საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 02.10.2000
ძალის დაკარგვა 25.09.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №265
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000446
გამოქვეყნების წყარო სსმ, 91, 06/10/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| № | ნორმა-ტიული აქტის სახე |
| 2სმ | 3სმ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 24.09.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 49.6pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.446
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №265
2000 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ“.
2. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის თანდართული ფორმა (დანართი №1).
3. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №2).
4. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტების ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №3).
5. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №4).
6. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოების თანდართული კოდები, აგრეთვე რაიონებისა და იმ ქალაქების კოდები, რომლებიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში (დანართი №5).
7. დაევალოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს (მ. კვეკვესქირი) უზრუნველყოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის დამზადება თანდართული ფორმების მიხედვით.
8. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 1997 წლის 28 თებერვლის №1 და 1999 წლის 2 სექტემბრის №261 ბრძანებები.
8. ბრძანება ამოქმედდეს 2000 წლის 1 ნოემბრიდან.
ჯ. ხეცურიანი
დებულება
საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ
მუხლი 1🔗
წინამდებარე დებულება შემუშავებულია „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს 1996 წლის 29 ოქტომბრის კანონის, „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 13 მარტის №91 და „საქართველოს კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორის დამტკიცებისა და სამართლებრივი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფის შესახებ” 2000 წლის 5 მაისის №174 ბრძანებულებების შესაბამისად და განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და მათთვის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების წესს.
მუხლი 2🔗
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის მიზანია საქართველოში მიღებული ნორმატიული აქტების უწყვეტი, სანდო, ამომწურავი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამართლებრივი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.
მუხლი 3🔗
სახელმწიფო რეესტრში შეტანას ექვემდებარება საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი.
მუხლი 4🔗
1. ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში ატარებს და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
2. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების ნორმატიული აქტების (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტებისა) სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებენ იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურები.
3. ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურები ყოველთვიურად, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, აწვდიან იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტს ინფორმაციას მათ მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ და რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 2 ეგზემპლარს, რომლიდანაც ერთი 2 დღის ვადაში გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტს.
მუხლი 5🔗
1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოდგენა სავალდებულოა.
2. აღმასრულებელი ხელისუფლების რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.
მუხლი 6🔗
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში მონაცემების შეტანა ხორციელდება როგორც სარეესტრო ჩანაწერით, ისე კომპიუტერული წესით.
მუხლი 7🔗
1. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო ვალდებულია უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ნორმატიული აქტის ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში წარმოადგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეესტრში შესატანად ნორმატიული აქტი ოთხ ეგზემპლარად (მათ შორის – ერთი დედანი). ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტები (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტებისა) სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარედგინება შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურს.
2. ნორმატიული აქტი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ბეჭდვითი მასალების, ისე მაგნიტური მატარებლების ფორმით.
3. სახელმწიფო რეესტრში შესატანი ნორმატიული აქტები მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე „Windows”-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: SPLiteraturuli (ან სხვა ნებისმიერი SP), Litnusx ან Acadnusx – ზომა 16.
4. საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ნორმატიულ აქტს თან უნდა ერთოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ ნორმატიული აქტის პროექტზე გაცემული დადებითი სამართლებრივი დასკვნა, აგრეთვე შესაბამის უწყებასთან (უწყებებთან) შეთანხმების ფურცელი (ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).
5. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიულ აქტებს უნდა დაერთოს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის შესაბამისი სამსახურის (ხოლო ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიულ აქტებს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს) სამართლებრივი დასკვნა, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმების ფურცელი.
მუხლი 8🔗
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შედის შემდეგი მონაცემები:
ა) ნორმატიული აქტის სახე;
ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება;
გ) ნორმატიული აქტის სათაური;
დ) ნორმატიული აქტის სრული ტექსტი, გარდა „საიდუმლო” გრიფის მქონე ნაწილისა;
ე) მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი;
ვ) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული აქტი მოქმედებს განსაზღვრული ვადით);
ზ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი;
თ) ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თარიღი;
ი) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
მუხლი 9🔗
„საიდუმლო” გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის „საიდუმლო” ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის ძირითად ნაწილში კი აღინიშნება მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „ბ”, „ე” და „ი” ქვეპუნქტების მონაცემები.
მუხლი 10🔗
ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს უნდა იყოს აკინძული და ნორმატიული აქტის მიმღები ორგანოს ბეჭდით დამოწმებული. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იგი ასევე უნდა იყოს დამოწმებული იუსტიციის სამინისტროს კანონმდებლობის სისტემატიზაციისა და სამართლებრივი ინფორმატიზაციის დეპარტამენტის მიერ ბეჭდითა და დეპარტამენტის უფროსის (ხოლო მის არყოფნაში ერთ-ერთი მოადგილის) ხელმოწერით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტი (გარდა ქ. თბილისის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტებისა) – ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახურის ბეჭდითა და სამსახურის უფროსის ხელმოწერით.
მუხლი 11🔗
1. ნორმატიულ აქტს სახელმწიფო რეესტრში შეტანისას ენიჭება სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
2. ნორმატიული აქტი ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ამ დებულებით დადგენილი წესით ექვემდებარება სახელმწიფო რეესტრში შეტანას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
მუხლი 12🔗
1. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000. 000. 000. 00. 000. 000. 000”, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს, მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების ნორმატიული აქტის შემთხვევაში – რაიონს ან იმ ქალაქს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი ნორმატიული აქტის ქრონოლოგიურ ნომერს.
2. ნორმატიული აქტის ცალკეულ სახეობას მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი – 01;
ბ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება – 02;
გ) საქართველოს ორგანული კანონი – 03;
დ) საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი – 04;
ე) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება – 05;
ვ) საქართველოს პარლამენტის დადგენილება – 06;
ზ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ბრძანება – 07;
თ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება – 08;
ი) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება – 09;
კ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება – 10;
ლ) საქართველოს მინისტრის ბრძანება – 11;
მ) აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება – 12;
ნ) ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება – 13;
ო) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება – 14;
პ) საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება – 15;
ჟ) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება – 16;
რ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება – 17;
ს) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება – 18;
ტ) ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია – 19;
უ) ავტონომიური რესპუბლიკის კანონი – 20;
ფ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება – 21;
ქ) ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს დადგენილება – 22;
ღ) ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება – 23;
ყ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება – 24;
შ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება – 25;
ჩ) ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) აღმასრულებელი ორგანოს დადგენილება – 26;
ც) საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილება – 27;
ძ) საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულება – 28;
წ) საქართველოს სახელმწიფო საბჭოს დადგენილება – 29.
მუხლი 13🔗
საქართველოს ნორმატიულ აქტს, რომელიც შეტანილ იქნა სახელმწიფო რეესტრში და მიენიჭა სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი, ნორმატიული აქტის მარჯვენა ზედა კუთხეში დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით.
მუხლი 14🔗
ნორმატიულ აქტზე, რომელიც ქვეყნდება სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შემდეგ, აღნიშნული უნდა იქნეს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.
მუხლი 15🔗
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
დანართი №1
საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ფორმა
№
ნორმა-ტიული აქტის სახე
ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდე-ბობის პირის) სახელწოდება
ნორმა-ტიული აქტის სათაური
ნორმა-ტიული აქტის სარეგის-ტრაციო ნომერი, მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი
გამოქვე-ყნების წყარო და თარიღი
ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ განუსაზ-ღვრელი ვადით არ არის მიღებული)
ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, ძალადაკარგულად გამოცხადება (ნორმატიული აქტის სარეგისტრაციო ნომერი და თარიღი, სარეგისტრაციო კოდი და თარიღი)
სარეგის-ტრაციო კოდი და რეგის-ტრაციის თარიღი
შენიშვნა
2სმ
3სმ
5სმ
10სმ
5სმ
4სმ
3სმ
15სმ
10სმ
3სმ
60სმ.
დანართი №2
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის ფორმა
№
საერთა-შორისო ხელშეკ-რულების სახე
საერთაშო-რისო ხელშეკ-რულების სათაური
საერთაშო-რისო ხელ-შეკრულე-ბის ხელმო-წერის თა-რიღი და ადგილი
ინფორ-მაცია შიდა სახელმწი-ფოებრივი პროცედუ-რების გან-ხორციე-ლების შესახებ
საქართვე-ლოსათვის საერთა-შორისო ხელშეკ-რულების ძალაში შესვლის თარიღი
გამოქვეყ-ნების წყარო და თარიღი
საგარეო საქმეთა სამინის-ტროს მიერ მინიჭე-ბული სარეგის-ტრაციო ნომერი
საერთა-შორისო ხელშეკრუ-ლებაში შეტანილი ცვლილე-ბები და დამატე-ბები
საერთაშო-რისო ხელშეკრუ-ლების მოქმედე-ბის შეწყვეტა ან შეჩერება
სარეგის-ტრაციო კოდი და რეგისტრა-ციის თარიღი
შენიშვ-ნა
დანართი №3
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტების ნაწილის ფორმა
№
ნორმა-ტიული აქტის სახე
ნორმა-ტიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამ-დებობის პირის) სახელწო-დება
ნორმა-ტიული აქტის სათაური
ნორმა-ტიული აქტის სარეგის-ტრაციო ნომერი, მიღების (გამოცე-მის) თა-რიღი და ადგილი
გამოქ-ვეყნების წყარო და თარიღი
ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ განუსაზ-ღვრელი ვადით არ არის მიღე-ბული)
ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, ძალადაკარგულად გამოცხადება (ნორმატიული აქტის სარეგისტრაციო ნომერი და თარიღი, სარეგისტრაციო კოდი და თარიღი)
სარეგის-ტრაციო კოდი და რეგისტ-რაციის თარიღი
ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის სამსახური, რომელმაც მოახდინა ნორმატიული აქტის რეგისტრაცია
შენიშვნა
დანართი №4
ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა
№
ნორმა-ტიული აქტის სახე
ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება
ნორმა-ტიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური
ნორმატიული აქტის სარეგის-ტრაციო ნომერი, მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი
ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ განუსაზ-ღვრელი ვადით არ არის მიღებული)
ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები, ძალადაკარგულად გამოცხადება (ნორმატიული აქტის სარეგისტრაციო ნომერი და თარიღი, სარეგისტრაციო კოდი და თარიღი)
სარეგისტრა-ციო კოდი და რეგისტრა-ციის თარიღი
შენიშვნა
დანართი №5
ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოების (თანამდებობის პირების) კოდები, აგრეთვე რაიონებისა და იმ ქალაქების კოდები, რომლებიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში
1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოებს მიენიჭებათ შემდეგი ციფრობრივი კოდები:
საქართველოს პარლამენტი – 001
საქართველოს პრეზიდენტი – 002
საქართველოს მინისტრთა კაბინეტი – 003
საქართველოს სახელმწიფო მეთაური – 004
საქართველოს სახელმწიფო საბჭო – 005
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – 006
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია – 007
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – 008
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო – 009
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე – 010
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 011
საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 012
ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია – 013
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია – 014
აფხაზეთის უმაღლესი საბჭო – 015
აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტი – 016
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო –017
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი –018
საქართველოს განათლების მინისტრი – 101
საქართველოს განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი – 102
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი – 103
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი – 104
საქართველოს თავდაცვის მინისტრი – 105
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – 106
საქართველოს კულტურის მინისტრი – 107
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – 108
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – 109
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრი – 110
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი – 111
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი – 112
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი – 113
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი – 114
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი – 115
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი –116
საქართველოს ფინანსთა მინისტრი – 117
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – 118
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – 119
აფხაზეთის მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი – 120
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელი – 121
საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 201
საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 202
საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 203
საქართველოს დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 204
საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 205
საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 206
საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 207
საქართველოს მატერიალური რეზერვების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 208
საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 209
საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 210
საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 211
საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 212
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 213
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 214
საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 215
საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 216
საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე – 217
საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სახელმწიფო ინსპექციის თავმჯდომარე – 218
საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის თავმჯდომარე – 219
საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის უფროსი – 220
საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი – 221
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი – 222
2. რაიონებისა და იმ ქალაქების ციფრობრივი კოდები, რომლებიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში:
აბაშის რ-ნი – 301
ადიგენის რ-ნი – 302
ამბროლაურის რ-ნი – 303
ასპინძის რ-ნი – 304
ახალგორის რ-ნი – 305
ახალქალაქის რ-ნი – 306
ახალციხის რ-ნი – 307
ახმეტის რ-ნი – 308
ქ. ბათუმი – 309
ბაღდათის რ-ნი – 310
ბოლნისის რ-ნი – 311
ბორჯომის რ-ნი – 312
გაგრის რ-ნი – 313
გალის რ-ნი – 314
გარდაბნის რ-ნი – 315
გორის რ-ნი – 316
გუდაუთის რ-ნი – 317
გურჯაანის რ-ნი – 318
დედოფლის წყაროს რ-ნი – 319
დმანისის რ-ნი – 320
დუშეთის რ-ნი – 321
ვანის რ-ნი – 322
ზესტაფონის რ-ნი – 323
ზუგდიდის რ-ნი – 324
ქ. თბილისი – 325
თეთრი წყაროს რ-ნი – 326
თელავის რ-ნი – 327
თერჯოლის რ-ნი – 328
თიანეთის რ-ნი – 329
კასპის რ-ნი – 330
ლაგოდეხის რ-ნი – 331
ლანჩხუთის რ-ნი – 332
ლენტეხის რ-ნი –333
მარნეულის რ-ნი – 334
მარტვილის რ-ნი – 335
მესტიის რ-ნი – 336
მცხეთის რ-ნი – 337
ნინოწმინდის რ-ნი – 338
ოზურგეთის რ-ნი – 339
ონის რ-ნი – 340
ოჩამჩირის რ-ნი – 341
ქ. რუსთავი – 342
საგარეჯოს რ-ნი – 343
სამტრედიის რ-ნი – 344
საჩხერის რ-ნი – 345
სენაკის რ-ნი – 346
სიღნაღის რ-ნი – 347
ქ. სოხუმი – 348
ტყვარჩელის რ-ნი – 349
ტყიბულის რ-ნი – 350
ქ. ფოთი – 351
ქარელის რ-ნი – 352
ქობულეთის რ-ნი – 353
ქ. ქუთაისი – 354
ყაზბეგის რ-ნი – 355
ყვარლის რ-ნი – 356
შუახევის რ-ნი – 357
ჩოხატაურის რ-ნი – 358
ჩხოროწყუს რ-ნი – 359
ცაგერის რ-ნი – 360
ცხინვალის რ-ნი – 361
წალენჯიხის რ-ნი – 362
წალკის რ-ნი – 363
წყალტუბოს რ-ნი – 364
ჭიათურის რ-ნი – 365
ხარაგაულის რ-ნი – 366
ხაშურის რ-ნი – 367
ხელვაჩაურის რ-ნი – 368
ხობის რ-ნი – 369
ხონის რ-ნი – 370
ხულოს რ-ნი – 371
ჯავის რ-ნი – 372