საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 28.12.2001
ძალის დაკარგვა 23.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი
ნომერი №111
სარეგისტრაციო კოდი 310150000.11.115.005100
გამოქვეყნების წყარო სსმ, 111, 28/12/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.10.2006
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoDumba;} @font-face {font-family:Grigolia;} @font-face {font-family:GEO-DumbaNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"GEO-DumbaNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 45.1pt 42.55pt 49.6pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.120.000.11.115.005.100
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის
ბრძანება №111
2001 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ
“ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის თანდართული დებულება.
2. ამ ბრძანების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 31 ოქტომბრის №39 ბრძანება “საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ”;
ბ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2000 წლის 23 მაისის №28 ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის შესახებ”.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2002 წლის 1 იანვრიდან.
მ. ადეიშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაციის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის მუდმივმოქმედ მარეგულირებელ ორგანოს.
2. ადმინისტრაცია შექმნილია “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს საქმიანობას საავტომობილო ტრანსპორტის დარგში.
3. ადმინისტრაცია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონით “ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროს სახელმწიფო მართვისა და რეგულირების წესის შესახებ”, სხვა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
4. ადმინისტრაციის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო.
5. ადმინისტრაციის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.
6. ადმინისტრაციას აქვს მრგვალი ბეჭედი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სხვა ანგარიშები ბანკებში (მათ შორის სავალუტო) და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
7. ადმინისტრაციის ადგილსამყოფელია:
380060, ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. №12.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის მიზნები, საქმიანობის საგანი და უფლებამოსილებანი
1. ადმინისტრაციის საქმიანობა ვრცელდება საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ადმინისტრაციის მიზნებია:
ა) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მარეგულირებელი ფუნქციების განხორციელება;
ბ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საქმიანობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
გ) საავტომობილო ტრანსპორტის რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობა;
დ) თანასწორუფლებიანი და სამართლიანი საკონკურენციო გარემოს შექმნა;
ე) მომხმარებელთა კანონიერი უფლებების დაცვა;
ვ) ბაზრის გამართული და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობა.
3. ადმინისტრაციის საქმიანობის საგანია:
ა) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნებართვების გაცემა, ნებართვის მფლობელის, გადამზიდველის, ავტოვაგზლის, ავტოსადგურის ან/და ავტოტრანსპორტის დარგში დასაქმებული სხვა საწარმოს საქმიანობის რეგულირება;
ბ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ავტოსატრანსპორტო სისტემითა და საშუალებებით მომსახურებაზე ზღვრული ან ფიქსირებული ტარიფების შემუშავება და კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცების შემდეგ მათი რეგულირება;
გ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სასერტიფიკაციო საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადების, გაფორმებისა და საერთაშორისო კონვენციებთან, შეთანხმებებთან მიერთების პროცესში მონაწილეობა, მათი რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ე) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დარგობრივ-სპეციფიკური ფორმების და დოკუმენტების ბლანკების დამზადებისა და მიწოდების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ვ) საავტომობილო ტრანსპორტის სხვა სახის ტრანსპორტთან შეთანხმებული მუშაობისა და მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებისათვის ხელშეწყობა;
ზ) ავტოსატრანაპორტო პროცესის მონაწილეთა შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების განხილვა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობისათვის “მობილიზაციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გატარების უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ი) სანებართვო, სასერტიფიკაციო და სხვა ავტოსატრანსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე ფიზიკური და იურიდიული პირების კონტროლის განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;
კ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და მათთან ურთიერთობისას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს ინტერესების დაცვა;
ლ) საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო საავტობუსო მარშრუტებზე გადამზიდველების შესარჩევი კონკურსების მოწყობის ორგანიზაციული და ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად, ტერიტორიული საკონკურსო კომისიების შექმნა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებთან შეთანხმებით;
მ) ერთიანი და ქვეყნებს შორის რეგულარული სამგზავრო საავტობუსო მარშრუტების ორგანიზება-მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) საავტომობილო ტრანსპორტის საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემის შექმნა;
ო) სატრანსპორტო – საექსპედიტორო მომსახურებისათვის ხელშეწყობა.
4. ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) მიიღოს საავტომობილო ტრანსპოირტის დარგის მეწარმეებისაგან ადმინისტრაციის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს საწარმოები;
გ) მოამზადოს დასკვნები და შენიშვნები საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე;
დ) დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ;
ე) განსაზღვროს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი, პირობები და მეთოდები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი საავტომობილო ტრანსპორტის დარგში “მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” და “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონების, სხვა მარეგულირებელი ნორმატიული აქტების შესაბამისი ნორმების შესრულებაზე და მათი დარღვევისას გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სერტიფიკაციის ორგანოების, ლაბორატორიების აკრედიტაციასა და მათი საინსპექციო კონტროლის კომისიების ფორმირებასა და მუშაობაში, სასერტიფიკაციო ორგანოების და ლაბორატორიების შემოწმების შედეგების, აგრეთვე სისტემის მონაწილეთა მოქმედებების შესახებ აპელაციების განხილვაში;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს და გააუქმოს ნებართვები საავტომობილო გადაზიდვების განხორციელებაზე;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ზედამხედველობა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე;
კ) საავტომობილო ტრანსპორტის დარგში განახორციელოს სერტიფიკაციის სისტემის ცენტრალური ორგანოს ფუნქციები;
ლ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
5. ადმინისტრაცია ვალდებულია:
ა) აწარმოოს უწყებრივი სანებართვო, სარეგისტრაციო და სასერტიფიკაციო რეესტრი;
ბ) საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ადმინისტრაციის ყოველწლიური ანგარიში;
გ) განუხრელად დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება. შეადგინოს წლიური ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ფინანსთა სამინისტროებს;
ე) ითანამშრომლოს და გაუწიოს მეთოდური ხელმძღვანელობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობით ორგანოებს საავტომობილო ტრანსპორტის ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საავტომობილო სამგზავრო გადაზიდვების სამმართველო;
ბ) საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სამმართველო;
გ) უსაფრთხოების სამმართველო;
დ) სერტიფიკაციის სამმართველო;
ე) ფინანსებისა და ფასწარმოქმნის სამმართველო;
ვ) ეკონომიკური რეფორმების სამმართველო;
ზ) ავტოსატრანსპორტო საქმიანობის ტექნოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო;
თ) საერთაშორისო გადაზიდვების უზრუნველყოფის სამმართველო;
ი) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო;
კ) ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახური;
ლ) იურიდიული სამმართველო;
მ) ბუხჰალტერია;
ნ) ადმინისტრაციული სამმართველო;
ო) ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის რეგიონალური სამმართველოები:
ო.ა) თბილისის;
ო.ბ) კახეთის;
ო.გ) მცხეთა-მთიანეთის;
ო.დ) ქვემო ქართლის;
ო.ე) შიდა ქართლის;
ო.ვ) სამცხე-ჯავახეთის;
ო.ზ) იმერეთის;
ო.თ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის;
ო.ი) რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის;
ო.კ) გურიის;
ო.ლ) ფოთის.
2. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს მიმართავენ ადმინისტრაციის თავმჯდომარის მეშვეობით.
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა
1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის თავმჯდომარე (შემდგომში –თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი.
2. თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე.
3. თავმჯდომარის სამართლებრივი აქტია გადაწყვეტილება.
4. თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. თავმჯდომარის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონით.
6. თავმჯდომარეს უფლება აქვს არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დააკისროს თავის მოადგილეს.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის თავმჯდომარე
1. თავმჯდომარე კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) ხელმძღვანელობს ადმინისტრაციას და იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) პასუხს აგებს ადმინისტრაციის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, მის მფლობელობაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციის წინაშე დასმული ამოცანების შესრულებას. პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა სამართლებრივი აქტების, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებების შესრულებაზე;
დ) ანგარიშვალდებულია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წინაშე;
ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილეებს, სხვა ხელმძღვანელ პირებს და აპარატის თანამშრომლებს. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გარკვეული თანამდებობის დასაკავებლად შეიძლება გამოცხადდეს კონკურსი;
ვ) ამტკიცებს ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ზ) ანაწილებს ფუნქციებს თავმჯდომარის მოადგილეებს შორის;
თ) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსთან შეთანხმებით:
თ.ა) განსაზღვრავს ადმინისტრაციის საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს;
თ.ბ) იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ქონების შეძენის, გასხვისებისა და დატვირთვის შესახებ;
ი) საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას შემდეგ საკითხებზე:
ი.ა) სესხების აღება;
ი.ბ) თავდებობა;
კ) ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს ადმინისტრაციის მოსამსახურეებისადმი;
ლ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისათვის ქმნის კომისიებს და ამტკიცებს მათ დებულებებს;
მ) დადგენილი წესით საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ნ) აწარმოებს მოქალაქეების მიღებას;
ო) ადმინისტრაციის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკისრებს დისციპლინარულ პასუხისმგებლობას ან ახორციელებს მათ მიმართ წამახალისებელ ღონისძიებებს;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განაგებს ადმინისტრაციის მფლობელობაში არსებულ ქონებას;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინდობილობის გარეშე მოქმედებს ადმინისტრაციის სახელით, დებს შეთანხმებებს, ხელშეკრულებებსა და სხვა გარიგებებს, იძლევა მინდობილობებს.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილეები
1. ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ადმინისტრაციის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.
2. ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილეები თავმჯდომარის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობენ განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას.
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფი
1. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის მოადგილეს.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) აბარებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ანგარიშს;'
ე) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების გადასაწყვეტად;
ვ) წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობის შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით იძლევა სათანადო დასკვნებს;
თ) დადგენილი წესით ახორციელებს ამ დებულებით, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებას.
მუხლი 8🔗. საავტომობილო სამგზავრო გადაზიდვების სამმართველო
საავტომობილო სამგზავრო გადაზიდვების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სამგზავრო გადაზიდვების გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, სამგზავრო რეგულარული საავტობუსო მარშრუტების რეგულირება, გადამზიდველების შესარჩევი კონკურსების ჩატარების ორგანიზება, გადამზიდველთა საქმიანობის მონიტორინგი, სამარშრუტო რეესტრის წარმოება, სამგზავრო საავტომობილო გადამზიდველების აღრიცხვა, მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა.
მუხლი 9🔗. საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სამმართველო
საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა სატვირთო გადაზიდვების გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, სატვირთო გადაზიდვების რეგულირება, მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, სატვირთო საავტომობილო გადამზიდველების აღრიცხვა, სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურებისათვის ხელშეწყობა;
მუხლი 10🔗. უსაფრთხოების სამმართველო
უსაფრთხოების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების დაცვის სახელმწიფო სისტემის სრულყოფაში და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, მძღოლთა სამედიცინო და ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების სისტემის ორგანიზებაში, კოორდინაციასა და მისი ფუნქციონირებისათვის ლეგალური ბაზის უზრუნველყოფაში მონაწილეობა, საავტომობილო ტრანსპორტში ეკოლოგიური უსაფრთხოების მეთოდებისა და საშუალებების დამუშავებაში და ეფექტური სქემების გამოყენებაში მონაწილეობა.
მუხლი 11🔗. სერტიფიკაციის სამმართველო
სერტიფიკაციის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა მომხმარებელთა უფლებების, მოქალაქეთა ჯანმრთელობის და სიცოცხლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სასერტიფიკაციო საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 12🔗. ფინანსებისა და ფასწარმოქმნის სამმართველო
ფინანსებისა და ფასწარმოქმნის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ტარიფების დადგენასა და რეგულირებასთან დაკავშირებული წინადადებებისა და შესაბამისი პროექტების შემუშავება, ადმინისტრაციის ბიუჯეტის პროექტის შედგენა, რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრაში და მისი გადახდის უზრუნველყოფაზე მონიტორინგში მონაწილეობის მიღება, ადმინისტრაციის სახსრების ხარჯვისათვის კონტროლის დაწესება, საშტატო ნუსხის ფორმირება და დასამტკიცებლად წარდგენა.
მუხლი 13🔗. ეკონომიკური რეფორმების სამმართველო
ეკონომიკური რეფორმების სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ავტოსატრანსპორტო საქმიანობის მოკლე და გრძელვადიანი ინდიკატური გეგმების მაჩვენებლების პროგნოზირება, საავტომობილო ტრანსპორტის რეაბილიტაცია-განვითარების პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი რეალიზაციაში ხელშეწყობა, რეგულირების ყოველწლიური საფასურის ამოღების მექანიზმების სრულყოფაში მონაწილეობა, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში საკონკურენციო გარემოს შექმნისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა შემუშავება და წინადადებების წარდგენა.
მუხლი 14🔗. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის ტექნოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველო
ავტოსატრანსპორტო საქმიანობის ტექნოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების პროცესთა ტექნოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მეწარმეებთან, უცხო ქვეყნის და საქართველოს ექსპერტებთან თანამშრომლობის საფუძველზე მარეგულირებელი მექანიზმების ფორმირებასა და სრულყოფასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება, საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში რეგულირებას დაქვემდებარებულ მეწარმე-სუბიექტთა აღრიცხვა, ადმინისტრაციისათვის გადასარიცხი რეგულირების ყოველწლიური საფასურის ოდენობის განსაზღვრის სისწორესა და მისი გადახდის უზრუნველყოფაზე მონიტორინგი.
მუხლი 15🔗. საერთაშორისო გადაზიდვების უზრუნველყოფის სამმართველო
საერთაშორისო გადაზიდვების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების გამართული და სტაბილური ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების რეგულირება, მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, საერთაშორისო სამარშრუტო რეესტრის წარმოება.
მუხლი 16🔗. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველო
საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ადმინისტრაციის საერთაშორისო საავტომობილო ორგანიზაციებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, კონვენციებთან შეერთებისა და რატიფიკაციის თაობაზე წინადადებების შემუშავება, მათი რეალიზაციისათვის ხელშეწყობა, საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებების დაგეგმვა და მომზადება, საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და მათი დანერგვის რეკომენდაციების შემუშავება.
მუხლი 17🔗. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახური
ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულყოფა, მისი ფუნქციონირების მონიტორინგი და საავტომობილო ტრანსპორტის დარგში დასაქმებულ მეწარმეთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმების პრაქტიკული ამოქმედებისათვის ხელშეწყობა, ავტოსატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე კონკურენციის განვითარებისა და ანტიმონოპოლიური საქმიანობისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა, ავტოსატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვისადმი ზედამხედველობის განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
მუხლი 18🔗. იურიდიული სამმართველო
იურიდიული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საავტომობილო ტრანსპორტის კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, საავტომობილო ტრანსპორტის კანონმდებლობის სისტემატიზაცია, ადმინისტრაციის ინტერესების წარმოდგენა სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივი საკითხების განხილვისას, შემოსული საჩივრების განხილვა, ადმინისტრაციის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების იურიდიული ექსპერტიზის განხორციელება.
მუხლი 19🔗. ბუხჰალტერია
ბუხჰალტერიის ძირითადი ამოცანაა ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების საბუხჰალტრო აღრიცხვა-ანგარიშებში სრულად ასახვა და კონტროლი, ოპერატიული ინფორმაციისა და ბუხჰალტრული ანგარიშების დროული შედგენა და წარდგენა.
მუხლი 20🔗. ადმინისტრაციული სამმართველო
ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა საქმისწარმოების ორგანიზაცია, ადმინისტრაციაში შემოსულ დავალებათა შესრულების კონტროლის ორგანიზაცია, კანონმდებლობის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თავმჯდომარის დავალებებისა და გადაწყვეტილების შესრულების კონტროლი, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა და საზოგადოების ინფორმირება ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე, ადმინისტრაციის აპარატის მომსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მომზადება, მათი პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების წარმოება, საპენსიო საბუთების გაფორმება, შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლის განხორციელება, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსებისა და ტესტირების ორგანიზება, საკადრო პოლიტიკის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართული ექსპლუატაციისა და ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
მუხლი 21🔗. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის რეგიონალური სამმართველოები
ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის რეგიონალური სამმართველოების ძირითადი ამოცანაა რეგიონში ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება, მარეგულირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება, ავტოსატრანსპორტო მომსახურების ბაზარზე საკონკურენციო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სასერტიფიკაციო საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ავტოსატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა უფლებების დაცვისადმი ზედამხედველობის განხორციელება, მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების დარგობრივ-სპეციფიკური ფორმების და დოკუმენტების ბლანკების რეგიონის მეწარმეთათვის მიწოდების ორგანიზება, ავტოსატრანსპორტო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციების და მონაცემების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობისათვის მიწოდება.
მუხლი 22🔗. ადმინისტრაციის ბიუჯეტი
1. ადმინისტრაცია ვალდებულია, ყოველი წლის 1 სექტემბრისათვის მოამზადოს და გამოაქვეყნოს მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ადმინისტრაციის შემოსავალი და მათ შორის ადმინისტრაციის თავმჯდომარისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასი.
2. ადმინისტრაციის ბიუჯეტს ქმნის ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული დაფინანსების წყაროები, აგრეთვე ტექნიკური დახმარების და გრანტების სახით მიღებული სახსრები და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის რეგულირების ყოველწლიური საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადმინისტრაციის ანგარიშზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ადმინისტრაცია უფლებამოსილია ადმინისტრაციის ბიუჯეტის ცალკეულ მუხლებში მიღებული ეკონომია ან დამატებითი შემოსავლები, მოთხოვნებიდან გამომდინარე, გამოიყენოს სხვა მუხლების დასაფინანსებლად.
5. თუ მიღებული შემოსავლები არ ფარავს ადმინისტრაციის მიმდინარე ხარჯებს, ადმინისტრაცია უფლებამოსილია საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციებისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით აიღოს სესხი. ამ სესხისა და შესაბამისი პროცენტის გასტუმრება ხდება მომავალი წლის ბიუჯეტიდან.
6. ადმინისტრაციის ბიუჯეტს შესაბამის დასაბუთებასთან ერთად ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის წარდგინებით.
7. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების და ფინანსთა სამინისტროების მიერ ერთობლივად დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტორის საქმიანობისათვის საჭირო თანხას გაიღებს ადმინისტრაცია.
8. სამინისტროს თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებისათვის ადმინისტრაციის შემოსავლიდან სამინისტროს ანგარიშზე გადასარიცხი პროცენტის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 23🔗. ადმინისტრაციის სახელმწიფო კონტროლი
1. ადმინისტრაცია ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც ითვალისწინებს მისი საქმიანობის, მათ შორის, საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ზედამხედველობას.
2. ადმინისტრაციის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.
3. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი უფლებამისილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ადმინისტრაციის თავმჯდომარის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 24🔗. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ბრძანებით.
2. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონის საფუძველზე.