საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ
მიღების თარიღი 23.02.2005
ძალის დაკარგვა 04.04.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №148
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.007104
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 25/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; punctuation-wrap:simple; text-autospace:none; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:42.55pt 1.0in 70.9pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.104
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №148
2005 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის “ა”ქვეპუნქტის, 21-ე მუხლისა და “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის “ა”, “ე” და “ნ” ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა თანდართული ნუსხა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 5 იანვრის №2 ბრძანება “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებასა და სამსახურებრივი მივლინების გაფორმებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ”.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკადრო ქვედანაყოფებმა ყოველი კვირის ბოლოს უზრუნველყონ სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კადრების მთავარ სამმართველოში სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ მონაცემების წარმოდგენა.
4. ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა.
6. ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.
7. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბ. ბრეგაძე
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა
ნ უ ს ხ ა
მუხლი 1🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან:
1. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი;
2. სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
3. სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსი;
4. სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
5. სამინისტროს სამმართველოს უფროსი;
6. სამინისტროს სამსახურის უფროსი;
7. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსები;
8. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების საქალაქო და რაიონული განყოფილების უფროსები.
9. სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე (გარდა კანონით პირდაპირ დადგენილი შემთხვევებისა);
10. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილე.
მუხლი 2🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში უმცროს და უფროს ოფიცერთა სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნა, ოფიცრის პირველადი (სამხედრო, სპეციალური) წოდების, უფროს ოფიცერთა (უფროს მეთაურთა) შემადგენლობისათვის მორიგი სამხედრო და სპეციალური წოდების, აგრეთვე, სამხედრო და სპეციალური წოდების ვადაზე ადრე მინიჭება (გარდა პოლკოვნიკის სამხედრო წოდებისა, რომელსაც ვადაზე ადრე ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი) ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 3🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების (საკურატორო სფეროების მიხედვით) მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან, თანამდებობიდან თავისუფლდებიან და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნილ იქნებიან:
1. სამინისტროს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
2. სამინისტროს სამსახურის უფროსის მოადგილე;
3. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსი;
4. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
5. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი;
6. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის მოადგილე;
7. სამინისტროს დეპარტამენტის სამსახურის უფროსი;
8. სამინისტროს დეპარტამენტის სამსახურის უფროსის მოადგილე;
9. სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;
10. სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
11. სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსი;
12. სამინისტროს მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
13. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი (გარდა საქალაქო და რაიონული სამმართველოს უფროსისა);
14. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
15. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების სამმართველოს სამსახურის უფროსი;
16. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
17. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი;
18. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე;
19. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსი;
20. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
21. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს სამსახურის უფროსი;
22. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
23. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსი
24. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის უფროსის მოადგილე;
25. სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსი;
მუხლი 4🔗. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში რიგითი, ეფრეიტორის, კაპრალის, სერჟანტის სამხედრო სამსახურში ჩარიცხვა, რიგითი, ეფრეიტორის, კაპრალის, სერჟანტის მორიგი სამხედრო, აგრეთვე, რიგითი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის და მინისტრის მოადგილეების მიერ, საკურატორო სფეროების მიხედვით (ნუსხით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების გარდა).
შენიშვნა: სამინისტროს ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციის, ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყველა მოსამსახურეს (ნუსხის 1-ლი და მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა გარდა) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, ამასთან ადმინისტრაციაში, გენერალურ ინსპექციაში, ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტსა და საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში რიგითს, ეფრეიტორს, კაპრალს, სერჟანტს სამხედრო სამსახურში რიცხავს, ხოლო რიგითის, ეფრეიტორის, კაპრალის, სერჟანტის და მორიგ სამხედრო, აგრეთვე, რიგით სპეციალურ წოდებას ანიჭებს სამინისტროს საკადრო დანაყოფის კურატორი მინისტრის მოადგილე.
მუხლი 5🔗. სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დირექტორი, უფროსი) და სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ თანამდებობაზე ინიშნებიან და თანამდებობიდან თავისუფლდებიან:
1. სამინისტროს დეპარტამენტის განყოფილების უფროსის მოადგილე;
2. სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი;
3. სამინისტროს მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
4. სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსი;
5. სამინისტროს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
6. სამინისტროს სამსახურის განყოფილების უფროსი;
7. სამინისტროს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
8. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი;
9. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
10. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსი;
11. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
12. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი;
13. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
14. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსი;
15. სამინისტროს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს სამმართველოს სამსახურის განყოფილების უფროსის მოადგილე;
16. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსი;
17. სამინისტროს დეპარტამენტის სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილე;
18. სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსი ;
19. სამინისტროს ქვეგანყოფილების უფროსის მოადგილე;
20. სამინისტროს უფროსი ოპერატიული თანამშრომელი;
21. სამინისტროს ოპერატიული თანამშრომელი;
22. სამინისტროს თანამშრომელი;
23. სამინისტროს უმცროსი თანამშრომელი;
24. სამინისტროს დამხმარე მოსამსახურე.
მუხლი 6🔗. სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ.
მუხლი 7🔗. სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეთა (გარდა მოადგილეებისა) თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება ხდება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
მუხლი 8🔗. ნუსხის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურეებისათვის რიგითი, ეფრეიტორის, კაპრალისა და სერჟანტის მორიგი სამხედრო, აგრეთვე, რიგითი სპეციალური წოდების მინიჭება ხდება დეპარტამენტის ხელმძღვანელის (დირექტორი, უფროსი) და სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ.
მუხლი 9🔗. სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების გასაკუთრებულ დავალებათა რაზმების ყველა მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს, ამასთან სამინისტროს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოების, ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოსა და შინაგან საქმეთა სამხარეო მთავარი სამმართველოების განსაკუთრებულ დავალებათა რაზმების რიგითს სამსახურში რიცხავს და რიგით სპეციალურ წოდებას ანიჭებს კურატორი მინისტრის მოადგილე.