საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 03.10.2001
ძალის დაკარგვა 05.02.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №10/2001
სარეგისტრაციო კოდი 010190020.13.007.005004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 106, 04/10/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 25.08.1999
დოკუმენტის ტექსტი
საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 44.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.090.020.13.007.005.004
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №10/2001
2001 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ
I. ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საუბნო საარჩევნო კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ საფუძველზე და ასრულებს ამავე კანონით განსაზღვრულ ფუნქციებს.
2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით " საქართველოს საარჩევნო კოდექსის", საქართველოს კანონით "რეფერენდუმის შესახებ"და ამ რეგლამენტით, რომელიც დამტკიცებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ.
3. რეგლამენტი მიზნად ისახავს კომისიის საორგანიზაციო საქმიანობის სრულყოფას.
მუხლი 2🔗. კომისიის ხელმძღვანელი პირები
1. საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები არიან:
ბ) კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) კომისიის მდივანი.
2. კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის მდივანს ირჩევს კომისია თავის წევრთაგან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3. კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომისიის არანაკლებ 3 წევრს ერთობლივად, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურისა – კომისიის თავმჯდომარეს, ხოლო კომისიის მდივნის კანდიდატურისა – კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის არანაკლებ 3 წევრს ერთობლივად. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ.
4. კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან კომისიის მდივნის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომისია 5 დღის ვადაში, ხოლო თუ დაწყებულია საარჩევნო პროცესი – 3 დღეში ირჩევს მის უფლებამონაცვლეს.
5. კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს კომისიის ბუღალტერს, იურისტსა და ტექნიკურ პერსონალს.
მუხლი 3🔗. კომისიის და მისი თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები
1. სამართლებრივი აქტებია:
ა) კომისიის განკარგულება;
ბ) თავმჯდომარის ბრძანება.
2. საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები.
3. კომისიის განკარგულებებს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 4🔗. კომისიის სხდომის მომზადება და ჩატარება
1. სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია. აუცილებლობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ან მოადგილის მოთხოვნით, მოიწვევა რიგგარეშე სხდომა.
2. სხდომის დღის წესრიგის პროექტს ამზადებს კომისიის მდივანი და სხდომის წინა დღეს უთანხმებს კომისიის თავმჯდომარეს ან მის მოადგილეს.
3. კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებსა და გადაწყვეტილებათა პროექტებს ამზადებენ კომისიის წევრები.
4. კომისიის სხდომას უძღვება თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.
5. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
6. კომისიის სხდომაზე საკითხების განსახილველად შეიძლება მოწვეულ იქნენ დაინტერესებული მხარეები, რომლებიც საკითხის განხილვის დამთავრებისთანავე ტოვებენ სხდომის დარბაზს. გადაწყვეტილების პროექტის განხილვა და კენჭისყრა მიმდინარეობს მათ გარეშე.
7. კომისიის წევრები სხდომაში მონაწილეობას ადასტურებენ დასწრების ფურცელზე ხელის მოწერით.
8. საკითხის განხილვისას ერთსა და იმავე საკითხზე კომისიის წევრს შეუძლია გამოვიდეს მხოლოდ ორჯერ.
9. კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე.
10. კომისიის სხდომაზე საქართველოს ორგანული კანონის ”საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ან ამ რეგლამენტის დარღვევისას თავმჯდომარე უფლებამოსილია დამრღვევს დაატოვებინოს სხდომის დარბაზი.
11. კომისიის თავმჯდომარე ახორციელებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს კომისიის განთავსების ადგილზე.
12. კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირები სხდომაზე სიტყვით გამოდიან სხდომის თავმჯდომარის თანხმობით, კომისიის წევრების შემდეგ. გამოსვლათა ხანგრძლივობას ადგენს კომისია კენჭისყრით.
13. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი და მას ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
14. საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 2 დღის ვადაში.
15. კომისიის მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით თავმჯდომარეს შეუძლია კომისიის ცალკეულ წევრს დაავალოს გარკვეული ფუნქციების შესრულება.
მუხლი 5🔗. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი
1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.
3. ხმების გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარის ხმა გადამწყვეტად ითვლება.
4. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი, რომელიც ერთვის ოქმს.
5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება განკარგულებით.
6. საარჩევნო კომისია უფლებამოსილია არ განიხილოს განცხადება (საჩივარი), თუ დარღვეულია მისი შეტანის ვადა და წესი.
მუხლი 6🔗. კენჭისყრა
1. საკითხს კენჭი ეყრება წინადადებათა შემოსვლის რიგის მიხედვით.
2. განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მას არ აქვს უფლება, თავისი ქმედებით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას.
3. კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. სხდომაზე საკადრო საკითხები წყდება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
5. კომისიის მიერ არჩეული ან დანიშნული პირის გადაყენება ხდება კომისიის სხდომაზე ფარული კენჭისყრით დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. თუ კენჭისყრის შედეგად პირი თანამდებობიდან გადაყენებულად არ ჩაითვლება, დაუშვებელია განმეორებითი კენჭისყრა.
მუხლი 7🔗. კომისიაში საქმისწარმოების წესი
1. საუბნო საარჩევნო კომისიაში საქმიანი ქაღალდების, ყოველგვარი საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა სახის მასალების მიღება, რეგისტრაცია და გაცემული დოკუმენტების რეგისტრაცია მოხდეს კომისიის მდივნის მიერ 10-დან 18 საათამდე, შაბათ-კვირის გარდა, ხოლო არჩევნების პერიოდში, გარდა კვირა დღისა.
2. კომისიის მდივანმა შემოსული მასალები რეგისტრაციის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარის ან მისი დავალებით მოადგილის რეზოლუციის შესაბამისად დაუყოვნებლივ გადასცეს შესაბამის პირს შესასრულებლად.
3. სათანადო წერილობითი განცხადების საფუძველზე, სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციის შემდეგ კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა (თუ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაუყოვნებლივ შეუძლებელია). ინფორმაციას გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 დღისა გასცემს კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული პირი. დასაშვებია ინფორმაციის გაცემა ელექტრონული მატარებლის სახით მასალის შესაბამისი მომზადების შემდეგ.
4. აკრძალულია კომისიაში შემოსული ყველა სახის დოკუმენტის დედნის გაცემა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5. საუბნო საარჩევნო კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
6. განცხადების (საჩივრის) მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისათვის (მომჩივანისთვის) გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო.
II. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ცენტრალური კომისიის 1999 წლის 25 აგვისტოს დადგენილება №45/1999 „საუბნო საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“.
III. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ჯ. ლომინაძე
კომისიის მდივანი მ. კოპალეიშვილი