„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მთავრობ ის
დადგენილება № 13.15.514
2011 წლი ს 30 მაისი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:
1. „ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 16 თებერვლის №03.30.99 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 73 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„73. სააგენტო, ქ. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილების გარეშე, იღებს გადაწყვეტილებას ქ. თბილისის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ, ქალაქგეგმარებითი პირობების გათვალისწინებით და ქ. თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი ფორმულით მიღებული საწყისი ფასით, ექვსთვიანი განვადების ვადით, ან/და ამავე ფასითა და პირობებით ვადაგაგრძელებული აუქციონის გზით პრივატიზების შესახებ. სხვა ფასითა და პირობებით, მათ შორის ინვესტიციის განხორციელების პირობით, აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა.“
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ქ. თბილისის მერი გ. უგულავა