მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 11.10.2000
ძალის დაკარგვა 18.02.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-245
სარეგისტრაციო კოდი 000000240.01(2).004.000467
გამოქვეყნების წყარო სსმ, 94, 17/10/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (9)
| სტრუქტურული ქვედანაყოფები, თანამდებობები | საშტატო ერთეული |
| - დეპარტამენტის თავმჯდომარე | 1 |
| - თავმჯდომარის მოადგილე | 1 |
| - მთავარი ბუღალტერი | 1 |
| - სამმართველოს უფროსი | 1 |
| - სამმართველოს უფროსის მოადგილე | 1 |
| - მთავარი სპეციალისტი | 1 |
| - ლაბორატორიის უფროსი | 1 |
| სულ: | 18 |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტის „სამტრესტის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო მინისტრის ბრძანება 30.01.1998
დოკუმენტის ტექსტი
მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:SPKolhetiMT;} @font-face {font-family:TimesDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:8.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.petiti10, li.petiti10, div.petiti10 {mso-style-name:petiti10; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni {mso-style-name:chveulebrivi-wigni; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt 52.05pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.012.004.467
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის
ბრძანება №2-245
2000 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ ”სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ
სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით მიღებულმა მთელმა რიგმა კანონებმა და ნორმატიულმა აქტებმა, მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის გატარებულმა ღონისძიებებმა თუ რეალურად მომხდარმა ცვლილებებმა გამოიწვია მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ ”სამტრესტის” დებულებაში ცვლილების შეტანა.
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ ”სამტრესტის” დებულება და საშტატო განრიგი (თან ერთვის).
2. სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ ”სამტრესტის” ხელმძღვანელობამ (ვ. მამიაშვილი) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთობლივად უზრუნველყოს:
– დებულების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და სარეგისტრაციო კოდის მინიჭება;
– საქვეუწყებო დაწესებულებების სახელმწიფო კანცელარიის სპეციალურ რეესტრში რეგისტრირება;
– დებულების გამოქვეყნება ”საკანონმდებლო მაცნეში”.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1999 წლის 27 ოქტომბრის №2-265 ბრძანებით დამტკიცებული მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ ”სამტრესტის” დებულება.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ ნ. დუჩიძემ.
დ. კირვალიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან არსებული მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „სამტრესტის”
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან არსებული მევენახეობისა და მეღვინეობის სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტი “სამტრესტი” (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. დეპარტამენტ “სამტრესტს” ეკისრება ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოების, შენახვის, ჩამოსხმისა და ბითუმად ვაჭრობის სახელმწიფო რეგულირება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობას ახორციელებს “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და ხელმძღვანელობს კანონით “ვაზისა და ღვინის შესახებ” და ქვეყანაში მოქმედი სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე აქტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ბრძანებებით, ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. დეპარტამენტს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და კუთხოვანი შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
5. დეპარტამენტის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული, აგრეთვე შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომლებიც ასახვას პოულობს დეპარტამენტის ბალანსში.
6. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს დეპარტამენტის თავმჰდომარე.
7. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. დეპარტამენტის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში.
8. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: 380023, ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. №41.
II. დეპარტამენტის საქმიანობის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები
9. დეპარტამენტის საქმიანობის მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ზედამხედველობა ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოებაზე და შენახვაზე მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით;
ბ) მევენახეობა-მეღვინეობის პროდუქტების წარმოების რეგულირების სამართლებრივი ბაზის კანონპროექტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების “ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტების მომზადება მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად და არსებული წესების დაცვით მათი შესაბამის ორგანოებში წარდგენის უზრუნველყოფა;
გ) მეწარმეთა მიერ ახალი ალკოჰოლიანი სასმელების წარმოებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიური ინსტრუქციების დეპარტამენტ “სამტრესტთან” შეთანხმება.
დ) ლიცენზიების გაცემა, მათი მოქმედების შეჩერება ან გაუქმება იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საქმიანობაზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ეწევიან ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოებას, შენახვას, ჩამოსხმასა და ბითუმად ვაჭრობას – “კვების პროდუქტების სასაქონლო წარმოების ლიცენზირების” შესახებ საქართველოს კანონის მიღებამდე მოქმედი წესების შესაბამისად, ხოლო კანონის მიღების შემდეგ მისი მოთხოვნის გათვალისწინებით.
ე) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის (ნახევარფაბრიკატების გათვალისწინებით) რესურსების აღრიცხვა საკუთრების ფორმის მიუხედავად;
ვ) სახელმწიფოს, მწარმოებლისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვა, ეკოლოგიურად სუფთა და მომხმარებლისათვის უსაფრთხო პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჯოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოების, შენახვის, ჩამოსხმისა და ბითუმად ვაჭრობის ყველა ეტაპზე;
ზ) ვაზის ნერგის, ყურძნის, ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის სასაქონლო წარმოების, შენახვის, ჩამოსხმისა და ბითუმად ვაჭრობის ტექნოლოგიური დისციპლინის დაცვაზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) ვაზის ნერგის და ყურძნის წარმოშობის დადგენა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად და მისი დამოწმება;
ი) ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის წარმოშობის დადგენა და მისი დამოწმება;
კ) მევენახეობის ყირითად სამრეწველო რაიონებში, განსაკუთრებულ ზონებსა და ქვეზონებში, “ვაზისა და ღვინის შესახებ” კანონით დადგენილი სორტიმენტის დაცვით ვაზის ნერგის შერჩევაში მევენახეებისათვის დახმარების აღმოჩენა და სამრეწველო დანიშნულების ვენახების გაშენებაზე ზედამხედველობის დაწესება მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით;
ლ) რთველის მომდევნო წლის 1 იანვრისათვის სამარკო ღვინის დამზადების ადგილებზე წარმოებული სამარკო ღვინის კატეგორიისათვის განკუთვნილი ღვინოების ინვენტარიზაციის ჩატარება და მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მონაწილეობით მათი ხარისხის შეფასება, სამარკო ღვინის გაუარესების შემთხვევაში მისი დაბალ ხარისხში გადაყვანა;
მ) მცენარეთა დაცვის და აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურებთან ერთად, ადგილებზე (განსაკუთრებით სამარკო ღვინოების წარმოების ზონებსა და ქვეზონებში) მევენახეებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა ვაზის მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებათა განხორციელებაში, ვენახებში აზოტოვანი, ფოსფოროვანი და კალიუმიანი სასუქების შეტანისა და ყურძნის წარმოების სხვა აგროტექნიკურ რეგლამენტების დაცვაში;
ნ) სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობა, მეწარმეებისათვის პროდუქციის რეალიზაციაში დახმარებისათვის პოტენციური მძიდველების მოყებნა, პროდუქციის მიწოდებაზე დაკვეთების მიღებასა და პარტნიორებს შორის ხელშეკრულებების გაფორმებისათვის ხელშეწყობა, მევენახეობასა და მეღვინეობაში ახალი ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მიღება, ადგილებზე დაყვანა და მათ დანერგვაში მეწარმეებისათვის მეთოდური და ტექნიკურ-ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენა;
ო) საქართველოში წარმოებული ალკოჯოლიანი პროდუქციის მარკირებასა და ეტიკეტირებაზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება “ვაზისა და ღვინის შესახებ” და “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად.
პ) სახელმწიფოს კუთვნილი ღვინის, ღვინომასალებისა და ბრენდის სპირტების გარდამავალი ნაშთის შენარჩუნების, რეალიზაციისა და კვლავწარმოების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
ჟ) ალკოჰოლიანი სასმელებისა და ეთილის სპირტის მოქმედ სტანდარტებთან და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენის ორგანიზება და პროდუქციაზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა;
რ) მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად დარგთა სტრატეგიული განვითარების სახელმწიფო პროგრამების პროექტების შემუშავება და არსებული წესების დაცვით მათი განხილვა, შეთანხმება და შესაბამის ორგანოებში წარდგენა;
ს) დეპარტამენტთან არსებული სალიცენზიო და სადეგუსტაციო კომისიების ფუნქციონირების უზრუნველყოფა დამტკიცებული დებულების შესაბამისად;
ტ) მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად კადრების მომზადება-გადამზადების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ღონისძიებების (კონგრესების, დეგუსტაციების, სიმპოზიუმების, საერთაშორისო სწავლების) ორგანიზაცია;
უ) მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად მევენახეობის განსაკუთრებულ ზონებში და მიკროზონებში წარმოებული კონტროლს დაქვემდებარებული სამარკო ღვინოების დამზადების წესებისა და დებულების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად სამინისტროში წარდგენა;
ფ) მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად მევენახეობისა და მეღვინეობის დარგში აგროტექნიკური და ტექნოლოგიური რეგლამენტების პროექტების შემუშავება და მათი სამინისტროსა და “საქსტანდარტში” წარდგენის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ქ) მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად ვაზის სტანდარტული ასორტიმენტის შევსებისა და დაცვის წესების შემუშავება და ზედამხედველობა;
ღ) ვაზის გენეტიკური რესურსების დაცვის პროგრამის შემუშავება მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან ერთად და მისი შეთანხმება არსებული წესების შესაბამისად, საბოლოოდ მიღებამდე.
10. დეპარტამენტი მოვალეა დადგენილ ვადებში და ფორმით მოამზადოს და წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ანგარიში დარგში არსებული მდგომარეობის, პერსპექტივისა და დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, შეასრულოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.
III. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
11. დეპარტამენტს უფლება აქვს განახორციელოს “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი უფლებამოსილებანი იმ სახელმწიფო ქონების და საწარმოების მიმართ, რომელთა მართვის უფლება დეპარტამენტზე დელეგირებულია შესაბამისი წესით, უშუალოდ წარმართოს მის დაქვემდებარებაში ან მასთან არსებული სამსახურებისა და ორგანიზაციების საქმიანობა.
IV. დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა
12. დეპარტამენტს ხელმყღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
13. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე დეპარტამენტის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი.
14. თავმჯდომარე, როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს და აწესრიგებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსადმი მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პერსონალურად აგებს პასუხს ამ დებულებით განსაზღვრული დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებასა და მის წინაშე მდგომი ამოცანების გადაწყვეტაზე;
გ) წარმოადგენს დეპარტამენტს სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში;
დ) დეპარტამენტის სახელით დებს ხელშეკრულებებს, გასცემს რწმუნებებსა და მინდობილობებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;
ვ) განსაზღვრავს დეპარტამენტის მართვის აპარატის სტრუქტურას და ამტკიცებს მისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ზ) განსაზღვრავს თავისი მოადგილის, აგრეთვე სამმართველოებისა და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ფუნქციებს და პერსონალურ პასუხისმგებლობას მათზე დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულებისათვის;
თ) ქმნის საკონსულტაციო საბჭოს, მუდმივმოქმედ და დროებით კომისიებს;
ი) ამტკიცებს დეპარტამენტის აპარატის საშტატო განრიგს;
კ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავსიუფლებს დეპარტამენტის აპარატის მუშაკებს.
V. დასკვნითი დებულებები
15. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, მასში ცვლილებების შეტანა ხდება სამინისტროს ბრძანებით.
16. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დეპარტამენტ „სამტრესტის“ საშტატო განრიგი
სტრუქტურული ქვედანაყოფები,
თანამდებობები
საშტატო ერთეული
I. ხელმძღვანელობა
- დეპარტამენტის თავმჯდომარე
1
- თავმჯდომარის მოადგილე
1
- მთავარი ბუღალტერი
1
II. მეღვინეობის ლიცენზირების სამმართველო
- სამმართველოს უფროსი
1
- სამმართველოს უფროსის მოადგილე
1
- მთავარი სპეციალისტი
3
III. მევენახეობა-მეღვინეობის დარგის პროგნოზირებისა და ტექნოლოგიურ დისციპლინაზე სახელმწიფო კონტროლის სამმართველო
- სამმართველოს უფროსი
1
- სამმართველოს უფროსის მოადგილე
1
- მთავარი სპეციალისტი
3
IV. ეკონომიკის სამმართველო
- სამმართველოს უფროსი
1
- მთავარი სპეციალისტი
2
ცენტრალური ლაბორატორია
- ლაბორატორიის უფროსი
1
- მთავარი სპეციალისტი
1
სულ:
18