თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.05.2011
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №10/50
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.111.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110531015, 03/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.05.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
h1 {margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#365F91;}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 55.3pt 35.95pt .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
დადგენილება №10/50
2011 წლის 30 მაისი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქი
ს – ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის, 25-ე მუხლის, და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქ
ის – ფოთის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს
თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპური
დებულება, თანახმად დანართი 1
-ისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
1. „
თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ცენტრის უბნის
ტერიტორიული ორგანოს
დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის
№15/66 დადგენილება (სსმ, 10.01.2011)
.
2. ,
,თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის
№15/67 დადგენილება (სსმ, 10.01.2011)
.
3. ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის
№15/68 დადგენილება (სსმ, 10.01.2011)
.
4. ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის მერიის მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანოს დებულების
დამტკიცების შესახებ” თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის
№15/69 დადგენილება (სსმ, 10.01.2011).
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ი. საღინაძე
დანართი 1
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის მერიის ტერიტორიული
ორგანოების ტიპური
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის მერიის
ტერიტორიული ორგანოები
(ტექსტში შემდგომ – „
ტერიტორიული ორგანო“
) უზრუნველყოფენ თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის
საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების აღსრულებას, თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის
საკრებულოსა და მერიის
ურთიერთობას მოსახლეობასთან, თვითმმართველი
ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას.
ტერიტორიული ორგანო თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის მერიის
დებულების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენებისა და შენახვის წესს ამტკიცებს თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის საკრებულო.
მუხლი 2🔗. ტერიტორიული ორგანოები და მათი სტრუქტურა
1. თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ცენტრის უბნის ტერიტორიული ორგანო;
ბ) კუნძულის უბნის ტერიტორიული ორგანო;
გ) ნაბადის უბნის ტერიტორიული ორგანო;
დ) მალთაყვის უბნის ტერიტორიული ორგანო
.
2. ტერიტორიული ორგანო შედგება თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის მერიის ტერიტორიული ორგანოს
რწმუნებულისა (ტექსტში შემდგომ
– „რწმუნებული“)
და ტერიტორიული ორგანოს მოხელეებისაგან.
3. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას წარმართავს რწმუნებული, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 42-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით, ამ დებულებით და რწმუნებულის სამუშაოთა აღწერილობით.
4. რწმუნებულის არყოფნის შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის მერის
დავალებით, რწმუნებულის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.
5. ტერიტორიული ორგანოს მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონითა და თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის მერიის
დებულებით.
მუხლი 3🔗. ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები
მოსახლეობასთან ურთიერთობების სფეროში
1.
თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით დადგენილი წესით:
ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, მერიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ტერიტორიაზე საკრებულოს და მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისთვის მათ მიწოდებას;
ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს და საკრებულოს;
კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;
მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;
რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
ს
) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2
. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს მერს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:
ა) მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;
ბ)პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
გ) უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;
დ) დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;
ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;
ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.
3
. რწმუნებული ანგარიშვალდებულია თვითმმართველი ქალაქის - ფოთის საკრებულოსა და
მერის წინაშე;
4. მერიის ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეები რწმუნებულს უმზადებენ მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
5
. მერიის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.
მუხლი 4🔗. ტერიტორიული ორგანოს ქონება
1. ტერიტორიული ორგანოს
მთელი ქონება წარმოადგენს
თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის საკუთრებას.
მუხლი 5🔗. დასკვნითი ნაწილი
1. ამ დებულების დამტკიცება, გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის
– ფოთის საკრებულოს დადგენილებით.
2. თუ ამ დებულების რომელიმე ნორმა რაიმე გარემოებების ძალით ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად დებულების მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია და რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა მიზანი.
3. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე დებულებით
ა გამოიყენება მოქმედი კანომდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.