⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.10.2003)
გაუქმებულია:

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირების საფასურის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.08.1999
ძალის დაკარგვა 01.10.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 000000120.01(3).003.000787
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41(48), 31/08/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 699 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.08.1999 მიღება
01.10.2003 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირების საფასურის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:42.55pt 42.6pt 35.45pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი      120.013.003.778 საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) დადგენილება №4 1999 წლის 23 აგვისტო ქ. თბილისი ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირების საფასურის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიამ დაადგინა: 1. დამტკიცდეს ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირების საფასურის შესახებ” დებულება. 2. დადგენილება ამოქმედდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნების დღიდან. თავმჯდომარე                                                                                                         ელ. ერისთავი ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირების საფასურის შესახებ დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება მიღებულია ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად და იგი ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში ადგენს რეგულირების საფასურის გაანგარიშების წესებსა და პირობებს. 2. რეგულირების საფასური წარმოადგენს თანხასს, რომელსაც ყოველწლირად იხდიან ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, იმპორტის, ექსპორტისა და განაწილების, აგრეთვე ბუნებრივი გაზის მიწოდების ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიანტები კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად. 3. რეგულირების საფასური შეიტანება ტარიფში, რითაც მფლობელს საშუალება ეძლევა დაფაროს ეკონომიურად გამართლებული ხარჯები.     მუხლი 2🔗. რეგულირების საფასური და ფინანსური გარანტიები 1. სემეკ-ი თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ლიცენზიანტების მომავალი წლის საქმიანობის საპროგნოზო მოცულობის საფუძველზე ადგენს რეგულირების საფასურს, რომელსაც იხდიან ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიანტები და რომელიც შეიძლება შეიცვალოს სემეკ-ისა და ლიცენზიანტების საქმიანობის მოცულობის გათვალისწინებით. 2. წლიური რეგულირების საფასური დგინდება ყოველ 1 კვტსთ ელექტროენერგიის წარმოებაზე, გადაცემაზე, დისპეტჩერიზაციაზე,  განაწილებაზე, ექსპორტზე, იმპორტზე ან ყოველი 1000 მ​3 ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე, ტრანსპორტირებასა და განაწილებაზე შემდეგი წესის შესაბამისად:     გ=რXტXკ სადაც,   გ – რეგულირების საფასური, ლარი; რ – ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საპროგნოზო რაოდენობა; ტ – კომისიის მიერ ლიცენზიანტისთვის დადგენილი ტარიფი, ლარი/კვტსთ,    ლარი/1000 მ​3; კ – რეგულირების საფასურის კოეფიციენტი. ელექტროენერგიის სექტორში: წარმოების ლიცენზიანტებისათვის: ა.ა) საქენერგოგენერაციის ელექტროსადგურები             –    (ენგურჰესი, ვარდნილჰესების კასკადი) ა.ბ) თბოელექტროსადგურები                                        – 0,001 ა.გ) ჰიდროელექტროსადგურები                                    – 0,002 ბ) გადაცემის ლიცენზიანტებისათვის                           – 0,002 გ) დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტებისათვის               – 0,002 დ)     განაწილების ლიცენზიანტებისათვის                       – 0,002 ე)  ექსპორტის ლიცენზიანტებისათვის                          – 0,002 ვ) იმპორტის ლიცენზიანტებისათვის                           – 0,002 ბუნებრივი გაზის სექტორში: ა)  მიწოდების ლიცენზიანტებისათვის                              – 0,004 ბ)  ტრანსპორტირების ლიცენზიანტებისათვის           – 0,004 გ)  განაწილების ლიცენზიანტებისათვის                       – 0,004 იმ შემთხვევაში, როდესაც ამ წესით გაანგარიშებული რეგულირების საფასური ნაკლებია 500 (ხუთასი) ლარზე, დაწესდეს ფიქსირებული  რეგულირების საფასურის გადახდა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. 3. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორის ლიცენზიის მაძიებლები იხდიან საგარანტიო თანხას ავანსის სახით, რომელიც შეადგენს დადგენილი  რეგულირების საფასურის არანაკლებ 30%-ს. საგარანტიო თანხა ლიცენზიანტებს ეთვლებათ რეგულირების საფასურში. ლიცენზიის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში საგარანტიო თანხა უკან არ ბრუნდება. 4. ლიცენზიის გაცემისათვის საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა ლიცენზიის მიღებისთვის ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მოყვანილი დოკუმენტების ჩაბარებამდე. გადაუხდელობის შემთხვევაში ლიცენზიის გაცემის საკითხი არ განიხილება. 5. რეგულირების საფასურის გადახდა ხდება ყოველწლიურად ლიცენზიანტთან შეთანხმებული გრაფიკით, რომელიც ასახულია ლიცენზიის პირობებში. ღეგულირების საფასურის, მათ შორის, საგარანტიო თანხის გადახდის გრაფიკი შეიძლება შეიცვალოს სემეკ-ისა და ლიცენზიანტის ურთიერთშეთანხმებით. ღეგულირების საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა წარმოადგენს ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების საფუძველს.     მუხლი 3🔗.    რეგულირების საფასურის გაანგარიშების წესებისა და პირობების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა წინამდებარე წესებისა და პირობების გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება სემეკ-ის მიერ, დადგენილი წესით.