⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (17.04.2000)
გაუქმებულია:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №13 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.02.2000
ძალის დაკარგვა 17.04.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000058
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 747 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.02.2000 მიღება
17.04.2000 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №13 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:612.1pt 792.1pt; margin:28.35pt 59.25pt 1.0in 89.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.058 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №13 2000 წლის 1 თებერვალი ქ.თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატისა და სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესის დამტკიცების შესახებ 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის შესრულების მიზნით დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესი (დანართი №1). 2. დაევალოს სამინისტროს აპარატის, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს დროულად უზრუნველყონ მათთან არსებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. 3. დამტკიცდეს პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოების ინფორმაციის მიკუთვნების აღმნიშვნელი თანდართული შტამპის ნიმუშები (დანართი №2). 4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ქ-ნ მ. ცაცანაშვილს. ჯ. ხეცურიანი დანართი №1  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატის, სისტემის საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების გამგებლობაში არსებული ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციად მიკუთვნების წესი 1. პროფესიულ, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად ინფორმაციის მიკუთვნება ხორციელდება დასაბუთებულობისა და დროულობის პრინციპის შესაბამისად. 2. ინფორმაციის გასაიდუმლოების დასაბუთებულობა განისაზღვრება კონკრეტული მასალის შეფასების საფუძველზე სახელმწიფოს, საზოგადოებისა და მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. 3. ინფორმაციის გასაიდუმლოების დროულობის პრინციპი განისაზღვრება ამ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვით. 4. ინფორმაციის საიდუმლოდ მიჩნევა ხორციელდება ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი გრიფის მინიჭებით. 5. გრიფი ინფორმაციის აუცილებელი რეკვიზიტია. იგი აღნიშნავს ინფორმაციის საიდუმლოების ხარისხს, საიდუმლოების ვადას და თანამდებობის პირს, რომელმაც აღნიშნა ეს გრიფი. 6. „პროფესიულ“ ინფორმაციას, რომელსაც ეძლევა საიდუმლო „პროფესიული ინფორმაციის" გრიფი, წარმოადგენს ისეთი ინფორმაცია, რომელთა გავრცელება ან განკარგვა არსებითად იმოქმედებს სისტემის ინტერესებზე თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროებისა და პოლიტიკის სფეროში და შეუძლია გამოიწვიოს სამთავრობო დაწესებულებების მუშაობის დეზორგანიზაცია. 7. "კომერციულ" ინფორმაციას, რომელსაც ეძლევა საიდუმლო "კომერციული ინფორმაციის გრიფი", წარმოადგენს ისეთი ინფორმაცია, რომელსაც რეალური ან პოტენციური ეკონომიკური ღირებულება აქვს იმ მოტივით, რომ არ არის საზოგადოდ ცნობილი და არ შეიძლება კანონიერი გზით ხელმისაწვდომი გახდეს სხვა პირებისათვის, რომელთაც შეიძლება ეკონომიკური გამორჩენა მიიღონ ამ ინფორმაციის გამოყენებით ან გახმაურებით. 8. "პირად" ინფორმაციას, რომელსაც ეძლევა "პირადი ინფორმაციის" საიდუმლოების გრიფი, წარმოადგენს ისეთი ინფორმაცია, რომელიც ფიზიკური პირის პირდაპირი ან ირიბი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და ეხება ამ პირის ფიზიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სოციალურ მდგომარეობას და რომელიც თანამდებობის პირისათვის ცნობილი გახდა მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებათა რეალიზაციის და ვალდებულებათა პროცესში. 9. თუ გრიფის მიცემა უშუალოდ ინფორმაციის მატერიალურ შემცველობაზე შეუძლებელია, იგი უნდა მიეთითოს თანდართულ დოკუმენტებზე. 10. იმ თანამდებობის პირთა სია, რომელთაც უფლება აქვთ პროფესიულ, კომერციულ ან პირადი საიდუმლოების ინფორმაციაზე აღნიშნონ გრიფი, მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 11. ინფორმაციისათვის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლოების გრიფის მოქმედების ვადა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით. დანართი № 2 პროფესიული, კომერციული და პირადი საიდუმლოების ინფორმაციის მიკუთვნების შტამპის ნიმუშები პროფესიული საიდუმლოება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „ „---------- 2000 წ კომერციული საიდუმლოება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „ „ ---------- 2000 წ პროფესიული საიდუმლოება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „ „---------- 2000 წ