საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 30.11.2004
ძალის დაკარგვა 08.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №156
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.006899
გამოქვეყნების წყარო სსმ, 143, 07/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-27.0pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; text-indent:27.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.006.899
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №156
2004 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 25 ივნისის №53 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტისა და მე-20 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ს. ზურაბიშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შრომის კანონთა კოდექსით, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ”, „საჯარო სამსახურის შესახებ”, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულებით, სხვა სამართლებრივი აქტებით, საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებებითა და ამ დებულებით.
3. დეპარტამენტის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას დადგენილი წესის შესაბამისად ამტკიცებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
კადრების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
1. სამინისტროს კადრების შერჩევა, მომზადება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა.
2. დიპლომატიური რანგებისა და საკლასო ჩინების მინიჭების დადგენილი წესის განუხრელად დაცვის უზრუნველყოფა.
3. დიპლომატიური თანამდებობის პირთა როტაციის გეგმისა და როტაციის სრულფასოვან განხორციელებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შემუშავება და მათი თანამიმდევრული განხორციელება.
4. დიპლომატიური სამსახურისათვის კადრების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემის შექმნა.
5. დიპლომატიური ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება და მისი სათანადო დონეზე წარმართვისა და რეზერვის წარმოების ორგანიზება.
6. სამინისტროს თანამშრომელთათვის ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა.
7. სამინისტროს თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვის სისტემატიური კონტროლი და სამსახურებრივ გადაცდომებზე რეაგირება.
8. სამინისტროს თანამშრომელთა საპენსიო საბუთების გაფორმება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ფუნქციები
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში როტაციის წესით მიმავალ პირთა ბრძანებების პროექტების მომზადება;
ბ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, შრომის წიგნაკებში აუცილებელი ჩანაწერის შეტანა, აღრიცხვა და წარმოება;
გ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სტაჟირების მასალების მომზადება;
დ) მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დროულად განხილვა და მათზე რეაგირება დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;
ე) დიპლომატიური სამსახურის რეზერვის ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა, რეზერვიდან კანდიდატთა შერჩევისა და რეზერვიდან დანიშვნის მასალების მომზადება;
ვ) სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაციების ცნობების აღრიცხვა.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილება
დეპარტამენტი დაკისრებული ამოცანის შესასრულებლად უფლებამოსილია:
ა) კადრების მართვისა და საკადრო რესურსების განვითარების სფეროში აწარმოოს საერთო მონიტორინგი, მოითხოვოს და უზრუნველყოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის განუხრელი დაცვა სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ;
ბ) შეარჩიოს კვალიფიციური კანდიდატები ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად;
გ) მოითხოვოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლებისას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენა;
დ) შეიმუშაოს წინადადებები სამინისტროს სისტემის თანამშრომელთათვის დიპლომატიური რანგებისა და საკლასო ჩინების მინიჭების შესახებ და მოამზადოს სათანადო დოკუმენტაცია სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
ე) შეარჩიოს კვალიფიკაციის ამაღლების კუსებზე და სემინარებზე დასასწრებად შესაბამისი კანდიდატები;
ვ) შეადგინოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა შვებულების გრაფიკი;
ზ) უზრუნველყოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა როტაციის თანმიმდევრულად ჩატარება;
თ) მოამზადოს შესაბამისი მასალები სამინისტროს მოსამსახურეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების მისანაჭებლად;
ი) კონსულტაციები გაუწიოს მოსამსახურეებს მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
კ) სისტემატიურად აანალიზოს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და შინაგანაწესის, ეთიკური ნორმებისა და ქცევის წესების დაცვა;
ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობას პერიოდულად მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია, ანგარიში და ანალიტიკური მასალა კადრების მართვაში არსებული ვითარების, პრობლემების, მათი გადაწყვეტის გზების, პრიორიტეტული და სტრატეგიული მნიშვნელობის ამოცანის შესახებ.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა და მართვა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტი დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას ანგარიშვალდებულია საგარეო საქმეთა მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. დეპარტამენტის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი კურატორი მინისტრის მოადგილის წარდგინებით.
4. დეპარტამენტის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ახორციელებს საერთო ხელმძღვანელობას და, დაკავებული თანამდებობის შესაბამისად, ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომელთა შორის;
გ) თანამშრომლებთან ერთად ამზადებს და სამინიტროს ხელმძღვანელობასთან ათანხმებს დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებს, შესაბამის პროგრამებსა და გეგემებს, ამზადებს პერიოდულად ანგარიშებს მათი შესრულების შესახებ;
დ) ხელს უწყობს სამინისტროში შრომის სათანადო პირობების, თანამშრომელთა შორის საქმიანი და ჯანსაღი დამოკიდებულების შექმნას, მათი პროფესიული დონის ამაღლებას, თანამდებობრივ დაწინაურებას, წახალისებისა და დისციპლინალური პასუხისმგებლობის საკითხებს;
ე) საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად, კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში საკადრო რეფორმების განხორციელებას;
ვ) შეაქვს წინადადებები თანამშრომლების დაწინაურებასა და გადაადგილებაზე, თანამდებობრივ სარგოებზე დანამატის დადგენის, წახალისების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ზ) თავისი ფუნქციების შესრულებისას უშუალოდ პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
5. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელია დეპარტამენტის საქმიანობის პრიორიტეტული მნიშვნელობის ამოცანათა ერთი ნაწილის შესრულებაზე და დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის ფუნქციას.
6. დეპარტამენტის მოსამსახურეები დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის დავალებების საფუძველზე ახორციელებენ დაკისრებულ ფუნქციას და განიხილავენ შემოსულ მასალებს.
7. დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლოა მოხდეს მოსამსახურეების სპეციალიზაცია კონკრეტული მიმართულებით.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება
დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრის ბრძანებით.