ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (საკრებულო)
ნომერი №6-27
სარეგისტრაციო კოდი 010250050.36.101.016046
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110530031, 03/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,533 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:45.0pt 42.5pt 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება №6-27 2011 წლის 27 მაისი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის ,,ც” ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: 1. დამტკიცდეს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების თანდართული წესი (დანართი). 2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე           ზ. სამადაშვილი დანართი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად და განსაზღვრავს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების პირობებსა და პროცედურებს.     მუხლი 2🔗. გადაწყვეტილების მიზანი 1. წინამდებარე წესის მიღების მიზანია დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების მოწესრიგება. 2. ეს წესი არ ვრცელდება დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, ფიზიკური პირების, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირე ბისა), რელიგიური ორგანიზაციების, ამხანაგობების, უცხოეთის სახელმწიფოებისა და უცხოური თუ საერთაშორისო ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.     მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) გეოგრაფიული ობიექტები – ქ. თბილისის დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ბუნებრივი თუ ანთროპოგენული გეოინფორმაციული ერთეული: ქალაქ თბილისის ადმინისტრაციული რაიონი, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბანი, გეგმარებითი რაიონი, ესა თუ ის ზონა, მიკრორაიონი, სხვა ტერიტორიული ერთეული: მთა, ბორცვი, ხევი, მდინარე, ტბა, წყარო, მოედანი, პროსპექტი (გამზირი), გზატკეცილი, ქუჩა, შესახვევი, ჩიხი, გასასვლელი, სანაპირო, ესპლანადი, ბულვარი, ხეივანი, სკვერი, ბაღი, პარკი, ტყე-პარკი, ტყე, პანთეონი, საქალაქო სასაფლაო, შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო სისტემის ობიექტები; ბ) სატრანსპორტო სისტემის ობიექტი – საქალაქო სატრანსპორტო სისტემის ხაზოვანი ობიექტი (მეტროპოლიტენი, ფუნიკულიორი, საჰაერო-საბაგირო გზა, საწყა ლოსნო მიმოსვლის გზა და სხვა); საქალაქო სატრანსპორტო სისტემის ლოკალური ობიექტი (მეტროპოლიტენის სადგური, პავილიონი და ვესტიბიული, მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, გადასაჯდომი სადგური, სატრანსპორტო კვანძი, ტერმინალი; საჰაერო-საბაგირო გზის სადგური, საწყა ლოსნო ტრანსპორტის ნავმისადგომი და ნავსადგური) და გარე ტრანსპორტის ლოკალური ობიექტი (ავტოსადგური, რკინიგზის სადგური ან გაჩერება, ვაგზალი, პლატფორმა, აეროპორტი და აეროდრომი); გ) სახელდება – წინამდებარე წესის შესაბამისად უსახელო გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება ან სახელის მქონესთვის ძველი სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა); დ) დუბლირება – ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ერთი ტიპოლოგიური ჯგუფის სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტი ს იდენტური სახელდება; ე) გამოჩენილი პირი – ქართული კულტურის, ხელოვნების, ენის, მეცნიერების, ლიტერატურის, სპორტის განვითარების, სამშობლოს დაცვის, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის ან საზოგადოების კონსოლიდაციის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული ან საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული, გარდაცვლილი საერო ან სასულიერო პირი.     მუხლი 4🔗. სახელდების პრინციპები 1. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ძირითადი პრინციპებია: ა) ერთიანი სახელმწიფო და საქალაქო პოლიტიკის გატარება; ბ) ქვეყნის და დედაქალაქის განვითარების ძირითადი მიმართულებების ასახვა, მემკვიდრეობითობა; გ) ისტორიული ტოპონიმიის მაქსიმალურად გამოვლენა, შენარჩუნება და აღდგენა, თუ ის არ ეწინააღმდეგება ქვეყნის იდეურ-პოლიტიკურ ორიენტაციას, საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს და საზოგადოებრივ აზრს; დ) კონკრეტული ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისტორიული, კულტურული, ეთნოლოგიური , კონფესიური, ქალაქგეგმარებითი, ფუნქციური თუ სხვაგვარი თავისებურებების ხაზგასმა; ე) მაქსიმალური ინფორმირებულობა და ქალაქში ორიენტირების ხელშეწყობა; ვ) უნიკალურობა, დუბლირების თავიდან აცილება, გეოინფორმაციული სისტემის წარმოების წესების მოთხოვნათა გათვალისწინება, ორგანული ერთობა, ანსამბლურობა; ზ) თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის სიტყვათწარმოქმნის, ფონეტიკური, სტილისტური ნორმების გათვალისწინება, კეთილხმოვანება, სისხარტე, დამახსოვრების სიადვილე; თ) ისეთი სახელდების დაუშვებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ღირსება ს, რელიგიას და ტრადიციებს, საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, ხელს უწყობს რასობრივ, ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, სახელს გაუთქვამს საოკუპაციო რეჟიმს ან მის მოღვაწეებს; ი) საზოგადოებრივი ინტერ ესების გათვალისწინება. 2. მართლმადიდებელი კონფენ სიის წმინდანებთან, რელიგიურ დღესასწაულებთან ან წმინდა ადგილებთან დაკავშირებული სახელდება თანხმდება საქართველოს საპატრიარქოსთან.     მუხლი 5🔗. გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელის მინიჭება სახელწოდებები ენიჭება: ა) ახლად წარმოქმნილ გეოგრაფიულ ობიექტს; ბ) სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს.     მუხლი 6🔗. გეოგრაფიული ობიექტებისთვის სახელის აღდგენა ან შეცვლა (გადარქმევა) გეოგრაფიული ობიექტისთვის სახელწოდების აღდგენა ან შეცვლა ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) იცვლება შემორჩენილი საბჭოთა, ბოლშევიკურ რეჟიმთან დაკავშირებული სახელწოდებები; ბ) შესაძლებელია ისტორიული ტოპონიმების აღდგენა, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობა გააჩნია; გ) მიიღწევა სახელწოდების დუბლირების თავიდან აცილება (აღნიშნული არ ვრცელდება ,,ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის №4173-რს დადგენილებით შემოერთებული ტერიტორიების მიმართ); დ) არსებითად იცვლება გეოგრაფიული ობიექტის ფუნქციური დანიშნულება ან სტატუსი; ე) ტარდება სახელდების ობიექტის და მიმდებარე ტერიტორიის ისეთი ქალაქთმშენებლობითი სახეცვლილება ან რეკონსტრუქცია, რომელიც იწვევს გეორაფიული ობიექტის სახელწოდების შეცვლას ან გაუქმების აუცილებლობას; ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.     მუხლი 7🔗. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებები 1. გამოჩენილ პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისი დაიშვება საქართველოს პრეზიდენტის ან/და ქალაქ თბილისის მერის ინიციატივის შემთხვევაში. 2. გამოჩენილ პიროვნებებთან დაკავშირებულ სახელდებისას მათი სახელ-გვარები ან ზედწოდებები უნდა გადმოიცეს ტრადიციული, ისტორიულად ჩამოყალიბებული ფორმით (მაგ., სახელდებისას დასაშვებია ისეთი ანთროპონიმი, როგორიცაა „ილია“, „შოთა“, „ვაჟა“, „გალაკტიონი“).  3. სახელდებისას დაუშვებელია გამოჩენილი პიროვნებების ინიციალების გამოყენება (მაგ., „შ. რუსთაველი“, „დ. აღმაშენებელი“, „ი. გურჯი“). 4. დასაშვებია რთული შემადგენლობის საკუთარი სახელის შემოკლება მხოლოდ რიგობრივი სახელის რომაული ციფრით გადმოცემისას (მაგ ., „მეფე სოლომონ I-ის ქუჩა”).  5. თუკი საკუთარ სახელს ახლავს ხელობის, წოდების ან თანამდებობის აღმნიშვნელი სახელი და ზედწოდება, გამოიყენება შემდეგი თანამიმდევრობა: საზოგადო სახელი, საკუთარი სახელი, ზედწოდება (მაგ ., „მეფე დ ემეტრე თავდადებული”). 6. დაუშვებელია ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების გამოყენება სხვა იმავე ტიპოლოგიის გეოგრაფიული ობიექტის სახელდებისას. (აღნიშნული არ ვრცელდება ,,ქალაქ თბილისის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ” საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 27 დეკემბრის №4173-რს დადგენილებით შემოერთებული ტერიტორიების მიმართ). 7. ერთ ჯგუფურ სახელწოდებაში მოქცეულ სუბიექტთა რაოდენობა უნდა აისახოს სიტყვიერად და არა ციფრობრივად (მაგ. „სამასი არაგველი“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“),ხოლო ღირსშესანიშნავი კალენდარული თარიღების გამოყენების შემთხვევაში გამოიყენება რიცხვითი მნიშვნელობები (მაგ., „26 მაისის მოედანი“). 8. მეტროპოლიტენის სადგურების სახელწოდებები უნდა პასუხობდეს მთავარ დანიშნულებას – ქალაქში ორიენტაციას და შესაძლებლობის ფარგლებში უნდა იყოს იდენტური შესაბამისი მიწისზედა ბუნებრივი, ისტორიული, ქალაქთმშენებლობითი თუ სხვაგვარი ქალაქმაფორმირებელი ობიექტების დასახელებისას. 9. მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების, კვანძების, გადასაჯდომი სადგურების თუ ტერმინალების დასახელებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაკავშირებული მგზავრთა ვიზუალური ორიენტაციისთვის თვალსაჩინო ბუნებრივი თუ ანთროპოგენული ობიექტების დასახელებებთან. 10. საქალაქო ტრანსპორტის ერთი და იგივე თუ სხვადასხვა სახეობის მარშრუტების გადაკვეთაზე არსებულ გაჩერებებს, სატრანსპორტო კვანძებს, გადასაჯდომ სადგურებს თუ ტერმინალებს უნდა ჰქონდეთ იდენტური დასახელება. გამონაკლისს წარმოადგენს მეტროპოლიტენის გადასაჯდომი კვანძი, რომლის სადგურების სახელწოდებები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. 11. დასაშვებია მოკლე ჩიხების თუ გასასვლელების სახელდება რომაული ციფრების და იმ ქუჩის სახელწოდების მითითებით, რომელსაც უერთდება ჩიხი, თუ გასასვლელი (მაგ., დიდგორის ქუჩის II ჩიხი). ქუჩის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში სახელი ეცვლება ქუჩაზე მიერთებულ ჩიხსა და გასასვლელსაც. 12. გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაცია ხდება ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლათინურენოვანი ტრანსლიტერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 24 თებერვლის №109 ბრძანებულების შესაბამისად. 13. იმ მაკროტოპონიმების უცხოურ ენაზე დაწერისას, რომელთა უცხოურენოვანი დაწერილობა ტრადიციულად განსხვავდება ქართული ფორმისგან, გამოიყენება არა ტრანსლიტერირებული, არამედ ტრადიციული (უცხოური) ფორმები. 14. თბილისის ტერიტორიაზე განლაგებული გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც გააჩნიათ რთული ან შედგენილი სახელწოდება და ქართულ ენაზე იწერება ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი, უცხოურენოვანი წარწერის დროს ინარჩუნებენ შესაბამისად, ერთად, ცალ-ცალკე ან ტირეთი დაწერის ფორმას.     მუხლი 9🔗. უფლებამოსილი ორგანო და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. გადაწყვეტილებას, ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით – დადგენილებით იღებს ქ. თბილისის საკრებულო. 2. ინიციატივა გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ წარედგინება ქ. თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიას (შემდგომში – კომისია). 3. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკრებულოში წარდგენილ ინიციატივას უნდა ერთოდეს: ა) სახელდების ინიციატივის მოტივაცია და დასაბუთება (არა მარტო სახელწოდების, არამედ მისი კავშირი კონკრეტულ ადგილთან); ბ) ობიექტის აღწერა; გ) ინფორმაცია ობიექტთან დაკავშირებული ღირსშესანიშნავი მოვლენის თუ გამოჩენილი პიროვნების შესახებ; 4. გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ინიციატივას 15 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს კომისია. ინიციატივის წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში, კომისია დასკვნას და დადგენილების პროექტს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. კომისიამ დადგენილების პროექტს უნდა დაურთოს ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურიდან მოპოვებული გეოგრაფიული ობიექტის აღმნიშვნელი კარტოგრაფიული მასალა. 5. საკრებულოს თავმჯდომარე დადგენილების პროექტს და თანდართულ მასალებს განხილვისთვის გადასცემს წამყვან კომისიას (კომისიებს), რის შემდეგაც დადგენილების პროექტი განიხილება სამართლებრივი აქტის განხილვისთვის ,,ქალაქ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის № 2-14 გადაწყვეტილებით დადგენილი წესით. 6. კომისიამ და წამყვანმა კომისიამ (კომისიებმა) ინიციატივის განხილვისას უნდა გამოიყენოს ოფიციალური კარტოგრაფიული და საცნობარო გამოცემები, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ლექსიკონები, ენციკლოპედიური ლიტერატურა, წერილობითი საისტორიო და სხვა წყაროები. 7. საკრებულოს მიერ გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე დადგენილების მიღების შემთხვევაში, დადგენილება შესაბამისი რეაგირებისთვის ეგზავნება ქ. თბილისის მთავრობას, რომელმაც ერთი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, რუკების, ცნობარების და ა.შ. დამზადება, კორექტირება, გავრცელება და სხვ.). 8. საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილება, შესაბამის რუკასთან ერთად, მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ეგზავნებათ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებს მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის მიზნით. დადგენილება აგრეთვე ეგზავნებათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამის ორგანოებს.