რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი, საბაგირო გადაყვანა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ

მიღების თარიღი 30.05.2011
ძალის დაკარგვა 01.08.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №13.05.504
სარეგისტრაციო კოდი 310060000.37.101.016061
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110531010, 06/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,608 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2011 მიღება
01.08.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი, საბაგირო გადაყვანა) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} a:link, span.MsoHyperlink {font-family:"Times New Roman","serif"; color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 42.5pt .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №13.05.504 2011 წლის 30 მაისი ქ. თბილისი რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო), M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 23​1 მუხლის „ფ“ პუნქტისა და 28- ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25- ე მუხლის, „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილების შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: 1. „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილების 1​1 მუხლით დადგენილი უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა (გარდა მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქალაქეთა) მგზავრობა განხორციელდეს ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ გაცემული, ხოლო მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა – ქ. თბილისის მერიის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით. 2. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და M3 კატეგორიის ავტობუსებით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე მოქალაქეთა მომსახურება განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტის შესაბამისად. 3. სამგზავრო პლასტიკური ბარათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურისთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, განხორციელდეს ბარათის დაბლოკვა, ხოლო ბარათის აღდგენის მიზნით, მის კანონიერ მფლობელს დაეკისროს ქ. თბილისის მერიის ანგარიშზე თანხის გადახდა, ხუთი ლარის ოდენობით. 4. სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა ექვემდებარება ჩამორთმევას, რომელიც დაჯარიმების ფაქტის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრების/გაპროტესტების შემთხვევაში, საქმესთან ერთად გადაეგზავნება განმხილველ ორგანოს, ხოლო სხვა შემთხვევებში – დაბლოკვის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირს. დაუშვებელია შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქის სამგზავრო პლასტიკური ბარათით სხვა მოქალაქისათვის ბილეთის აღება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ გადაადგილებისას ქმედუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე უსინათლო პირთან ერთად მყოფი დამხმარე პირი. 5. „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილების 1​1 მუხლის პირველი პუნქტის (გარდა „ა“ ქვეპუნქტისა), მე- 2 პუნქტის (გარდა „ბ.ა“, „ბ.ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) და მე–3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების პირთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლების მიზნით, ბაზების ყოველი განახლებიდან 2 სამუშაო დღეში ელექტრონულ მისამართზე, ხოლო 5 სამუშაო დღეში წერილობით, ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ სუბიექტებს: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „ბ“, „გ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას – ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტს; ა.ბ) „ზ“ ქვეპუნქტით, ასევე მე-2 პუნქტის „ბ.ბ“, „ბ.გ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს; ა.გ) „თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ბ.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს; ბ.ბ) „ბ.ვ“ და „ბ.ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; ბ.გ) „ბ.თ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სპეციალიზებულ დაწესებულებებს, სადღეღამისო სპეციალურ დაწესებულებებს, დღის ცენტრებს და სათემო ორგანიზაციებს; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს; ბ.დ) „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს საქველმოქმედო ფონდს „9 აპრილი“; ბ.ე) „ე“ ქვეპუნქტით და მე- 3 პუნქტით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს.  6. „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილების 1​1 მუხლის მე- 2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების პირთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლების მიზნით, ბაზების ყოველი განახლებიდან 2 სამუშაო დღეში ელექტრონულ მისამართზე, ხოლო 5 სამუშაო დღეში – წერილობით, ქ. თბილისის მერიის მიერ უფლებამოსილი სუბიექტისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. 7. „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის № 6-35 გადაწყვეტილების 1​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, მე–2 პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით დადგენილი კატეგორიების მქონე პირებთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზის განახლებას უზრუნველყოფს ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური. 8. „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილების 1​1 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, ,,გ“, ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“, ქვეპუნქტებით, მე- 2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიების მოქალაქეებზე ერთჯერადად უფასოდ გაიცეს ახალი სამგზავრო პლასტიკური ბარათები, ხოლო 2011 წლის 1 ნოემბრიდან დაიბლოკოს ადრე გაცემული ბარათები. 9. ამ დადგენილების მე- 5 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურს ინფორმაციას აწვდიან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: transcard@tbilisi.gov.ge . 10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აწვდის ქ. თბილისის მერიის მიერ უფლებამოსილ სუბიექტს მის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. 11. ქ. თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ დადგენილების მე- 5 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები ვალდებული არიან მიაწოდონ მას უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე კატეგორიების პირთა მონაცემთა ბაზები, წერილში მითითებული ფორმით. 12. ქ. თბილისის მერიის მიერ უფლებამოსილი სუბიექტის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია მიაწოდოს მას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე კატეგორიის პირთა მონაცემთა ბაზები წერილში მითითებული ფორმით. 13. ქალაქ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურმა, ამ დადგენილების მე- 5 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოს მისი მიწოდება ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურისათვის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: buscard@tbilisi.gov.ge. 14. ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახურმა მუდმივად განახორციელოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის განახლება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით. 15. ქ. თბილისის მერიის მიერ უფლებამოსილმა სუბიექტმა მუდმივად განახორციელოს მის ხელთ არსებული ინფორმაციის განახლება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით. 16. ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სამსახური, თუ ამ დადგენილების მე- 13 და მე- 14 პუნქტების შესაბამისად მიღებული ინფორმაციით დაადგენს, რომ პირს აღარ ეკუთვნის შეღავათიანი მგზავრობის უფლება, შეტყობინებას უგზავნის ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cardclosing@metroserviceplus.ge . 17. ქ. თბილისის მერიის მიერ უფლებამოსილი სუბიექტი, იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების მე- 6 და მე- 12 პუნქტების შესაბამისად მიღებული ინფორმაციით დაადგენს, რომ პირს აღარ ეკუთვნის შეღავათიანი მგზავრობის უფლება, შეტყობინებას უგზავნის ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cardclosing@metroserviceplus.ge . 18. ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილი პირი, ამ დადგენილების მე- 16 და მე- 17 პუნქტების შესაბამისად შეტყობინების მიღებისთანავე (მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა), ვალდებულია დაბლოკოს ბარათი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბარათიდან წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ბარათის დაბლოკვაზე უფლებამოსილ პირს, საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 19. ეთხოვოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს: უზრუნველყოს „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილების 1​1 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით დადგენილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ბარათების ჩამორთმევა სკოლის დამთავრების შემდეგ და მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალ სასწავლო წელს შემოსულ პირველკლასელებისათვის გადაცემა. 20. „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის №6-35 გადაწყვეტილების 1​1 მუხლით დადგენილი კატეგორიების პირებს, სტატუსის შეცვლის შემთხვევაში, მოეხსნათ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მგზავრობის უფლება. 21. შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ”, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში ტარიფების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2007 წლის 8 მაისის № 6-35 გადაწყვეტილების 1​1 მუხლით დადგენილი კატეგორიების მიხედვით უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე ფაქტობრივ ად გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის შესახებ. 22. ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურმა: ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისათვის“ უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე თითოეულ მგზავრზე მგზავრობის ტარიფის სრული ოდენობის (0,5 ლარი) შესავსებად თანხების ანაზღაურება. 23. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში (მეტროპოლიტენი, M3 კატეგორიის ავტობუსი) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2009 წლის 29 მაისის №14.04.451 დადგენილება. 24. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქ. თბილისის მერი              გ. უგულავა