⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.04.2003)
გაუქმებულია:

ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახურის დებულების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.1999
ძალის დაკარგვა 18.04.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000479
გამოქვეყნების წყარო სსმ, 8(15), 24/02/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 766 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.1999 მიღება
18.04.2003 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახურის დებულების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.479 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №28 1999 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახურის დებულების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 დეკემბრის №732 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესაბამისად ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს "ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახურის დებულება". 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 1998 წლის 10 მარტის №59 ბრძანებით დამტკიცებული "ლატარიების, აზარტული თამაშობების ლიცენზირება-ორგანიზების და ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახურის დებულება". 3. დაევალოს ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახურს უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად და მისი გამოქვეყნება. 4. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დავალოს მინისტრის მოადგილეს გ. კვერნაძეს.                                                               დ. ონოფრიშვილი ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციის სამსახური (შემდგომში – "სამსახური") შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 დეკემბრის N 732 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესაბამისად. 2. "სამსახური" არის ფინანსთა სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, აქვს თავისი ბეჭედი საქართველოს გერბითა და წარწერით "საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ღირებულების მქონე დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის სამსახური", დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი სიმბოლიკა (ემბლემა) და ბლანკები. 3. "სამსახური" თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებებით, აგრეთვე წინამდებარე დებულებით. 4. "სამსახური" შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 5. "სამსახურის" დებულებას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 6. "სამსახურის" იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, 380080, ცოტნე დადიანის ქ. N 105. 7. "სამსახურის" რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 2🔗. "სამსახური" საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები 1. "სამსახურის" მიზანია განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ყველა სახის ლატარიის (ლოტოს) ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის ყველა სახის დოკუმენტების ექსპერტიზა და უტილიზაცია. 2. "სამსახური" უზრუნვედყოფს ტირაჟიანი და მომენტალური ლატარიის (ლოტოს), განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზას და უტილიზაციას, რისთვისაც დაინტერესებული იურიდიული (ფიზიკური) პირი იხდის თანხას მომსახურებისათვის. 3. "სამსახურის" სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 4. "სამსახური" სახელშეკრულებო ურთიერთობებს ამყარებს სახელმწიფო და სხვა ნებისმიერ ორგანიზაციებთან: ბანკებთან, ფირმებთან, კორპორაციებთან და ა.შ. 5. "სამსახურის" თანამშრომლებს შესრულებული სამუშაოს ხარისხზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მოქმედი კანონმდებლობით და ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად.     მუხლი 3🔗. "სამსახურის" ამოცანები და ფუნქციები "სამსახურის" ამოცანები და ფუნქციებია: 1. სამსახური უფლებამოსილია უზრუნველყოს ქვეყანაში არსებული ყველა სახის განაღდებული და გაუქმებული ფასიანი ქაღალდების, ლატარიის (ლოტოს), მომენტალური, წამახალისებელი ლატარიის ბილეთების, ყველა სახის ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზა და უტილიზაცია. 2. საჭიროების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს დავალებით ტირაჟიანი, მომენტალური და წამახალისებელი ლატარიების ორგანიზება-ჩატარების უზრუნველყოფა.     მუხლი 4🔗. "სამსახურის" უფლება-მოვალეობანი "სამსახური" ვალდებულია: 1. მიიღოს მონაწილეობა რეალიზაციის გარეშე დარჩენილი ბილეთების აღრიცხვის, დაფასოების და სამსახურში წარსადგენად მოსამზადებელი კომისიის მუშაობაში თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით. 2. ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის შემოსული მასალების სისწორის საეჭვოდ მიჩნევის შემთხვევაში გადაამოწმოს დოკუმენტების უტყუარობა. 3. იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი ლატარიის ბილეთების, ღირებულების მქონე და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციის დროს დარღვევის გამოვლენისას, მასალები რეაგირებისათვის გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს. 4. საჭიროების შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროს დავალებით მიიღოს მონაწილეობა ლატარიის ტირაჟის მომწყობი კომისიის მუშაობაში.     მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. "სამსახურს" ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ფინანსთა მინისტრი. 2. "სამსახურის" დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფინანსთა მინისტრი. 3. "სამსახურის" შემადგენლობაში იქმნება აუცილებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი. 4. დირექტორი განსაზღვრავს მოადგილის და თანამშრომელთა პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს. 5. დირექტორი უზრუნველყოფს "სამსახურზე" დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესასრულებლად მუშაობის სწორ ორგანიზაციას, მუშაობაში გამოყენებული კანონმდებლობის სისწორეს, კადრების შერჩევას და მიღებას, მათ შორის კონტრაქტითაც. 6. დირექტორი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს მისი კომპეტენციის ფარგლებში, იგი მოქმედებს "სამსახურის" სახელით მინდობილობის გარეშე სასამართლოში ორგანიზაციებთან ურთიერთობისას. მოადგილის, დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით წყვეტს "სამსახურის" ფუნქციებით და მინიჭებული უფლებებით რეგლამენტირებულ საკითხებს. 7. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მას ცვლის მოადგილე.