⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.09.2006)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 06.12.2001
ძალის დაკარგვა 06.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №464
სარეგისტრაციო კოდი 100020010.11.106.005075
გამოქვეყნების წყარო სსმ, 132, 10/12/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,312 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.2001 მიღება
06.09.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-4.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:40.5pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-4.5pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 56.7pt 56.75pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.075 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №464 2001 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანება „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”. რ. გილიგაშვილი დანართი №1 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებას და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი 1. დეპარტამენტი წარმოადგენს სასჯელაღსრულების ორგანოს, რომელიც შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გამგებლობაში, როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით „პატიმრობის შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს იუსტიციის სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს. 4. დეპარტამენტს გააჩნია ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 5. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების პატივისცემის, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით. 6. დეპარტამენტის დებულებას, საშტატო განრიგსა და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები 1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება: ა) მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთისა და ტუსაღობის სახით სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, აგრეთვე დაპატიმრების სახით აღკვეთის ღონისძიების აღსრულება; ბ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების, მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირების ორგანიზება; გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მოკვლევის წარმოება; დ) მსჯავრდებულთათვის დადგენილი საყოფაცხოვრებო, კომუნალური, სანიტარიულ-ჰიგიენური, სამედიცინო და სხვა პირობების უზრუნველყოფა; ე) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები. 2. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საქმიანობას, განსაზღვრავს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. დასმული ამოცანების გადაჭრისათვის შეიმუშვებს შესაბამის მეთოდებსა და ღონისძიებებს, უზრუნველყოფს სამეცნიერო- საკონსულტაციო, მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას; ბ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების სისტემაში შესაბამის ნორმატიული აქტების შესრულებას, განაზოგადებს მათი გამოყენების პრაქტიკას, შეიმუშავებს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე, ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს; გ) შეიმუშავებს და ახორცილებს ღონისძიებებს სასჯელაღსრულების ორგანოებში სამართალდარღვევების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს მოკვლევასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ე) სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს ღონისძიებებს მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახორცილებს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მოსამსახურეების გადაყვანას განსაკუთრებულ რეჟიმზე; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს კადრების შერჩევას, დანიშვნას, მომზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას; ზ) აყალიბებს და განაგებს საინფორმაციო ბანკს, აწარმოებს სტატისტიკას და შესაბამის ანალიზს, ახდენს მსჯავრდებულთა რეგისტრაციას; თ) ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა მიერ დადგენილი წესებისა და სამსახურეობრივი დისციპლინის დაცვაზე კონტროლს; ი) ამყარებს ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას სხვა სახელმწიფოთა სასჯელაღსრულების ორგანოებთან; კ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. თავმჯდომარე: ა) ახორცილებს სასჯელაღსრულების ორგანოთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით; ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, იძლევა მითითებებსა და განკარგულებებს; გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურეობრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით; დ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას; ვ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული მოსამსახურეებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მოსამსახურეთა მიღებას, დანიშვნას, გათავისუფლებას, გადაადგილებას, აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას; თ) სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებს ანიჭებს პირველად და მორიგ უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების გადასაწყვეტად; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; ლ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს; მ) დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის პასუხს აგებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. წელიწადში ორჯერ მაინც მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობას თავმჯდომარესთან ერთად შეადგენს თავმჯდომარის მოადგილეები და შტაბის უფროსი. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ოთხი მოადგილე: ა) ოპერატიული საქმიანობისა და რეჟიმის დარგში – პირველი მოადგილე (შემდგომში – პირველი მოადგილე); ბ) სპეციალური დაცვის დარგში; გ) პატიმართა უფლებების დაცვის და სოციალურ საკითხთა დარგში; დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და წარმოების დარგში. 5. თავმჯდომარის მოადგილეებს და შტაბის უფროსს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები და შტაბის უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის პასუხს აგებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 7. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. 8. დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პასუხს აგებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.  9. დეპარტამენტის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები: ა) შტაბი; ბ) უსაფრთხოების სამსახური; გ) სარეჟიმო სამსახური; დ) სპეციალური დაცვის სამსახური; ე) სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური; ვ) საერთო სამსახური; ზ) სპეციალური განყოფილება; თ) მსჯავრდებულთა სოციალური სამსახური; ი) იურიდიული განყოფილება; კ) მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილება; ლ) სამდივნო; მ) კადრების განყოფილება; ნ) პრესცენტრი; ო) საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება.     მუხლი 6🔗. უფლებამოსილებათა განაწილება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის 1. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს უსაფრთხოებისა და რეჟიმის სამსახურების საქმიანობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და რეჟიმის მოთხოვნათა განხორციელებას. უზრუნველყოფს სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის ეფექტურ გამოყენებას. წარმართავს სპეციალური განყოფილების მუშაობას, ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში ხელმძღვანელობს სათანადო ოპერატიული-სარეჟიმო ღონისძიებების გატარებას. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დაცვისა და ბადრაგირების დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს სპეციალური დაცვის სამსახურს და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა და მსჯავრდებულთა დაცვისა და ბადრაგირების პროცესის ორგანიზებას. 3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა დარგში საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს მსჯავრდებულთა სოციალურ სამსახურს, ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა, მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის ღონისძიებებს, უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას მსჯავრდებულთა საჩივრებზე, ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს იურიდიულ განყოფილებას, წარმართავს მუშაობას სასჯელაღსრულების დაწესებულებების კომისიებთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. 4. თავმჯდომარის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და წარმოების დარგში საერთო ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს საერთო სამსახურს, მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციისა და საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილებებს.     მუხლი 7🔗. შტაბი 1. შტაბი თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე. შტაბის სტრუქტურაში შედის: ა) საორგანიზაციო-საინსპექტორო განყოფილება; ბ) პირადი შემადგენლბის ინსპექციის განყოფილება; დ) კომენდატურა. 2. შტაბი: ა) აკონტროლებს დეპარტამენტის სისტემაში კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების, მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულების მიმდინარეობას; ბ) აწარმოებს სასჯელღსრულების სისტემის ქვედანაყოფების ინსპექტირებას, აანალიზებს მათ გაწეულ საქმიანობას, ამზადებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმებს; გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ოპერატიული თათბირების მომზადებას და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე; დ) ატარებს სამსახურებრივ მოკვლევას და შემოწმებას სასჯელაღსრულების ორგანოებში მომხდარი სამართალდარღვევებისა და საგანგებო შემთხვევების ფაქტებზე და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს; ე) ორგანიზაციას უწევს კომენდატურისა და მასში შემავალი ქვედანაყოფების მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ საქმიანობაზე; ვ) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და იღებს ზომებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად; ზ) სამსახურებრივი შემოწმების მიზნით მოითხოვს საჭირო ინფორმაციას; თ) იხილავს და ახდენს შესაბამის რეაგირებას პროკურატურისა და ზემდგომი ინსტანციებიდან შემოსულ წარდგინებაზე, რომელიც შეეეხება სასჯელაღსრულების ორგანოებს; ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 8🔗. უსაფრთხოების სამსახური 1. უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაშია შემდეგი განყოფილებები: ა) მოკვლევის; ბ) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის; გ) საინფორმაციო-ანალიტიკური. 2. უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები და ფუნქციები განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით „სასჯელაღსრულების დაწესებულებების უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.     მუხლი 9🔗. სარეჟიმო სამსახური სარეჟიმო სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებების სარეჟიმო სამსახურების საქმიანობის ორგანიზება, მათი მუშაობის შედეგების შესწავლა და გაანალიზება; ბ) მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვაზე კონტროლი; გ) მსჯავრდებულთა გადანაწილება მიზანმიმართულად უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით; დ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანები.     მუხლი 10🔗. სპეციალური დაცვის სამსახური 1. სპეციალური დაცვის სამსახურში შედის შემდეგი განყოფილებები: ა) დაცვის; ბ) ბადრაგირების; გ) საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის. 2. სპეციალური დაცვის სამსახურის ამოცანები და ფუნქციები განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით „სპეციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.     მუხლი 11🔗. სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური  სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები განსაზღვრულია მინისტრის ბრძანებით „სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.“.     მუხლი 12🔗. საერთო სამსახური 1. საერთო სამსახურის სტრუქტურაში შედის: ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) ავტოსატრანსპორტო კოლონა. 2. საერთო სამსახური: ა) წარმოადგენს წინადადებებს სასჯელაღსრულების ორგანოთა და მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით, ინვენტარით, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას; ბ) უზრუნველყოფს დაწესებულების მოწყობილობების, საინჟინრო ქსელების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ სწორ ექსპლუატაციაზე; გ) საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს; დ) კონტროლს აწესებს და აწესრიგებს სასჯელაღსრულების სისტემაზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების და შეიარაღების აღრიცხვიანობაზე; ე) მონაწილეობას იღებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში საინჟინრო ქსელების, ენერგეტიკული ობიექტების სისტემების, ახალი საწარმოო საამქროების შექმნისა და არსებულის რეკონსტრუქციის, ტექნიკური პროექტების შემუშავებაში; ზ) ახორცილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 13🔗. სპეციალური განყოფილება სპეციალური განყოფილება:  ა) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სპეციალური ნაწილების საქმიანობას, მსჯავრდებულთა პირადი საქმის წარმოებას და აღრიცხვას; ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულთა მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებაზე წარდგენის კანონიერებას; გ) ახორციელებს მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მასალების მომზადებასა და გაგზავნას;  დ) ორგანიზებას უკეთებს მსჯავრდებულთა გათავისუფლებას, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტებისა და ამნისტიის შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;  ე) აწარმოებს მსჯავრდებულთა ერთიან რეესტრს და ქმნის მათი მონაცემების კომპიუტერულ საინფორმაციო ბანკს; ვ) უზრუნველყოფს გათავისუფლებული მსჯავრდებულების პირადი საქმეების დამუშავებასა და სათანადო შენახვას; ზ) აკონტროლებს მსჯავრდებულებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებასა და მათზე წარდგენის კანონიერებას; თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 14🔗. მსჯავრდებულთა სოციალური სამსახური მსჯავრდებულთა სოციალური სამსახური: ა) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სოციალური ადაპტაციის ჯგუფების, სარეაბილიტაციო ცენტრების, მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურის საქმიანობას; ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლების, საზოგადოების წარმომადგენლებთან მათი ურთიერთობის ხელშეწყობის ღონისძიებებს; გ) ახდენს მსჯავრდებულისა და პატიმრის მდგომარეობის შესწავლას, ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს მათი უფლებისა და თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად; დ) კოორდინაციას უწევს სასჯელაღსრულების ორგანოების ურთიერთობას საერთაშორისო, საზოგადოებრივ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ე) ამოწმებს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა თანამდებობის პირთა მიერ მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა წინადადებების, განცხადებების და საჩივრების შესწავლის მდგომარეობას და ვადების დაცვას; ვ) შეისწავლის მსჯავრდებულთა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და განათლების მიღების პირობებს, შეხვედრების განხორცილების, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ამანათებისა და გზავნილების მიღების პრაქტიკას, მის შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან და ახდენს შესაბამის რეაგირებას; ზ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებებისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 15🔗. იურიდიული განყოფილება 1. იურიდიული განყოფილება შეიმუშავებს წინადადებებს სასჯელაღსრულების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე და ამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს, ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას. 2. ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 16🔗. მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილება 1. მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის განყოფილება: ა) ახორციელებს ღონისძიებებს მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად; ბ) შეიმუშავებს წინადადებებს საწარმოო უბნების შექმნის, წარმოების განვითარებისა და მატერიალური ბაზის სრულყოფის მიზნით; გ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საწარმოო უბნების საქმიანობას; დ) ახორცილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 17🔗. სამდივნო სამდივნო: ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას, საიდუმლო საქმისწარმოებას; ბ) ორგანიზებას უწევს და აწესრიგებს დეპარტამენტში მოქალაქეთა მიღებას; გ) კონტროლს აწესებს დოკუმენტაციის დროულად შესრულებასა და ჩამოწერაზე, ახორციელებს დოკუმენტაციის საარქივო დამუშავებას; დ) ახორცილებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 18🔗. კადრების განყოფილება 1. კადრების განყოფილება თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე. 2. კადრების განყოფილება: ა) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ატარებს დეპარტამენტში ერთიან საკადრო პოლიტიკას, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის ეფექტურ ფორმებსა და მეთოდებს; ბ) ნომენკლატურის ფარგლებში განიხილავს, ამზადებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს მასალებს თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ; გ) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და იღებს ზომებს დარღვევებისა და ხარვეზების გამოვლენისა და თავიდან აცილებისათვის;  დ) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს (ნომენკლატურის ფარგლებში) და საკადრო-სტატისტკურ აღრიცხვიანობას; ე) წარადგენს მასალებს სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტში მოსამახურეთათვის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების გამოსაყოფად; ვ) განიხილავს საკადრო საკითხებთან დაკაშირებულ წერილებსა და განცხადებებს; ზ) ნომენკლატურის ფარგლებში ამზადებს მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მასალებს; თ) ამზადებს საკადრო ანგარიშებს სამინისტროსათვის წარსადგენად; ი) სისტემატურად ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა ინსპექტირებას; კ) კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საკადრო ქვედანაყოფების საქმიანობას; ლ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 19🔗. პრესცენტრი პრესცენტრი: ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრათა მსვლელობის გაშუქების და ამ შეხვედრებზე დამსწრე მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშულებების წარმომადგენელთა აკრედიტაციას; ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელების სახელით ამზადებს მიმართვებსა და განცხადებებს, აგრეთვე სხვა საჭირო ინფორმაციას, ორგანიზებას უწევს მათ გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.     მუხლი 20🔗. საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება: ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას; ბ) აკონტროლებს საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყოფებში; გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებების საფუძველზე ახორციელებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის ღონიძიებებს; დ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 21🔗. დასკვნითი დებულებები ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით.