,,ლიცენზირების წესები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში” დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.08.1999
ძალის დაკარგვა 26.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 000000120.01(3).003.000777
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41(48), 31/08/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,735 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.1999 მიღება
26.09.2008 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,ლიცენზირების წესები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში” დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:4.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:13.5pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:42.55pt 42.6pt 35.45pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი      120.013.003.777 საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №3 1999 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი ,,ლიცენზირების წესები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში” დამტკიცების შესახებ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიამ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ,,ლიცენზირების წესები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში”. 2. დადგენილება ამოქმედდეს საკანონმდებლო მაცნეში მისი გამოქვეყნების დღიდან. თავმჯდომარე                           ელ. ერისთავი ლიცენზირების წესები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ლიცენზირების წესები და პირობები ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ადგენს იმ აუცილებელ მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სექტორში დასაქმებული ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი მიუხედავად მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა, აგრეთვე განსაზღვრავს ლიცენზიის გაცემასთან, მოდიფიცირებასთან ან შეჩერებასთან, ან გაუქმებასთან დაკავშირებულ წესებს, პირობებსა და პროცედურებს. 2. ლიცენზირების პროცესს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – სემეკი) ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სემეკ-ის ნორმატიული აქტების შესაბამისად. არც ერთ ინდივიდუალურ მეწარმეს და/ან იურიდიულ პირს არა აქვს უფლება ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა ლიცენზიის გარეშე. იურიდიული პირის ფილიალი ლიცენზირებულ საქმიანობას ახორციელებს იურიდიული პირის ლიცენზიისა და ამ უკანასკნელის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.     მუხლი 2🔗. ლიცენზია და ლიცენზიის სახეები 1. ლიცენზია არის სპეციალური ნებართვა, რომელიც ლიცენზიის მფლობელს აძლევს უფლებას განსაზღვრული პირობების დაცვით განახორციელოს გარკვეული სახის საქმიანობა. 2. ლიცენზიაში აღნიშნული უნდა იყოს საქმიანობის სახე, ადგილმდებარეობა და ტერიტორია, ლიცენზიის ძალაში შესვლისა და მოქმედების ვადა, ლიცენზიის მოდიფიცირების, შეჩერების და გაუქმების პირობები‚ სალიცენზიო მოსაკრებლის და რეგულირების საფასურის ოდენობა. 3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სემეკ-ის მიერ გაცემული ლიცენზია წარმოადგენს სპეციალური ხარისხის სახელმწიფო ნიშნის ქაღალდს მისი ყალბად დამზადებისაგან დაცვის უზრუნველყოფის სათანადო ნიშნებით. ლიცენზიას შეიძლება ჰქონდეს დანართები, რომლებიც წარმოადგენენ ლიცენზიის განუყრელ ნაწილს და მხოლოდ ერთობლივად გააჩნიათ სათანადო იურიდიული ძალა. 4. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში სემეკ-ის მიერ გაიცემა შემდეგი სახის ლიცენზიები: ა) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია; ბ) ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია; გ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზია; დ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია; ე) ელექტროენერგიის ექსპორტის ლიცენზია; ვ) ელექტროენერგიის იმპორტის ლიცენზია; ზ) ბუნებრივი გაზის მიწოდების ლიცენზია; თ) ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია; ი) ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია. 5. ლიცენზიები გაიცემა შემდეგი ვადით: ელექტროენერგიის წარმოების – წარმოების საშუალებების სასარგებლო გამოყენების საპროექტო ვადა, ელექტროენერგიის გადაცემის – უვადო, ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის – უვადო, ელექტროენერგიის განაწილების – უვადო, ელექტროენერგიის ექსპორტის, იმპორტის, ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირების და განაწილების ლიცენზიები გაიცემა სემეკ-ის მიერ განსაზღვრული ვადით, რომელიც დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. 6. ლიცენზიის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სემეკ-ი გასცემს ლიცენზიის დუბლიკატს ლიცენზიის მფლობელის განცხადებისა და მასთან არსებული საბუთების საფუძველზე, ხოლო დედანი უქმდება. ლიცენზიის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც ლიცენზიის დედანს.     მუხლი 3🔗. სალიცენზიო რეესტრი 1. სემეკი აწარმოებს სალიცენზიო რეესტრს, რომელშიც შეიტანება მონაცემთა ერთობლიობა ლიცენზიის გაცემის, შეჩერების, მოდიფიცირების და გაუქმების შესახებ. 2. სემეკ-ს ლიცენზიის მონაცემები შეაქვს სალიცენზიო რეესტრში ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში. 3. სალიცენზიო რეესტრში შეიტანება: ა) მონაცემები ლიცენზიის მფლობელის შესახებ (საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები, ადგილსამყოფელი); ბ) ლიცენზირებადი საქმიანობის სახე; გ) ლიცენზიის ნომერი და გაცემის თრიღი; დ) მონაცემები ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების, მოდიფიცირების, გაუქმების ან ლიცენზიის ასლის გაცემის შესახებ; 4. სემეკ-ი ვალდებულია მონაცემები ლიცენზიის გაცემის, ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების ანდა გაუქმების თაობაზე მიაწოდოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოს – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”. 5. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს და წერილობით მოითხოვოს სალიცენზიო რეესტრის მონაცემების ამონაწერი.     მუხლი 4🔗. ლიცენზიის გაცემის წესები და პროცედურები 1. ლიცენზიის მისაღებად ინდივიდუალური მეწარმეები ან იურიდიული პირები ვალდებულნი არიან საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას წარუდგინონ განაცხადი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის სახელზე, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს: იურიდიული პირებისათვის: საფირმო სახელწოდება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი და საბანკო რეკვიზიტები, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი, მითითება იმის შესახებ, თუ რომელი ლიცენზიის მიღებას მოითხოვს პირი; ინდივიდუალური მეწარმეებისათვის: გვარი სახელი, მისამართი და საპასპორტო მონაცემები (სერია, ნომერი, როდის და ვის მიერ არის გაცემული, რეგისტრაციის ადგილი); განაცხადს თან უნდა ერთოდეს: ა) იურიდიული პირისათვის – სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის ასლი და წესდება. ინდივიდუალური მეწარმეებისათვის – ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის მოწმობის ასლი; ბ) გასული წლის საფინანსო ანგარიში; გ) რეგულირების საფასურის და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი; დ) ცნობა წარმოების საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ; ე) ძირითად საშუალებათა ჩამონათვალი; ვ) შესაბამისი ეკოლოგიური სამსახურის დასკვნა; ზ) ცნობა პერსონალის კვალიფიკაციისა და კომპეტენციის შესახებ. 2. დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი: ა) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიისთვის: ელექტროსადგურის ელექტროქსელში ჩართვის ტექნიკური პირობები. ძირითადი საშუალებების (აქტივების) ჩამონათვალი; ბ) ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიისათვის – გადამცემი ქსელის სქემა. ძირითადი საშუალებების (აქტივების) ჩამონათვალი; გ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიისათვის – ძირითადი საშუალებების (აქტივების) ჩამონათვალი; დ) ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიისათვის – გადამცემ ქსელთან მიერთების ტექნიკური პირობა. ძირითადი საშუალებების (აქტივების) ჩამონათვალი; ე) ბუნებრივი გაზის მიწოდების, ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ლიცენზიებისთვის – შესაბამისი ხელშეკრულებები (კონტრაქტები) და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ფინანსური გარანტიები. 3. სემეკს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისათვის მოითხოვოს სხვა დამატებითი ინფორმაცია. 4. ამ მუხლის 1-ელ და მე-2 პუნქტებში გათვალისწინებული მონაცემების სისწორეზე და სისრულეზე პასუხისმგებელია მისი წარმომდგენი საწარმოს ხელმძღვანელი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სემეკს უფლება აქვს შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემების სისწორე. 6. სემეკი ვალდებულია ლიცენზიის მიღებაზე განაცხადის მიღებიდან 1 თვის განმავლობაში განიხილოს საწარმოს თხოვნა მიიღოს შემდეგი შესაძლო გადაწყვეტილება: ა) დააკმაყოფილოს თხოვნა და გასცეს ლიცენზია; ბ) დააბრუნოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია შემდგომი სრულყოფისათვის; გ) უარი თქვას ლიცენზიის გაცემაზე. 7. ლიცენზიის გაცემისთვის ან შეჩერებული ლიცენზიის გასაახლებლად, სემეკს უფლება აქვს მოითხოვოს რეგულირების საფასურის გადახდის ფინანსური გარანტია.     მუხლი 5🔗. ლიცენზიის პირობები 1. ლიცენზიანტი ვალდებულია თავისი საქმიანობა წარმართოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნების და სემეკ-ის დადგენილებების და გადაწყვეტილებების შესაბამისად. 2. არც ერთ ლიცენზიანტს არა აქვს უფლება სემეკ-ის წინასწარი ნებართვის გარეშე შეწყვიტოს, შეამციროს ან გაზარდოს ლიცენზიით გათვალისწინებული მომსახურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეწყვეტა ან შემცირება ხდება მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადაუხდელობის გამო და/ან ტექნიკური ან უსაფრთხოების მიზეზით. ლიცენზიანტი ორივე შემთხვევაში ვალდებულია კომისიას წარუდგინოს განაცხადი მომსახურების შეწყვეტაზე. კომისიისაგან მომსახურების შეწყვეტაზე ან შემცირებაზე თანხმობის მიღების შემდეგ ლიცენზიანტი აბარებს ლიცენზიას 3. ლიცენზიანტს უფლება არა აქვს სემეკ-ის ნებართვის გარეშე ფლობდეს ერთზე მეტ ლიცენზიას ან ფლობდეს სხვა ლიცენზიანტის აქციებს. აკრძალულია ლიცენზიის გადაცემა სხვა ინდივიდუალურ მეწარმეზე ან იურიდიულ პირზე. 4. ლიცენზიანტებს სემეკ-ის თანხმობის გარეშე ეკრძალებათ: საქმიანობის შერწყმა, ძირითადი საშუალებებისა და აქციების შეძენა და/ან გაყიდვა; ლიცენზირებადი საქმიანობის სფეროს გაფართოება. 5. სემეკს უფლება აქვს მოდიფიცირება გაუკეთოს ან შეაჩეროს ლიცენზია საწარმოს ფუნქციონირების შეუჩერებლად. 6. ლიცენზიანტი ვალდებულია აღრიცხოს თავის საშუალებებში გატარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის რაოდენობა აღრიცხვის საშუალებების გამოყენებით, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების წესების და სხვა მოთხოვნების შესაბამისად, კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს მათი ინსპექცია. 7. ლიცენზიანტი ვალდებულია სემეკს წარუდგინოს: ა) გასული წლის საქმიანობის ანგარიში; ბ) მომავალი წლის სამუშაო გეგმა; გ) სხვა ინფორმაცია, რომელსაც სემეკი მიიჩნევს აუცილებლად.     მუხლი 6🔗. ლიცენზიის შეჩერება, გაუქმება მოდიფიცირება და განახლება 1. ლიცენზიის მოდიფიცირება ხდება მის ვადებსა და პირობებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შემთხვევაში, გაუქმება ან შეჩერება ლიცენზიის ვადებისა და პირობების დარღვევისათვის. სხვა შემთხვევებში სემეკს ლიცენზიის მოდიფიცირება, შეჩერება ან გაუქმება შეუძლია მხოლოდ ლიცენზიანტთან წინასწარი შეთანხმებით, ამასთან ლიცენზიის მოდიფიცირებისას სემეკს უფლება აქვს მოითხოვოს ლიცენზიანტისგან პირველად ლიცენზიაში აღნიშნული პირობებისგან განსხვავებული, მათ შორის, უფრო გამკაცრებული მოთხოვნების შესრულება. 2. სემეკი ვალდებულია ლიცენზიის მოდიფიცირების, ან გაუქმების შესახებ წინასწარ შეატყობინოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს (აუცილებლობის შემთხვევაში) და ლიცენზიანტს საშუალება მისცეს მათ დაესწრონ სემეკ-ის სხდომას. 3. ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერებაზე, თუ მისი მფლობელი არღვევს ლიცენზიის პირობებს ან ლიცენზიით ნებადართულ სამეწარმეო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 4. გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით ეცნობება მის მფლობელს ლიცენზიის შეჩერების მოტივისა და საფუძვლის მითითებით, არინიშნება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდება ბეჭდვით ორგანოში - ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”. 5. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა და მოთხოვნების შესრულებამდე, მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვისა. 6. ლიცენზიის მოქმედების შეჩერებასთან დაკავშირებული პირობებისა და მოთხოვნების შესრულების შემდეგ ლიცენზიის მოქმედება განახლდება სემეკ-ის გადაწყვეტილებით, ლიცენზიის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. 7. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია: ა) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით ნებადართული სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესების სისტემატური (სამი მეტი) დარღვევა; ბ) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა; გ) ლიცენზიის მფლობელის გარდაცვალება (ლიკვიდაცია); დ) ლიცენზიის შეჩერების ვადის გასვლა. 8. სემეკ-ის გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების შესახებ იღებს 15 დღის ვადაში იმ დღიდან, რაც მისთვის ცნობილი გახდება ლიცენზიის გაუქმების საფუძველი. 9. სემეკი: ა) ლიცენზიის გაუქმების შესახებ, მისი გაუქმების საფუძვლების მითითებით, წერილობით აცნობებს ლიცენზიის მფლობელს; ბ) შეაქვს ცნობები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში; გადაწყვეტილებას ლიეცნზიის გაუქმების შესახებ, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში, აქვეყნებს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში – ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”. 10. სემეკ-ის მიერ ლიცენზიის თაობაზე გამოტანილი ნებისმიერი გადაწყვეტილება ლიცენზიის მაძიებლის, ლიცენზიის მფლობელის ან მესამე პირების მიერ შეიძლება გასაჩივრდეს დადგენილი წესით.     მუხლი 7🔗. სალიცენზიო მოსაკრებელი და რეგულირების საფასური 1. ლიცენზიის მფლობელი იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს სათანადო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. სემეკი თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ლიცენზიანტების მომავალი წლის საქმიანობის საპროგნოზო მოცულობის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელსაც იხდიან ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტები და რომელიც შეიძლება შეიცვალოს სემეკ-ისა და ლიცენზიანტების საქმიანობის მოცულობის გათვალისწინებით. 3. წლიური რეგულირების საფასური დგინდება ყოველ 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემაზე, დისპეტჩერიზაციაზე, განაწილებაზე, ექსპორტზე, იმპორტზე ან ყოველი 1000 მ​3 ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე, ტრანსპორტირებასა და განაწილებაზე შემდეგი წესის შესაბამისად: გ=რXტXკ სადაც,   გ – რეგულირების საფასური, ლარი; რ – ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საპროგნოზო რაოდენობა; ტ – კომისიის მიერ ლიცენზიანტისთვის დადგენილი ტარიფი, ლარი/კვტ.სთ, ლარი/1000 მ​3; კ – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი: 4. ლიცენზიის დაკარგვის შემთხვევაში მისი დუბლიკატი გაიცემა დადგენილი საგარანტიო თანხის 50%-ის გადახდის შემდეგ.     მუხლი 8🔗.    ლიცენზირების წესებისა და პირობების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა წინამდებარე წესებისა და პირობების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება სემეკ-ის მიერ, დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. პასუხისმგებლობა ლიცენზიით დადგენილ მოთხოვნათა შეუსრულებლობისათვის ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობისათვის ან დარღვევისათვის ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.