⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.10.2001)
გაუქმებულია:

საოლქო საარჩევნო კომისიებში კანდიდატების დანიშვნის თაობაზე მიღებული წარდგინების განხილვის წესის შესახებ

მიღების თარიღი 10.08.1999
ძალის დაკარგვა 04.10.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №25/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000010.00(8).003.000794
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42(49), 02/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 674 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.08.1999 მიღება
04.10.2001 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საოლქო საარჩევნო კომისიებში კანდიდატების დანიშვნის თაობაზე მიღებული წარდგინების განხილვის წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი      010.008.003.794 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №25/1999 1999 წლის 10 აგვისტო ქ. თბილისი საოლქო საარჩევნო კომისიებში კანდიდატების დანიშვნის თაობაზე მიღებული წარდგინების განხილვის წესის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისა ადგენს: 1. ქალაქის, რაიონის, სოფლის, თემის, დაბის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენა ხდება საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. ადგილობრივი მმართველობის ორგანოს – გამგეოობის (მერიის) მიერ შესაბამის საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრობის კანდიდატის წარდგენა ხდება გამგებლის (მერის) ან მისი   მოადგილის მიერ. 3. ბათილად იქნეს ცნობილი "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევით საარჩევნო კომისიაში დასანიშნად წარმოდგენილი წარდგინებები, როცა: ა) კანდიდატის წარმდგენ ორგანოს არა აქვს წარდგენის უფლება; ბ) წარდგენის შესახებ განცხადებას ხელს აწერს 50-ზე ნაკლები ამომრჩეველი; გ) წარდგენის შესახებ განცხადებაში არ არის მითითებული რომელიმე ამ მონაცემთაგანი: გ.ა) სახელი და გვარი; გ.ბ) დაბადების თარიღი; გ.გ) თანამდებობა და სამუშაო ადგილი; გ.დ) მისამართი; დ) არ არის კანდიდატის თანხმობა წარდგენაზე. 4. წარდგენა არ განიხილება, თუ: ა) კანდიდატის წარდგენის შესახებ განცხადებაში: ა.ა) სახელი და გვარი მოცემულია არასრულად; ა.ბ) 1981 წელს დაბადებულებს არა აქვთ მითითებული თვე და რიცხვი. ასეთ შემთხვევაში ისინი ამოიღებიან სიიდან; ა.გ) არ დგინდება, რომ ხელმომწერი არის შესაბამისი ოლქის მაცხოვრებელი; ა.დ) თანხმობას არა აქვს კანდიდატის ხელმოწერა, ხოლო ცალკე დაწერილ თანხმობას არა აქვს მითითებული თარიღი; ბ) წარდგენაა კომისიის წევრად დანიშვნაზე, ხოლო თანხმობაა კომისიის თავმჯდომარედ დანიშვნაზე ან პირიქით; გ) წარდგენაში გაურკვეველია კანდიდატის სტატუსი (წარმოდგენილია კომისიის თავმჯდომარედ თუ წევრად); დ) წარდგენის შესახებ განცხადებაში აღნიშნული არ არის ამომრჩევლის ხელმოწერის თვე და რიცხვი (თარიღი დასმული აქვს ერთს, დანარჩენი აღნიშნულია ბრჭყალებში). ასეთ შემთხვევაში ისინი ამოიღებიან სიიდან; ვ) კანდიდატს აქვს სამსახურებრივი შეუთავსებლობა. 5. დაწესდეს წარდგინებათა განხილვის შემდეგი პროცედურა: ა) ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს სხდომის წინა დღეს ღია კენჭისყრისათვის გადაეცემათ საარჩევნო ოლქების მიხედვით განსახილველი კანდიდატების სია; ბ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი შემოხაზავს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ერთ და წევრის ექვს მისთვის მისაღებ კანდიდატურას და თავის გადაწყვეტილებას დაადასტურებს ხელმოწერითა და თარიღით; გ) ასეთი წესით შევსებული სია გადაეცემა კომისიის მიერ არჩეულ ხმის დამთვლელ კომისიას; დ) ხმის დამთვლელი კომისია საარჩევნო ოლქების მიხედვით ითვლის კანდიდატების (ცალკე თავმჯდომარისა და ცალკე წევრების) მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, ადგენს ოქმს და შედეგებს მოახსენებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას; ე) ცენტრალური საარჩევნო კომისია ღია კენჭისყრით ამტკიცებს ხმის დათვლის შედეგებს; ვ) დანიშნულად ჩაითვლება უკეთესი შედეგის მქონე ის ექვსი კანდიდატი, ვინც მიიღებს სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობას; ზ) ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების ან კენჭისყრის შედეგის გაურკვევლობის შემთხვევაში ტარდება ხელახალი პერსონალური ღია კენჭისყრა გასულ კანდიდატებს შორის. 6. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიებში დასანიშნ პირთა დასწრება სავალდებულო არ არის. 7. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებისა და კომისიის წევრების დანიშვნის შესახებ წარდგინების მიღება დამთავრდეს ამა წლის 14 აგვისტოს 18 საათზე. 8. შესაბამისი წარდგინების მიღება და განხილვა გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის წარმოდგენილი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა, ან წარმოდგენილია კომისიის წევრის ექვსზე ნაკლები კანდიდატურა, ანდა კენჭისყრის შედეგად არ არჩეულა კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ექვსი წევრი. 9. საოლქო საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტიები დანიშვნის შესახებ დოკუმენტებს წარუდგენენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. კომისიის თავმჯდომარე                                                                                    ჯ. ლომინაძე