საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 31.10.2000
ძალის დაკარგვა 28.12.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №39
სარეგისტრაციო კოდი 310060000.11.115.004489
გამოქვეყნების წყარო სსმ, 104, 09/11/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,743 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.10.2000 მიღება
28.12.2001 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 52.15pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.11.115.004.489 საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანება №39 2000 წლის 31 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების თაობაზე “აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 29 ივნისის №279 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს დებულების შესაბამისად, 1. დამტკიცდეს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. ადეიშვილი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს. 2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” და “სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით. მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წინაშე. 3. ადმინისტრაციის დებულებას ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი. 4. ადმინისტრაციას აქვს დასრულებული ბალანსი, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 5. ადმინისტრაციის დაფინანსების ძირითადი წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ადმინისტრაციას უფლება აქვს მიიღოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა არასაბიუჯეტო შემოსავალი და ანგარიშვალდებულია მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის. 6. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №12.     მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. ადმინისტრაციის საქმიანობა მოიცავს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის სფეროებს. 2. თავის საქმიანობას ადმინისტრაცია ახორციელებს ადმინისტრაციის აპარატის, ადმინისტრაციის რეგიონალური ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტრუქტურების მეშვეობით. 3. ადმინისტრაციის ამოცანებია: ა) სახმელეთო ტრანსპორტის რეაბილიტაცია (განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობა; ბ) სახმელეთო ტრანსპორტის მართვის სისტემის სრულყოფა, შესაბამისი ინსტიტუციონალური მშენებლობის პროცესის ხელშეწყობა; გ) სახმელეთო ტრანსპორტის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის სრულყოფა; დ) სახმელეთო სატრანსპორტო ბაზრის სახელმწიფოებრივი რეგულირება და მისი დაცვის მექანიზმის ფორმირება. საერთაშორისო სატრანსპორტო ბაზარზე საქართველოს მეწარმეთა კონკურენტუნარიანი პირობების შექმნა; ე) გადამზიდავთა და სატრანსპორტო მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვა; ვ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში საგარეო ურთიერთობების განვითარების, საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სარკინიგზო და საავტომობილო სასაზღვრო გადასასვლელებზე და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნორმატიული აქტების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის მექანიზმების სრულყოფა, მათი სრულფასოვანი ამოქმედება; თ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების შემუშავების ორგანიზაცია და მათი განხორციელებისათვის ხელშეწყობა; ი) კანონმდებლობის შესაბამისად სახმელეთო ტრანსპორტში სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა; კ) სახმელეთო ტრანსპორტის საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემის შექმნა; ლ) “ევროპა-კავკასია-აზიის” სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფისათვის სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის ეფექტური ფუნქციონირების პირობების შემუშავებისა და მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობა; მ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში თანამედროვე მენეჯმენტის ფორმათა ჩამოყალიბებაში მონაწილეობა.     მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის ფუნქციები 1. ადმინისტრაციის ფუნქციებია: ა) სახმელეთო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის მოთხოვნების შესაბამისად; ბ) სახმელეთო ტრანსპორტის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და არსებული წესით დამტკიცების შემდეგ შემსრულებლამდე დაყვანა, შესრულებაზე კონტროლი; გ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში სარეგისტრაციო და სასერტიფიკაციო საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ეკონომიკური რეფორმებისა და რესტრუქტურიზების პროცესების მონიტორინგი, სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციისათვის ხელშეწყობა; ე) აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებთან, სასწავლო-სამეცნიერო და კვლევით ცენტრებთან, საერთაშორისო გამოცდილების დანერგვის ორგანიზაცია, საერთაშორისო მოლაპარაკებების, შეთანხმებების და სხვა ორგანიზაციულ ღონისძიებების მომზადებაში მონაწილეობა; ვ) საერთაშორისო სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვებზე სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების გაფორმებისა და საერთაშორისო კონვენციებთან მიერთების პროცესში მონაწილეობა, მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა; ზ) შესაბამის დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად ტექნიკური, მოძრაობის, ეკოლოგიური და შრომის უსაფრთხოების ეროვნული ნორმებისა და მახასიათებლების სრულყოფისათვის ხელშეწყობა, მათი თანდათანობით ევროსტანდარტების და სტანდარტიზაციის საერთაშორისო სისტემებთან ჰარმონიზაციის მიზნით; თ) ერთიანი და ქვეყნებს შორის რეგულარული სამგზავრო სახმელეთო მარშრუტების ორაგნიზება-მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ი) საავტომობილო ტრანსპორტზე გადამზიდავების შესარჩევი კონკურსების ჩატარების ორგანიზება და ამ პროცესში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის სატრანსპორტო მომსახურებაზე პასუხისმგებლობის გადანაწილების მექანიზმების ფორმირება. ამ სისტემის რეალური ფუნქციონირების უზრუნველყოფა; კ) საერთაშორისო სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების განვითარებისა და თანამედროვე მეწარმე-გადამზიდავის ფენის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლებისა და ძირითადი ნორმატიული დოკუმენტაციის სრულყოფა, მათი საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისობაში მოყვანა; ლ) სახმელეთო ტრანსპორტის სხვა სახის ტრანსპორტთან შეთანხმებული მუშაობისა და მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებისათვის ხელშეწყობა. მ) თანამედროვე საერთაშორისო ტექნიკურ-საექსპლუატაციო მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტის მოძრავი შემადგენლობის პარკის მოდერნიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა; ნ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროზე სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების დელეგირებულ მართვაში სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის მონაწილეობა; ო) საგანგებო სიტუაციებში სახმელეთო ტრანსპორტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა.     მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის უფლება-მოვალეობანი 1. ადმინისტრაციის იურისდიქცია სახმელეთო ტრანსპორტის საქმიანობის რეგულირების საკითხებში ვრცელდება ყველა იურიდიულ და ფიზიკურ პირზე მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმების მიუხედავად. 2. ადმინისტრაცია უფლებამოსილია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგინოს და დაიცვას სახმელეთო ტრანსპორტის ინტერესები საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და საერთაშორისო ორაგნიზაციებში; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების პროგრამების შემუშავებაში; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს კონტროლი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ (საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარების მიუხედავად) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში კანონების, კანონქვემდებარე აქტებისა და საერთაშორისო ნორმების მოთხოვნათა შესრულებაზე; დ) განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მიერ ჩატარებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობა. მოითხოვოს და მიიღოს მისგან რეგულარულად ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაციები როგორც სახელმწიფო, ისე კერთო სტრუქტურებისაგან; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა სახმელეთო ტრანსპორტში სერტიფიკაციის ორგანოების, ლაბორატორიების აკრედიტაციასა და მათი საინსპექციო კონტროლის კომისიების ფორმირებასა და მუშაობაში, სასერტიფიკაციო ორგანოებისა და ლაბორატორიების შემოწმების შედეგების, აგრეთვე სისტემის მონაწილეთა მოქმედებების შესახებ აპელაციების განხილვაში; ზ) სახმელეთო ტრანსპორტზე განახორციელოს სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქციები; თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გასცეს და გააუქმოს ნებართვები საერთაშორისო და ცალკეული სახეობების შიდა საავტომობილო გადაზიდვების განხორციელებაზე; ი) სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში პრობლემების შესასწავლად და გადასაწყვეტად მოიწვიოს და გამოიყენოს თავის საქმიანობაში როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის სპეციალისტ-ექსპერტები; კ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. 3. ადიმინისტრაცია ვალდებულია: ა) ითანამშრომლოს და გაუწიოს მეთოდური ხელმძღვანელობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს სახმელეთო ტრანსპორტის ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით; ბ) დადგენილ ვადებში უზრუნველყოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებში საანგარიშგებო, საპროგნოზო და სტატისტიკური ინფორმაციის წარდგენა; გ) უზრუნველყოს დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულება; დ) პერიოდულად მოახსენოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს ადმინისტრაციისათვის მინიჭებული უფლებამოსილებათა განხორციელებისა და სისტემაში მიმდინარე საქმიანობის შესახებ; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პასუხი აგოს მიღებულ გადაწყვეტილებებზე.     მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა 1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი. 2. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე (მათ შორის ერთი პირველი. 3. ადმინისტრაციის უფროსის საქმიანობა ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. 4. ადმინისტრაციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციას და აწესრიგებს ადმინისტრაციის მმართველობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) უზურუნველყოფს ადმინისტრაციის წინაშე დასმული ამოცანების შესრულებას. პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა სამართლებრივი აქტების, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე; დ) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის აპარატის საჯარო მოსამსახურეებს; ე) ამტკიცებს ადმინისტრაციის საშტატო ნუსხას დაწესებული რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების წლიური ფონდის ფარგლებში; ვ) ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს ადმინისტრაციის მოხელეებისადმი; ზ) დადგენილი წესით ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს; თ) აწარმოებს მოქალაქეების მიღებას; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადმინისტრაციის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს; კ) განკარგავს ადმინისტრაციის ფონდებსა და სპეც. სახსრებს, პასუხისმგებელია მათ მიზნობრივ გამოყენებაზე; ლ) წაახალისებს და ადებს დისციპლინარულ სასჯელს ადმინისტრაციის აპარატის საჯარო მოსამსახურეებს; მ) დადგენილი წესით წარადგენს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში განსახილველად სახმელეთო ტრანსპორტის სფეროს განსაკუთრებით გამორჩეულ მუშაკებს საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მისანიჭებლად; ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ადმინისტრაციის გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო ქონებას; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინდობილობის გარეშე მოქმედებს ადმინისტრაციის სახელით, დებს შეთანხმებებს, ხელშეკრულებებსა და სხვა გარიგებებს, იძლევა მინდობილობებს; პ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს აბარებს ადმინისტრაციის საქმიანობის ანგარიშს. 5. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის –რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის უფროსს, ადმინისტრაციის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი. 6. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს ადმინისტრაციის უფროსი. 7. ადმინისტრაციის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციის აპარატი ა.ა) კადრებისა და სამობილიზაციო განყოფილება; ა.ბ) საქმის წარმოების განყოფილება; ა.გ) საოპერატორო მომსახურების განყოფილება; ა.დ) პრესცენტრი; ბ) სახმელეთო ტრანსპორტის საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობისა და პოლიტიკური გარანტიების სამმართველო; გ) ეკონომიკური რეფორმების სამმართველო; დ) ფინანსებისა და ფასწარმოქმნის სამმართველო; ე) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველო; ზ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სამმართველო; თ) საავტომობილო სამგზავრო გადაზიდვების სამმართველო; ი) სარკინიგზო ტრანსპორტის განყოფილება; კ) სერტიფიკაციის და უსაფრთხოების სამმართველო; ლ) იურიდიული სამმართველო; მ) ბუღალტერია; ნ) სახმელეთო ტრანსპორტის მართვისა და ზედამხედველობის რეგიონალური სამმართველოები: ნ.ა) თბილისის ნ.ბ) აჭარის ნ.გ) კახეთის ნ.დ) მცხეთა-მთიანეთის ნ.ე) ქვემო ქართლის ნ.ვ) შიდა ქართლის ნ.ზ) სამცხე-ჯავახეთის ნ.თ) იმერეთის ნ.ი) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ნ.კ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ნ.ლ) გურიის ნ.მ) ფოთის.     მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის სიმბოლიკა 1. ადმინისტრაციას აქვს მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბითა და წარწერით „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაცია”. 2. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება ადმინისტრაციის ბლანკსა და ადმინისტრაციის შესასვლელის აბრაზე. 3. ადმინისტრაციას შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 4. ადმინისტრაციის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათზე, სხვა ბეჭდურ გამოცემებსა და ადმინისტრაციის სუვენირებზე.     მუხლი 7🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით. 2. ადმინისტრაციის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.