაყვანის შესახებ.
2. კომისიის თავმჯდომარე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის, აგრეთვე შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების აზრის მოსმენის საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის თაობაზე.
თავი VI
სტაჟიორის მოვალეობები
მუხლი 11🔗
1. სტაჟიორი მოვალეა გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს დებულებით და შინაგანაწესით, დაიცვას შინაგანაწესისა და შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.
2. დადგენილ ვადებში, ოპერატიულად შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას.
3. მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად.
მუხლი 12🔗
1. სტაჟიორი ვალდებულია ზედმიწევნით გაეცნოს სამინისტროს ქვედანაყოფების მუშაობის სპეციფიკას და იმ საკითხების მომზადებისა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს განეკუთვნება, მუდმივი კავშირი იქონიოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეებთან და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დავალებების შესასრულებლად.
2. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის უშუალო მითითებით და თემატიკის ჩვენებით აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები. პირადი მოსწრების დღიური სტაჟიორმა უნდა წარუდგინოს კომისიას მის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისას.
მუხლი 13🔗
1. სტაჟიორი ვალდებულია ყოველდღიურად საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტში საამისოდ სპეციალურად განკუთვნილ ჟურნალში.
2. ხელწერილი სამინისტროს დებულებისა და შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.
თავი V
სამინისტროს მოვალეობები
მუხლი 14🔗
სამინისტრო ვალდებულია სტაჟიორს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად შეუქმნას სათანადო პირობები.
მუხლი 15🔗
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას, სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და კონკრეტულად განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
მუხლი 16🔗
სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველთვიურად მიაწოდოს ინფორმაცია კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილ მოხელეს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის თაობაზე.
თავი VI
დასკვნითი დებულებები
მუხლი 17🔗
1. სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 10 დღის განმავლობაში სამუშაოზე გამოუცხადებლობა ან სათანადო დავალებების სისტემატიური ან არაჯეროვანი შესრულება, ასევე პირადი მოსწრების დღიურის მოუწესრიგებელი წარმოება შეიძლება გახდეს სტაჟირების შეწყვეტის საფუძველი.
2. გადაწყვეტილებას სტაჟირების შეწყვეტის თაობაზე იღებს კომისის თავმჯდომარე, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით.
მუხლი 18🔗
სტაჟიორს ამ დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევათა გარდა სტაჟირება ვადაზე ადრე შეიძლება შეუწყდეს შემდეგ შემთხვევებშიც:
ა) საკუთარი ინიციატივით;
ბ) კომისიის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის მოსმენისას არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში.
მუხლი 19🔗
1. სტაჟირებას კოორდინაციას უწევს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის საამისოდ უფლებამოსილი მოხელე, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობას იღებს კომისიის მუშაობაში.
2. იგი ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე სისტემატური ინფორმაცია მიაწოდოს კადრებისა და იურიდიული განათლების დეპარტამენტის უფროსსა და კომისიის თავმჯდომარეს.
მუხლი 20🔗
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
სერთიფიკატი
№
ეს სერთიფიკატი ეძლევა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მასზე, რომ მან 200––წლის „–––“ ––––––– დან 200–– „––––“ –––––––––– მდე წარმატებით გაიარა სტაჟირების სრული კურსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ––––––––––––––––––––––––
(სტრუქტურული ქვედანაყოფი)
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საკონკურსო-საატესტაციო კომისიის
თავმჯდომარე