⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.02.2004)
გაუქმებულია:

საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.1999
ძალის დაკარგვა 09.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №44/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000010.00(8).003.000795
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42(49), 02/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 803 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.1999 მიღება
09.02.2004 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამეტის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:26.95pt 45.0pt 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                010.008.003.795 საქართველოს ცენტარლური საარჩევნო კომისიის დადგენილება №44/1999 1999 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი საოლქო საარჩევნო კომისიის რეგლამეტის დამტკიცების შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საოლქო საარჩევნო კომისია (შემდგომში – კომისია) მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც იქმნება "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და ასრულებს ამავე კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონებით "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ", "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ", საქართველოს კანონებით "რეფერენდუმის შესახებ", "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ" და ამ რეგლამენტით, რომელიც დამტკიცებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. 3. რეგლამენტი მიზნად ისახავს კომისიის საორგანიზაციო საქმიანობის სრულყოფას.     მუხლი 2🔗. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. 2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 3. ხმების გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება. 4. კომისიის იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ გამოთქვან საკუთარი აზრი, რომელიც წერილობითი ფორმით ერთვის ოქმს და განსახილველად ეგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.     მუხლი 3🔗. კომისიის ხელმძღვანელი პირები 1. კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან: ა) კომისიის თავმჯდომარე; ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) კომისიის მდივანი. 2. კომისიის თავმჯდომარეს 4 წლის ვადით ნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისია. 3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან თავმჯდომარის ან კომისიის არანაკლებ 6 წევრის წარდგინებით კომისიის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 4. კომისიის მდივანი არიჩევა კომისიის შემადგენლობიდან თავმჯდომარის ან კომისიის არანაკლებ 6 წევრის წარდგინებით კომისიის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 5. კომისია თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს კომისიის ბუღალტერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით.     მუხლი 4🔗. კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება 1. სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან მოადგილის მოთხოვნით, მოიწვევა რიგგარეშე სხდომა. 2. სხდომის დღის წესრიგის პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი და სხდომის წინა დღეს უთანხმებს კომისიის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს. 3. კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს ამზადებენ კომისიის წევრები. 4. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. 5. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. 6. კომისიის სხდომაზე საკითხების განსახილველად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის განხილვის დამთავრებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს. გადაწყვეტილების პროექტის განხილვა და კენჭისყრა მიმდინარეობს მათ გარეშე. 7. კომისიის წევრები სხდომაში მონაწილეობას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელის მოწერით. 8. საკითხის განხილვისას ერთსა და იმავე საკითხზე კომისიის წევრს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ორჯერ. 9. კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. 10. კომისიის სხდომაზე "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" და "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" ორგანული კანონების ან ამ რეგლამენტის დარღვევისას თავმჯდომარე უფლებამოსილია დამრღვევს დაატოვებინოს სხდომის დარბაზი. 11. კომისიის თავმჯდომარე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს კომისიის განთავსების ადგილზე. 12. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, კომისიის წევრების შემდეგ. გამოსვლათა ხანგრძლივობას ადგენს კომისია კენჭისყრით. 13. საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან ორი დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოქმების გაცემა ხდება დაუყოვნებლივ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 14. კომისიის მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით თავმჯდომარეს შეუძლია კომისიის ცალკეულ წევრს დაავალოს გარკვეული ფუნქციების შესრულება.     მუხლი 5🔗. კენჭისყრა 1. საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით. 2. თუ კომისიის წევრი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, მან თავისი მოქმედებით ხელი არ უნდა შეუშალოს გადაწყვეტილების განხორციელებას. 3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევა, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ექვსი წევრის დანიშვნა ხდება ღია კენჭისყრით. 4. კომისიის მიერ არჩეული ან დანიშნული პირის გადაყენება ხდება კომისიის სხდომაზე ფარული კენჭისყრით დამსწრეთა უმრავლესობით. თუ კენჭისყრის შემდეგ პირი თანამდებობიდან გადაყენებულად არ ჩაითვლება, დაუშვებელია განმეორებითი კენჭისყრა.     მუხლი 6🔗. კომისიაში საქმისწარმოების წესი 1. კომისიაში განცხადებები და სხვა დოკუმენტები მიიღება ყოველდღე, გარდა კვირადღისა, 10-დან 18 საათამდე. 2. კომისიაში დოკუმენტაციას იღებს და სპეციალურ ჟურნალში აღრიცხავს კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც უფლებოსილია კომისიის თავმჯდომარის მიერ. 3. კომისიიდან დოკუმენტის დედნის გაცემა აკრძალულია, ხოლო მოთხოვნისამებრ ინფორმაციის გაცემა – სავალდებულო. იგი აღირიცხება და ხორციელდება კომისიის თავმჯდომარის თანახმობით. თავმჯდომარის მოადგილე                                                                                             გ. ზესაშვილი