საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.12.2004
ძალის დაკარგვა 21.11.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №97
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.006946
გამოქვეყნების წყარო სსმ, 154, 29/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონსკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.11.2005
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.006.946
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №97
2004 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თ. ლებანიძე
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 „საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ” ბრძანებულების შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. საჯარო მოხელის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, რეზერვის ფორმირების წესებს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის ბიურო, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან (შემდგომში – მინისტრი) შეთანხმებით, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე, წევრები და მდივანი ინიშნება თავმჯდომარის მიერ მინისტრთან შეთანხმებით.
3. კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
5. კომისიის შემადგენლობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები.
მუხლი 3🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით, რომლის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობას ანაწილებს კომისიის თავმჯდომარე.
2 კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა.
5. სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობასა და ატესტაციის ჩატარებას.
თავი III
კონკურსი
მუხლი 5🔗. კონკურსის მიზანი
კონკურსის მიზანია სამინისტროს მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და რეზერვის ფორმირება.
მუხლი 6🔗. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით.
2. კონკურსი ცხადდება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში” ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 7🔗. საკონკურსო კომისიის სამდივნო
კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.
მუხლი 8🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოხელის კანდიდატს
1. სამინისტროს სისტემის ორგანოების საჯარო მოხელის კანდიდატი შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს;
ბ) აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას.
2. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საჯარო მოხელის და მოსამსახურისათვის განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 9🔗. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) უმაღლესი განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) შრომის წიგნაკი;
ე) ორი სარეკომენდაციო წერილი;
ვ) პირადობის მოწმობის ასლი.
მუხლი 10🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი
კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისის განცხადებით.
მუხლი 11🔗. კონკურსის პირობები
1.კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირებული ან/და გასაუბრების ფორმით, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
2. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებულები.
მუხლი 12🔗. ტესტირება
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკასა და პროგრამას საჯარო მოხელის ან მოსამსახურის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს მინისტრი.
2. ტესტირებით შეიძლება აგრეთვე შეფასდეს კანდიდატის ინტელექტუალური თვისებები.
3. ტესტირების ჩატარების წესებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
4. ტესტირების დადებით შედეგად ითვლება ტესტით შეთავაზებულ კითხვათა 65%-ზე და მეტზე დადებითი პასუხის გაცემა.
მუხლი 13🔗. გასაუბრება
საჯარო მოხელის ან მოსამსახურის პროფესიული ჩვევების შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელ თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების გზით.
მუხლი 14🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
1. კომისია კანდიდატების ტესტირების ან გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.
2. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილობლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს.
მუხლი 15🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს კენჭისყრას.
2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალკ-ცალკე.
3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
4. იმ კანდიდატების მიმართ, რომელებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა.
5. იგივე შედეგის შემთხვევაში ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას.
6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 16🔗. კონკურსის შედეგი
1. კონკურსის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) შეიძლება დაინიშნოს საკონკურსო ადგილზე;
ბ) შეეფერება დასაკავებელ თანამდებობას იმ პირობით, რომ გაითვალისწინებს კომისიის მიერ მიცემულ რეკომენდაციებს და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ კონკურსს;
გ) არ შეეფერება დასაკავებელ თანამდებობას და შესაძლებელია მისთვის უფრო დაბალი თანამდებობის შეთავაზება:
დ) კომისია უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარეს მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა აცნობებს ყველა კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
3. კონკურსის შედეგების შესახებ მინისტრს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის ვადაში.
4. მინისტრი ან კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
მუხლი 17🔗. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
თავი IV
მოხელის ატესტაცია
მუხლი 18🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი;
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურისის წესით უნდა დაიკავონ.
2. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარება მომავალ წელს ატესტირებას.
მუხლი 19🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს 14 დღით ადრე მაინც.
მუხლი 20🔗. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ატესტაციის ჩასატარებლად 10 დღით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე, მინისტრის იმ მოადგილის მიერ, რომელიც კურირებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. დახასიათება მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებს.
2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
3. ატესტაცია ტარდება სამინისტროს სისტემისა და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს.
4. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან ტესტირების გზით. ატესტაციის მიზანია დადგინდეს საჯარო მოხელის ან მოსამსახურის შესაბამისობა მოცემული თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. ატესტაციისათვის თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს მინისტრი.
5. კომისია ეცნობა მოხელის შესახებ წარმოდგენილ დახასიათებას, ამოწმებს ტესტირების შედეგებს (დადებით შედეგად ითვლება ტესტით შეთავაზებულ კითხვათა 70%-ზე და მეტზე დადებითი პასუხის გაცემა).
6. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას საჯარო მოხელეს ან მოსამსახურის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ან მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მუხლი 21🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციის კენჭისყრა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-15 მუხლით.
2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) ნაწილობრივ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას;
გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;
დ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
3. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით გამოიტანოს დასკვნა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ არა უგვიანეს 2 დღისა.
5. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
თავი V
საჯარო მოხელეთა რეზერვი
მუხლი 22🔗. საჯარო მოხელეთა რეზერვის მიზანი
საჯარო მოხელეთა რეზერვის მიზანს წარმოადგენს:
ა) საჯარო მოხელეთა კანდიდატების შერჩევა;
ბ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიიის წინაშე კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში საჯარო მოხელისათვის სამსახურის ადგილის გამოძებნა;
გ) სამსახურიდან გათავისუფლებული პირებისათვის სამსახურის ახალი ადგილის გამოძებნა.
მუხლი 23🔗. რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა
რეზერვში ჩარიცხულ საჯარო მოხელეთა აღრიცხვას აწარმოებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
მუხლი 24🔗. რეზერვში ჩარიცხული პირის სტატუსი
რეზერვში ჩარიცხული პირის სამართლებრივი სტატუსი, მისი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113 – 120-ე მუხლებითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
მუხლი 25🔗. დავები ატესტაციასთან და კონკურსთან დაკავშირებით
1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან და კონკურსთან დაკავშირებით წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს მინისტრი.