„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების” დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 24.11.2004
ძალის დაკარგვა 05.03.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №758
სარეგისტრაციო კოდი 200240000.22.033.006884
გამოქვეყნების წყარო სსმ, 141, 02/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების” დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-style:italic; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.240.000.22.033.006.884
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №758
2004 წლის 24 ნოემბერი
ქ. თბილისი
`საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების” დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის თანდართული დებულება.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს საქართველოს ტერიტორია.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2002 წლის 14 თებერვლის №82 ბრძანება “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ”;
ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2002 წლის 16 ივლისის №223 ბრძანება “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ”.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სტატუსი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის მე-41 ნაწილის შესაბამისად შექმნილ საგადასახადო ორგანოს, რომლის კომპეტენცია განსაზღვრულია ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
2. ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მასთან საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე და შესრულებაზე საგადასახადო კონტროლს.
3. ინსპექცია წარმოადგენს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალ საგადასახადო ორგანოს. მისი საქმიანობის კოორდინაციას და საერთო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე ცენტრალური აპარატის მეშვეობით.
4. გადასახადის გადამხდელებთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მესამე პირებთან ურთიერთობებში ინსპექცია გამოდის თავისი სახელით.
5. ინსპექციის სრული დასახელებაა: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია.
6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, სანდრო ეულის 1.
მუხლი 2🔗. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საგადასახადო კოდექსი, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებები, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3🔗. ინსპექციის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან
ინსპექცია დამოუკიდებელია თავისი მოვალეობების შესრულებისას და საჭიროებისამებრ თანამშრომლობს სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან.
მუხლი 4🔗. მინდობილი უფლებამოსილების დელეგირების აკრძალვა
ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს ეკრძალებათ კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების და მინდობილი უფლება-მოსილების გადაცემა სხვა თანამშრომლებისათვის.
მუხლი 5🔗. მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა აღრიცხვაზე აყვანის წესი და შერჩევის კრიტერიუმები
1. მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:
ა) გადასახადის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 2.5 მლნ ლარს);
ბ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა (არანაკლებ 200 ათასი ლარი);
გ) დღგ-ის მოცულობა (საგადასახადო წლის განმავლობაში იმპორტზე, მომწოდებლებისათვის და საქონლის, სამუშაოს, მომსახურების მიწოდებისათვის გადახდილი დღგ-ის ჯამური მოცულობა აღემატება 200 ათას ლარს).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის გაუთვალისწინებლად მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა ხორციელდება გადასახადის გადამხდელთა საქმიანობის სფეროებიდან გამომდინარე საქართველოს ფინანსთა მინისტრის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.
3. მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და საგადასახადო აღრიცხვიდან მოხსნა:
ა) ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით მსხვილ გადამხდელთა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე ასაყვან გადასახადის გადამხდელთა შერჩევას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი;
ბ) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა და მოხსნა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ადმინისტრაციული აქტით;
გ) მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის საგადასახადო აღრიცხვიდან გადასახადის გადამხდელთა მოხსნა ხორციელდება იმ შემთხვევაში, როდესაც თანმიმდევრობით 2 წლის განმავლობაში გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ან, როცა მათი საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლითა და ანალიზით დადგინდა, რომ ნამდვილად არ არსებობს პერსპექტივაში ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შესაძლებლობა;
დ) ამ მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გადამხდელების შერჩევა ხორციელდება ყოველ 6 თვეში ერთხელ, ამ ვადის გასვლის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე.
თავი II
ინსპექციის საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 6🔗. ინსპექციის ამოცანები
1. ინსპექციის ამოცანაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის უზრუნველყოფა, გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანა, გადამხდელთა მომსახურება, საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) ჩატარება, მონაცემთა დამუშავება, გადასახადების ადმინისტრირება, გადასახადების იძულებით გადახდევინება, კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი მომსახურება, საგადასახადო საჩივრების განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემოღებული გადასახადების სწორად გამოანგარიშებისა და მათ შესაბამის ბიუჯეტსა და სახელმწიფო ფონდებში სრულად და დროულად ჩარიცხვაზე კონტროლი და ზედამხედველობა ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე.
2. განიხილავს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შემოსულ წერილებსა და განცხადებებს.
3. კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს გადამხდელებისათვის ლიცენზიების გაცემას, შეჩერებას, ჩამორთმევას და შესაბამისი რეესტრის წარმოებას.
თავი III
ინსპექციის სტრუქტურა და თანამდებობის პირები
მუხლი 7🔗. ინსპექციის სტრუქტურა
1. ინსპექციის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
2. ინსპექცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო;
ბ) გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველო;
გ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო;
დ) იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო;
ე) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს რეგიონალური განყოფილებები;
ვ) ადმინისტრაცია (აპარატი).
3. ინსპექციის უფროსს და მის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების უფროსებს და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
4. ინსპექციის საჯარო მოსამსახურეებს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე ინსპექციის უფროსის წარდგინებით.
მუხლი 8🔗. ინსპექციის ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები
1. ინსპექციას ხელმძღვანელობს ინსპექციის უფროსი.
2. ინსპექციის უფროსს ჰყავს მოადგილეები.
3. ინსპექციის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს ინსპექციის სახელით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს ინსპექციას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებების, საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებას;
გ) წარადგენს წინადადებებს ინსპექციის თანამშრომელთა წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) ახორციელებს ინსპექციის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციების განაწილებას;
ე) ახორციელებს ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას;
ვ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე;
ზ) გამოსცემს ადმინისტრაციულ აქტებს.
4. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ახორციელებს ინსპექციის უფროსის მოადგილე.
5. მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები:
ა) ინსპექციის უფროსის მოადგილეები ხელმძღვანელობენ ინსპექციის უფროსის მიერ განსაზღვრულ სფეროებს;
ბ) სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები წარმართავენ შესაბამისი ქვედანაყოფების საქმიანობას.
თავი IV
ინსპექციის სტრუქტურული დანაყოფების ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი
მუხლი 9🔗. გადამხდელთა მომსახურების სამმართველო
1. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესით შერჩეული და ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე გადაყვანილი გადასახადის გადამხდელთა დოკუმენტების გადატანა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციებიდან და მათი შენახვა;
ბ) გადამხდელთა მომსახურება;
გ) საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების მიღება;
დ) დადგენილი წესით გადამხდელთა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე შედარებების აქტის გაფორმების უზრუნველყოფა;
ე) საგადასახადო დეკლარაციებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ანგარიშგების ფორმების შეტანა კომპიუტერში დასამუშავებლად;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების კომპიუტერული აღრიცხვა;
ზ) კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა მათში ცვლილებების შეტანის ჩათვლით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფა;
ი) სანდო ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცნობილია საგადასახადო ინსპექციისათვის, სავარაუდო დარიცხვის თაობაზე სათანადო წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;
კ) დეკლარაციებისა და ანგარიშგების ფორმების ვიზუალური შემოწმება მიღებული ინფორმაციების საფუძველზე;
ლ) მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის დაცვით დეკლარაციებისა და გაანგარიშებების კამერალური შემოწმება და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში მასალების გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველოსათვის საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გასატარებლად გადაცემა;
მ) წინადადებების მომზადება საკონტროლო გასვლითი შემოწმების ჩატარების შესახებ;
ნ) წინადადებების მომზადება გადამხდელთან ქრონომეტრაჟის ჩატარების შესახებ.
2. გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მოვალეობაა:
ა) გაუწიოს კონსულტაცია გადამხდელებს მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე მათთვის საინტერესო საკითხების გადაწყვეტაში, განუმარტოს გადამხდელებს გადასახადის გამოანგარიშების, საგადასახადო დეკლარაციებისა და გაანგარიშებების შევსების წესი და წარდგენის ვადები;
ბ) მიაწოდოს გადამხდელებს ინფორმაცია საგადასახადო კანონმდებლობასა და გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გ) მოახდინოს დღგ-ის გადამხდელთა რეგისტრაცია;
დ) დადგენილი წესით გასცეს ლიცენზიები (ნებართვები);
ე) უზრუნველყოს გადამხდელები საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და კანონმდებლობით დადგენილი სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, დეკლარაციებით და გაუწიოს შესაბამისი მომსახურება დეკლარაციის მიღებასთან დაკავშირებით;
ვ) მიიღოს გადამხდელთა დეკლარაციები და გაანგარიშებები, გადაამოწმოს აღნიშნულ დოკუმენტებზე მითითებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
ზ) აწარმოოს გადამხდელთა საქმეები, უზრუნველყოს ინფორმაციის შეკრება და არქივის წარმოება;
თ) მიიღოს გადასახადის გადამხდელების მიერ წარმოდგენილი დეკლარაციები და გადასახადების გადახდასთან დაკავშირებული ანგარიშგების სხვა ფორმები, მიიღოს გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმებების) სამმართველოდან ინფორმაციები გასვლითი საგადასახადო შემოწმებებით გადასახადის გადამხდელებზე დარიცხული (შემცირებული) გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს მონაცემების დადგენილ ვადებში კომპიუტერებში შეტანა;
ი) დადგენილი წესითა და ვადებში უზრუნველყოს ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ გადამხდელებზე დარიცხული მიწის გადასახადის შესახებ საგადასახადო შეტყობინებების წარდგენა (გაგზავნა) გადამხდელებისათვის;
კ) დადგენილი წესით მიიღოს ინსპექციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციები გადამხდელთა მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ და უზრუნველყოს მათი კომპიუტერებში შეტანა და დამუშავება;
ლ) ყოველდღიურად მიიღოს მომსახურე ბანკებიდან, სახაზინო დაწესებულებებიდან დოკუმენტები გადასახადის გადამხდელების მიერ ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ჩარიცხული გადასახადების შესახებ და უზრუნველყოს აღნიშნული მონაცემების კომპიუტერებში შეტანა;
მ) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ოპერატიულად გადასცეს ინფორმაცია ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ გადასახადის გადამხდელებისა და გადასახადების სახეების ჭრილში გადასახადების იძულებითი გადახდევინების მიზნით;
ნ) დადგენილი წესის მიხედვით აწარმოოს გადასახადის გადამხდელების ბარათებზე საგადასახადო კანონმდებლობით დაწესებული გადასახადების დარიცხვა და აღრიცხვა გადასახადის სახეების მიხედვით, ვადაგადაცილებული დავალიანებების შემთხვევაში აწარმოოს საურავების დარიცხვა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებაზე კონტროლის გაძლიერების, ჩათვლებში გამოყენებული ანგარიშ-ფაქტურების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და ამ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების უზრუნველყოფის მიზნით, საგადასახადო დეპარტამენტში ანგარიშების წარდგენა;
პ) შეადგინოს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ დაწესებული სტატისტიკური და ფაქტობრივი შემოსავლებისა და ვადაგადაცილებული დავალიანებების შესახებ ანგარიშები;
ჟ) უზრუნველყოს ინსპექცია შესაბამისი პროგრამებით და დაიცვას კომპიუტერული სისტემები გარეშე პირების მიერ მონაცემთა ბაზაში შეღწევისაგან;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში უზრუნველყოს გადამხდელთა სხვადასხვა გადასახადების ბარათებზე არსებული ზედმეტობების გადატანა სხვა გადასახადების ანგარიშში ან მათი დაბრუნება გადამხდელთათვის;
ს) დეკლარაციების არწარმოდგენის ფაქტების გამოვლენა და რეაგირებისათვის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის წარდგენა;
ტ) სანდო ინფორმაციების მიღება და მოპოვება. მათი გადამუშავების შედეგად სავარაუდო დარიცხვის თაობაზე დადგენილი წესით გაფორმებული დასკვნის ინსპექციის უფროსისათვის წარდგენა;
უ) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების დამუშავების შედეგად გამოვლენილი დარღვევების მიხედვით წარმოუდგენელი დეკლარაციების ან ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით სავარაუდო დარიცხვის შესახებ წინადადებების მომზადება, გაყალბებული დოკუმენტების მიხედვით განხორციელებულ ოპერაციებზე მასალების მომზადება და რეაგირებისათვის სათანადო ორგანოებისათვის გადაცემა;
ფ) საგადასახადო ინსპექციაში არსებული და მესამე პირებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე წინადადებების მომზადება გადამხდელებთან ქრონომეტრაჟის ჩატარების აუცილებლობის შესახებ;
ქ) შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე წინადადებების მომზადება საკონტროლო გასვლითი შემოწმების აუცილებლობის შესახებ;
ღ) აუცილებლობის შემთხვევაში გამოიძახოს გადამხდელი და დასაბეგრი ბაზის დაზუსტების მიზნით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები და ახსნა-განმარტებები;
ყ) სამოქმედო ტერიტორიაზე საგადასახადო და სტატისტიკური ანგარიშების მონაცემების ეკონომიკური ანალიზის ჩატარება;
შ) განიხილოს გადამხდელების განცხადებები საგადასახადო დეკლარაციების წარმოდგენის ან გადასახადის გადახდის ვადის გაგრძელების შესახებ;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა.
მუხლი 10🔗. გადამხდელთა საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) სამმართველო
1. გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველოს ამოცანაა გადასახადის გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის შედეგების, აგრეთვე მათი ბუღალტრული და საგადასახადო დოკუმენტების შემოწმება კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების გზით.
2. გადამხდელთა საგადასახადო შემოწმების სამმართველო ვალდებულია:
ა) შემოწმების ჩატარების მიზნით შეარჩიოს გადამხდელები;
ბ) შეადგინოს წლიური სამუშაო გეგმები გასვლითი საგადასახადო შემოწმებების ჩასატარებლად. უზრუნველყოს საგადასახადო შემოწმებების წინასწარი მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დამტკიცებული სამუშაო გეგმისა და შემოწმების პროგრამის შესაბამისად შეამოწმოს გადასახადის გადამხდელთა საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები;
დ) საგადასახადო შემოწმების წინასწარი მომზადება;
ე) გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას სრულად და დეტალურად გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვროს დასაბეგრი ობიექტის ოდენობა. საგადასახადო შემოწმებისას შეამოწმოს საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მდგომარეობა;
ვ) გააფორმოს საგადასახადო შემოწმების აქტი;
ზ) მოამზადოს წინადადებები გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმების და საურავების დარიცხვის შესახებ;
თ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით შედგენილი აქტი დადგენილ ვადებში გადასცეს გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს;
ი) დანაშაულის ნიშნების არსებობისას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს სათანადო მასალების გადაცემა მოკვლევისა და წინასწარი გამოძიების ორგანოებისათვის;
კ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა.
ლ) წარუდგინოს საგადასახადო დეპარტამენტს ანგარიშგებები გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 11🔗. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო
1. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) მიმდინარე ზედამხედველობა საგადასახადო კანონმდებლობის დაცვაზე;
ბ) ვადაგადაცილებულ დავალიანებებზე გადახდევინების იძულებითი მეთოდების გამოყენება;
გ) ურჩ გადამხდელთა გამოვლენა.
2. გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს მოვალეობაა ინსპექციაში საგადასახადო აღრიცხვაზე მდგარი გადამხდელების მიმართ:
ა) კომპეტენციის ფარგლებში გამოავლინოს არალიცენზირებული და/ან შესაბამისი ნებართვის გარეშე მომუშავე გადამხდელები;
ბ) გამოავლინოს აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის წარმოების, მიწოდების დარღვევის ფაქტები;
გ) განახორციელოს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებული ზედამხედველობა;
დ) განახორციელოს გადამხდელების საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა, საწვავის სვეტების, მრიცხველების დალუქვა. დაზიანების შემთხვევაში ლუქის ახსნა და ახალი ლუქის დადება და შეადგინოს ამ მიზნით შემუშავებული შესაბამისი ფორმების აქტები. ხელახალი დალუქვის ყველა შემთხვევაში მოახდინოს საკონტროლო-სალარო აპარატში შეტანილი პაროლის შეცვლა;
ე) გადამხდელებთან საქონლის შემოსავლისა და გასავლის ჟურნალების ზედამხედველობა;
ვ) გამოავლინოს აღურიცხავი მატერიალური ფასეულობებისა და საქონლის ტრანსპორტირებისა და მიწოდების ფაქტები;
ზ) განახორციელოს შემოსავლების დაკვირვების ტექნიკური საშუალებების დაყენება და კონტროლი;
თ) უზრუნველყოს ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში გადასახადების დროული და სრული მობილიზაცია;
ი) დააწესოს კონტროლი გადასახადების გადამხდელების მიერ გადასახადების სრულ და დროულ გადახდაზე;
კ) შეაგროვოს ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც ფაქტობრივად გადახდისუნარიანნი არიან და მიიღოს ზომები დარიცხული გადასახადების ბიუჯეტში და სახელმწიფო ფონდებში ამოსაღებად;
ლ) საინკასო დავალებებით და გადასახადების იძულებითი გადახდევინების მეთოდებით უზრუნველყოს ვადაგადაცილებული დავალიანებების ამოღება;
მ) შეაგროვოს ინფორმაციები იმ გადამხდელების შესახებ, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადების გადახდას;
ნ) გამოიკვლიოს საწარმოთა და მეწარმე-ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსოები, ჩაატაროს დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით, აღნიშნულ საფუძვლებზე დაყრდნობით დადგენილი წესით მოამზადოს სავარაუდო დარიცხვის თაობაზე დასკვნები ინსპექციის უფროსზე გადასაცემად;
ო) ვადაგადაცილებული დავალიანების მქონე გადამხდელებთან ფულადი საშუალებების მოძრაობის პერიოდული შემოწმებები;
პ) მოამზადოს ანგარიშგებები სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და უზრუნველყოს მათი დადგენილ ვადაში წარდგენა საგადასახადო დეპარტამენტში;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და საგადასახადო კოდექსებით გათვალისწინებულ და მათ მიერ გამოვლენილ ყველა სამართალდარღვევებზე შესაბამისი ოქმების (აქტების) შედგენა და იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოსათვის შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ გადაცემა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 12🔗. იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო
1. იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) ინსპექციის იურიდიული მომსახურება;
ბ) საგადასახადო საჩივრების განხილვა;
გ) სასამართლო ორგანოებში საქმის განხილვაში მონაწილეობა.
2. იურიდიულ საკითხთა და საჩივრების განხილვის სამმართველო ვალდებულია:
ა) ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოდან მიღებულ მასალებზე დაყრდნობით მოამზადოს მასალები სასამართლოში წარსადგენად;
ბ) გადასახადების იძულებითი გადახდევინების მიზნით გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოსთან ერთად მოამზადოს მასალები შესაბამის ორგანოებში წარსადგენად. კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს გადასახადის იძულებითი გადახდევინების ღონისძიებებში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში;
დ) ინსპექციის თანამშრომლებს გაუწიოს იურიდიული კონსულტაციები, გააცნოს ახალი ნორმატიული აქტები და ცვლილებები კანონმდებლობაში;
ე) მიიღოს და განიხილოს გადასახადის გადამხდელის საჩივრები და შუამდგომლობები კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებებით დარიცხული გადასახადებისა და ინსპექციის გადაწყვეტილების შესახებ;
ვ) მისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში საგადასახადო დავებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას;
ზ) შეადგინოს სამართლებრივი დასკვნები საგადასახადო აუდიტის (შემოწმების) მასალებზე;
თ) უზრუნველყოს კანონიერების დაცვა და მიიღოს ზომები მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად;
ი) კანონით დადგენილი წესით დაიცვას ინსპექციისა და მისი მუშაკების კანონიერი უფლებები და ინტერესები სასამართლოში და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას;
კ) ინსპექციის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებულ ოქმებზე დაყრდნობით მოამზადოს მასალები ინსპექციის ხელმძღვანელობასთან წარსადგენად და/ან განსჯადობის მიხედვით რაიონულ სასამართლოში გადასაგზავნად;
ლ) წარუდგინოს საგადასახადო დეპარტამენტს ანგარიშგებები გაწეული მუშაობის შესახებ.
მუხლი 13🔗. ადმინისტრაცია (აპარატი)
ინსპექციის აპარატი:
ა) უზრუნველყოფს ინსპექციაში საქმისწარმოებას დამტკიცებული “საქმისწარმოების ერთიანი წესების” შესაბამისად;
ბ) ახორციელებს საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლს და ინსპექციის უფროსს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას მათი შესრულების შესახებ;
გ) უზრუნველყოფს ინსპექციის უფროსის მიერ გამოცემული ყველა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის – ბრძანების რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;
დ) ახდენს შემოსული და გასული კორესპონდენციების სათანადო დამუშავებას და აწესებს კონტროლს შემოსული კორესპონდენციების მოძრაობაზე;
ე) ახორციელებს ინსპექციის უფროსთან ჩატარებულ თათბირებზე მიღებული საოქმო გადაწყვეტილებების რეგისტრაციას და შემსრულებლამდე დაყვანას;
ვ) უზრუნველყოფს არქივის წარმოებას;
ზ) უზრუნველყოფს მუდმივად შესანახი კორესპონდენციებისა და კორესპონდენციათა რეგისტრაციის ჟურნალების ქრონოლოგიური წესით დალაგებასა და ამზადებს მათ არქივში გადასაცემად;
თ) აწარმოებს მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადებას, მათი პირადი საქმეების შედგენასა და შრომის წიგნაკების აღრიცხვის წარმოებას;
ი) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;
კ) ახორციელებს კადრების შერჩევას, კოორდინაციას უწევს კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას;
ლ) წარადგენს ნაერთ ანგარიშებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ინსპექციის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას.
მუხლი 14🔗. ინსპექციის რეორგანიზაცია, საქმიანობის შეწყვეტა
ინსპექციის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.