პირველი აუქციონის ჩატარების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110530012, 31/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ინფორმაცია

პირველი აუქციონის ჩატარების შესახებ

 

   „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“  საქართველოს კანონის 37-ე და 38-ე მუხლების შესაბამისად, შპს „მაგნატი 2006“-ის (იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, წყალსადენის ქ. №11. საიდენტიფიკაციო ნომერი: 200184834) გაკოტრების მმართველი ვახტანგ კაპანაძე ვაცხადებ, რომ სამეურვეო ქონების გაყიდვის მიზნით, 2011 წლის 30 ივნისს, 12 საათზე, ქ. თბილისში, ალ. ყაზბეგის გამზ. №14 ტარდება პირველი აუქციონი.

პირველ აუქციონზე ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით (ერთ ლოტად) გასაყიდად გამოდის შპს „მაგნატი 2006“-ის კუთვნილი ქონება:

– ზესტაფონის რაიონის სოფ. ძირულაში მდებარე 1060.00 კვ.მ. ფართის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული: №1 შენობა-ნაგებობა – 132 კვ.მ.; №2 შენობა-ნაგებობა – 91,6 კვ.მ.; №3 შენობა-ნაგებობა – 23 კვ.მ.; №4 შენობა-ნაგებობა – 15 კვ.მ. (მიწის (უძრავი ქონების), საკადასტრო კოდი №32.16.39.002.

– ქ. თბილისში, სარაჯიშვილის ქ. №2ა-ში განთავსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 182. 5 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #01.11.04.026.011).

– ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, საავტომობილო გზის მე-7 კილომეტრზე, მარცხნივ მდებარე 1000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 110 კვ.მ ავტოგასამართი სადგური (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №690604001).

– სახანძრო ავტომანქანა (მუშა მდგომარეობაში), სამი ერთეული ავტომანქანა, მარკა - გაზ 21 (არამუშა მდგომარეობაში), კომპრესორი (საექსპლუატაციოდ ვარგისი), საბურავების დასაშლელი აპარატი (საექსპლუატაციოდ ვარგისი), ბალანსირების აპარატი (საექსპლუატაციოდ ვარგისი), ბალანსირების დანადგარი (საექსპლუატაციოდ ვარგისი), ავტომანქანის ამწე (დაშლილი, არამუშა მდგომარეობაში), სეპარატორი (საექსპლუატაციოდ ვარგისი), მტვერსასრუტი (საექსპლუატაციოდ ვარგისი), დომკრატი (საექსპლუატაციოდ ვარგისი), ცხელი წყლით გასარეცხი აპარატი (საექსპლუატაციოდ ვარგისი), ავეჯი და ოფისის ინვენტარი, კომპიტერული ტექნიკა – ხუთი პროცესორი (არამუშა მდგომარეობაში), ხუთი მონიტორი (არამუშა მდგომარეობაში), ფერადი პრინტერი (საექსპლუატაციოდ ვარგისი) და შავ-თეთრი პრინტერი (საექსპლუატაციოდ ვარგისი).

– დებიტორული მოთხოვნები.

პირველ აუქციონზე ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით გასაყიდად წარმოდგენილი სამეურვეო ქონების (შპს „მაგნატი 2006“-ის კუთვნილი ქონება) საწყისი ფასი შეადგენს  1 905 850 ლარი.

მოძრავი ქონება განთავსებულია შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წყალსადენის ქ. №11.

აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდება ის მონაწილე, რომელიც ყველაზე მაღალი ფასის შეთავაზებას გააკეთებს, მაგრამ არა უმცირეს საწყისი ფასისა.    

გამარჯვებულის მიერ თანხის სრულად გადახდა უნდა მოხდეს აუქციონის ჩატარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუქმდება აუქციონის შედეგები და გამარჯვებულ მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა არ დაუბრუნდება. 

   აუქციონის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან აუქციონის გამართვამდე მიმართონ გაკოტრების მმართველს შემდეგ რეკვიზიტებზე: ქ. რუსთავი, თოდრიას 1-ლი ჩიხი, კორპ. 3, ბ. 32.

ტელ.: სახლის – 8 (34) 150086; მობილური – 8 (93) 902160. 

აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა 2011 წლის 29 ივნისის 19 საათამდე გაკოტრების მმართველს უნდა წარუდგინონ განაცხადი აუქციონში მონაწილეობის შესახებ, რასაც თან უნდა დაერთოს:

 

ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში) ან პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ბ) სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „ბანკი რესპუბლიკა“, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიში.  ანგარიშის №GE79BR0000000033050001. ბანკის  კოდი REPL GE22) გასაყიდი ქონების საწყისი ფასის 10%-ის ოდენობით ბეს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

 

შპს „მაგნატი 2006“-ის

გაკოტრების მმართველი                                ვ. კაპანაძე 

30 მაისი, 2011 წელი