ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.05.2011
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016063
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110531020, 03/06/2011
matsne.gov.ge 1,592 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (3)
1 2
მარშრუტის № მარშრუტის საწყისი და საბოლოო გაჩერების პუნქტები
რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:"Geo Akademiuri";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 42.55pt 28.35pt 65.55pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:841.9pt 595.3pt; margin:27.0pt 28.35pt 35.95pt 28.35pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:595.3pt 841.9pt; margin:28.35pt 28.35pt 28.35pt 85.05pt;} div.Section3 {page:Section3;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს დადგენილება №111 2011 წლის 25 მაისი ქ. ქუთაისი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის მოთხოვნების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის, მისი შედგენის,  გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი. /დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗. დამტკიცდეს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა. /დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 3🔗 დამტკიცდეს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის დანართის ფორმა. /დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 4🔗.დამტკიცდეს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი რეესტრის ფორმა. /დანართი №4 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 5🔗. დამტკიცდეს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის  ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმა. /დანართი №5 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 6🔗. ქალაქ ქუთაისის მერმა, გიორგი თევდორაძემ, უზრუნველყოს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის რეგისტრაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, კანონით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორციელოს ქალაქ ქუთაისის მერმა, გიორგი თევდორაძემ. მუხლი 8🔗. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე                                                                                          ა.ხვადაგიანი დანართი №1 ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა–ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების /დოკუმენტების/ ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების /დოკუმენტების/ რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების /დოკუმენტების/ რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებისა და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, განსაზღვრავს ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების სამართლებრივ მექანიზმებს. მუხლი 2🔗. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმა, ფორმით მომარაგების, გაცემისა და დაბრუნების წესი 1. სანებართვო მოწმობა წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას და აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები: ა) სერია; ბ) ნომერი; გ) დამცავი ბადე; დ) უხილავი საღებავი, რომელიც ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებს /დადგენილების დანართი №2/. 2. სანებართვო მოწმობის ფორმების დაბეჭდვის ორგანიზებასა და ფორმებით მომარაგებას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მერია, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. 3. ქალაქ ქუთაისის მერიაში სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვას, დაცვას და გაცემას, შესაბამისი პროცედურების დაცვით, უზრუნველყოფს ქალაქ ქუთაისის მერის ბრძანებით დანიშნული  პასუხისმგებელი პირი. 4. სანებართვო მოწმობის ფორმების გატანის უფლება /სამსახურის უფროსის წერილობითი მოთხოვნით/ აქვს სანებართვო მოწმობის  ფორმების შედგენასა და სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი სამსახურის ქალაქ ქუთაისის მერის ბრძანებით დანიშნულ პაუხისმგებელ პირს. 5. სანებართვო მოწმობის ფორმების მიღება, გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება  ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და დამოწმებული  ქალაქ ქუთაისის მერის ხელმოწერით. 6. სანებართვო მოწმობის ფორმების შედგენაზე /გაუქმებაზე/ უფლებამოსილი სამსახური ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშს ქალაქ ქუთაისის მერის სახელზე. მუხლი 3🔗. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა 1. სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით; 2. სანებართვო მოწმობის ფორმები ინახება ამ ფორმების აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან, ხოლო სანებართვო მოწმობის ფორმების  გაცემის შემდეგ კი, სანებართვო მოწმობის ფორმების შედგენასა  და სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი სამსახურის ქალაქ ქუთაისის მერის ბრძანებით დანიშნულ პაუხისმგებელ პირთან. 3. სათავსო, სადაც ინახება სანებართვო მოწმობის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული. მას შემდეგ, რაც სანებართვო მოწმობის ფორმები ჩაბარდება სანებართვო ფორმების შედგენაზე უფლებამოსილ პირს, სანებართვო მოწმობის ფორმების შენახვა და დაცვა მის უფლებამოსილებას განეკუთვნება. მუხლი 4🔗. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმის შედგენა  და სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი რეესტრის წარმოება 1. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის ფორმას, უფლებამოსილი სამსახურის პასუხისმგებელი პირი ადგენს (ავსებს) ნებართვის გაცემის შესახებ გამოცემული ქალაქ ქუთაისის მერის ბრძანების საფუძველზე. ამასთან  ერთად, ადგენს (ავსებს) სანებართვო მოწმობის დანართის ფორმას /დადგენილების დანართი №3/. 2. სანებართვო მოწმობა დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან: ა) ერთი გადაეცემა ნებართვის მფლობელს; ბ) მეორე ინახება  ქალაქ ქუთაისის მერიის უფლებამოსილ სამსახურში. 3. ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ ინფორმაცია უფლებამოსილი სამსახურის პასუხისმგებელ პირს შეაქვს  სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივ  რეესტრში (დადგენილების დანართი №4). 4. სანებართვო მოწმობის გაცემა ნებართვის მფლობელზე  წარმოებს უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის  საფუძველზე. 5. სანებართვო მოწმობა გაიცემა, აგრეთვე, ნებართვის მფლობელის  მიერ გაცემული მინდობილობისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემთხვევაში (მინდობილობა ინახება  დოკუმენტებში). 6. ნებართვის მფლობელი  ან მინდობილობის მქონე პირი ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის მიღებას ადასტურებს ხელმოწერით სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივ რეესტრში. 7. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის  დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, უფლებამოსილი სამსახური გასცემს დუბლიკატს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 14 მარტის  №100 დადგენილების „ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M1, M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა  კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების  ვადის,  სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების თაობაზე“ მე-20 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად. 8. ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობის დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით: „დუბლიკატი“. სანებართვო მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. 9. სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია უფლებამოსილი სამსახურის პასუხისმგებელ პირს  დაუყოვნებლივ შეაქვს  სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივ რეესტრში. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერა 1. სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერა შეიძლება: ა) სანებართვო მოწმობის  ფორმების შედგენის დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) სანებართვო მოწმობის  ფორმების ფიზიკური დაზიანების დროს. 2. გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერა უნდა მოხდეს „გამოსაყენებ­ლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის შესახებ“ აქტის ფორმის /დადგენილების დანართი №5/ შედგენით, რომელშიც აუცილებლად უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი /ჩამოწერილი/ სანებართვო მოწმობის ფორმების ინდივიდუალური სერია და ნომერი. 3. ჩამოწერილი სანებართვო ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტრის 2005 წლის 30 აგვისტოს №824 ბრძანების „განაღდებ­ული, გაუქმებული, არარეალიზებული ლატარიის, ტოტალიზატორისა და სხვა მომგებიან თამაშებში მონაწილ­ეობის დამადასტურებელი ბილეთების, დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ღირებულების მქონე, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმების, დოკუმენტების ექსპერტიზა-უტილიზაციისა და ლეგალიზაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საფუძველზე. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებები ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ მარშრუტზე სამგზავრო გადაყვანის სანებართვო მოწმობა № 000000 სერია  ქქტს (ფორმა) _________                                          200     წელი გაცემულია „№ ____ ____ კატეგორიის  ავტოსატრანსპორტო  საშუალებების მარშრუტზე მგზავრთა გადაყვანის უფლების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მერის  №                    ბრძანების საფუძველზე                      _____________________________________________________________________________________ (ნებართვის მფლობელის  დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისამართი)  _____________________________________________________________________________________ 1. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება  __   ___წლით,           __წლიდან  ___   წლამდე. 2. მარშრუტის აღწერა                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                            3. მარშრუტის სატრანსპორტო სქემა 4. მარშრუტის  საწყისი და საბოლოო გაჩერების პუნქტები, ნებადართული გაჩერებების აღწერა და რაოდენობა: მარშრუტის № მარშრუტის საწყისი და საბოლოო გაჩერების პუნქტები ნებადართული გაჩერებები (რაოდენობა) 5. მარშრუტზე ნებართვის მისაღებად კონკურსის ჩატარების შესახებ ქალაქ ქუთაისის მერის №____ ბრძანებით დამტკიცებული  მომსახურების განხორციელებისათვის აუცილებელი ავტოსატრანსპორტო  საშუალებების მინიმალური რაოდენობა: №   _____ მარშრუტზე გადამზიდველმა ყოველდღიურად სამუშაოდ უნდა გამოიყვანოს    ____ კატეგორიის ______ ერთეული  ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო სარეზერვოდ ჰყავდეს  არანაკლებ   __________    ერთეული. 6. მარშრუტზე მუშაობის რეჟიმი: ა. ზამთრის პერიოდში სამუშაო დღეს ტრანსპორტის ერთეული მოძრაობის ინტერვალი არასამუშაო დღეს ტრანსპორტის ერთეული მოძრაობის ინტერვალი        ბ. ზაფხულის პერიოდში სამუშაო დღეს ტრანსპორტის ერთეული მოძრაობის ინტერვალი არასამუშაო დღეს ტრანსპორტის ერთეული მოძრაობის ინტერვალი ბ.ა. ქალაქ ქუთაისის მერი                            /                      / საკრებულოს თავმჯდომარე                             ა.ხვადაგიანი დანართი №3 №_____  ____  კატეგორიის  ავტოსატრანსპორტო საშუალებების  მარშრუტი სანებართვო მოწმობის დანართი (ფორმა) № მძღოლის სახელი,გვარი ავტოსატრანს-პორტო საშუალების მოდელი ავტოსატრან-სპორტო საშუალების სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომერი ავტოსატრან-სპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ნომერი მართვის მოწმობის ნომერი ბ.ა. ქალაქ ქუთაისის მერი                            /                      / საკრებულოს თავმჯდომარე                             ა.ხვადაგიანი დანართი № 4 ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის  სანებართვო მოწმობის გაცემის უწყებრივი რეესტრი (ფორმა) № ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო  გადაყვანის სანებართვო მოწმობის მფლობელი (მიმღები) ფიზიკური ან/და იურიდიული პირი სანებართვო მოწმობის მფლობელის მისამართი მარშრუტის ნომერი ნებართვის გაცემის ბრძანების ნომერი და თარიღი სანებართვო მოწმობის გაცემის თარიღი სანებართვო მოწმობის ნომერი ნებართვა ძალაშია სანებართვო მოწმობის მიმღების ხელის მოწერა შენიშვნა 1 2 3 4 4 4 5 6 7 8 საკრებულოს თავმჯდომარე                             ა.ხვადაგიანი დანართი № 4 ა ქ ტ ი   № (ფორმა) გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის  ფორმების ჩამოწერის შესახებ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– /აქტის შედგენის ადგილი/ –––––––––––––––––––––––––––––––––––––– 200         წელი № რაოდენობა სანებართვო მოწმობის ფორმების სერია და ნომერი /ნომრები/ შენიშვნა ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის სისწორეს: ქალაქ ქუთაისის მერიის უფლებამოსილი სამსახურის უფროსი                                                     /                                              / სანებართვო მოწმობების შევსებასა და გაცემაზე ქალაქ ქუთაისის მერიის უფლებამოსილი სამსახურის პასუხისმგებელი პირი                                                   /                                              / საკრებულოს თავმჯდომარე                 ა.ხვადაგიანი