📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოში სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდების და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესის” დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 07.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-152
სარეგისტრაციო კოდი 340120000.22.032.009073
გამოქვეყნების წყარო სსმ, 109, 16/08/2006
matsne.gov.ge 782 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოში სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდების და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესის” დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 56.9pt 56.9pt 56.9pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.120.000.22.032.009.073 საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-152 2006 წლის 7 აგვისტო ქ. თბილისი „საქართველოში სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდების და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესის” დამტკიცების თაობაზე „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული “საქართველოში სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდების და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესი.” 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “საქართველოში სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის № 2-258 ბრძანება. 3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსმა (ლ. ორკოშნელი) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება. 4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს მინისტრის მოადგილემ მ. დეკანოიძემ. 5. ბრძანება ძალაში შედის მისი გამოქვეყნებისთანავე. მ. სვიმონიშვილი საქართველოში სარეგისტრაციო გამოცდებისათვის საჭირო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების და ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. აღნიშნული წესი შემუშავებულ იქნა „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. 2. წესი არეგულირებს იმ გამოსაცდელი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების, ანალიტიკური სტანდარტების საქართველოში შემოტანის პირობებს, რომლებიც მწარმოებელი ფირმების ან მათ მიერ უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გადმოცემული არის სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის, სარეგისტრაციო გამოცდების, სადემონსტრაციო ჩვენების ჩასატარებლად. 3. გამოსაცდელ ნიმუშებს წარმოადგენს მწარმოებელი ფირმების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირის მიერ უსასყიდლოდ შემოთავაზებული პესტიციდები და აგროქიმიკატები, რომლებმაც უნდა გაიარონ საქართველოს ტერიტორიაზე სარეგისტრაციო გამოცდები, სადემონსტრაციო ჩვენება. 4. გამოსაცდელი ნიმუშების შემოტანის, მიღების, დასაწყობების, ტრანსპორტირების, განაწილებისა და სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარების მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც სარეგისტრაციო ორგანოს – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის, მეშვეობით ახორციელებს თავის ფუნქციას (შემდგომში – სარეგისტრაციო ორგანო) 5. გამოსაცდელი ნიმუშები უნდა პასუხობდნენ გარემოსა და ადამიანის უსაფრთხოების დაცვის დადგენილ მოთხოვნებს. 6. საქართველოში ნიმუშების შემოტანის პირობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, აგრეთვე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინამდებარე ნორმატიული აქტით.     მუხლი 2🔗. გამოსაცდელი პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშების, ეტალონური პრეპარატების, ანალიტიკური სტანდარტების შემოტანის, მიღების და სარეგისტრაციო გამოცდების ადგილებამდე გადაზიდვის წესი 1. გამოსაცდელი ნიმუშების შემოტანაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს ევალება, საერთო კოორდინირება გაუწიოს ნიმუშების შემოტანას, მიღებას, დოკუმენტაციის გაფორმებასა და მიტანას გამოცდების ადგილებამდე. 2. სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს და სხვა ორგანიზაციებს ეკრძალებათ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდა სარეგისტრაციო ორგანოსთან შეუთანხმებლად, თვითნებურად შემოიტანონ საზღვარგარეთიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნიმუშები, გადაადგილონ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე, ჩაატარონ სარეგისტრაციო გამოცდები. 3. ნიმუშების შემოსატანად ძირითად დოკუმენტს წარმოადგენს სარეგისტრაციო ორგანოს დამადასტურებელი წერილი. 4. კონტროლის გაძლიერების მიზნით საქართველოში შემოსატანი ნიმუშების ჩამონათვალი (პესტიციდების და აგროქიმიკატების რაოდენობის მითითებით) აისახება სარეგისტრაციო გამოცდების გეგმაში, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი. 5. სარეგისტრაციო გამოცდების ჩატარებისათვის რეგისტრანტი ვალდებულია წარმოადგინოს ნიმუშების (პარტიის) განსაზღვრული რაოდენობა, მოქმედ ნივთიერებათა ანალიტიკური სტანდარტები და ტექნიკური პროდუქტი. 6. ნიმუშების რაოდენობა განისაზღვრება სარეგისტრაციო ორგანოს მიერ, გამოცდების პროგრამის შესაბამისად. 7. გამოცდების ადგილებამდე ნიმუშების გადატანა ხორციელდება რეგისტრანტის ხარჯზე, დაწესებულ ვადებში. 8. სარეგისტრაციო ორგანოს ევალება კონტროლი განახორციელონ შემოსული ნიმუშების პარტიების გადაადგილება-მიღებაზე, დასაწყობებაზე შესაბამის სანიტარიულ და ეკოლოგიურ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მკაცრ აღრიცხვიანობაზე და ყოველწლიურ ინვენტარიზაციაზე. 9. ნიმუშების ტრანსპორტირება იწარმოებს ავტოტრანსპორტით, რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს დეზაქტივაციის (პესტიციდებისათვის) და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებით.