⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.06.2005)
გაუქმებულია:

„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის შესახებ

მიღების თარიღი 19.11.2004
ძალის დაკარგვა 27.06.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №750
სარეგისტრაციო კოდი 200110000.22.033.006874
გამოქვეყნების წყარო სსმ, 140, 02/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,071 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.11.2004 მიღება
27.06.2005 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} h4 {margin-top:0in; margin-right:2.25pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:66.55pt; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.110.000.22.033.006.874 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №750 2004 წლის 19 ნოემბერი ქ. თბილისი „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე” ინსტრუქციის შესახებ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4(8), 115-ე, 227-ე მუხლებისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის დადებული სამთავრობათაშორისო ხელშკერულების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე”. 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ნოღაიდელი ინსტრუქცია „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული დღგ-ით დაბეგვრის რეჟიმის გამოყენების თაობაზე     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბ-რის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების (შემდგომში – ხელშეკრულება) მე-8(8) მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4(8), 115-ე და 227-ე მუხლების შესაბამისად და განსაზღვრავს საერ-თაშორისო შეთანხმებებით დამატებული ღირებულების გადასახადის ხაზით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების გამოყენების წესს.     მუხლი 2🔗. ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინები 1. ხელშეკრულების დანართი 1-ის შესაბამისად ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) „პირი” ნიშნავს ფიზიკურ პირს ან იურიდიულ ერთეულს; ბ) „ხელშეკრულება” ნიშნავს ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას, მათ შორის მის ყველა დანართს, აგრეთვე ყველა იმ წერილობით დოკუმენტს ხელშეკრულების ვადის გაგრძელების, განახლების, ახლით შეცვლის, შესწორებების შეტანის ან სხვა მოდიფიკაციების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს ყველა მხარე და რომელიც ამ მითითების საფუძველზე მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს; გ) „მხარეები” ნიშნავს მთავრობას როგორც ამ ხელშეკრულების ხელმომწერს და მის სამრთალ-მემკვიდრეს, აგრეთვე ამ ხელშეკრულების სხვა ხელმომწერ პირებს და მათ სამართალმემკვიდრეებს და კანონიერ უფლებამონაცვლეებს; დ) „ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეები” ნიშნავს ამ ხელშეკრულების ერთ ან მეტ, ანდა ყველა მხარეს (მათ შორის, იმ მხარეების ჩათვლით, რომლებიც ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეები რომელიმე პროექტის ხელშეკრულების განახლების და/ან მასთან შეერთების გზით გახდნენ), რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლებას, აგრეთვე რომელიმე ასეთი მონაწილის სამართალმემკვიდრეს ან კანონიერ უფლებამონაცვლეს; ე) „წილის მფლობელი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც მოცემულ დროს ნებისმიერი ფორმით, ფლობს ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილის, ან მისი საოპერაციო კომპანიის სააქციო კაპიტალის წილს და ასეთი პირის აფილირებულ პირებს, სამართალმემკვიდრეებს და კანონიერ უფლებამონაცვლეებს; ვ) „კონტრაქტორი” ნიშნავს პირს, რომელიც ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს ან მათ აფილირებულ პირებს, პირდაპირ ან არაპირდაპირ, აწვდის ძირითადი საექსპორტო მილსადენის სისტემასთან დაკავშირებულ საქონელს, სამუშაოს, მომსახურებას ან ტექნიკას, აგრეთვე, ასეთი პირის სამართალმემკვიდრეს ან კანონიერ უფლებამონაცვლეს. ტერმინი გულისხმობს აგრეთვე ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილის წილის მფლობელს ან აფილირებულ პირს, გამგზავნს ან საოპერაციო კომპანიას, მაგრამ არ გულისხმობს თვით ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეს, რომელიც აწვდის ასეთ საქონელს, უზრუნველყოფს სამუშაოს, მომსახურებას ან ტექნიკას. ტერმინი ასევე არ გულისხმობს ფიზიკურ პირს, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, როგორც რომელიმე სხვა პირის მიერ დაქირავებული მოსამსახურე; ზ) „აფილირებული პირი”, ნებისმიერ პირთან მიმართებაში, ნიშნავს რომელიმე სხვა პირს, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, ერთი ან მეტი შუამავლის მეშვეობით, აკონტროლებს და კონტროლდება ასეთი პირის მიერ, ან ამ უკანასკნელის ზოგადი კონტროლის ქვეშ იმყოფება; თ) „საოპერაციო კომპანია” ნიშნავს ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეების ან მათი აფილირებული პირების მიერ დანიშნულ, ან შერჩეულ ერთ, ან მეტ პირს, რომლის მიზანია აღასრულოს, წარმართოს, კოორდინაცია გაუწიოს და/ან განახორციელოს, ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეების ან მათი აფილირებული პირების სახელით, ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის ყოველდღიური საქმიანობა მთლიანად ან ნაწილობრივ, მათ შორის, შეასრულოს ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის სისტემის მთლიანად, ან მისი რომელიმე ნაწილის ოპერატორის ფუნქცია, ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილის, ან მისი აფილირებული პირის, ასეთი პირის სამართალმემკვიდრის, ან კანონიერი უფლებამონაცვლის აგენტის ან დამოუკიდებელი კონტრაქტორის ფუნქციის ჩათვლით; ი) „პროექტის მონაწილეები” ნიშნავს ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის ცალკეულ, ან ყველა აგრეთვე მათ რომელიმე აფილირებულ პირს, წილის მფლობელებს, საოპერაციო კომპანიებს, კონტრაქტორებს, გამგზავნებს, კრედიტორებსა და დამზღვევებს; კ) „გამგზავნი” ნიშნავს ყველა იმ პირს (ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეების ჩათვლით), რომელიც ორგანიზაციას უწევს ან, რომლებთანაც პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით დადებული იქნა კონტრაქტი ნავთობის ძირითადი საექსპორტო მილსადენის სისტემის, ან მისი რომელიმე ნაწილის საშუალებით გადაზიდვასთან დაკავშირებით და რომელსაც უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ნავთობის ძირითადი საექსპორტო მილსადენის სისტემის საშუალებით ნავთობის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ გადაზიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში, აგრეთვე მათ შესაბამის სამართალმემკვიდრეებსა და კანონიერ უფლებამონაცვლეებს; ლ) „ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის საქმიანობა” ნიშნავს ნებისმიერ და ყოველგვარ საქმიანობას, პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულს ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის სისტემის შეფასებასთან, შემუშავებასთან, დაპროექტებასთან, შეძენასთან, მშენებლობასთან, მონტაჟთან, დაფინანსებასთან, დაზღვევასთან, საკუთრებასთან, ექსპლოატაციასთან (მათ შორის, ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის რომელიმე ან ყველა მონაწილისა და გამგზავნის მიერ ნავთობის საშუალებების გზით გადაზიდვასთან), შეკეთებასთან, გამოცვლასთან, ტექნიკურ მომსახურებასთან, სიმძლავრეების გაზრდასთან, გაფართოებასთან (მაგალითად, განშტოებების აგება) და დაცვასთან, როგორც ტერიტორიის ფარგლებში (მაგალითად, პროექტის საქმიანობა), ისე მის ფარგლებს გარეთ; მ) „ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის სისტემა”, ნებისმიერ დროს, ნიშნავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის სისტემას (დაწყებული სანგა-ჩალის ტერმინალიდან) და აგრეთვე ყველა შესაბამის ობიექტს, რომლის მფლობელობა და გამოყენება დაკავშირებულია აღნიშნულ სისტემასთან, მათ შორის ტერიტორიის ფარგლებში მდებარე საშუალებებს, ან ყველა სხვა ამგვარ საშუალებებს, რომელიც ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარეობს.     მუხლი 3🔗. დამატებული ღირებულების გადასახადის ნულოვანი (0%) განაკვეთით მოსარგებლე პირები 1. ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის თითოეული მონაწილე, წილის მფლობელი, კონტრაქტორი, საოპერაციო კომპანია, გამგზავნი, აგრეთვე თითოეული მათგანის აფილირებული პირი, (შემდგომში – პირი) სარგებლობს დღგ-ის ნულოვანი (0%) განაკვეთით:  ა) ყოველგვარ საქონელთან, სამუშაოსთან, მომსახურებასთან და ტექნიკასთან მიმართებაში, რომელიც მიწოდებულია მისთვის ან მის მიერ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებით. არაპირდაპირი მიწოდება გულისხმობს რწმუნებულის მიერ პირის სახელით და ხარჯზე განხორციელებულ მიწოდებას;  ბ) მის მიერ საშუალებებით იმპორტირებულ და ექსპორტირებულ ნავთობთან მიმართებაში;  გ) ყველა იმ საქონლის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნიკის იმპორტთან მიმართებაში, რომელიც შეძენილია ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებით; დ) ყველა იმ საქონლის, სამუშაოს, მომსახურებისა და ტექნიკის ექსპორტთან და რეექსპორტთან მიმართებაში, რომელიც ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის საქმიანობასთან არის კავშირში. 2. პირს, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი (შემდგომში – საგადასახადო დეპარტამენტი), გასცემს დღგ-ს ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელ სერტიფიკატს (შემდგომში – სერტიფიკატი) (იხ. დანართი №1). სერტიფიკატის საფუძველზე პირს უფლება აქვს საგადასახადო ინსპექციაში მიიღოს 4(1) მუხლით გათვალისწინებული სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა-სერტიფიკატები. 3. წლის დაწყებამდე ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილე, საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შუამდგომლობით, საგადასახადო დეპარტამენტს წარუდგენს ინფორმაციას 3(1) მუხლში მოცემულ პირთა შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ მიიღონ სერტიფიკატი (მათ შორის ქვეკონტრაქტორების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ ძირითადი საექსპორტო მილსადენის სისტემასთან უშუალოდ დაკავშირებულ საქმიანობას). ინფორმაციაში აღინიშნება: ა) გადამხდელის დასახელება; ბ) საიდენტიფიკაციო ნომერი; გ) ხელშეკრულების მოქმედების ვადები. 4. სერტიფიკატის მისაღებად პირი განცხადებით მიმართავს საგადასახადო დეპარტამენტს. განცხადებას უნდა დაერთოს ხელშეკრულებიდან ამონაწერი (ნოტარიალურად დამოწმებული), სადაც აღნიშნული იქნება: ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების (სამუშაო(ები)ს, მომსახურების) მოკლე ანოტაცია;  ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სამუშაო(ები)ს დაწყების და დასრულების ვადები(თარიღი); გ) კონტრაქტორი მხარეები, ხელშეკრულებაზე მათი ხელმოწერით დადასტურებული. 5. მე-3(3) მუხლში მოცემული ინფორმაციისა და პირის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე საგადასახდო დეპარტამენტის მიერ სერტიფიკატი გაიცემა ოცდაათ (30) დღეში. 6. სერტიფიკატი გაიცემა ორი (2) წლის ვადით, მაგრამ არა უმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა. 7. საგადასახადო დეპარტამენტის მიერ განახლებული სერტიფიკატის გაცემა მოხდება ამ ინსტრუქციის 3(4)-ე მუხლით გათვალისწინებული განახლებული ინფორმაციის გათვალისწინებით. 8. მთავრული ასოებით განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ ის მნიშვნელობა, რომელიც განსაზღვრულია მე-2 მუხლში ხელშეკრულების დანართი 1-ის შესაბამისად.     მუხლი 4🔗. სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა-სერტიფიკატი 1. დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მიღების (შეძენის) საფუძველს წარმოადგენს სპეციალური დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურა-სერტიფიკატი (შემდგომში – სდღგ-სერტიფიკატი) (დანართი №2). 2. სდღგ-სერტიფიკატის მისაღებად პირმა წერილობითი განაცხადით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს საგადასახადო აღრიცხვის ადგილის მიხედვით. წერილობით განაცხადთან ერთად პირმა საგადასახადო დეპარტამენტში უნდა წარადგინოს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით სარგებლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 3. პირის მიერ წერილობით განაცხადთან ერთად საგადასახადო დეპარტამენტის მიერ გაცემული სერტიფიკატის წარდგენისთანავე საგადასახადო ინსპექცია ვალდებულია მისცეს პირს სდღგ-სერტიფიკატი. 4. სდღგ-სერტიფიკატი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის და საგანგებო დაცვის ნიშნის მქონე დოკუმენტს.  5. სდღგ – სერტიფიკატი წარმოადგენს დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება მათი მფლობელისათვის (მყიდველისათვის) მათზე განხორციელებული მიწოდებების ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრა. მიმწოდებლის მიერ აღნიშნულ პირებზე მიწოდებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგვრა ხორციელდება მყიდველების მიერ მისთვის წარდგენილი სდღგ-სერტიფიკატის შევსების შემთხვევაში. 6. საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) მიწოდებისას მყიდველის მიერ სდღგ-სერტიფიკატის წარდგენის შემდეგ მათი გამოწერა ხდება გამყიდველის მიერ 4 ეგზემპლარად, რომლის პირველი (ორიგინალი) და მე-3 ეგზემპლარები რჩება გამყიდველს, ხოლო მე-2 და მე-4 ეგზემპლარი ეძლევა მყიდველს. ამასთან, შეღავათებით მოსარგებლე პირების მიერ მათზე გაცემული სდღგ-სერტიფიკატი წარედგინება მხოლოდ იმ მიმწოდებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან დღგ-ის გადამხდელებად. 7. გამყიდველი ვალდებულია სრულად შეავსოს სდღგ-სერტიფიკატის ფორმით გათვალისწინებული ყველა რეკვიზიტი და გადასცეს მყიდველს მიწოდების მომენტში, ხოლო საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) რეგულარულად (უწყვეტად) მიწოდებისას არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვისა. 8. მყიდველი ვალდებულია ყოველი თვის 15 რიცხვამდე, აგრეთვე სდღგ-სერტიფიკატის ყოველი შემდეგი პარტიის გატანისას საგადასახადო დეპარტამენტს წარუდგინოს მათ მიერ წინა თვის მიხედვით გახარჯული სდღგ-სერტიფიკატის მე-2 ეგზემპლარები. 9. მიმწოდებლები ვალდებულნი არიან მყიდველისაგან მიღებული სდღგ-სერტიფიკატის პირველი პირები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისათვის დადგენილი წესების შესაბამისად წარუდგინონ შესაბამის საგადასახადო ინსპექციებს ყოველი თვის 15 რიცხვამდე. 10. სდღგ-სერტიფიკატი გამოიყენება მხოლოდ ქვეყნის შიგნით განხორციელებულ მიწოდებებზე (შესყიდვებზე). 11. პირის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობის დასრულების ან/და კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვალდებულია ამის შესახებ ათი (10) დღის ვადაში წერილობით აცნობოს საგადასახადო დეპარტამენტს და შესაბამის საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, იმავდროულად ჩააბაროს მის სახელზე გაცემული სდღგ- სერტიფიკატები.     მუხლი 5🔗. დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია 1. პირის, რომელიც სარგებლობს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისას რეგისტრაციისათვის საგადასახადო კოდექსით დადგენილი ზღვარი მხედველობაში არ მიიღება. 2. იმ შემთხვევაში, თუ სერტიფიკატის მფლობელი ახორციელებს დღგ-ის 20%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ოპერაციებსაც, ამ ოპერაციების განსახორციელებლად შესყიდვების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს ცალკე. 3. სერტიფიკატის მფლობელი პირები ვალდებულნი არიან შესაბამის საგადასახადო ორგანოებში წარადგინონ არსებული ფორმით დღგ-ს დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე, არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 10 რიცხვისა. გადამხდელის მიერ დეკლარაციის წარდგენა ხდება ყოველ საანგარიშო პერიოდზე, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მას დასაბეგრი ბრუნვა.     მუხლი 6🔗. წლიური ანგარიშის წარდგენა ნულოვანი (0%) განაკვეთის სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია ყოველწლიურად, საანგარიშო წლის მომდევნო წლის 30 აპრილამდე, საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საანგარიშო წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. რომელშიც ასახული უნდა იყოს საანგარიშო წელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული და ფაქტობრივად განხორციელებული საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) შეძენების მოცულობა თანხებში, მათ შორის დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით დაბეგრილი შეძენების მოცულობაც. დანართი №1 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგადასახადო დეპარტამენტი სერტიფიკატი №000 ამ სერტიფიკატით დასტურდება, რომ ------------------------------------------------------                                                               (პირის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი) წარმოადგენს------------------------------------------------------------------------------------                                                               (პროექტის დასახელება) -----------   პროექტის მონაწილეს, წილის მფლობელს, კონტრაქტორს, საოპერაციო კომპანიას, გამგზავნს, აფილირებულ პირს (საჭიროა გაესვას ხაზი) და ბაქო-თბილის-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის დადებული სამთავრობათაშორისო ხელშეკრულების 8.8 . . .  მუხლის  შესაბამისად, პროექტის საქმიანობასთან დაკავშირებით სარგებლობს დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით. თავმჯდომარე                                         (ხელის მოწერა)