„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის ინსტრუქციის” დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.11.2004
ძალის დაკარგვა 14.03.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №621
სარეგისტრაციო კოდი 020090000.22.034.006878
გამოქვეყნების წყარო სსმ, 139, 01/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებასა და სამსახურებრივი მივლინების გაფორმებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.01.2005
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის ინსტრუქციის” დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.1, li.1, div.1 {mso-style-name:Стиль1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt .5in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.090.000.22.034.006.878
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №621
2004 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის ინსტრუქციის” დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ვ” ქვეპუნქტის, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 270-ე მუხლის, “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №263 ბრძანებულების მე-4 მუხლის „თ” და „ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის ინსტრუქცია” თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის, ერთიანი კომპიუტერული ბანკის შექმნისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2000 წლის 28 იანვრის №32 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
ი. ოქრუაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის ინსტრუქცია
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ეს ინსტრუქცია აწესრიგებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვას და სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობას.
მუხლი 2🔗.
1. შსს სისტემის დანაყოფებისა და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საქმის განმხილველი ორგანოების მიერ გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის, მონაცემების ცენტრალიზების, ავტომატიზაციის და ერთიან სისტემაში მოყვანის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკი (შემდგომში – ერთიანი საინფორმაციო ბანკი).
2. ერთიანი საინფორმაციო ბანკი ეხმარება შესაბამის ორგანოებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და პასუხისმგებლობის ზომების ეფექტურად გამოყენების საქმეში.
3. ერთიან საინფორმაციო ბანკს ორგანიზებას უწევს და სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობას ახორციელებს შსს სამინისტროს აპარატის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო (შემდგომში – საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო).
მუხლი 3🔗.
საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო სააღრიცხვო-ანალიტიკურ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” და „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონებით, ამ ინსტრუქციით და სხვა სახის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗.
ერთიან საინფორმაციო ბანკში აღრიცხვას ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალდარღვევები:
ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში;
ბ) სახელმწიფო საკუთრების ხელმყოფი;
გ) გარემოს დაცვის სფეროში;
დ) ტრანსპორტზე და საგზაო მეურნეობის დარგში;
ე) ვაჭრობისა და ფინანსების დარგში;
ვ) საზოგადოებრივი წესრიგის სფეროში;
ზ) მოსახლეობის რეგისტრაციის, მიგრაციის, პირადობის დადასტურების სფეროში და მმართველობის სხვა დადგენილი წესების ხელმყოფი;
თ) სხვა სახის სამართალდარღვევები, რომლებსაც რეგისტრაციაში ატარებენ შს ორგანოები.
თავი II
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ინფორმაციის მიღება-გაცემის წესები
მუხლი 5🔗.
1. ერთიან საინფორმაციო ბანკში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდებისა და აღრიცხვის მიზნით, შინაგან საქმეთა ორგანოების შესაბამისი სამსახურები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოს მიაწოდონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღეში, ხოლო სხვა ორგანოები ინფორმაციას აწვდიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადებში.
2. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ინფორმაციის მიწოდება, ამ პროცესის სრულ ავტომატიზაციამდე, ხორციელდება სპეციალურად შემუშავებული შესაბამისი სააღრიცხვო ფორმებით (დანართები № 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9).
3. დანართი №1 შეიცავს შეტყობინებას ტრანსპორტზე და საგზაო მეურნეობის სფეროში გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
4. დანართი №2 შეიცავს შეტყობინებას მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
5. დანართი №3 შეიცავს შეტყობინებას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
6. დანართი №4 შეიცავს შეტყობინებას ვაჭრობისა და ფინანსების დარგში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
7. დანართი №5 შეიცავს შეტყობინებას გარემოს დაცვის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
8. დანართი №6 შეიცავს შეტყობინებას სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ.
9. დანართი №7 შეიცავს შეტყობინებას რეგისტრაციის, მიგრაციის და პირადობის დადასტურების კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის შესახებ.
10. დანართი №8 შეიცავს შეტყობინებას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სამართალდარღვევების და ნარკოტიკულ საშუალებათა მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის, შენახვისა და მოხმარების შესახებ.
მუხლი 6🔗.
1. სააღრიცხვო ფორმებში გრაფები: „სამართალდამრღვევის გვარი”, „სახელი”, „მამის სახელი”, „დაბადების თარიღი”, „დაბადების ადგილი”, „პირადი ნომერი”, „მოქალაქეობა”, „მისამართი” – შეივსება დამრღვევის პირადობის დამადასტურებელი მოწმობების (პასპორტი, პირადობის მოწმობა) შესაბამისი რეკვიზიტების საფუძველზე. თუ ასეთი არ გააჩნია, მაშინ ეს გრაფები შეივსება ნებისმიერი სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. ამასთან, „პირადი ნომრის” გრაფა ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს უკვე აღებული აქვს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის მოწმობა, და მინიჭებული აქვს პირადი ნომერი. გრაფა „დაბადების თარიღი” (და ყველა დანარჩენი თარიღი) ივსება ასეთი თანმიმდევრობით: რიცხვი, თვე და წელი. „დაბადების ადგილში” მიეთითება საქართველოში დაბადებულთათვის დაბადების ადგილი, ხოლო სხვა სახელმწიფოში დაბადებულთათვის – შესაბამისი ქვეყნის დასახელება. გრაფაში „მისამართი”, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი არის ორგანიზაცია, მიეთითება ამ ორგანიზაციის სრული იურიდიული მისამართი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – ამ პირის საცხოვრებელი მისამართი.
2. გრაფაში „სამსახური, თანამდებობა” და “მისამართი” (№1, 2, 7, 8 დანართებში) – მიეთითება სამართალდამრღვევი პირის სამსახური, თანამდებობა და საცხოვრებელი მისამართი.
გრაფაში „ორგანიზაცია (ფირმა)” და „მისამართი” (№3, 4, 5, 6 დანართები) – მიეთითება სამართალდამრღვევი ორგანიზაციის(ფირმის) სრული დასახელება და იურიდიული მისამართი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – ფიზიკური პირის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი.
თუ სამართალდამრღვევი კონკრეტული მოქალაქეა, გრაფა „ორგანიზაცია(ფირმა)” არ შეივსება.
3. გრაფაში „დარღვევა ჩადენილია” – მიეთითება ის თარიღი, როდესაც მოხდა სამართალდარღვევა, ხოლო თუ დარღვევა დენადია, მიეთითება შესაბამისი ორგანოების მიერ სამართალდარღვევის გამოვლენის თარიღი.
4. გრაფაში „ადმ. სკ მუხლი” – მიეთითება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი (მუხლები), რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის.
5. გრაფებში: „ოქმის რეგისტრაციის ან ქვითრის ნომერი” და „თარიღი” – მიეთითება, შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი ოქმის (ან ჟურნალში მისი რეგისტრაციის) ნომერი და თარიღი, ან, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ შედგა და დამრღვევი დაჯარიმდა ადგილზე, ჯარიმის გადახდის შედეგად მიღებული საბანკო ქვითრის ნომერი და თარიღი.
6. გრაფაში „დარღვევა გამოავლინა” – იწერება სამართალდარღვევის გამომვლენი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი.
7. გრაფაში „მიღებული გადაწყვეტილება” – იმ შემთხვევაში, თუ სახდელის დადება ხდება ადგილზე, იწერება ადმინისტრაციული სახდელის სახე. თუ სამართალდარღვევაზე მასალები იგზავნება სასამართლოში ან სხვა განმხილველ ორგანოში – მიეთითება ის ორგანო, რომელსაც გადაეგზავნა მასალები საქმეზე დადგენილების გამოსატანად, ხოლო შეტყობინების შევსების დროისათვის თუ უკვე ცნობილია საქმეზე გამოტანილი დადგენილების შესახებ – მიეთითება დადგენილების გამომტანი ორგანოს დასახელება და სახდელის სახე.
8. გრაფაში „გადაწყვეტილების მიღების თარიღი” მიეთითება ადგილზე სახდელის დადების შესახებ ან სასამართლოში ან სხვა განმხილველ ორგანოში მასალების გადაგზავნის თარიღი.
9. გრაფებში „გადაწყვეტილება მიიღო”, “უფროსი” და “ხელმოწერა” – მიეთითება, შესაბამისად, სამართალდარღვევის გამომვლენი სამსახურის, დანაყოფის დასახელება, უფროსის გვარი, სახელი და უფროსის ხელმოწერა.
10. გრაფაში „გაგზავნის თარიღი” – მიეთითება შეტყობინების შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში გაგზავნის თარიღი.
მუხლი 7🔗.
იმ სამართალდარღვევებზე, რომლებზეც შეტყობინების ერთიანი საინფორმაციო ბანკისათვის გაგზავნის მომენტში არ იყო ცნობილი დამრღვევის მიმართ გამოყენებული სახდელის სახე მასალების სასამართლოში ან სხვა განმხილველ ორგანოში გადაგზავნის გამო, ამ ორგანოს მიერ გამოტანილი დადგენილების მიღებიდან ათი დღის ვადაში, საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში, სამართალდარღვევის გამომვლენი სამსახურის მიერ, იგზავნება დამატებითი ინფორმაცია შესაბამისი რეესტრის ფორმით (დანართი №9).
მუხლი 8🔗.
1. განმეორებით ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენისა და პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, შსს სისტემის დანაყოფები და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საქმის განმხილველი ორგანოები ვალდებულნი არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დამრღვევი პირის მიმართ გადაწყვეტილების მიღებამდე, გადაამოწმონ ამ პირზე მონაცემები საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში არსებულ ერთიან საინფორმაციო ბანკში, რაც ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შემოწმებისათვის სპეციალურად შემუშავებული “მოთხოვნის” ბარათით (დანართი №10) ან, გამონაკლის შემთხვევაში, ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
2. განსაკუთრებულ შემთხვევაში შეკითხვა შეიძლება განხორციელდეს კომუნიკაციის სხვა საშუალებით, მაგრამ შეკითხვის ყველა ფორმის შემთხვევაში უნდა შეივსოს „მოთხოვნის” ბარათი და გაიგზავნოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში.
მუხლი 9🔗.
„მოთხოვნის” ბარათის:
ა) გრაფაში „შემოწმების მიზანი” – მიეთითება, თუ რა მიზნით ხდება შეკითხვის გაგზავნა, ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების თუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. პირველ შემთხვევაში მიეთითება კონკრეტულად რომელი სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მოწმდება პირი, ხოლო მეორე შემთხვევაში მიეთითება სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რომლისთვისაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება ამგვარი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემთხვევაში. შემოწმების ინიციატორის მოთხოვნით, პირი შეიძლება შემოწმდეს წლის განმავლობაში მის მიერ ჩადენილ ყველა სახის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე. გარდა ამისა, პიროვნება მოწმდება მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტზე სხვა შემთხვევებშიც, მაგალითად სანებართვო სამსახურების მიერ, როდესაც მოქალაქე მიმართავს მათ ცეცხლსასროლ იარაღზე ნებართვის მისაღებად;
ბ) გრაფაში “შემოწმების შედეგი” – ჩაიბეჭდება (ან ჩაიწერება ხელით) შესამოწმებელ პირზე წლის განმავლობაში გამოვლენილი ყველა სახის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. აქვე მიეთითება პირთან დაკავშირებული ის მონაცემები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქმის განმხილველი ორგანოს მიერ დამრღვევის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. დამატებითი ინფორმაციის მოძიება ხორციელდება რეგისტრირებულ დანაშაულთა სადღეღამისო ოპერატიული კრებსის მონაცემებში. თუ შესამოწმებელი პირის ან ორგანიზაციის(ფირმის) მიმართ საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოს არ გააჩნია შეკითხვის ინიციატორისათვის საინტერესო ინფორმაცია, შემოწმების შედეგისათვის განკუთვნილ ადგილას დაისმება სპეციალური ოვალური ფორმის შტამპი (დანართი №11) წარწერით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საინფორმაციო ბანკში არ ირიცხება”;
გ) „მოთხოვნის” ბარათის დანარჩენი გრაფები ივსება შეტყობინების ბარათების ანალოგიურად.
მუხლი 10🔗.
1. საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში შემოსული შეტყობინების ბარათებიდან მონაცემების საინფორმაციო ბანკში შეტანის პროცესში გამოვლენილ განმეორებით სამართალდარღვევებზე, ბარათის შევსების დეფექტებზე ან რაიმე სახის უზუსტობებზე შესაბამისი უფლებამოსილი პირი ადგენს წერილს, სადაც მიუთითებს ყველა გარემოების შესახებ. თუ ბარათები შევსებულია კორექტულად, ხარვეზების გარეშე, და წერილში ჩამოთვლილია მხოლოდ წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩამდენი პირები, წერილის მარჯვენა ზედა კუთხეში დაისმება შტამპი წარწერით „აყვანილია აღრიცხვაზე”, ხოლო შენიშვნების არსებობის შემთხვევაში – წარწერით „აყვანილია კონტროლზე”. ამ უკანასკნელ შემთხვევაში წერილის ადრესატი ვალდებულია გადაამოწმოს მითითებული შენიშვნები და უმოკლეს ვადაში დაზუსტებული ინფორმაცია წერილობითვე აცნობოს საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წერილები ტარდება სპეციალურ რეესტრში, სადაც აღნიშნულია, თუ რომელი წერილი გაიგზავნა კონტროლის შტამპით და შემოვიდა თუ არა მასზე პასუხი.
მუხლი 11🔗.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შემოწმების მოთხოვნაზე შსს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოდან მიღებული პასუხის საფუძველზე შემოწმების ინიციატორი ღებულობს შესაბამის გადაწყვეტილებას. იმ შემთხვევაში, როდესაც სამართალდამრღვევ პირზე მასალები იგზავნება სასამართლოში ან სხვა განმხილველ ორგანოში, უფლებამოსილი პირი ვალდებულია ამ მასალებს თან დაურთოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოდან მიღებული პასუხი – შემოწმების შედეგი.
მუხლი 12🔗.
შს ორგანო, რომელმაც გამოავლინა სამართალდარღვევა, მასალების სასამართლოში ან სხვა განმხილველ ორგანოში გადაგზავნისას, საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში აგზავნის შეტყობინებას, რომელშიც მიღებული გადაწყვეტილების პუნქტში მიეთითება ფრაზა „გადაიგზავნა სასამართლოში”, ხოლო გრაფაში „გადაწყვეტილების მიღების თარიღი” – მიეთითება მასალების გადაგზავნის თარიღი. სასამართლოდან ან სხვა განმხილველი ორგანოდან მიღებული დადგენილების საფუძველზე საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში სამართალდარღვევებზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებები იგზავნება შესაბამისი ფორმით (დანართი №9), რომელიც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საინფორმაციო ბანკში ცვლილებების შეტანის საფუძ-ველს.
მუხლი 13🔗.
საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველო სატელეფონო ხაზით მიღებულ შეკითხვაზე გასცემს პასუხს იმავე დღეს, ხოლო მოთხოვნის ბარათზე და ელექტრონული ფოსტით მოსულ შეკითხვაზე პასუხს გასცემს შეკითხვის მიღებიდან 3 დღის ვადაში. ელექტრონული ფოსტის მომხმარებლებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რაც გულისხმობს ამ სახით ინფორმაციის მიღების სურვილზე წერილობითი განაცხადის გამოგზავნას საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსის სახელზე. წერილში მითითებული უნდა იყოს აბონენტის ელექტრონული ფოსტის მისამართი.
თავი III
ერთიანი საინფორმაციო ბანკის დამუშავება, ანალიტიკური და სტატისტიკური სამუშაოები
მუხლი 14🔗.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკურ სამმართველოში შემოსული შეტყობინებებიდან ინფორმაცია გროვდება ელექტრონულ ფორმატში (კომპიუტერული ბაზის სახით), რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ ერთიანი საინფორმაციო ბანკი გამოყენებული იქნეს არა მარტო სააღრიცხვო, არამედ სტატისტიკური და ანალიტიკური საქმიანობისათვის.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 15🔗.
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ამ ინსტრუქციის მომზადების, მიღებისა(გამოცემისა) და ამოქმედებისათვის დადგენილი წესით.
დანართი №1
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსს
____________________________________________________________________________
შეტყობინება
ტრანსპორტზე და საგზაო მეურნეობის სფეროში
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
1. სამართალდამრღვევის გვარი _____________________________________________
2. სახელი _________________3. მამის სახელი _________________________________
4. დაბადების თარიღი / / წ. 5. პირადი №__________________________
_____________
6. დაბადების ადგილი ______________________________________________________
7. სამსახური, თანამდებობა _________________________________________________
8. მოქალაქეობა ____________________________________________________________
9. მისამართი _______________________________________________________________
10. დარღვევა ჩადენილია / / წ. 11. ადმ. სკ მუხლი ___________________
_____________
12. ოქმის რეგისტრაციის ან ქვითრის ნომერი 13. თარიღი / / წ.
_____________
14. დარღვევა გამოავლინა ___________________________________________________
უფლებამოსილი პირის თანამდებობა, გვარი, ინიციალები
15. დარღვევის მოკლე შინაარსი ______________________________________________
___________________________________________________________________________
16. სატრანსპ. საშუალება (ტიპი, მოდელი)__________________ სახ. ნომერი _______
17. მიღებული გადაწყვეტილება ______________________________________________
დაჯარიმების შემთხვევაში მიუთითეთ ჯარიმის თანხა
18. გადაწყვეტილების მიღების თარიღი / / წ.
_________________________
19. გადაწყვეტილება მიიღო __________________________________________________
სამსახურის დასახელება
უფროსი_______________________________ ხელმოწერა _______________________
გვარი, ინიციალები
გაგზავნის თარიღი / / წ.
____________________
დანართი №2
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსს
____________________________________________________________________
შეტყობინება
მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
1. სამართალდამრღვევის გვარი _________________________________________
2. სახელი __________3. მამის სახელი ____________________________________
4. დაბადების თარიღი / / წ. 5. პირადი №______________________
_____________
6. დაბადების ადგილი __________________________________________________
7. სამსახური, თანამდებობა ______________________________________________
8. მოქალაქეობა__________ 9. ვიზის გამცემი ორგანო ______10. ვიზის №_____
11. მისამართი __________________________________________________________
12. დარღვევა ჩადენილია / / წ. 13. ადმ. სკ მუხლი _______________
_____________
14. ოქმის რეგისტრაციის ან ქვითრის ნომერი______ 15. თარიღი / / წ.
16. დარღვევა გამოავლინა _______________________________________________
უფლებამოსილი პირის თანამდებობა, გვარი, ინიციალები
17. დარღვევის მოკლე შინაარსი __________________________________________
_______________________________________________________________________
_______________________________________________________________________
18. მიღებული გადაწყვეტილება _________________________________________
დაჯარიმების შემთხვევაში მიუთითეთ ჯარიმის თანხა
19. გადაწყვეტილების მიღების თარიღი / / წ.
_____________________________
20. გადაწყვეტილება მიიღო _____________________________________________
სამსახურის დასახელება
უფროსი _________________________________ ხელმოწერა ________________
გვარი, ინიციალები
გაგზავნის თარიღი / / წ. ______________________
დანართი №3
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსს
_________________________________________________________________________
შეტყობინება
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
1. სამართალდამრღვევის გვარი ____________________________________________
2. სახელი _____________3. მამის სახელი ___________________________________
4. დაბადების თარიღი / / წ. 5. პირადი №________________________
_____________
6. დაბადების ადგილი ____________________________________________________
7. სამსახური, თანამდებობა _______________________________________________
8. ორგანიზაცია (ფირმა) __________________________________________________
9. მოქალაქეობა __________________________________________________________
10. მისამართი ___________________________________________________________
11. დარღვევა ჩადენილია / / წ. 12. ადმ. სკ მუხლი ________________
_____________
13. ოქმის რეგისტრაციის ან ქვითრის ნომერი _______ 14. თარიღი / / წ.
_____________
15. დარღვევა გამოავლინა _________________________________________________
უფლებამოსილი პირის თანამდებობა, გვარი, ინიციალები
16. დარღვევის მოკლე შინაარსი ___________________________________________
_________________________________________________________________________
17. მიღებული გადაწყვეტილება ___________________________________________
დაჯარიმების შემთხვევაში მიუთითეთ ჯარიმის თანხა
18. გადაწყვეტილების მიღების თარიღი / / წ.
______________________________
19. გადაწყვეტილება მიიღო _______________________________________________
სამსახურის დასახელება
უფროსი ______________________________ ხელმოწერა _______________________
გვარი, ინიციალები
გაგზავნის თარიღი / / წ.
___________________________
დანართი №4
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსს
_________________________________________________________________________
შეტყობინება
ვაჭრობისა და ფინანსების დარგში ჩადენილი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
1. სამართალდამრღვევის გვარი ____________________________________________
2. სახელი ____________3. მამის სახელი ____________________________________

დანართი №5
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსს
_________________________________________________________________________
შეტყობინება
გარემოს დაცვის სფეროში
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
1. სამართალდამრღვევის გვარი ____________________________________________
2. სახელი _______________3. მამის სახელი __________________________________

დანართი №6
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსს
_________________________________________________________________________
შეტყობინება
სახანძრო უსაფრთხოების სფეროში

_________________________________________________________
17. მიღებული გადაწყვეტილება ___________________________________________
დაჯარიმების შემთხვევაში მიუთითეთ ჯარიმის თანხა
18. გადაწყვეტილების მიღების თარიღი / / წ.
______________________________
19. გადაწყვეტილება მიიღო __________________________________________
სამსახურის დასახელება
უფროსი ______________________________ ხელმოწერა _______________________
გვარი, ინიციალები
გაგზავნის თარიღი / / წ.
___________________________
დანართი №7
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსს
_________________________________________________________________________
შეტყობინება
მოსახლეობის რეგისტრაციის, მიგრაციის და პირადობის დადასტურების
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
1. სამართალდამრღვევის გვარი ____________________________________________
2. სახელი _______________3. მამის სახელი __________________________________
4. დაბადების თარიღი / / წ. 5. პირადი №________________________
_____________
6. დაბადების ადგილი ____________________________________________________
7. სამსახური, თანამდებობა _______________________________________________
8. ორგანიზაცია (ფირმა) __________________________________________________
9. მოქალაქეობა __________________________________________________________
10. მისამართი ___________________________________________________________
11. დარღვევა ჩადენილია / / წ. 12. ადმ. სკ მუხლი ________________
_____________
13. ოქმის რეგისტრაციის ან ქვითრის ნომერი _______ 14. თარიღი / / წ.
_____________
15. დარღვევა გამოავლინა _________________________________________________
უფლებამოსილი პირის თანამდებობა, გვარი, ინიციალები
_________________________________________________________________________
_________________________________________________________________________
16. დარღვევის მოკლე შინაარსი ___________________________________________
_________________________________________________________________________
17. მიღებული გადაწყვეტილება ___________________________________________
დაჯარიმების შემთხვევაში მიუთითეთ ჯარიმის თანხა
18. გადაწყვეტილების მიღების თარიღი / / წ.
______________________________
19. გადაწყვეტილება მიიღო _______________________________________________
სამსახურის დასახელება
უფროსი ______________________________ ხელმოწერა _______________________
გვარი, ინიციალები
გაგზავნის თარიღი / / წ.
___________________________
დანართი №8
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსს
_________________________________________________________________________
შეტყობინება
ჯანმრთელობის დაცვის და ნარკომანიის სფეროში

დანართი №9
დანართი №10
შსს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს უფროსს
__________________________________________________________________________
მოთხოვნა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შემოწმების შესახებ
გვარი ______________________________________________________________________
სახელი ________________________________მამის სახელი _______________________
დაბადების თარიღი / / წ. პირადი №_________________________________
დაბადების ადგილი _________________________________________________________
სამსახური, თანამდებობა ____________________________________________________
ორგანიზაცია (ფირმა) _______________________________________________________
მისამართი _________________________________________________________________
შემოწმების ინიციატორი _____________________________________________________
შემოწმების მიზანი __________________________________________________________
უფროსი ____________________ ხელმოწერა __________________________________
გაგზავნის თარიღი ” “ ___________________________________________20 წ.
____________________________________________________________________________
შემოწმების შედეგი:
დანართი №11