საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №170 „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ
მიღების თარიღი 03.04.2003
ძალის დაკარგვა 17.11.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №170
სარეგისტრაციო კოდი 200250000.11.117.005747
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №170 „აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"\#GEO-LitNusx";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"#GEO-LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 63.75pt 42.55pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.11.117.005.747
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №170
2003 წლის 3 აპრილი
ქ. თბილისი
აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ
„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების, აგრეთვე აქციზური მარკების აღრიცხვისა და მათ გამოყენებაზე კონტროლის მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემა №1 დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2000 წლის 4 იანვრის №2, 2000 წლის 20 აპრილის №46 და 2002 წლის 13 ივნისის №167 ბრძანებები.
3. ძველი ტიპის ლუდისა და ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მოქმედების ვადა განისაზღვროს მათ საბოლოო ამოწურვამდე.
მ. გოგიაშვილი
აქციზური მარკების ფერებისა და მათზე აღნიშნული ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემა
მუხლი 1🔗. ალკოჰოლიანი სასმელების აქციზური მარკები
1. აქციზური მარკის ფონის ფერი:
ა) ნაცრისფერი-ლურჯი – ადგილობრივი წარმოების ალკოჰოლიანი სასმელებისათვის;
ბ) ყვითელი-მწვანე – იმპორტირებული ალკოჰოლიანი სასმელებისათვის.
2. ნუმერაცია: ქართული ანბანის ორი ასო-ნიშანი და რვაციფრიანი რიგითი ნომერი.
3. ბორჯღალისა და ხაზის ფერი (ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს მარკის მოდელს)
3.1. იმპორტი
ა) M – ნარინჯისფერი – ლიქიორი და ტკბილი ნაყენები, სხვა სპირტიანი სასმელები;
ბ) L – იასამნისფერი – კონიაკი, ბრენდი, ვისკი, ჯინი და ღვინის ნაყენი, რომი და ტაფია, სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით;
გ) K - ფირუზისფერი – ეთილის სპირტი, არაყი;
დ) J – ნაცრისფერი – ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები (მათ შორის შამპანური), შემაგრებული ღვინოები, ვერმუტი და სხვა ნატურალური ღვინოები, რომლებსაც დამატებული აქვთ მცენარეული ან არომეტული ექსტრატები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სხვა დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელები), დადუღებული სასმელების
ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი.
3.2. ადგილობრივი
ა) H – ნარინჯისფერი – ლიქიორი და ტკბილი ნაყენები, სხვა სპირტიანი სასმელები;
ბ) G – იასამნისფერი – კონიაკი, ბრენდი, ვისკი, ჯინი და ღვინის ნაყენი, რომი და ტაფია, სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ანჭაჭის დისტილაციით;
გ) F – ფირუზისფერი – ეთილის სპირტი, არაყი;
დ) E – ნაცრისფერი – ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები (მათ შორის შამპანური), შემაგრებული ღვინოები, ვერმუტი და სხვა ნატურალური ღვინოები, რომლებსაც დამატებული აქვთ მცენარეული ან არომატული ექსტრატები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სხვა დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელი), დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი.
4. ალკოჰოლიანი სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე აღნიშნული
სერიის პირველი ასოს მნიშვნელობა
(სერიის მეორე ასო იცვლება რაოდენობის შევსების შესაბამისად)
ა) ია, კა – სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით. სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220820.
ბ) ლა – ვისკი, რომი და ტაფია, ჯინი და ღვინის ნაყენი. სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220830, 220840, 220850.
გ) ზა – ეთილის სპირტი. სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 2207.
დ) თა, თბ, თგ – არაყი. სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220860.
ე) ეა, ეე, ებ – ყურძნის ნატურალური ღვინოები. სასაქონლო ნომენკლატურის კოდიი 2204.
ვ) აა, ბა, აბ – ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები (მათ შორის შამპანური). სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220410, 220421 100, 220429 100.
ზ) გა - შემაგრებული ღვინოები. სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220421 870, 220421 990, 220429 870, 220429 990.
თ) ვა – ვერმუტი და სხვა ნატურალური ღვინოები, რომლებსაც დამატებული აქვთ მცენარეული ან არომატული ექსტრატები. სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 2205.
ი) და – სხვა დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელი), დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი. სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220600.
კ) ნა – ლიქიორი და ტკბილი ნაყენები, სხვა სპირტიანი სასმელები. სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220870, 220890.
ლ) მა – რეზერვი.
5. ალკოჰოლიანი სასმელების ტარის მოცულობის აღმნიშვნელი ლათინური
ანბანის ასოს მნიშვნელობა მისი შემდგომი გამოყენებისათვის ტარაზე
ა) A – 51 გრამიდან – 250 გრამის ჩათვლით.
ბ) B – 251 გრამიდან – 500 გრამის ჩათვლით.
გ) C – 501 გრამიდან – 800 გრამის ჩათვლით.
დ) D – 801 გრამიდან – 1500 გრამის ჩათვლით.
ე) E – 1501 გრამიდან – 10000 გრამამდე.
ვ) იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე-სუბიექტის მიერ წარმოდგენილი განაცხადითა და სპეციფიკაციის შესაბამისად მოთხოვნილი აქციზური მარკების გაცემა ვერ ხერხდება ტარის მოცულობის აღმნიშვნელი ლათინური ანბანის ასოს შეუსაბამობის (იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ლიტრაჟის მიხედვით აქციზური მარკები არ გაგვაჩნია) გამო, აქციზური მარკები უნდა გაიცეს განაცხადში აღნიშნულ ტარის მოცულობასთან ყველაზე მეტად მიახლოვებული ლიტრაჟის მაჩვენებლით.
მუხლი 2🔗. თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკები
1. ნუმერაცია: ქართული ანბანის ორი ასო-ნიშანი და რვაციფრიანი რიგითი ნომერი.
2. აქციზური მარკის ფონის ფერი
ა) წითელი (ძველი ტიპის) - ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმი;
ბ) ცისფერი (ახალი ტიპის) – ადგილობრივი ფილტრიანი სიგარეტი, სიგარა, სიგარილა;
გ) მუქი წითელი (ახალი ტიპის) – ადგილობრივი უფილტრო სიგარეტი;
დ) მწვანე – იმპორტული თამბაქოს ნაწარმი;
ე) ყვითელი – იმპორტული ფილტრიანი სიგარეტი, სიგარა, სიგარილა.
3. ბორჯღალის და ხაზის ფერი (ლათინური ანბანის ასო აღნიშნავს მარკის მოდელს)
3.1. ადგილობრივი
ა) A (ძველი ტიპის) – ოქროსფერი – ფილტრიანი სიგარეტი, სიგარა, სიგარილა;
ბ) B (ძველი ტიპის) – ვერცხლისფერი – უფილტრო სიგარეტი;
გ) ახალი ტიპის – ცისფერი – ფილტრიანი სიგარეტი, სიგარა, სიგარილა;
დ) ახალი ტიპის – მუქი წითელი – უფილტრო სიგარეტი.
3.2. იმპორტი
ა) C (მწვანე) – ოქროსფერი – ფილტრიანი სიგარეტი, სიგარა, სიგარილა;
ბ) C (ყვითელი) – ოქროსფერი – ფილტრიანი სიგარეტი, სიგარა, სიგარილა;
გ) D (მწვანე) – ვერცხლისფერი – უფილტრო სიგარეტი.
მუხლი 3🔗. ლუდის აქციზური მარკები (ძველი ტიპის)
3.1. ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე აღნიშნულია ლათინური ანბანის ორი ასო-ნიშანი და ექვსციფირიანი რიგითი ნომერი. პირველი ლათინური ანბანის ასო-ნიშანი აღნიშნავს ლუდის ტარის მოცულობას, ხოლო მეორე ასო-ნიშანი იცვლება რიგითი ნომრის შევსების შესაბამისად.
3.2. ლუდის ტარის მოცულობის აღნიშვნისათვის გამოიყენება შემდეგი ლათინური ასო-ნიშნები:
ა) 51 გრამიდან 250 გრამის ჩათვლით – A,G;
ბ) 251 გრამიდან 330 გრამის ჩათვლით – B,T,U,V;
გ) 331 გრამიდან 500 გრამის ჩათვლით – C,I,J,K,L,M,N,O,P,Q,R,S;
დ) 501 გრამიდან 1000 გრამის ჩათვლით – D,W;
ე) 1001 გრამიდან 1500 გრამის ჩათვლით – E,X;
ვ) 1501 გრამიდან 2250 გრამის ჩათვლით – F,Y;
ზ) 2251 გრამიდან 10000 გრამამდე – H,Z.
მუხლი 4🔗. ლუდის აქციზური მარკები (ახალი ტიპის)
4.1. ლუდისათვის განკუთვნილი ახალი ტიპის აქციზურ მარკებზე აღნიშნულია ლათინური ანბანის ორი ასო-ნიშანი და შვიდციფრიანი რიგითი ნომერი. პირველი ლათინური ანბანის ასო-ნიშანი აღნიშნავს ლუდის ტარის მოცულობას, ხოლო მეორე იცვლება რიგითი ნომრის შევსების შესაბამისად.
4.2. ლუდის ტარის მოცულობის აღნიშვნისათვის გამოიყენება შემდეგი ლათინური ანბანის ასო-ნიშნები:
ა) 51 გრამიდან 250 გრამის ჩათვლით – A
ბ) 251 გრამიდან 330 გრამის ჩათვლით – B
გ) 331 გრამიდან 500 გრამის ჩათვლით – C
დ) 501 გრამიდან 1000 გრამის ჩათვლით – D
ე) 1001 გრამიდან 1500 გრამის ჩათვლით – E
ვ) 1501 გრამიდან 2250 გრამის ჩათვლით – F
ზ) 2251 გრამიდან 10000 გრამის ჩათვლით – H