საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 02.10.2000
ძალის დაკარგვა 29.05.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №89
სარეგისტრაციო კოდი 000000010.01(2).004.000447
გამოქვეყნების წყარო სსმ, 92, 10/10/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.08.1999
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo-Sabechty;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo-Sabechty","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo-Sabechty","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo-Sabechty","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo-Sabechty","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Geo-Sabechty","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 49.6pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.012.004.447
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №89
2000 წლის 2 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო
1. ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, მოხელეთა რეზერვის ფორმირებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს.
2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აპარატის, სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მისი ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეებსა და მოსამსახურეებზე.
თავი II
საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
1. საჯარო მოხელის ან მოსამსახურისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების, რეზერვის ფორმირების წესებს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. კომისიის თავმჯდომარე ინიშნება სახელმწიფო სამსახურის ბიუროს მიერ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით, ხოლო თავმჯდომარის მოადგილეს, წევრებს და მდივანს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
3. კომისიის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
4. კომიისიის თავმჯდომარის მოადგილე ცვლის თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები.
6. საკონკურსო-საატესტაციო კომისიები იქმნება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროებში დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
საჭიროების შემთხვევაში საქართველოს კანონებითა და ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით შეიძლება კომისია დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი.
მუხლი 4🔗. კომისიის რეგლამენტი
1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა.
5. ფინანსთა სამინისტროს აპარატი და ადმინისტრაციულ-სამეურნეო დეპარტამენტის კადრებისა და კადრების მომზადების სამმართველო უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობასა და ატესტაციის ჩატარებას.
თავი III
კონკურსი
მუხლი 5🔗. კონკურსის მიზანი
1. კონკურსის მიზანია საჯარო მოხელის ან მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა და მათი რეზერვის ფორმირება.
მუხლი 6🔗. კონკურსის გამოცხადება
1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით.
2. კონკურსი ცხადდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში ან ტელევიზიით.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან.
მუხლი 7🔗. საკონკურსო კომისიის სამდივნო
1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით მინისტრის ბრძანებით იქმნება საკონკურსო კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.
2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა.
3. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.
მუხლი 8🔗. მოთხოვნები რომლებიც წაეყენება მოხელის კანდიდატს
საჯარო მოხელის ან მოსამსახურის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს კონკურსით დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი უმაღლესი განათლება და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას.
მუხლი 9🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები
1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საკონკურსო კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
დ) შრომის წიგნაკი;
ე) ორი ფოტო სურათი (3X4);
ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
მუხლი 10🔗. კანდიდატის უფლება შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი
კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.
მუხლი 11🔗. კონკურსის პირობები
1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან გასაუბრების ფორმით.
2. ტესტირების ან გასაუბრების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებულნი.
მუხლი 12🔗. ტესტირება.
1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას საჯარო მოხელის ან მოსამსახურეთა მიერ დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
2. ტესტირებულ საკითხთა პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას.
3. ტესტირების ჩატარების წესებ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი.
4. კონკურსანტმა დადებითი შეფასების მისაღებად სწორად უნდა უპასუხოს შეთავაზებული ტესტების 75%-ს.
მუხლი 13🔗. გასაუბრება
საჯარო მოხელის ან მოსამსახურის პროფესიული ჩვევების შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების გზით.
მუხლი 14🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა
კომისია კანდიდატების ტესტირების და გასაუბრების შედეგებს განიხილავს თავის სხდომაზე მათ დაუსწრებლად.
მუხლი 15🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება
1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.
2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.
3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა.
5. იგივე შედეგის შემთხვევაში უპირატესობა მიეცემა იმას, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი, ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი, იმავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას.
6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
მუხლი 16🔗. კონკურსის შედეგები
1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე.
2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 დღის ვადაში აცნობებს კანდიდატს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ.
3. კონკურსის შედეგების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ან კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
მუხლი 17🔗. ჩაშლილი კონკურსი
კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.
თავი IV
მოხელის ატესტაცია
მუხლი 18🔗. ატესტაციის დაქვემდებარებული პირი
1. ატესტაციას ექვემდებარება:
ა) საჯარო მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);
ბ) საჯარო მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;
გ) რეზერვში ჩარიცხული პირი.
დ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.
2. ატესტაციას არ ექვემდებარება.
ა) საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.
ბ) საჯარო მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით;
მუხლი 19🔗. ატესტაციის დრო
1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს არა უგვიანეს ერთი თვისა.
მუხლი 20🔗. ატესტაციის ჩატარების წესი
1. ატესტაციის ჩასატარებლად 2 კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებს.
2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.
3. ატესტაცია ტარდება ტესტირების გზით წერილობით და გასაუბრებით. ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს ფინანსთა მინისტრი.
4. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას, ამოწმებს ტესტირების შედეგებს (დადებით შედეგად ჩაითვლება შეთავაზებული ტესტის 75% სწორი პასუხი).
5. მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად.
მუხლი 21🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება
1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-16 მუხლით.
2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:
ა) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას;
ბ) ნაწილობრივ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას;
გ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება;
დ) უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან.
3. კომისია იღებს მოტივირებულ დასკვნას მოხელის შეფასების თაობაზე, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები.
4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ორი დღის ვადაში.
მუხლი 22🔗. ატესტაციის შედეგები
1. ატესტაციის შედეგები საქართველოს ფინანსთა მინისტრს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრი საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების, სპეციალური წოდების მინიჭების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ, ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 23🔗. დავები ატესტაციასთან დაკავშირებით
1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
თავი V
საჯარო მოხელეთა რეზერვი
მუხლი 24🔗. საჯარო მოხელეთა რეზერვთან დაკავშირებულ საკითხთა რეგულირება
საჯარო მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა, რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა აღრიცხვა, მათი სამართლებრივი სტატუსი, უფლება-მოვალეობები და თანადებობაზე დანიშვნა ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 113 – 120-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 25🔗. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით გასაუქმებელი ნორმატიული აქტები
ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1998 წლის 26.06.162 ბრძანება „საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ”;
ბ) 1999 წლის 18.05. №122 ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნის შესახებ”.