,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
280120000.35.143.016067
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110530002, 02/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ხაშურისმუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №38

2011 წლის 27 მაისი

ქ. ხაშური

,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის №30 დადგენილებაში (სსმ, 01.04.2011) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებ ა:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ექიმის დანიშნულებით გამოწერილი მედიკამენტების ღირებულება 100 ლარის ფარგლებში დაუფინანსდებათ:

 ა) ეპილეფსიით დაავადებულებს;

 ბ) პარკინსონიზმით დაავადებულებს;

 გ) ონკოლოგიურ ავადმყოფებს.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

,,მუხლი 71. რევმატიული ავადმყოფების სოციალური დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარება ვრცელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ რევმატიული დაავადების (რეაქტიული ართრიტის მწვავე ფორმა; რევმატოიდული პოლიართრიტის ქრონიკული ფორმის გამწვავება; ჰემორაგიული ვასკულიტი; სისტემური წითელი მგლურა) მქონე ავადმყოფებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში 70 000-100 000 ქულის ფარგლებშია.

2. დახმარების მისაღებად რევმატიულმა ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის (ავადმყოფის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა);

დ) სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურა;

ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;

3. ავადმყოფს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, სტაციონარული მკუნალობის ღირებულების თანადაფინანსება 50% -ით, მაგრამ არა უმეტეს 800 ლარისა.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი:

,,5. დანართის პირველი, მე-2, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-7 და 71 მუხლებით გათვალისწინებული ბენეფიციარების მიერ შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ღირებულების წინასწარი ანგარიშის (კალკულაცია) წარმოდგენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას (საგარანტიო წერილი) შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დახმარების თანხის გაცემის შესახებ, რაც განხორციელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით, წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        დ. ლომიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.05.2011.
როდის იქნა მიღებული „,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 27.05.2011. მიმღები ორგანო — ხაშურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №38. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.35.143.016067.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.05.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ხაშურის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 მარტის #30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №38, 27.05.2011, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.143.016067 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1341392/