საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბრძანება №45 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.219
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ბრძანება №45
2000 წ ლის 17აპრილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდინტის 1998 წლის 28 მაისის № 355 ბრძანებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 სექტემბრის №532 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების, აგრეთვე ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების აღრიცხვისა და გამოყენების მიზნით ვბრძანებ:
„ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანების დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თანახმად დანართისა)
მინისტრი დ. ონოფრიშვილი
ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის წესი
ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე აღნიშნულია ლათინური ანბანის ორი ასო–ნიშანი და ექვსციფრიანი რიგითი ნომერი. პირველი ლათინური ანბანის ასო–ნიშანი აღნიშნავს ლუდის ტარის მოცულოლობას, ხოლო მეორე ასო–ნიშანი იცვლება რიგითი ნომრის შევსების შესაბამისად.
ლუდის ტარის მოცულობის აღნიშვნისათვის გამოიყენება შემდეგი ლათინური ასო–ნიშნები:
51 გრამიდან 250 გრამის ჩათვლით -A,G
251 გრამიდან 330 გრამის ჩათვლით -B,T,U,V.
331 გრამიდან 500 გრამის ჩათვლით -C,I,J,K,L,M,N,O,P,Q,R,S.
501 გრამიდან 1000 გრამის ჩათვლით -D,W.
1001გრამიდან 1500 გრამის ჩათვლით - E,X.
1501გრამიდან 2250 გრამის ჩათვლით -F,Y.
2251გრამიდან 10000 გრამის ჩათვლით -H,Z.“
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბრძანება №45 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.04.2000.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბრძანება №45 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბრძანება №45 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 17.04.2000. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №45. სარეგისტრაციო კოდი — 000000090.01(2).004.000218.
- სად არის „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბრძანება №45 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2000 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბრძანება №45 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 4 იანვრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №45, 17.04.2000, სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).004.000218 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1344385/