⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.01.2008)
გაუქმებულია:

თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.12.2004
ძალის დაკარგვა 21.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №338
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.006929
გამოქვეყნების წყარო სსმ, 151, 23/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,122 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.12.2004 მიღება
21.01.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Dumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:2.5in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; color:#3366FF;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.006.929 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №338 2004 წლის 14 დეკემბერი ქ. თბილისი თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, “განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯის წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯის წ ე ს დ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის მსუბუქი მრეწველობის კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი), როგორც საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში და მის საფუძველზე დამოუკიდებლად წარმართავს თავის საგანმანათლებლო, შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას. კოლეჯში საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგად განათლებასთან ერთად ან უამისოდ. კოლეჯში განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს. 3. კოლეჯი თავისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, გააჩნია განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი, შტამპი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 4. კოლეჯი შექმნილია მისთვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის გზით და მის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 5. კოლეჯს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს გარიგებები როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და იტვირთოს მოვალეობები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 6. კოლეჯის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ქერჩის ქუჩა №6.     მუხლი 2🔗. კოლეჯის მიზნები, ფუნქციები, ამოცანები და საქმიანობის საგანი 1. კოლეჯის მიზანს წარმოადგენს შესაბამისი (საშუალო პროფესიული) საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. 2. კოლეჯში სასწავლებლად მიღებული საბაზო ზოგადი განათლების მქონე ახალგაზრდები სპეციალობასთან ერთად მიიღებენ საშუალო ზოგად განათლებასაც. 3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას კოლეჯი ემყარება სწავლებისა და აღზრდის ერთიანობის, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის, სულიერი და ფიზიკური აღზრდის ჰარმონიულობის, რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან დამოუკიდებლობის პრინციპებს. 4. კოლეჯის მიზნის მისაღწევად მის ძირითად ფუნქციებსა და ამოცანებს წარმოადგენს: ა) მოზარდთა კულტურულ-ზნეობრივი მოთხოვნებისა და ინტელექტუალური ნიჭის განვითარების უზრუნველყოფა; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობის განვითარებისათვის ზრუნვა; გ) ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესდებით დასახული მიზნების მიღწევას. 5. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით. 6. კოლეჯი თავის საქმიანობას ახორციელებს როგორც სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან სათანადო წესით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე.     მუხლი 3🔗. კოლეჯის უფლებამოსილებანი 1. კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. კოლეჯს უფლება აქვს: ა) მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად შექმნას და გააუქმოს ფილიალები; გ) განსაზღვროს საქმიანობის (საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და სხვა) პრიორიტეტები; დ) შესაბამისი საგანმანათლებლო სტანდარტების მიხედვით შეიმუშაოს მოსწავლეთა მისაღები კონტინგენტის რაოდენობა; ე) დაადგინოს თანამშრომელთა დატვირთვის მოცულობა, რაც აისახება კონკრეტულ შრომით ხელშეკრულებაში; ვ) აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთის სასწავლებლებთან მოსწავლეთა და პედაგოგთა გაცვლის, სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე.     მუხლი 4🔗. კოლეჯის სტრუქტურა და მართვა 1. კოლეჯს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2. კოლეჯის დირექტორი: ა) არის უმაღლესი თანამდებობის პირი, იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის საქმიანობას, წარმართავს და კოორდინაციას უწევს კოლეჯის პედაგოგიურ საბჭოსა და ადმინისტრაციის საქმიანობას, წარმოადგენს დაწესებულებას სხვა პირებთან ურთიერთობაში და მოქმედებს კოლეჯის სახელით; ბ) უფლებამოსილია გადაწყვიტოს საკადრო საკითხები, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი. პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი; გ) წყვეტს ადმინისტრაციის, პედაგოგებისა და სხვა მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრის საკითხებს, არასაბიუჯეტო ფინანსური რესურსებიდან (ადმინისტრაციის მეშვეობით) კოლეჯის მოსამსახურეებსა (გარდა ადმინისტრაციის მუშაკებისა) და მოსწავლეებს, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრული წესითა და პირობებით უნიშნავს სტიპენდიებს, ხელფასის დანამატებს, გასცემს პრემიებს, ჯილდოებს, ფინანსურ დახმარებებს; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უფლებამოსილებათა ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; ე) მოქმედებს რა კოლეჯის სახელით, წარმოადგენს მას ყველა ორგანიზაციაში, განაგებს მის ქონებას, კოლეჯის ინტერესებიდან გამომდინარე დებს ხელშეკრულებებს; ვ) უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, დაამყაროს კავშირი სხვა, მათ შორის უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; ზ) კოლეჯის ეფექტურად მუშაობისათვის ახორციელებს სხვა საჭირო საქმიანობას; თ) დირექტორი პასუხისმგებელია კოლეჯის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე; ი) დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე; კ) დირექტორი განკარგავს კოლეჯის საბიუჯეტო სახსრებს საქართველოს კანონმდებლობის, ამ წესდების და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 5🔗. კოლეჯის ადმინისტრაცია და მისი უფლებამოსილება 1. კოლეჯის ადმინისტრაცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, ზედამხედველობას უწევს კოლეჯის საქმიანობას, წესდებისა და შინაგანაწესის, დირექტორის გადაწყვეტილებების შესრულებას. 2. კოლეჯის ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, მისი მოადგილეებისა და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან, რომლებსაც განსაზღვრავს კოლეჯის დირექტორი. 3. კოლეჯის ადმინისტრაცია: ა) დირექტორის დავალებით შეიმუშავებს და დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო-აღმზრდელობით, საწარმოო და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად წარმართავს საქმისწარმოებასა და ბუღალტერიას. 4. დირექტორის სამუშაოზე არყოფნის ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე სასწავლო მუშაობის დარგში. 5. ადმინისტრაცია ვალდებულია პედაგოგებსა და სხვა მუშაკებს შეუქმნას მათი შრომითი საქმიანობისათვის აუცილებელი პირობები. აგრეთვე უზრუნველყოს თავისუფალი შემოქმედებითი პედაგოგიური მოღვაწეობა “განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, ამ წესდებითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფარგლებში. 6. კოლეჯის ადმინისტაცია ვალდებულია აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.     მუხლი 6🔗. კოლეჯის საგანმანათლებლო და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაცია 1. კოლეჯის საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. 2. საგანმანათლებლო პროცესი განისაზღვრება „განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და სტანდარტებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. 3. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებით. 4. საბაზო განათლების მქონე ახალგაზრდების კოლეჯში სწავლის ვადა ოთხი წელია (I-IV კურსები), ხოლო საშუალო სკოლის კურსდამთავრებულთათვის სამი წელი (II-IV კურსები). 5. კოლეჯში სწავლება უფასოა (სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში). ასევე შესაძლებელია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების დაუფლება სათანადო ანაზღაურების გადახდით (ფასიანი სექტორი). 6. კოლეჯში მოსწავლეები ჩაირიცხებიან კონკურსის საფუძველზე. 7. კოლეჯში სწავლების ენა არის ქართული. 8. კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზაციის ფორმები დგინდება პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებული და კოლეჯის დირექტორის მიერ დამტკიცებული კოლეჯის შინაგანაწესით. 9. კოლეჯი მოსწავლის მიერ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით ათვისების შემთხვევაში გასცემს სახელმწიფო საგანმანათლებლო სერტიფიკატს.     მუხლი 7🔗. კოლეჯის პედაგოგები 1. კოლეჯის, როგორც საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, პედაგოგიურ პერსონალს მიეკუთვნება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმმართველი პირები (მასწავლებლები, საწარმოო სწავლების ოსტატი, მეთოდისტი და სხვა). 2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან მის გარეშე. 3. დირექტორსა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები; ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის; გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. 4. პედაგოგთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება „განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 5. პედაგოგიურ მუშაკებს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამუშაოზე იღებს და ათავისუფლებს დირექტორი. 6. პედაგოგთა ხელფასი დგინდება მათი კატეგორიის შესაბამისად დადგენილი განაკვეთის მიხედვით. 7. კოლეჯის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომის ჯანსაღი პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებასა და შემოქმედებით წინსვლაში.     მუხლი 8🔗. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო 1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი, უფლებამოსილება განისაზღვრება „განათლების შესახებ” საქართველოს კანონით და ამ წესდებით. 2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს კოლეჯის დირექტორი. 3. პედაგოგიური საბჭო წარმართავს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობასთან დაკავშირებით. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამაში სამინისტროსთან შეთანხმებით. 4. სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს. 5. პედაგოგიური საბჭო შედგება კოლეჯის პედაგოგთა (პედაგოგთა საერთო კრების) მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთაც გამოცდილების, დამსახურების და სტაჟის გათვალისწინებით წარადგენს დირექტორი. მათი რიცხვი შეადგენს პედაგოგთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. პედაგოგიური საბჭოს წევრი არჩეულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პედაგოგთა საერთო კრების დამსწრე პედაგოგების ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ კოლეჯის პედაგოგთა საერთო რაოდენობის 1/3-ისა. 6. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები სამინისტროს მიერ რეკომენდირებულთაგან. 7. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედაგოგი. 8. პედაგოგიური საბჭოს სხდომები მოიწვევა ორ თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, კოლეჯის დირექტორის ინიციატივით ან პედაგოგთა ერთი მესამედის მოთხოვნით შეიძლება რიგგარეშე სხდომის მოწვევა.     მუხლი 9🔗. კოლეჯის მოსწავლეები 1. კოლეჯის მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში. 2. კოლეჯში მიიღებიან ახალგაზრდები არა უადრეს 15 წლის ასაკისა. ცალკეული სპეციალობის დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი. 3. კოლეჯს შეუძლია მოემსახუროს დადგენილი წესით ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებას. 4. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციით, ბავშვთა უფლებების კონვენციით, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 10🔗. კოლეჯის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი 1. კოლეჯის ყველა მოსამსახურის უფლება-მოვალეობანი, სამუშაოზე მიღებისა და სამუშაოდან გათავისუფლების პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. 2. კოლეჯის თითოეულ მუშაკს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობები; ბ) მოითხოვოს შრომის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი ნორმის ფარგლებში; გ) ისარგებლოს დასვენებით სამუშაო დღის განმავლობაში. 3. კოლეჯის ყველა მუშაკი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა; ბ) აიმაღლოს კვალიფიკაცია; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები; დ) დაიცვას შრომის დისციპლინა; ე) გაუფრთხილდეს კოლეჯის ქონებას. 4. კოლეჯის ადმინისტრაციასა და მოსამსახურეს შორის სამუშაოზე მიღებისას იდება შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება ორივე მხარის უფლება-მოვალეობანი.     მუხლი 11🔗. კოლეჯის სამეურვეო საბჭო 1. კოლეჯში შემოსავლების მოზიდვისა და მისი რაციონალურად განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, თუ იგი დაინტერესებულია კოლეჯის მოღვაწეობით და სურვილს გამოთქვამს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური ან სხვა სახის დახმარება. 2. სამეურვეო საბჭოს შემადგენლობას, საბჭოს თავმჯდომარეს და მოადგილეებს კოლეჯის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო. 3. სამეურვეო საბჭო შედგება 5 წევრისაგან: 1 პედაგოგი, 1 მშობელი, 3 დაინტერესებული პირი – მეწარმე ან ბიზნესმენი. სამეურვეო საბჭო აირჩევა 3 წლით და ყოველწლიურად ხდება საბჭოს წევრთა მესამედის როტაცია. საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. სამეურვეო საბჭოს სხდომა იმართება წელიწადში ერთხელ. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს წევრთა არანაკლებ 1/5-ის მოთხოვნით. სამეურვეო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია დგინდება კოლეჯის შინაგანაწესით.     მუხლი 12🔗. კოლეჯის ქონება და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კოლეჯს სახელმწიფოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემული აქვს შესაბამისი ქონება. 2. კოლეჯის ფინანსურ წყაროს შეადგენს: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებანი; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებისათვის მიღებული შემოსავლები; გ) საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეებისაგან და ორგანიზაციებისაგან საჩუქრად მიღებული ფინანსური რესურსები; დ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. კოლეჯის ხარჯთაღრიცხვის პროექტს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს კოლეჯის ადმინისტრაცია. 4. კოლეჯს შეუძლია კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიზიდოს და განკარგოს არასაბიუჯეტო ფინანსები; იჯარით გასცეს როგორც საკუთარი, ისე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს. 5. კოლეჯის მიერ ამ პუნქტში მოცემული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა სამინისტროს თანხმობა. ეს ქმედებებია: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის საქმიანობასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება მისი ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებში მოცემული საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 7. კოლეჯის სახსრებს განკარგავს დირექტორი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 13🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კოლეჯის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს კოლეჯის საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობას, ასევე მის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას. 2. კოლეჯის ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. 3. სამინისტროს უფლება აქვს კოლეჯისაგან მოითხოვოს სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის წარდგენა. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 14🔗. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია 1. კოლეჯი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 2. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.