ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 23.12.2004
ძალის დაკარგვა 18.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №354
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.006952
გამოქვეყნების წყარო სსმ, 154, 30/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,776 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.2004 მიღება
18.09.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoEDumba;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:GeoEDumba; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.25in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:GeoEDumba; font-weight:normal;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-1.25in; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:13.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.006.952 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №354 2004 წლის 23 დეკემბერი ქ. თბილისი ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის, „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე და 25-ე მუხლების, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლების მინისტრის 2003 წლის 3 ოქტომბრის №206 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯის წესდება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი 1. ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი), არის „განათლების შესახებ” და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე შექმნილი სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საშუალო-ზოგადი და საშუალო პროფესიული განათლების პროგრამებს. 2. კოლეჯის სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი –  ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური კოლეჯი”. 3. კოლეჯი საქართველოს კანონმდებლობის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებებისა და ამ წესდების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის  საგანმანათლებლო საქმიანობას. 4. კოლეჯს გააჩნია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სახელმწიფოსაგან უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიში საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შტამპი, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. კოლეჯი კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს. თავისი საქმიანობის განსახორცილებლად შეუძლია შეიძინოს  ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, აიღოს ვალდებულებები, გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ სასამართლოში. 6. კოლეჯის იურიდიული მისამართია: ქალაქი ბათუმი, ერას №19. თავი II მიზნები, ფუნქციები, ამოცანები და საქმიანობის საგანი, კოლეჯის უფლებები და მოვალეობები     მუხლი 2🔗. მიზნები და საქმიანობის საგანი 1. კოლეჯის მიზნები, ფუნქციები და ამოცანებია: ა) მოიზიდოს მოსწავლე ახალგაზრდობა, შეუქმნას თავიანთი ნიჭისა და უნარის, მიდრეკილების სრული წარმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობები, იზრუნოს მათ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებისათვის სათანადო პირობების შექმნაზე. შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები; ბ) მოზარდებში ჰუმანიტარული და ტექნიკური დისციპლინის პოპულარიზაციის გაწევა, სწავლების მეთოდების სრულყოფა და მოზარდთა ზნეობრივი მოთხოვნილებებისა და ინტელექტუალური განვითარებისათვის ზრუნვა. 2. კოლეჯის საქმიანობის საგანია: ა) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება კოლეჯში არსებული სპეციალობების მიხედვით; ბ) მართვის ისეთი მექანიზმების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ წესდებით დასახული მიზნების მიღწევას.     მუხლი 3🔗. კოლეჯის უფლება-მოვალეობანი 1. კოლეჯი უფლებამოსილია: ა) საშუალო პროფესიული განათლების პროგრამების საფუძველზე გახანგრძლივებული სპეციფიკური სასწავლო გეგმით სრული თეორიული კურსის დამთავრებისა და სახელმწიფო გამოცდების ჩაბარების შემდეგ გასცეს შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (დიპლომი). ბ) წარმართოს თავისი საქმიანობა განათლების სფეროში სახელმწიფო დაკვეთისა და ერთიანი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების შესაბამისად, რისთვისაც სახელმწიფოსაგან  იღებს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას; გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაადგინოს კოლეჯის ფასიანი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური;  დ) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით  შექმნას და დახუროს ფილიალები; ე) განსაზღვროს საგანმანათლებლო საქმიანობის პრიორიტეტული მიმართებულებანი; ვ) შეიმუშავოს საბიუჯეტო სექტორზე სპეციალობების მიხედვით მისაღები კონტინგენტის რაოდენობის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. თავი III კოლეჯის სტრუქტურა და მართვა     მუხლი 4🔗. მართვის ორგანოები 1. კოლეჯის მართვის ორგანოებია: ა) ადმინისტრაცია; ბ) პედაგოგიური საბჭო. 2. კოლეჯის ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილის, მოადგილეების, საფინანსო სამსახურის უფროსისა და კანცელარიის გამგისაგან.     მუხლი 5🔗. დირექტორი 1.დირექტორი უფლებამოსილია: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს კოლეჯის მართვა და მინდობილობის გარეშე წარმოადგინოს კოლეჯი ყველა ინსტანციაში, განაგოს მისი ქონება, კოლეჯის ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული გარიგებები; ბ) საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში შექმნას კოლეჯის ფილიალები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; გ) განსაზღვროს და დაამტკიცოს კოლეჯის საშტატო განრიგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით; დ) საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად დადოს შრომის ხელშეკრულებები კოლეჯის და მისი ფილიალის თანამშრომლებთან; ე) დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოადგილეები და განსაზღვროს მათი ფუნქციები; ვ) გამოსცეს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები – განკარგულებები, რომელთა შესრულება სავალდებულოა მათში მითითებული პირებისათვის; ზ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით დაამტკიცოს კოლეჯის შინაგანაწესი (შინაგანაწესში აისახება სტუდენტთა მიღების, სპეციალობიდან სპეციალობაზე, კურსიდან კურსზე გადაყვანა-დატოვებისა და გარიცხვის პირობები, სტუდენტთა უფასო და ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურების სახეები, სასწავლო წლისა და არდადეგების ხანგრძლივობა და განრიგი, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევაში  – კერძოდ, გაუთვალისწინებელი კლიმატური პირობები, ქვეყანაში არსებული ექსტრემალური სიტუაციები და ა.შ., კვირისა და სემესტრის ხანგრძლივობა), გააკონტროლოს მისი დაცვა; თ) წარადგინოს პედაგოგები ჯილდოებზე; ი) უშუალოდ უხელმძღვანელოს პედაგოგიურ საბჭოს.     მუხლი 6🔗. პედაგოგიური საბჭო 1. „განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად კოლეჯში არსებობს პედაგოგიური საბჭო. 2. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს დირექტორი. 3. პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების პედაგოგთა მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული წევრებისაგან, რომელთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედადოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულების პედაგოგთა რიცხვი ათს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. 4. პედაგოგიური საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება ერთი წლის ვადით.  5. პედაგოგიური საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 6. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია: ა) შეიმუშავოს კოლეჯის სასწავლო გეგმა და პროგრამები, სასწავლო ცხრილი; ბ) დაადგინოს მისაღები გამოცდებისა და ჩათვლის წესი; გ) შეიმუშავოს საკურსო გამოცდებისა და ჩათვლების წესი, ასევე საკურსო გამოცდების რეგლამენტი; დ) დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგინოს სამეურვეო საბჭოს შემადგენლობა. 7. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. 8. კოლეჯის ადმინისტრაცია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით: ა) ადგენს ხარჯთაღრიცხვის პროექტს; ბ) ადგენს მოსწავლეთათვის სტიპენდიის დანიშვნის წესსა და პირობებს; გ) შეიმუშავოს კოლეჯის შინაგანაწესი, სადაც დეტალურად აისახება კოლეჯის სამუშაო რეჟიმი, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სექტორის მუშაობის წესი, სტუდენტთა და პედაგოგთა ძირითადი უფლება-მოვალეობანი; დ) დაადგინოს თანამშრომელთა დატვირთვის მოცულობა, რაც აისახება კონკრეტულ შრომით ხელშეკრულებაში; ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს საშტატო განრიგი და ხელფასის ფონდი. დაადგინოს შრომითი ანაზღაურების და მატერიალური წახალისების ფორმები და სისტემები, თანამდებობრივი სარგოები; ვ) აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთის სასწავლებლებთან სტუდენტთა და პედაგოგთა გაცვლის, სტაჟირებისა და კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; ზ) აწარმოოს სტუდენტთა მიღება და სწავლება არასაბიუჯეტო სექტორზე იმ სპეციალობათა ნუსხის მიხედვით, რომელიც საბიუჯეტო სექტორითაა გათვალისწინებული, აგრეთვე ამ სპეციალობებში შემავალი ცალკეული საგნების შესწავლის მიზნით. სწავლების საფასურს დადგენილი წესის შესაბამისად განსაზღვრავს კოლეჯის ადმინისტრაცია, რომლის რაოდენობაც სხვა პირობებთან ერთად აისახება კოლეჯსა და სტუდენტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში; თ) კოლეჯის პედაგოგები და სტუდენტები სარგებლობენ „განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით; ი) კოლეჯი ვალდებულია წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. სამეურვეო საბჭო 1. კოლეჯში შემოსავლების მოზიდვისა და სახსრების რაციონალური განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო, რომელიც შედგება 12 წევრისაგან. 2. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც დაინტერესებულია კოლეჯის საქმიანობით და სურს აღმოუჩინოს მას მორალური, ეკონომიკური, ფინანსური და სხვა სახის დახმარება. 3. სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს დირექტორი ან დირექციის წარმომადგენელი. 4. სამეურვეო საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევს თავმჯდომარესა და მოადგილეებს. 5. სამეურვეო საბჭო ხელს უწყობს ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვას, აკონტროლებს მის მიერ მოზიდული სახსრების დანიშნულებისამებრ გამოყენებას. თავი IV სწავლება     მუხლი 8🔗. საგანმანათლებლო პროცესი 1. კოლეჯში სწავლების ენა არის ქართული. 2. კოლეჯში სწავლება მიმდინარეობს, როგორც უფასო (სახელმწიფო დაკვეთა), ასევე ფასიან სექტორზე. 3. კოლეჯის სპეციფიკიდან გამომდინარე, ფასიან და უფასო სექტორებზე განსაზღვრული ადგილების დაკავება ხდება საკონკურსო შერჩევის წესით, რომლის პირობებს და წესს ამტკიცებს კოლეჯის დირექტორი პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით. 4. კოლეჯში სწავლება შესაძლებელია მიმდინარეობდეს, როგორც დასწრებული, ასევე ექსტერნატის ფორმით. 5. სასწავლო წელი მოიცავს 2 სემესტრს. სემესტრები სრულდება ჩათვლებითა და   გამოცდებით. 6. კოლეჯში მეცადინეობის ძირითადი სახეებია: ინდივიდუალური, ჯგუფური, ლექცია-სემინარები, სასწავლო პრაქტიკა, სადიპლომო ნაშრომზე მუშაობა, კონსულტაცია, დამოუკიდებელი მუშაობა. თავი V კოლეჯის ქონება და ფინანსური სახსრები     მუხლი 9🔗. კოლეჯის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 1. კოლეჯის ქონება შედგება სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული შენობა-ნაგებობების, ინვენტარისა და მის ბალანსზე რიცხული სხვა ქონებისგან. 2. კოლეჯს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს მასზე რიცხული ქონება, აწარმოოს დამხმარე სამეურნეო (კომერციული) საქმიანობა, რომლის შედეგადაც მიღებული შემოსავალი საგადასახადო უწყებებთან ანგარიშსწორების შემდეგ, მთლიანად მოხმარდება კოლეჯის საქმიანობის გაუმჯობესებას. 3. კოლეჯის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 10🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველო ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. კოლეჯი დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. კოლეჯის საფინანსო კოტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია გააუქმოს კოლეჯის დირექტორის არამართლზომიერი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. თავი VI კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა     მუხლი 11🔗. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. კოლეჯის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. კოლეჯის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. კოლეჯის ლიკვიდაციას ახორციელებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორები, ლიკვიდატორი შეიძლება იყოს კოლეჯის დირექტორი. 4. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი კოლეჯის ქონება გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 12🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.