⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.12.2009)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.09.2004
ძალის დაკარგვა 29.12.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №1181
სარეგისტრაციო კოდი 040150000.11.106.006700
გამოქვეყნების წყარო სსმ, 105, 25/09/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,431 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.09.2004 მიღება
29.12.2009 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
ნორმატიული აქტის სახე
2 სმ 4 სმ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin-top:0in; margin-right:-7.45pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.5in 46.35pt 45.0pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:792.1pt 612.1pt; margin:26.95pt 36.1pt .25in 45.0pt;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.11.106.006.700 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №1181 2004 წლის 24 სექტემბერი ქ. თბილისი „ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება „ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ“. 2. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის თანდართული ფორმა (დანართი №1). 3. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №2). 4. დამტკიცდეს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის თანდართული ფორმა (დანართი №3). 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 2 ოქტომბრის №265 ბრძანება. 6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი დებულება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში ნორმატიული აქტების შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შესახებ     მუხლი 1🔗 ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის მიზანია საქართველოში მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების უწყვეტი, ამომწურავი აღრიცხვა, სისტემატიზაცია და სამართლებრივი ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა.     მუხლი 2🔗 სახელმწიფო რეესტრში შეტანას ექვემდებარება საქართველოში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი.     მუხლი 3🔗 1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს და ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში ატარებს და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს ანიჭებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი). 2. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების), აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს სახელმწიფო რეესტრში ატარებს სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო.     მუხლი 4🔗 1. ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული (გამოცებული) ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოდგენა სავალდებულოა. 2. რამდენიმე უწყების მიერ ერთობლივად მომზადებული ნორმატიული აქტის სახელმწიფო რეესტრში წარმოდგენა ევალება იმ უწყებას, რომელიც სიით პირველია მითითებული ნორმატიული აქტის შემუშავებისათვის მიცემულ დავალებაში.     მუხლი 5🔗 ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში მონაცემების შეტანა ხორციელდება როგორც სარეესტრო ჩანაწერით, ისე კომპიუტერული წესით.     მუხლი 6🔗 1. ნორმატიული აქტის მიმღები ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო (თანამდებობის პირი) ვალდებულია ხელმოწერიდან (მიღებიდან) 5 დღის ვადაში გადაუგზავნოს ნორმატიული აქტი სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის. 2. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები, არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, დეპარტამენტს აწვდიან ანგარიშს მათ მიერ რეგისტრირებული ნორმატიული აქტების შესახებ და რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 1 ეგზემპლარს. 3. ნორმატიული აქტი სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ბეჭდვითი, ისე მაგნიტური მატარებლის სახით. 4. სახელმწიფო რეესტრში შესატანი ნორმატიული აქტები მომზადებული უნდა იქნეს კომპიუტერზე „Windows“-ის სისტემაში შემდეგი შრიფტების გამოყენებით: SPLiteraturuli (ან სხვა ნებისმიერი SP), Litnusx ან Acadnusx – ზომა 16. 5. ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტებისა) იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა 4 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიული აქტი – 3 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), აკინძული და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ნორმატიულ აქტებს (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს ეროვნული ბანკის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტებისა), უნდა დაერთოს სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის თაობაზე. 6. სამინისტროს ნორმატიული აქტები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს გადაცემიდან 3 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიულ აქტებს – 7 დღის ვადაში. რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 2 ეგზემპლარი (მათ შორის, დედანი) რჩება სამინისტროში, ხოლო 2 ეგზემპლარი (ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიულ აქტის შემთხვევაში – 1 ეგზემპლარი) უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს). 7. სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ნორმატიული აქტის ყველა ეგზემპლარს მარჯვენა ზედა კუთხეში დაესმება შტამპი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის აღნიშვნით. 8. სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისათვის წარდგენილი ნორმატიული აქტი, რომლის მოცულობაც ორ ან მეტ გვერდს შეადგენს, უნდა იყოს აკინძული და დადასტურებული ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ შესაბამისი ბეჭდით. ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იგი ასევე უნდა იყოს დამოწმებული დეპარტამენტის ან/და სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსის (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – უფროსის მოვალეობის შემსრულებლის) ხელმოწერით. 9. ნორმატიულ აქტში შეტანილი ცვლილებები და დამატებები ამ დებულებით დადგენილი წესით ექვემდებარება ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას და ენიჭება დამოუკიდებელი სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი. 10. ნორმატიულ აქტზე, რომელიც ქვეყნდება სახელმწიფო რეესტრში შეტანისა და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის მინიჭების შემდეგ, აღნიშნულ უნდა იქნეს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი. 11. საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეიტანება ნორმატიული აქტის შესახებ შემდეგი მონაცემები: ა) ნორმატიული აქტის სახე; ბ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება; გ) ნორმატიული აქტის სათაური; დ) მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი; ე) ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის); ვ) ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი; ზ) ნორმატიულ აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თარიღი; თ) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.     მუხლი 7🔗 „საიდუმლო“ გრიფის მქონე ნორმატიული აქტი ან ნორმატიული აქტის ნაწილი შეიტანება სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილში. სახელმწიფო რეესტრის ძირითად ნაწილში კი აღინიშნება მე-6 მუხლის მე-11 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ „თ“ ქვეპუნქტების მონაცემები.     მუხლი 8🔗 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი შედგება 20-ციფრიანი რიცხვისაგან: „000.000.000.00.000.000.000.“, რომელთაგან პირველი ცხრა წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის დარგობრივი კლასიფიკატორის ცალკეული დარგის კოდის საერთო მაჩვენებელს, შემდეგი ორი აღნიშნავს ნორმატიული აქტის სახეს, მომდევნო სამი – ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს ან თანამდებობის პირს (ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) შემთხვევაში – რაიონს ან იმ ქალაქს, რომელიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში), ხოლო ბოლო ექვსი ციფრი – ნორმატიული აქტის რეგისტრაციის რიგით ნომერს.     მუხლი 9🔗 1. საქართველოს ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი: ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი – 01; ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება – 02; გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება – 03; დ) საქართველოს ორგანული კანონი – 04; ე) საქართველოს კანონი – 05; ვ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი – 06; ზ) საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი – 07; თ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება – 08; ი) საქართველოს პარლამენტის დადგენილება – 09; კ) საქართველოს მთავრობის დადგენილება – 10; ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება – 11; მ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება – 12; ნ) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისიის დადგენილება – 13; ო) აუდიტორული საქმიანობის საბჭოს კოლეგიის დადგენილება – 14; პ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება – 15; ჟ) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 16; რ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება – 17; ს) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება – 18; ტ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება – 19; უ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება – 20; ფ) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება – 21; ქ) საქართველოს მინისტრის ბრძანება – 22; ღ) საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის ბრძანება – 23; ყ) საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება – 24; შ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება – 25; ჩ) საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება – 26; ც) სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება – 27; ძ) საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარის ბრძანება – 28. 2. ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი: ა) ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია – 29; ბ) ავტონომიური რესპუბლიკის კანონი – 30; გ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება – 31; დ) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება – 32; ე) ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება – 33; ვ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება – 34. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი ციფრობრივი კოდი: ა) საკრებულოს გადაწყვეტილება – 35; ბ) გამგეობის (მთავრობის) გადაწყვეტილება – 36; გ) ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება – 37; დ) გამგებლის (მერის) ბრძანება – 38.     მუხლი 10🔗 ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიულ აქტებს მიენიჭება შემდეგი კოდი: ა) საქართველოს პარლამენტი – 001 ბ) საქართველოს პრეზიდენტი – 002 გ) საქართველოს მთავრობა – 003 დ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო – 004 ე) საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია – 005 ვ) ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია – 006 ზ) აუდიტორული საქმიანობის საბჭო – 007 თ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია – 008 ი) საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია – 009 კ) საქართველოს კავშირგაბმულობის ეროვნული კომისია – 010 ლ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – 011 მ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური – 012 ნ) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე – 013 ო) საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო – 014 პ) საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახური – 015 ჟ) საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური – 016 რ) საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო – 017 ს) საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თავმჯდომარე – 018 ტ) სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარე – 019 უ) საზღვაო ადმინისტრაციის თავმჯდომარე – 020 ფ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – 021 ფ.ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – 022 ფ.ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი – 023 ფ.გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი – 024 ფ.დ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი – 025 ფ.ე) საქართველოს თავდაცვის მინისტრი – 026 ფ.ვ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი – 027 ფ.ზ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი – 028 ფ.თ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი – 029 ფ.ი) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – 030 ფ.კ) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი – 031 ფლ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი – 032 ფ.მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრი – 033 ფ.ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი – 034 ფ.ო) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი – 035 ფ.პ) სხვა ადმინისტრაციული ორგანო – 036 ქ) ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია – 037 ღ) ავტონომიური რესპუბლიკის კანონი – 038 ყ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო – 039 შ) ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა – 040 ჩ) ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი – 041 ც) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია – 042 ძ) საკრებულო – 043 წ) გამგეობა (მთავრობა) – 044 ჭ) გამგებელი (მერი) – 045. 2. რაიონებისა და იმ ქალაქების ციფრობრივი კოდები, რომლებიც არ შედის რაიონის შემადგენლობაში: ა) ქ. თბილისი – 101 ბ) ქ. სოხუმი – 102 გ) ქ. ბათუმი – 103 დ) ქ. ცხინვალი – 104 ე) ქ. რუსთავი – 105 ვ) ქ. ფოთი – 106 ზ) ქ. ქუთაისი – 107 თ) გაგრის რ-ნი – 108 თ.ა) გალის რ-ნი – 109 თ.ბ) გუდაუთის რ-ნი – 110 თ.გ) გულრიფშის რ-ნი – 111 თ.დ) ოჩამჩირის რ-ნი – 112 ი) ქედის რ-ნი – 113 ი.ა) ქობულეთის რ-ნი – 114 ი.ბ) შუახევის რ-ნი – 115 ი.გ) ხელვაჩაურის რ-ნი – 116 ი.დ) ხულოს რ-ნი – 117 კ) აბაშის რ-ნი – 118 კ.ა) ზუგდიდის რ-ნი – 119 კ.ბ) მარტვილის რ-ნი – 120 კ.გ) მესტიის რ-ნი – 121 კ.დ) სენაკის რ-ნი – 122 კ.ე) ჩხოროწყუს რ-ნი – 123 კ.ვ) წალენჯიხის რ-ნი – 124 კ.ზ) ხობის რ-ნი – 125 ლ) ლანჩხუთის რ-ნი – 126 ლ.ა) ოზურგეთის რ-ნი – 127 ლ.ბ) ჩოხატაურის რ-ნი – 128 მ) ბაღდათის რ-ნი – 129 მ.ა) ვანის რ-ნი – 130 მ.ბ) ზესტაფონის რ-ნი – 131 მ.გ) თერჯოლის რ-ნი – 132 მ.დ) სამტრედიის რ-ნი – 133 მ.ე) საჩხერის რ-ნი – 134 მ.ვ) ტყიბულის რ-ნი – 135 მ.ზ) წყალტუბოს რ-ნი – 136 მ.თ) ჭიათურის რ-ნი – 137 მ.ი) ხარაგაულის რ-ნი – 138 მ.კ) ხონის რ-ნი – 139 ნ) ამბროლაურის რ-ნი – 140 ნ.ა) ლენტეხის რ-ნი – 141 ნ.ბ) ონის რ-ნი – 142 ნ.გ) ცაგერის რ-ნი – 143 ო) ადიგენის რ-ნი – 144 ო.ა) ასპინძის რ-ნი – 145 ო.ბ) ახალქალაქის რ-ნი – 146 ო.გ) ახალციხის რ-ნი – 147 ო.დ) ბორჯომის რ-ნი – 148 ო.ე) ნინოწმინდის რ-ნი – 149 პ) გორის რ-ნი – 150 პ.ა)კასპის რ-ნი – 151 პ.ბ) ქარელის რ-ნი – 152 პ.გ) ხაშურის რ-ნი – 153 პ.დ) ჯავის რ-ნი – 154 ჟ) ახალგორის რ-ნი – 155 ჟ.ა) დუშეთის რ-ნი – 156 ჟ.ბ) თიანეთის რ-ნი – 157 ჟ.გ) მცხეთის რ-ნი – 158 ჟ.დ) ყაზბეგის რ-ნი – 159 რ) ბოლნისის რ-ნი – 160 რ.ა) გარდაბნის რ-ნი – 161 რ.ბ) დმანისის რ-ნი – 162 რ.გ) თეთრი წყაროს რ-ნი – 163 რ.დ) მარნეულის რ-ნი – 164 რ.ე) წალკის რ-ნი – 165 ს) ახმეტის რ-ნი – 166 ს.ა) გურჯაანის რ-ნი – 167 ს.ბ) დედოფლის წყაროს რ-ნი – 168 ს.გ) თელავის რ-ნი – 169 ს.დ) ლაგოდეხის რ-ნი – 170 ს.ე) საგარეჯოს რ-ნი – 171 ს.ვ) სიღნაღის რ-ნი – 172 ს.ზ) ყვარლის რ-ნი – 173     მუხლი 11🔗 წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით. დანართი №1 საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის ფორმა № ნორმატიული აქტის სახე ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება ნორმატიული აქტის სათაური მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის) გამოქვეყნების წყარო და თარიღი ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი ნორმატიულ აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თარიღი 2 სმ 4 სმ 4 სმ 10 სმ 3 სმ 3 სმ 5 სმ 4 სმ 4 სმ 7 სმ დანართი №2 ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაწილის ფორმა № საერთაშო-რისო ხელშეკრუ-ლების სახე საერთაშორისო ხელშეკრულების მიმღები ორგანო (ხელშემკვრელი მხარეები) საერთაშორი- სო ხელშეკ-რულების სათაური საერთაშორისო ხელშეკრულე-ბის ხელმოწე-რის თარიღი და ადგილი ინფორმაცია შიდა სახელმწი-ფოებრივი პროცედურების განხორციე-ლების შესახებ საქართველო-სათვის საერთაშორისო ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი გამოქვეყნების წყარო და თარიღი სახელმწიფო სარეგისტრაცო კოდი საერთაშორისო ხელშეკრუ-ლებაში შეტა-ნილი ცვლილე-ბის და დამატე-ბის შეტანის თარიღი 2 სმ 3 სმ 4 სმ 8 სმ 3 სმ 4 სმ 3 სმ 3 სმ 4 სმ 4 სმ 7 სმ დანართი №3 ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის საიდუმლო ნაწილის ფორმა № ნორმატიული აქტის სახე ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) სახელწოდება ნორმატიული აქტის ან მისი საიდუმლო ნაწილის სათაური მიღების (გამოცემის) თარიღი და ადგილი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს მიერ მინიჭებული სარეგისტრაციო ნომერი ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ უვადო არ არის) ნორმატიული აქტის სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი ნორმატიულ აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის თარიღი 2 სმ 4 სმ 4 სმ 10 სმ 3 სმ 3 სმ 5 სმ 4 სმ 7 სმ