საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 25.08.1999
ძალის დაკარგვა 04.10.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №45/1999
სარეგისტრაციო კოდი 000000010.00(8).003.000796
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42(49), 02/09/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 03.10.2001
დოკუმენტის ტექსტი
საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 1.0in 53.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.008.003.796
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №45/1999
1999 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საუბნო საარჩევნო კომისია (შემდგომში - კომისია) იქმნება "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და ასრულებს ამავე კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონებით "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ", "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ", საქართველოს კანონებით "რეფერენდუმის შესახებ", "ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნების შესახებ" და ამ რეგლამენტით, რომელიც დამტკიცებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.
3. რეგლამენტი მიზნად ისახავს კომისიის საორგანიზაციო საქმიანობის სრულყოფას.
4. საარჩევნო უბანი იქმნება კენჭისყრის მოსაწყობად და ხმების დასათვლელად არჩევნებამდე არა უგვიანეს 55 დღისა "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე.
5. საუბნო საარჩევნო კომისიას უფლებამოსილება უწყდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოლქში არჩევნების შედეგების შეჯამებისთანავე.
მუხლი 2🔗. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
3. ხმების გაყოფის შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.
4. კომისიის იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვთ გამოთქვან საკუთარი აზრი, რომელიც წერილობითი ფორმით ერთვის ოქმს და განსახილველად ეგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიას.
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება დადგენილებით.
მუხლი 3🔗. კომისიის ხელმძღვანელი პირები
1. კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:
ა) კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კომისიის მდივანი.
2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საოლქო საარჩევნო კომისია.
3. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან თავმჯდომარის ან კომისიის არანაკლებ 6 წევრის წარდგინებით კომისიის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
4. კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის შემადგენლობიდან თავმჯდომარის ან კომისიის არანაკლებ 6 წევრის წარდგინებით კომისიის სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით.
მუხლი 4🔗. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრთა მოვალეობანი
1. კენჭისყრის შენობებსა და ოთახებში უნდა გამოიკრას პარტიული სიები და შესაბამის საარჩევნო ოლქში წარდგენილ კანდიდატთა სიები, აგრეთვე ინსტრუქცია საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესის შესახებ.
2. საუბნო საარჩევნო კომისია კენჭისყრის დროსა და ადგილს ამომრჩევლებს აცნობებს არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა.
3. არჩევნების დღეს ხმის მიცემის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვისათვის პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
4. პასუხისმგებლობა კეჭისყრის ორგანიზებისა და შენობის მოწყობისათვის ეკისრება კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს.
5. კომისიის წევრები არჩევნების დღეს ხმის მისაცემ შენობაში უნდა გამოცხადნენ 6 საათსა და 30 წუთზე და მოამზადონ შენობა.
6. საარჩევნო ბიულეტენს საუბნო კომისიის წევრი გასცემს ამომრჩეველთა სიის საფუძველზე, რომელიც დამოწმებულია კომისიის ორი წევრის ხელმოწერითა და ბეჭდით.
მუხლი 5🔗. კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება
1. სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან მისი მოადგილის მოთხოვნით, მოიწვევა რიგგარეშე სხდომა.
2. სხდომის დღის წესრიგის პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი და სხდომის წინა დღეს უთანხმებს კომისიის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს.
3. კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს ამზადებენ კომისიის წევრები.
4. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.
5. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
6. კომისიის სხდომაზე საკითხების განსახილველად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარეები, რომლებიც აღნიშნული საკითხის განხილვის დამთავრებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს. გადაწყვეტილების პროექტის განხილვა და კენჭისყრა მიმდინარეობს მათ გარეშე.
7. კომისიის წევრები სხდომაზე მონაწილეობას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელის მოწერით.
8. საკითხის განხილვისას ერთსა და იმავე საკითხზე კომისიის წევრს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ორჯერ.
9. კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.
10. კომისიის სხდომაზე "საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ" და "საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შესახებ" ორგანული კანონების ან ამ რეგლამენტის დარღვევისას თავმჯდომარე უფლებამოსილია დამრღვევს დაატოვებინოს სხდომის დარბაზი.
11. კომისიის თავმჯდომარე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს კომისიის განთავსების ადგილზე.
12. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, კომისიის წევრების შემდეგ. გამოსვლათა ხანგრძლივობას ადგენს კომისია კეჭისყრით.
13.საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან ორი დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ოქმების გაცემა ხდება დაუყოვნებლივ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
14. კომისიის მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით თავმჯდომარეს შეუძლია კომისიის ცალკეულ წევრს დაავალოს გარკვეული ფუნქციების შესრულება.
მუხლი 6🔗. კენჭისყრა
1. საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.
2. თუ კომისიის წევრი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, მან თავისი მოქმედებით ხელი არ უნდა შეუშალოს გადაწყვეტილების განხორციელებას. კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევა ხდება ღია კენჭისყრით.
3. კომისიის მიერ არჩეული პირის გადაყენება ხდება კომისიის სხდომაზე ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. თუ კენჭისყრის შედეგად პირი თანამდებობიდან გადაყენებულად არ ჩაითვლება, დაუშვებელია განმეორებითი კენჭისყრა.
მუხლი 7🔗. კომისიაში საქსმისწარმოების წესი
1. კომისიაში განცხადებები და სხვა დოკუმენტები მიიღება ყოველდღე, გარდა კვირადღისა, 10-დან 18 საათამდე.
2. კომისიაში დოკუმენტაციას იღებს და სპეციალურ ჟურნალში აღრიცხავს კომისიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც უფლებამოსილია კომისიის თავმჯდომარის მიერ.
3. კომისიიდან დოკუმენტის დედნის გაცემა აკრძალულია, ხოლო მოთხოვნისამებრ ინფორმაციის გაცემა – სავალდებულო. იგი აღირიცხება და ხორციელდება კომისიის თავმჯდომარის თანხმობით.
თავჯდომარის მოადგილე გ. ზესაშვილი