საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი-ს)” დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 08.12.2004
ძალის დაკარგვა 27.02.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №796
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.006910
გამოქვეყნების წყარო სსმ, 144, 08/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი-ს)” დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.033.006.910
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №796
2004 წლის 8 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი-ს)” დებულების დამტკიცების თაობაზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი-ს)” დებულება, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი-ს)” დებულება
1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „ფონდი ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს (ემ-სი-ჯი-ს)” (შემდგომში – ფონდი) მიზნებს, მისი საქმიანობისა და ორგანიზაციის წესს.
2. ფონდი შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის №561 ბრძანებულების საფუძველზე.
3. ფონდი, ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმებით ქმნის კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
4. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისო შეთანხმებებითა და ამ დებულებით.
5. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო), ბეჭედი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
6. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №4.
2. ფონდის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
7. ფონდის მიზნები და ფუნქციებია:
ა) საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმებით შესაბამისი ფონდების ჩამოყალიბება; პრიორიტეტული პროექტების შერჩევა და განხორციელება;
ბ) ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში საქართველოზე გამოყოფილი ფულადი სახსრების გახარჯვისა და პრიორიტეტული პროექტების შერჩევისა და განხორციელების პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
გ) პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად ფონდისათვის წარმოდგენილი პროექტების შესწავლა და ანალიზი;
დ) საჭიროების შემთხვევაში პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების დამატებითი წყაროების მოძიება;
ე) ფონდის საქმიანობასთან და შერჩეულ პრიორიტეტულ პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმიწვდომობის უზრუნველყოფა ელექტრონული და საინფორმაციო საშუალებებით;
ვ) საქართველოში ეკონომიკური ზრდის, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკური და საკანონმდებლო რეფორმების პროცესში მონაწილეობა;
ზ) საქართველოს და საერთაშორისო სამთავრობო, არასამთავრობო და საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება;
თ) სხვა ქვეყნებში ანალოგიურ დაწესებულებებთან ურთიერთობის დამყარება და გამოცდილების გაზიარება.
8. ფონდი უფლებამოსილია დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების ეფექტური განხორციელების მიზნით ხელშეკრულებების საფუძველზე მოიწვიოს შესაბამისი დარგის დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები.
3. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო
9. ფონდის მართვის მიზნით იქმნება ფონდის სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს 2 წლით, სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით.
10. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 6 წევრისაგან თავმჯდომარის ჩათვლით, რომლებსაც 2 წლის ვადით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. სამეთვალყურეო საბჭოს 3 წევრი ინიშნება აღმასრულებელი ხელისუფლებიდან და თითო წევრი საქართველოს პარლამენტიდან, არასამთავრობო ორგანიზაციიდან და კერძო სექტორიდან. ერთი და იგივე პირი სამეთვალყურეო საბჭოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ 2-ჯერ.
11. სამეთვალყურეო საბჭოს რეგულარული სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს იწვევს და უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ან ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ინიციატივით.
12. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება სამ წევრზე მეტი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს ხმის უფლების გარეშე ესწრება ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, განხილული საკითხების შესახებ გამოთქმული წინადადებები და მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებზე გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
13. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) ამტკიცებს ფონდის მიერ ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში შერჩეულ პრიორიტეტულ პროექტებს და მათი დაფინანსებისათვის აუცილებელი თანხების ოდენობას;
ბ) განსაზღვრავს ფონდის საქმიანობის პრიორიტეტებს;
გ) აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ფონდის სამუშაო (საოპერაციო) გეგმებს და/ან მათში შესატან ცვლილებებს, ეცნობა ფონდის წლიურ საოპერაციო ბიუჯეტს;
დ) ისმენს და ამტკიცებს აღმასრულებელი დირექტორის მიერ წარდგენილ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;
ე) ასრულებს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ, კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
4. ფონდის მართვა და სტრუქტურა
14. ფონდის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
15. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი:
ა) მოქმედი კანონმდებლობის და ამ დებულების შესაბამისად უძღვება ფონდის ყოველდღიურ საქმიანობას, ხელმძღვანელობს ფონდის აპარატს, უზრუნველყოფს ფონდის მუშაობის ორგანიზაციას და მართვას;
ბ) შეიმუშავებს ფონდის სტრუქტურას, თანამდებობრივ სარგოებს და ხარჯთა ნუსხას, ხოლო საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს ათანხმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ფონდის თანამშრომლებს (მათ შორის დირექტორის მოადგილეს), საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წყვეტს მათი დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საკითხებს, ახორციელებს თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს ფონდების თანამშრომლებს შორის, ამტკიცებს შრომის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა თანამდებობრივ ფუნქციებს;
ე) წარმოადგენს ფონდს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ მესამე პირებთან ურთიერთობისას და სასამართლო ინსტანციებში;
ვ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის სამუშაო (საოპერაციო) გეგმებს და/ან მათში შესატან ცვლილებებს, აცნობს ფონდის წლიურ საოპერაციო ბიუჯეტს;
ზ) განკარგავს ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში შერჩეული პრიორიტეტულ პროექტებზე გამოყოფილ ფულად სახსრებს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად;
თ) ეკისრება პასუხისმგებლობა ფონდის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში;
ი) ამზადებს ფონდის კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საბჭოსათვის ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარდგენას;
კ) ფონდის აპარატის დახმარებით ორგანიზებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს და უზრუნველყოფს მათზე განსახილველი საკითხების მომზადებას;
ლ) წარმოადგენს საქართველოს ოფიციალურ საკონტაქტო პირს აშშ-ის სამთავრობო ორგანიზაცია MCC-სთან ურთიერთობაში;
მ) ახორციელებს ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას;
16. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ითავსებს დირექტორის მოადგილე.
5. ფონდის დაფინანსება და საბუღალტრო ანგარიშგება
17. ფონდის შემოსავლის წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციებიდან მიღებული სახსრები;
გ) გრანტები;
დ) საქველმოქმედო შენატანები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
18. დასახული მიზნების განსახორციელებლად ფონდი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა.
19. ფონდი აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
20. ფონდის წლიურ ბალანსს ამოწმებს ფონდის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი აუდიტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
6. სახელმწიფო კონტროლი
21. ფონდის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. ფონდის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კონტროლს.
22. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
7. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
23. ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
24. ფონდის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.