⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.09.2008)
გაუქმებულია:

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.09.2003
ძალის დაკარგვა 26.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 300390000.14.011.006064
გამოქვეყნების წყარო სსმ, 102, 16/09/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,428 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.09.2003 მიღება
26.09.2008 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
წარმოება 1 მგვტ-ის ჩათვლით დადგმული სიმძლავრით
გადაცემა 100 მგვტ-ის ჩათვლით სიმძლავრის გადაცემა
დისპეტჩერიზაცია
განაწილება 2 მლნ კუბური მეტრის ჩათვლით
იმპორტი 50 მგვტ-მდე
ექსპორტი 20 მგვტ-მდე
მიწოდება 1 მლნ კუბური მეტრის ჩათვლით
ტრანსპორტირება 500 მლნ კუბური მეტრის ჩათვლით
1 მგვტ-დან – 10 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით 1000 (ათასი) ლარი
10 მგვტ. და ზევით დადგმული სიმძლავრით 10 000 (ათი ათასი) ლარი
100 მგვტ-დან – 200 მგვტ-მდე სიმძლავრის გადაცემა 10 000 (ათი ათასი) ლარი
200 მგვტ. და ზევით სიმძლავრის გადაცემა 20 000 (ოცი ათასი) ლარი
1 მლნ კვტსთ-დან 10 მლნ კვტსთ-მდე 1000 (ათასი) ლარი
10 მლნ კვტსთ. და ზევით 10 000 (ათი ათასი) ლარი
50 მგვტ. და ზევით 10 000 (ათი ათასი) ლარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Batang; panose-1:2 3 6 0 0 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"\@Batang"; panose-1:2 3 6 0 0 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:GeoEDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; letter-spacing:1.5pt;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; letter-spacing:1.5pt;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; letter-spacing:1.5pt;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:20.0pt; font-size:16.0pt; font-family:GeoEDumba; letter-spacing:1.5pt; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:58.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.35in; line-height:18.0pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:AcadNusx; letter-spacing:1.5pt;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; letter-spacing:1.5pt;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.14.011.006.064 საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №17 2003 წლის 8 სექტემბერი ქ. თბილისი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის, აგრეთვე „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სემეკმა დაადგინა: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ,,ელექტროენერგეტისა და ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი”. მუხლი 2🔗. ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 1. სემეკ-ის 1999 წლის 23 აგვისტოს №3 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ,,ლიცენზირების წესების” მე-7 მუხლი. (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, III, 1999წ, №41(48) მუხ. 737). 2. ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირების საფასურის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე” სემეკ-ის 1999 წლის 23 აგვისტოს №4 დადგენილება (სსმ III, 1999წ., №41(48), მუხ. 738). მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2003 წლის 1 ოქტომბრიდან. თავმჯდომარე                                                                                            დ. მირცხულავა ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ყოველწლიური რეგულირების საფასურის გაანგარიშებისა და გადახდის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი დამუშავებულია ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და ,,დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის საფუძველზე. 2. რეგულირების საფასური წარმოადგენს თანხას, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე წინამდებარე წესის შესაბამისად ყოველწლიურად იხდიან ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, იმპორტის, ექსპორტისა და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიანტები სემეკ-ის საქმიანობასთან, მათ შორის: სემეკ-ის მიერ მათი მოთხოვნის საფუძველზე ან სემეკ-ის ინიციატივით სალიცენზიო, სანებართვო, სატარიფო, დავის გადაწყვეტის და სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად. 3. ნებისმიერი პირი, რომელიც ეწევა საქმიანობას ან აპირებს საქმიანობის დაწყებას სემეკ-ის რეგულირების სფეროში შემავალ დარგში, ვალდებულია გადაიხადოს სემეკ-ის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური. 4. რეგულირების საფასურით მიღებული თანხა წარმოადგენს სემეკ-ის წლიური შემოსავლების ძირითად წყაროს. სემეკ-ის მიერ წლის განმავლობაში მიღებული, მაგრამ ფაქტობრივად გამოუყენებელი (ჭარბი) თანხები გადაიტანება მომავალი წლის ანგარიშზე და გაითვალისწინება ამ წლის რეგულირების საფასურის კოეფიციენტის გაანგარიშებისას. თუ რეგულირების საფასურით მიღებული შემოსავლები არ ფარავს სემეკ-ის მიმდინარე დანახარჯებს, იგი უფლებამოსილია აიღოს სესხი. სესხის და შესაბამისი პროცენტის დაფარვა ხდება რეგულირების საფასურიდან მომდევნო პერიოდში. 5. კომისიის საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 6. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი ლიცენზიანტებისთვის მომავალი წლის საპროგნოზო რეგულირების საფასურის დადგენა ხდება ყოველი წლის 15 სექტემბრამდე ლიცენზიანტისგან მიღებული მომავალი წლის ლიცენზირებული საქმიანობის საპროგნოზო მოცულობის საფუძველზე. ლიცენზიანტის მიერ მომავალი წლის საქმიანობის საპროგნოზო მოცულობის თავისდროულად წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მისი რეგულირების საფასურის გაანგარიშებისას, სემეკ-ი უფლებამოსილია გამოიყენოს წინა წლის საქმიანობის მოცულობა. 7. საპროგნოზო რეგულირების საფასური გაანგარიშებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მთლიანად ფარავდეს სემეკ-ის ყოველი წლის 1 ოქტომბრისთვის დამტკიცებულ, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ ყველა ხარჯს. 8. ლიცენზიანტების მიერ ფაქტობრივად განხორციელებული საქმიანობის მოცულობის საფუძველზე, ყოველწლიურად ხორციელდება საპროგნოზო და ფაქტობრივი რეგულირების საფასურის ოდენობის შედარება. ამ შედარების შემდეგ, ლიცენზიანტის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხა ჩაითვლება მომავალი წლის რეგულირების საფასურის გადახდებში, დანაკლისი კი ექვემდებარება გადახდას სემეკ-ის მიერ მითითებულ ვადაში. 9. რეგულირების საფასური გაითვალისწინება სემეკ-ის მიერ ლიცენზიანტისთვის დადგენილ ტარიფში. 10. ლიცენზიანტი ვალდებულია დაფაროს სემეკ-ის მიერ დადგენილი რეგულირების საფასურის 30% ყოველი კალენდარული წლის პირველი კვარტალის განმავლობაში და 35-35% მომდევნო ორი კვარტალის განმავლობაში ყოველკვარტალურად. იმგვარად, რომ დადგენილი რეგულირების საფასურის 100%-ის ანაზღაურება განხორციელდეს ყოველი კალენდარული წლის 1 ოქტომბრამდე. 11. დაშვებულია სემეკ-ის მიერ ლიცენზიანტისთვის დადგენილი რეგულირების საფასურის წინასწარი გადახდა. 12. სემეკ-ი უფლებამოსილია მოთხოვოს ლიცენზიანტს შესაბამისი ფინანსური გარანტია, რაც უზრუნველყოფს ამ ლიცენზიანტის მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის ანაზღაურებას.     მუხლი 2🔗. რეგულირების საფასურის გამოთვლის წესი 1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიცენზიანტებისთვის რეგულირების საფასური გაანგარიშდება ფორმულით: გ=რxტxკ სადაც, ,,გ”– ლიცენზიანტის მიერ გადასახდელი რეგულირების საფასური (ლარებში); ,,რ” – ლიცენზიანტის (ლიცენზირებული) საქმიანობის წლიური საპროგნოზო ან ფაქტობრივი მოცულობა (რეალიზებული კილოვატსაათი ან კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი); ,,ტ” – სემეკ-ის მიერ ლიცენზიანტისთვის დადგენილი ტარიფი (ლარი/1 კვტსთ; ლარი/1000 მ3); ,,კ” – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი. 2. რეგულირების საფასურის მინიმალური ოდენობა და ცალკეული ტიპის ლიცენზიანტებისთვის რეგულირების საფასურის კოეფიციენტი განისაზღვრება ამ წესების №1 დანართში მოცემული მაჩვენებლების შესაბამისად. 3. ლიცენზიანტებისთვის რეგულირების საფასურის გამოთვლა ან მისი ცვლილება უნდა განხორციელდეს მათთვის ტარიფის დადგენისას ან ცვლილებისთანავე.     მუხლი 3🔗. რეგულირების საფასურის გამოთვლა ლიცენზიის მაძიებლებისთვის 1. ნებისმიერი პირი, რომელიც აპირებს საქმიანობის განხორციელებას სემეკ-ის უფლებამოსილების სფეროში, მათ შორის, ლიცენზიის მაძიებელი ვალდებულია სემეკში შესაბამისი განაცხადის წარდგენისას წინასწარ გადაიხადოს რეგულირების საფასური ამ წესების №2 დანართის შესაბამისად. 2. ლიცენზიის გაცემაზე უარის შემთხვევაში წინასწარ გადახდილი რეგულირების საფასური უკან არ ბრუნდება. ლიცენზიის მიღების შემთხვევაში კი, გადახდილი თანხა ლიცენზიანტს ჩაეთვლება რეგულირების საფასურის გადახდებში.     მუხლი 4🔗. პასუხისმგებლობა რეგულირების საფასურის გადუხდელობისთვის 1. სემეკ-ი უფლებამოსილია რეგულირების საფასურის არგადამხდელი ან ამ საფასურის გადახდის ვადების დამრღვევი ლიცენზიანტის გამოვლენისას გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული ზომები. მათ შორის: ა) შეაჩეროს ან გააუქმოს ამ ლიცენზიანტზე გაცემული ლიცენზია; ბ) დაუყოვნებლივ შეაჩეროს ამგვარი ლიცენზიანტის ინიციატივით დაყენებული საკითხების განხილვა და გადაწყვეტა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სემეკ-ის ამგვარი ქმედება ზიანს აყენებს მომხმარებელთა კანონიერ ინტერესებს; გ) გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 92​1 მუხლით გათვალისწინებული სანქციები ან/და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XII თავით გათვალისწინებული აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებანი. დანართი №1 რეგულირების საფასურის მინიმალური ოდენობა და ცალკეული ტიპის ლიცენზიანტებისთვის რეგულირების საფასურის კოეფიციენტები 1. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტთა მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტები: ა) ელექტროენერგეტიკული სექტორის ლიცენზიანტები: წარმოება – 0.004 გადაცემა – 0.004 დისპეტჩერიზაცია – 0.004 განაწილება – 0.004 იმპორტი – 0.004 ექსპორტი – 0.004 ბ) ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტები: მიწოდება – 0.006 ტრანსპორტირება – 0.006 განაწილება – 0.006 2. ლიცენზიანტის მიერ გადასახდელი რეგულირების საფასურის წლიური მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარით. დანართი №2 ლიცენზიის მაძიებლის მიერ წინასწარ გადასახდელი რეგულირების საფასურის ოდენობა 1. განისაზღვროს ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წინასწარ გადასახდელი რეგულირების საფასური შემდეგი ოდენობით: ა) ელექტროენერგეტიკულ სექტორში: წარმოება 1 მგვტ-ის ჩათვლით დადგმული სიმძლავრით 500 (ხუთასი) ლარი 1 მგვტ-დან – 10 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით 1000 (ათასი) ლარი 10 მგვტ. და ზევით დადგმული სიმძლავრით 10 000 (ათი ათასი) ლარი გადაცემა 100 მგვტ-ის ჩათვლით სიმძლავრის გადაცემა 1000 (ათასი) ლარი 100 მგვტ-დან – 200 მგვტ-მდე სიმძლავრის გადაცემა 10 000 (ათი ათასი) ლარი 200 მგვტ. და ზევით სიმძლავრის გადაცემა 20 000 (ოცი ათასი) ლარი დისპეტჩერიზაცია – 10 000 (ათი ათასი) ლარი განაწილება 1 მლნ კვტსთ-ის ჩათვლით 500 (ხუთასი) ლარი 1 მლნ კვტსთ-დან 10 მლნ კვტსთ-მდე 1000 (ათასი) ლარი 10 მლნ კვტსთ. და ზევით 10 000 (ათი ათასი) ლარი იმპორტი 50 მგვტ-მდე 1000 (ათასი) ლარი 50 მგვტ. და ზევით 10 000 (ათი ათასი) ლარი ექსპორტი 20 მგვტ-მდე 1000 (ათასი) ლარი 20 მგვტ. და ზევით 10 000 (ათი ათასი) ლარი ბ) ბუნებრივი გაზის სექტორში: მიწოდება 1 მლნ კუბური მეტრის ჩათვლით 500 (ხუთასი) ლარი 1 მლნ-დან 100 მლნ. კუბურ მეტრამდე 1000 (ათასი) ლარი 100 მლნ კუბური მეტრი და ზევით 10 000 (ათი ათასი) ლარი ტრანსპორტირება 500 მლნ კუბური მეტრის ჩათვლით 5 000 (ხუთი ათასი) ლარი 500 მლნ-დან 1,5 მლრდ. კუბურ მეტრამდე 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი 1,5 მლრდ. კუბური მეტრი და ზევით 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარი განაწილება 2 მლნ კუბური მეტრის ჩათვლით 500 (ხუთასი) ლარი 2 მლნ-დან 20 მლნ კუბურ მეტრამდე 1000 (ათასი) ლარი 20 მლნ. კუბური მეტრი და ზევით 10 000 (ათი ათასი) ლარი