ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარირების წესის შესახებ
მიღების თარიღი 31.12.2004
ძალის დაკარგვა 27.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №900
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.006975
გამოქვეყნების წყარო სსმ, 156, 31/12/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარირების წესის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:26.95pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:63.45pt; margin-bottom:0in; margin-left:56.7pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:53.95pt 45.35pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.006.975
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №900
2004 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარირების წესის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 და 95(5)-ე მუხლების საფუძველზე ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-8, მე-9 და მე-10, ნაწილებით გათვალისწინებულ ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებულ შემოსავლებზე საგადასახადო ორგანოებში წარსადგენი დეკლარაციის ფორმა და ინსტრუქცია მისი შევსების წესის შესახებ.
2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
ზ. ნოღაიდელი
ფიზიკური პირის მიერ მატერიალური აქტივების რეალიზაციით, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული შემოსავლების დეკლარაციის შევსების წესი
1. დეკლარაციის პირველ სტრიქონში სრულად აღინიშნება გადამხდელის სახელი, გვარი და მისამართი.
მე-2 სტრიქონში – რეალიზებული, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივების დასახელება. (საცხოვრებელი სახლი, ბინა მრავალსართულიან სახლში, ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი, აქციები და ა. შ.). იმ შემთხვევაში, თუ ხდება ერთდროულად რამოდენიმე მატერიალური აქტივის რეალიზაცია, მემკვიდრეობით ან ჩუქებით მიღება, დეკლარაციას შეიძლება დაერთოს ასეთი ქონების ჩამონათვალი, სტრიქონში (მისამართის (ადგილსამყოფლის) მითითებით) დანართის სახით.
მე-3 სტრიქონში – რეალიზებული ან ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივების მისამართი (ადგილსამყოფელი).
მე-4 სტრიქონში -- მატერიალური აქტივების გადაცემის სახის გათვალისწინებით შესაბამისი ციფრი. კერძოდ:
რეალიზაცია – “ 1 “ მემკვიდრეობა – “ 2 “ ჩუქება – “3 “
მე-5 სტრიქონში – რეალიზატორის მიერ მატერიალური აქტივებზე საკუთრების წარმოშობის თარიღი. (წელი, თვე, რიცხვი),
მე-6 სტრიქონში – გადასაცემ მატერიალურ აქტივზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის დასახელება რეკვიზიტების მითითებით (ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ანდერძი და ა.შ.)
მე-7 სტრიქონში – ქონების მემკვიდრეობით (ჩუქებით) მიღების შემთხვევაში მიეთითება ნათესაური კავშირი ქონების მესაკუთრესთან. (მაგ: “ბიძა”, “დისშვილი”, “მეუღლე” და ა. შ.).
ნათესაური კავშირის არარსებობის შემთხვევაში სტრიქონში შეიტანება – “X”.
მე-8 სტრიქონში – ნათესაური კავშირის გათვალისწინებით იწერება შესაბამისი ციფრი, კერძოდ:
I–II რიგის მემკვიდრეები ( მეუღლეები, შვილები, მშობლები, ნაშვილები, დები და ძმები, დისშვილები და ძმისშვილები.) – “ 1 “
III–IV რიგის მემკვიდრეები (ბებიები და პაპები, ბებიების და პაპების დედ-მამა, ბიძები, მამიდები, დეიდები) – “2“
ნათესაური კავშირის არარსებობის შემთხვევაში – “0“
მე-9 სტრიქონში – მატერიალური აქტივის რეალიზაციის შემთხვევაში შეიტანება ხელშეკრულებაში მითითებული თანხა.
– მემკვიდრეობით ან ჩუქებით მატერიალური აქტივის მიღებისას ღირებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლის მიხედვით.
მე-10 სტრიქონში – მატერიალური აქტივის შეძენაზე ან მის მიღებაზე გაწეული ხარჯები ასეთის არსებობის შემთხვევაში. ამასთან, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს ცნობის გაცემამდე მოითხოვოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები მათი კამერალური წესით შემოწმების მიზნით, ასევე შეიტანოს შესწორებები რეალიზაციის დაფიქსირებულ ფასში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 22(10) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მე-11 სტრიქონში – მიმდინარე კალენდარული წლის განვლილ პერიოდში ფიზიკური პირისაგან ჩუქებით, მემკვიდრეობით, მიღებული მატერიალური აქტივები. (გარდა პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებისაგან მიღებული ქონებისა)
მე-12 სტრიქონში – მე-11 სრიქონიდან გამოიყოფა მიმდინარე კალენდარული წლის განვლილ პერიოდში III და IV რიგის მემკვიდრეებისაგან მიღებული მატერიალური აქტივების ღიებულება.
მე-13 სტრიქონში – მე-11 უჯრიდან გამოიყოფა მიმდინარე კალენდარული წლის განვლილ პერიოდში სხვა ფიზიკური პირისაგან მიღებული მატერიალური აქტივების ღირებულება.
მე-14 სტრიქონში – შეღავათები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად (მუხლის ნაწილების მითითებით). ამ სტრიქონს ავსებენ მხოლოდ ის ფიზიკური პირები, რომელებიც არ ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის, დაქირავებული შრომის სახით. პირებს, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას, უფლება არ აქვთ შეავსონ დასახელებული უჯრა, ამასთან, საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად მათ შეუძლიათ საგადასახადო ორგანოებში წარადგინონ დეკლარაცია გადასახადის გადაანგარიშებისა და ანაზღაურების მოთხოვნით.
მე-15 სტრიქონში – შეიტანება დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც გამოითვლება შემდეგი წესით:
1) – აქტივის რეალიზაციისას – სტრიქონი.(9-10-14;)
2) – აქტივის ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას I – II რიგის მემკვიდრეებისაგან იწერება “0”;
3.) – აქტივის ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას III და IV რიგის მემკვიდრეებისაგან – სტრიქონი. 9-10+12-14. ამასთან, სტრ.12-ის მონაცემი ფორმულაში არ შეიძლება იყოს 150000-ზე მეტი; მოცემულ შემთხვევაში ფორმულაში დასახელებულ მე-12 სტრიქონში პოზიციაზე შეიტანება ციფრი 150000. თავის მხრივ საგადასახადო ორგანო კამერალური წესით აზუსტებს ნამეტ თანხაზე საგადასახადო ვალდებულების სრულად შესრულების საკითხს.……
4.) –აქტივის ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებისას სხვა ფიზიკური პირისაგან – უჯრა.9-10+13-14 სტრ. ამასთან, სტრ..13-ის მონაცემი ფორმულაში არ შეიძლება იყოს 1000-ზე მეტი. მოცემულ შემთხვევაში ფორმულაში დასახელებულ მე-13 სტრიქონში პოზიციაზე შეიტანება ციფრი 1000. თავის მხრივ საგადასახადო ორგანო კამერალური წესით აზუსტებს ნამეტ თანხაზე საგადასახადო ვალდებულების სრულად შესრულების საკითხს.……
მე-16 სტრიქონში – გადასახდელი გადასახადის თანხა, რომელიც გამოითვლება დასაბეგრი შემოსავლის გამრავლებით საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის პროცენტზე (სტრ.-15 X 12 %).
მე-17 სტრიქონში მატერიალური აქტივის ფაქტობრივად გადაცემის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი)
მე-18 – სტრიქონში დარიცხული გადასახადის გადახდის ვადები და თანხები, რომლებიც საგადასახადო კოდექსის 217(9)-ე მუხლის თანახმად იშიფრება 2 წელზე გაწერილი შესაბამისი ვადებისა და თანხების მითითებით.
დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების სისწორე დასტურდება გადამხდელის ხელის მოწერით.