ფინანსური პოლიციის შესახებ
მიღების თარიღი 24.02.2004
ძალის დაკარგვა 01.01.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №3377
სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.001.456
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5, 04/03/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე საქართველოს კანონი 24.11.2006
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ საქართველოს კანონი 26.08.2003
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონი „საქართველოს კანონით „ფინანსური პოლიციის შესახებ“;"
დოკუმენტის ტექსტი
ფინანსური პოლიციის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"\#Grigolia";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"#Grigolia","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"#Grigolia","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.text, li.text, div.text {mso-style-name:text; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:42.55pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:44.95pt 46.35pt .5in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი
ფინანსური პოლიციის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. კანონის მიზანი
ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის (შემდგომში – პოლიცია) დანიშნულებას, ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საქმიანობის პრინციპებს და მიმართულებებს, უფლებამოსილებებს, აგრეთვე პოლიციაში სამსახურის გავლის წესსა და სოციალური დაცვის გარანტიებს.
მუხლი 2🔗. პოლიციის სამართლებრივი სტატუსი
პოლიცია არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსით შემავალი სპეციალური სამართალდამცავი ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეთა წინასწარ გამოძიებას და კანონმდებლობით დადგენილ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1348-სსმI,№19,28.04.2005წ.,მუხ.120
მუხლი 3🔗. პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
პოლიციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
მუხლი 4🔗. პოლიციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
1. პოლიციის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმისა და საჯაროობის, პოლიციის სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს.
2. პოლიციის თანამშრომელი მოვალეა პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, სოციალური, ქონებრივი მდგომარეობისა, რასობრივი და ეროვნული კუთვნილებისა, სქესისა, ასაკისა, განათლებისა, ენისა, სარწმუნოებისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა.
3. პოლიციის თანამშრომელს ეკრძალება:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შექმნა ან მასში მონაწილეობა;
ბ) პირად, კომერციულ, პროფესიულ ან/და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული, აგრეთვე კანონით დაცული სხვა ინფორმაციის გამჟღავნება კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
გ) შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, ასევე მასში მონაწილეობის მიღება;
დ) შეთავსებით მუშაობა ანაზღაურებად სამუშაოზე, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა, ან რაიმე თანამდებობის დაკავება რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში, ან რაიმე ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება, ანდა რაიმე თანამდებობის დაკავება სხვა ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.
მუხლი 5🔗. საერთაშორისო ურთიერთობანი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან და შეთანხმებებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, პოლიცია თანამშრომლობს სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
მუხლი 6🔗. პოლიციის თანამშრომლობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან
დაკისრებული ამოცანების განხორციელების მიზნით პოლიცია თანამშრომლობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის ორგანოებთან, სამართალდამცავ და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
პოლიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 7🔗. პოლიციის მიზნები და ამოცანები
1. პოლიციის საქმიანობის მიზნები და ამოცანებია:
ა) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის გამოვლენა, თავიდან აცილება და წინასწარი გამოძიება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;
ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;
გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის საქმიანობის უსაფრთხოების და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პროცესში ამ ორგანოთა თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
დ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში სამოხელეო დანაშაულის და კორუფციულ გარიგებათა პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპოვება, გადამუშავება და მისი ანალიზი;
ე1) წინასწარი გამოძიების სტადიაზე ფინანსური ექსპერტიზის ორგანიზება და ჩატარება;
ვ) კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
2. პოლიციას არ შეიძლება დაეკისროს ისეთი ამოცანის შესრულება, რომელიც ამ კანონით პირდაპირ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1348-სსმI,№19,28.04.2005წ.,მუხ.120
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2544-სსმI,№1,04.01.2006წ.,მუხ.10
მუხლი 8🔗. პოლიციის უფლებამოსილებანი
პოლიცია უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა, გამოავლინოს, გახსნას და აღკვეთოს დანაშაული საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში, აწარმოოს წინასწარი გამოძიება, გამოიყენოს ფიზიკური იძულება კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით;
ბ) საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულზე დაიწყოს გამოძიება;
გ) ჩაატაროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოითხოვოს მოსამართლის ბრძანება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით;
დ) საჭიროების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება რევიზიის ან ინვენტარიზაციის ჩატარებაზე, მოითხოვოს საუწყებო შემოწმების ჩატარება და გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა;
ე) მოიპოვოს, დაამუშაოს და ანალიზი გაუკეთოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და განახორციელოს სტრატეგიული დაგეგმვა;
ვ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით საგადასახადო და საბაჟო ორგანოებიდან მოითხოვოს და მიიღოს ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, დამრღვევს შეუფარდოს ადმინისტრაციული სახდელი;
თ) დანაშაულისა თუ სხვა სამართალდარღვევის შესახებ საკმარისი მონაცემების არსებობისას გააჩეროს და დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალებები, ასევე შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები;
თ1) წინასწარი გამოძიების სტადიაზე ჩაატაროს ფინანსური ექსპერტიზა;
ი) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საქმიანობა.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1348-სსმI,№19,28.04.2005წ.,მუხ.120
საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2544-სსმI,№1,04.01.2006წ.,მუხ.10
თავი III
ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
მუხლი 9🔗. ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელს მინიჭებული უფლების ფარგლებში კანონით დადგენილი წესით უფლება აქვს გამოიყენოს ფიზიკური იძულება, სპეციალური საშუალებები, სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღი.
2. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქისა და პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილების გაკეთება.
3. სპეციალური საშუალების სახეობა, ფიზიკური იძულების ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული ვითარების, სამართალდარღვევის ხასიათისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით.
მუხლი 10🔗. ფიზიკური იძულების გამოყენება
პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს კანონით დადგენილ ფარგლებში და წესით გამოიყენოს ფიზიკური იძულება (მათ შორის ორთაბრძოლის სპეციალური ხერხები) დანაშაულის ან სხვა სამართალდარღვევის აღსაკვეთად, დამნაშავის ან/და სამართალდამრღვევის დასაკავებლად, თუ ძალადობის მეთოდების გამოუყენებლობა ვერ უზრუნველყოფს პოლიციის თანამშრომლის მიერ კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
მუხლი 11🔗. სპეციალური საშუალებების გამოყენება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომელს, კომპეტენციის ფარგლებში, უფლება აქვს გამოიყენოს სპეციალური საშუალებები: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, რეზინის ხელკეტი, ტრანსპორტის იძულებით გაჩერება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი, ელექტროშოკური მოწყობილობა ამ მუხლით გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში:
ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ან/და საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი იმ პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციის თანამშრომელს, ან ცდილობს გაქცევას, ან იმ პირის მიმართ, რომლის მიმართაც გამოიყენება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებები;
ბ) რეზინის ხელკეტი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავებისას, თუ იგი განზრახ არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის კანონიერ მოთხოვნას;
გ) ტრანსპორტის იძულებით გაჩერების საშუალება – იმ სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმაც არ შეასრულა პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა – შეეწყვიტა სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა (გადაადგილება);
დ) სპეციალური საღებავი – მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის გამოსავლენად;
ე) სასამსახურო ძაღლი – ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განსახორციელებლად;
ვ) ელექტროშოკური მოწყობილობა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, ამ დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, თუ არ არსებობს საფრთხის აცილების სხვა უფრო მსუბუქი საშუალება.
2. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს ფიზიკური იძულების შედეგად ან სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებულ პირს და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისათვის მიმართოს ექიმს, ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად დაჭრის ან დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს უშუალო უფროსს და პროკურორს.
3. აკრძალულია ფიზიკური იძულების ან სპეციალური საშუალებების გამოყენება ორსულობის, მცირეწლოვნობის, ინვალიდობის, ხანდაზმულობის აშკარა ნიშნების მქონე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი შეიარაღებულ ან ჯგუფურ თავდასხმას ახდენენ, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა და პოლიციის თანამშრომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხებითა და საშუალებებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.
მუხლი 12🔗. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
1. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო და შესაბამისი კანონით ნებადართული სხვა სახის იარაღი.
2. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებად ითვლება გასროლა ან მისი სხვაგვარად გამოყენება.
3. პოლიციის თანამშრომელს უფლება აქვს აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი ღონისძიების სახით ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენოს:
ა) მოქალაქისა ან/და თავის დასაცავად ისეთი საფრთხისაგან, რომელიც რეალურ საშიშროებას უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად;
გ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად;
დ) იძულებით გაჩერების მიზნით სატრანსპორტო საშუალების დასაზიანებლად, თუ მძღოლი არ ემორჩილება პოლიციის თანამშრომლის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ;
ე) კანონმდებლობით ნებადართულ სხვა შემთხვევებში.
4. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს სიტყვიერი გაფრთხილება მისი გამოყენების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა.
5. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება:
ა) შეიარაღებული, საბრძოლო ტექნიკის, ნებისმიერი სახის სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას;
ბ) ტრანსპორტის გამოყენებით (ან სატრანსპორტო საშუალებიდან) დაკავებულის გაქცევის შემთხვევაში;
გ) დამნაშავის დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას;
დ) დაკავებულის შეზღუდული ხილვადობისას და ტყიან ადგილებში გაქცევისას;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში.
6. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილებში, სადაც შესაძლოა სხვა პირთა დაშავება, აგრეთვე ცეცხლსაშიშ, ფეთქებადსაშიშ ადგილებში; ასევე წინასწარი შეცნობით ორსულთა, მცირეწლოვანთა, ინვალიდთა მიმართ, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ისინი შეიარაღებულნი ან ჯგუფურად ესხმიან თავს, შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევენ პოლიციის თანამშრომელს, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქის ან პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, თუ სხვაგვარი ხერხითა და საშუალებით ასეთი თავდასხმის მოგერიება შეუძლებელია.
7. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ თავის უშუალო უფროსს და ზედამხედველ პროკურორს.
8. პოლიციის შეიარაღებაში არსებულ სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
9. აკრძალულია ისეთი სახის ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის გამოყენება, რომელიც ადამიანის მძიმე დასახიჩრებას იწვევს, დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან და იკრძალება საერთაშორისო კონვენციებითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით.
10. სამხედრო-საბრძოლო იარაღის გამოყენება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IV
პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა
მუხლი 13🔗. პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის პრინციპები
დანაშაულის თავიდან აცილების ან მისი გახსნის მიზნით პოლიცია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას ხელმძღვანელობს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
თავი V
პოლიციის ორგანიზება და ხელმძღვანელობა
მუხლი 14🔗. პოლიციის ორგანიზება
1. პოლიცია არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.
2. პოლიცია დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ფუნქციონირებს ერთიანი ცენტრალიზებული წესით.
3. (ამოღებულია).
4. პოლიციის ორგანიზებასა და სტრუქტურას განსაზღვრავს დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1348-სსმI,№19,28.04.2005წ.,მუხ.120
მუხლი 15🔗. პოლიციის ხელმძღვანელობა
1. პოლიციის მართვას, კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას ახორციელებს პოლიციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით.
2. პოლიციის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს პოლიციას, პასუხისმგებელია პოლიციაზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების, შესრულებისათვის;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილებებს იღებს პოლიციის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) თვალყურს ადევნებს პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ერთეულების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას პოლიციის თანამშრომლების საქმიანობასა და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ამ კანონით დადგენილი წესით;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პოლიციის საშტატო განრიგით გათვალისწინებულ იმ თანამშრომლებს, რომელთა დანიშვნის სხვა წესს არ ადგენს ეს კანონი;
ე) პასუხისმგებელია პოლიციისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების (მათ შორის, შეიარაღების, საბრძოლო მასალის, სპეციალური ტექნიკის, სპეციალური საშუალებების და ა.შ.) მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
ვ) პოლიციის დებულების პროექტს, სტრუქტურას, ხარჯთაღრიცხვასა და საშტატო განრიგს, ასევე ზემოხსენებულ აქტებში სათანადო ცვლილებების პროექტებს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს;
ზ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს ანგარიშს პოლიციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ და ინფორმაციას – პოლიციის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებების თაობაზე;
თ) პოლიციის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა პოლიციის თანამშრომლებისათვის;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პოლიციის თანამშრომლებისათვის ანიჭებს სპეციალურ წოდებებს და შუამდგომლობს საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე პოლიციის თანამშრომელთათვის შესაბამისი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე;
კ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს პოლიციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თაობაზე;
ლ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს წინადადებებს პოლიციაში სამსახურის გავლის საკითხების გადაწყვეტის შესახებ;
მ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. პოლიციის უფროსს ჰყავს მოადგილეები. პოლიციის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა განისაზღვრება პოლიციის დებულებით, ხოლო უფლებამოსილება – პოლიციის უფროსის ბრძანებით.
4. პოლიციის უფროსის მოადგილეებს პოლიციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
5. პოლიციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
6. (ამოღებულია).
7. საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი პოლიციის უფროსის წარდგინებით.
8. პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ახორციელებს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხს აგებს მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებაზე;
ბ) არის ოპერატიულ-საგამოძიებო დანაყოფის უფროსი, უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს მის დაქვემდებარებაში მყოფ საგამოძიებო დანაყოფებსა და გამომძიებლებს, აკონტროლებს მათ მიერ საშემსრულებლო და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
გ) უწყებრივ და ორგანიზაციულ კონტროლს უწევს იმ მოქმედებათა შესრულებას, რომლებიც მიმართულია დანაშაულის გამოვლენისა და თავიდან აცილებისკენ;
დ) ხელმძღვანელობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს დანაშაულის გამოვლენის, დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების და დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით;
ე) მონაწილეობს პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოების თანამშრომელთა შერჩევასა და განაწილებაში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სარგებლობს სხვა უფლებამოსილებებით.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია).
11. პოლიციის საქმიანობის ფიზიკური იძულების მეთოდებით განხორციელებას უზრუნველყოფს სპეციალური დანიშნულების რაზმი.
12. პოლიციის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს და მათ მოადგილეებს პოლიციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
13.(ამოღებულია).
14. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამომძიებელი დამოუკიდებელია.
საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1348-სსმI,№19,28.04.2005წ.,მუხ.120
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355
თავი VI
პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები
მუხლი 16🔗. პოლიციაში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები
პოლიციაში სამსახურის გავლის წესი და თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება ამ კანონით და მის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე აქტებით.
მუხლი 17🔗. პოლიციის თანამშრომელი
1. პოლიციის თანამშრომელი არის საქართველოს სახელმწიფო მოსამსახურე.
2. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ატესტაცია, რომლის პერიოდულობასა და ჩატარების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
3. თანამდებობის და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, დადგენილი წესის შესაბამისად, პოლიციის თანამშრომელს ენიჭება სპეციალური წოდება. მას ასევე ენიჭება სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.
4. პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი ფორმის სახესა და ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
5. პოლიციის თანამშრომელს თავისი ვინაობისა და უფლებამოსილების დამადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა და სპეციალური ჟეტონი.
6. პოლიციაში ანაზღაურების გარეშე, პროფესიული ცოდნის ამაღლების მიზნით (არა უმეტეს სამი თვისა) სტაჟირება შეიძლება გაიაროს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც არ იქნება აღჭურვილი კანონმდებლობით დადგენილი პოლიციის უფლებამოსილებით, ასევე მასზე არ გაიცემა სტაჟირებასთან დაკავშირებული პირადობის მოწმობები. სტაჟიორის უფლებამოსილებებს, შერჩევასა და სამსახურის გავლის პირობებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
7. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას, შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლის მონაცემების დაშიფვრა, კერძოდ, პოლიციის თანამშრომელი, შეიძლება ირიცხებოდეს პოლიციის კადრებში და ფორმალურად მსახურობდეს (დაშიფრული მონაცემებით) სხვა დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში (დაშიფვრისას არ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და რელიგიური ორგანიზაციების დასახელება). აღნიშნული კატეგორიის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355
მუხლი 18🔗. პოლიციაში მიღების ზოგადი მოთხოვნები
1. პოლიციაში მიღება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. პოლიციაში შეიძლება მიღებულ იქნეს არანაკლებ 21 წლის და არა უმეტეს 35 წლის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, პიროვნული თვისებებით, ფიზიკური მომზადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები, ასევე აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვები არ ვრცელდება პირზე, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო სამსახურში ან სპეციალობით (რომელიც შეესაბამება დასაკავებელ თანამდებობას) მუშაობის 10 წლის გამოცდილება.
4. პოლიციაში მიღებისას გამოიყენება გამოსაცდელი ვადა არა უმეტეს 6 თვისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პირი თანამდებობაზე ინიშნება დროებით მოვალეობის შემსრულებლად ან სამსახურებრივი დაწინაურებით.
5. პოლიციაში მიღებისას, აგრეთვე ყოველწლიურად, პოლიციის თანამშრომელი საქართველოს საგადასახადო ორგანოებს წარუდგენს თავისი და ოჯახის წევრების შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ ცნობას (დეკლარაციას) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
6. პოლიციაში მიღების მსურველმა პირმა პოლიციის უფროსს უნდა წარუდგინოს:
ა) წერილობითი განცხადება სამსახურში მიღებაზე, შესაბამისი თანამდებობის მითითებით;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ე) 6 ფოტოსურათი;
ვ) გაცემული შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში);
ზ) სამხედრო ბილეთი;
თ) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საგადასახადო სამსახურიდან;
ი) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
კ) სამედიცინო ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ლ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
მ) მონაცემები მშობლების, მეუღლის, შვილის, ძმისა და დის დაბადების წლის, ადგილის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის დასახელების მითითებით;
ნ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
7. მოთხოვნები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოლიციის შესაბამისი თანამდებობის მიხედვით დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ.
8. პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355
მუხლი 18🔗1. პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნის წესი, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება
1. პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნა, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) პოლიციის მოსამზადებელ კურსებზე კანდიდატურების შერჩევა;
ბ) კანდიდატურის მიერ მოსამზადებელ კურსებზე მისაღები გამოცდების ჩაბარება;
გ) პოლიციის მოსამზადებელი კურსების გავლა და სწავლების შედეგების შეფასება, რომელიც გულისხმობს კანდიდატურისთვის სპეციალური სწავლების კურსის გავლას (იგულისხმება პრაქტიკული მეცადინეობის კურსის გავლა პოლიციის დანაყოფებში, ასევე კანდიდატურის ოპერატიული შესწავლა), სწავლების შედეგების შეფასებასა და რეკომენდაციის მიცემას პოლიციაში შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნაზე. კანდიდატურის ოპერატიული შესწავლის მასალები წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას და მისი საჯაროდ გამოცხადება დაუშვებელია, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა;
დ) თანამდებობაზე დანიშვნა, ან რეზერვში აყვანა, რომელიც გულისხმობს მოსამზადებელი კურსების წარმატებით გავლის შემდგომ კანდიდატურისათვის შესაფერისი თანამდებობის შერჩევასა და დანიშვნას.
2. პოლიციაში იმ თანამდებობაზე დანიშვნა, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, ხდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
3. ის პირი, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოში მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მსახურობს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო ორგანოში (შესაბამის თანამდებობაზე და აკმაყოფილებს მისი პოლიციაში მიღების ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს) და მისი სამსახურის გაგრძელება პოლიციის ორგანოებში გამოწვეულია სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეიძლება დანიშნულ იქნეს (ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ) პოლიციის იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, არა უმეტეს 6 თვით დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ამ პერიოდის განმავლობაში პირი ვალდებულია ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდები, რომელთა წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში დროებით მოვალეობის შემსრულებელი დაინიშნება შტატით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე, ხოლო საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაუბარებლობის ან გაუვლელობის შემთხვევაში, გათავისუფლდება დროებითი მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან დანიშვნის ბრძანებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვისთანავე.
4. იმ თანამდებობების ჩამონათვალს, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს იმ სასწავლო დაწესებულებას, სადაც უნდა განხორციელდეს პოლიციაში მისაღები კანდიდატების მოსამზადებელი ან პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო სწავლებები.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355
მუხლი 18🔗2. პოლიციაში კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნა
1. პოლიციაში ვაკანტურ თანამდებობაზე (გარდა იმ თანამდებობისა, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება) დანიშვნა ხორციელდება კონკურსის წესით.
2. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს:
ა) კონკურსის ჩატარებამდე დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს და აკმაყოფილებს პოლიციაში მიღებისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355
მუხლი 19🔗. პოლიციის თანამშრომელთა სავალდებული სამედიცინო შემოწმება
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან/და პოლიციის უფროსი წელიწადში ერთხელ მაინც ატარებს პოლიციის თანამშრომელთა სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას და შემოწმების შედეგების გათვლისწინებით უზრუნველყოფს შესაბამის პირთა გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან ამ კანონის მე-20 მუხლის „ბ“ ან/და „ნ“ ქვეპუნქტების თანახმად.
მუხლი 19🔗1. შეზღუდვები სამსახურის გავლასთან დაკავშირებით
1. პოლიციაში არ შეიძლება მიღებულ იქნეს და მსახურობდეს:
ა) ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, თუ მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
გ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური ნივთიერებების მომხმარებელი;
დ) პირი, რომელიც სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ, ან შეზღუდულ ქმედუნარიანად არის აღიარებული;
ე) პირი, თუ იგი თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობლებს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას ან ძმას;
ვ) პირი, რომელიც არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
2. პოლიციაში იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო საქმიანობა არ შეიძლება დანიშნულ იქნეს პირი, რომელიც ერთხელ მაინც არის დათხოვილი საჯარო სამსახურიდან უარყოფითი მოტივით.
3. პოლიციაში მიიღებიან ის პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური ან კანონის საფუძველზე გათავისუფლებულნი არიან მისგან, ხოლო პოლიციის იმ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციებშიც შედის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა ან სისხლის სამართლის გამოძიება, დაინიშნებიან მხოლოდ ის პირები, რომლებსაც მოხდილი აქვთ საყოველთაო-სამხედრო ვალდებულება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, გვარდიის ნაწილებში (მათ შორის, ყოფილ სსრკ-ის ჯარებში) ან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში, სამხედრო კათედრაზე გაიარეს მომზადების სრული კურსი და მიენიჭათ შესაბამისი სამხედრო წოდება (აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება ქალებზე).
4. პოლიციის თანამშრომელთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია გაიაროს კვალიფიკაციის ამაღლების (მომზადების, გადამზადების) შესაბამისი კურსები და მიიღოს დადებითი შეფასება (არსებობის შემთხვევაში).
5. ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელი დათხოვნილი იქნება სამსახურიდან ამ კანონის მე-20 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355
მუხლი 20🔗. პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის წესი
პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველია:
ა) განსაზღვრული ასაკის მიღწევა ან წელთა ნამსახურობა პოლიციაში სამსახურის გავლის წესის მიხედვით;
ბ) სამედიცინო ცნობის საფუძველზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, დასახიჩრება ან ქრონიკული დაავადება, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;
გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლა;
დ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა;
ე) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობა, რაც გულისხმობს პირის სამსახურიდან გათავისუფლებას:
ე.ა) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
ე.ბ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად;
ე.გ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო;
ე.დ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო;
ე.ე) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
ვ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა;
ზ) შტატების შემცირება;
თ) სახელმწიფო ხელისუფლების, მმართველობის, პროკურატურის ორგანოებში, სასამართლოში არჩევა ან დანიშვნა;
ი) პირადი განცხადება;
კ) დანაშაულის ჩადენა – კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;
ლ) სამსახურებრივი შეუთავსებლობა, თუ იგი არ აღმოიფხვრა შეუთავსებლობის გამოვლენიდან 10 დღის ვადაში;
მ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარება;
ნ) სხვა დაწესებულებაში გადასვლა;
ო) პოლიციის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია;
პ) გარდაცვალება;
ჟ) მოქალაქეობის შეცვლა;
რ) პირის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადება;
ს) პირის ქმედუუნაროდ გამოცხადება.
მუხლი 21🔗. წახალისების ფორმები
პოლიციის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება და მადლობის სიგელით დაჯილდოება;
ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) 10 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა;
დ) ფინანსური პოლიციის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა;
ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისთვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.
მუხლი 22🔗. პოლიციის თანამშრომლის პასუხისმგებლობა
სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისთვის პოლიციის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) ფინანსური პოლიციის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
ე) უფრო დაბალი თანრიგის (რანგის) თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლისა;
ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება;
ზ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
თ) თანამდებობიდან გათავისუფლება;
ი) სამსახურიდან დათხოვნა.
მუხლი 23🔗. პოლიციის თანამშრომლის სოციალური დაცვა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს პოლიციის თანამშრომლის სოციალურ დაცვას.
2. პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს:
ა) ხელფასს, რომელიც მოიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს;
ბ)(ამოღებულია);
გ) კვების ულუფის ფინანსურ კომპენსაციას;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.
3. პოლიციის თანამშრომლის წლიური შვებულების ხანგრძლივობაა 30 კალენდარული დღე.
4. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან მიეცემათ ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.
5. პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრების ან დაინვალიდების შემთხვევაში, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად, მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.
6. პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უფლება აქვს უფასოდ ისარგებლოს საქალაქო, საგარეუბნო და ადგილობრივი მიმოსვლის ყველა სახეობის სახელმწიფო ტრანსპორტით (ტაქსის გარდა) სახელმწიფოს ხარჯზე.
7. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად გახდომის გამო, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლება აქვს მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.
8. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2445-სსმI,№56,2812.2005წ.,მუხ.393
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2472-სსმI,№56,2812.2005წ.,მუხ.413
მუხლი 24🔗. პოლიციის თანამშრომლების მატერიალური პასუხისმგებლობა
1. პოლიციის თანამშრომელი პასუხისმგებელია იმ ზიანისათვის, რომელიც მან მიაყენა ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებს თავისი ბრალეული ქმედებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.
2. ზიანი ანაზღაურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VII
პოლიციის დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
მუხლი 25🔗. პოლიციის დაფინანსება
პოლიცია, მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ჯეროვანი განხორციელების მიზნით, ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
თავი VIII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 26🔗. გარდამავალი დებულებები
1. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებული საქმეები გადაეცეს ფინანსურ პოლიციას, როგორც მის უფლებამონაცვლეს.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალოს ამ კანონის მიღებიდან ერთი თვის ვადაში შეიმუშაოს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა თანამდებობრივი და სპეციალური წოდებებისათვის განაკვეთების, წელთა ნამსახურობისათვის დანამატის, კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციის ოდენობის თაობაზე.
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში გამოსცეს შემდეგი ბრძანებები:
ა) ფინანსური პოლიციის დებულების დამტკიცების შესახებ;
ბ) ფინანსურ პოლიციაში სამსახურის გავლის წესის შესახებ;
გ) ფინანსური პოლიციის თანამდებობებისათვის სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ;
დ) ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.
4. 2004 წლის 1 მაისამდე დასრულდეს საგამოძიებო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის და საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე პოლიციის ფორმირება.
5. 2004 წლის 1 მაისამდე დასრულდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, საბაჟო დეპარტამენტის კრიმინალური სამსახურის და საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის ლიკვიდაციის პროცესი.
მუხლი 27🔗. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტი
ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ“.
მუხლი 28🔗. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა 26-ე მუხლისა, ამოქმედდეს 2004 წლის 15 მარტიდან.
2. ამ კანონის 26-ე მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 24 თებერვალი.
№3377-რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1348-სსმI,№19,28.04.2005წ.,მუხ.120
2. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2235-სსმI,№54,20.12.2005წ.,მუხ.355
3. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2445-სსმI,№56,28.12.2005წ.,მუხ.393
4. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2472-სსმI,№56,28.12.2005წ.,მუხ.413
5. საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2544-სსმI,№1,04.01.2006წ.,მუხ.10
6. ძალადაკარგულია - საქართველოს 2006 წლის 24 ნოემბრის კანონი №3727-სსმI,№45,09.12.2006წ.,მუხ.303