„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 09.01.2006, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;“;
ბ) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) იურიდიული პირების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი:
„მუხლი 181. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებანი თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისა და პრივატიზების სფეროში
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) უფლებამოსილებებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისა და პრივატიზების სფეროში განეკუთვნება:
ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცება;
ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის შესაბამისად, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის მიწის ნორმატიული ფასის დადგენა საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით;
გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენა.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს (გამგეობის/მერიის) უფლებამოსილებებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვისა და პრივატიზების სფეროში განეკუთვნება:
ა) მის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებების მიღება;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა ან სხვაგვარად განკარგვა;
გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
დ) თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.
3. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) ადგილობრივი სამსახურების შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;
ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ტყის და წყლის რესურსების მართვის წესის განსაზღვრა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;“.
4. 651 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:
„61. 2006 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთები არის შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების საკუთრება.“.
5. 652 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მისაკუთვნებელი მიწის ნაკვეთების ფართობებისა და საზღვრების დადგენა.“.
მუხლი 2 . ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 ივლისი.
№5296_რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.07.2007.
- როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.07.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №5296. სარეგისტრაციო კოდი — 01.250.000.04.001.003.024.
- სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.07.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №5296, 11.07.2007, სარეგისტრაციო კოდი 01.250.000.04.001.003.024 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.07.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1342/