სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.05.2006
ძალის დაკარგვა 08.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №139/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.008640
გამოქვეყნების წყარო სსმ, 71, 29/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პროფესიული განვითარების საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 16.05.2008
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 09.11.2000
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.0pt 53.85pt 53.85pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.008.640
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №139/ნ
2006 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 9 ნოემბრის №193/ნ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს დებულება
თავი I
ზოგადი ნაწილი
მუხლი 1🔗
დებულება შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭოს (შემდგომში – საბჭო) საქმიანობას.
მუხლი 2🔗
საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.
თავი II
სახელმწიფო სერტიფიკატის მიმნიჭებელი საბჭო
მუხლი 3🔗
საქართველოში სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის სერტიფიკაციის (რესერტიფიკაციის) პროცესს ხელმძღვანელობს საბჭო, მინისტრის თავმჯდომარეობით, ხოლო ორგანიზაციულ და ფინანსურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
მუხლი 4🔗
საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს სააგენტო, რომელიც ორგანიზებას უწევს საბჭოს სხდომების მოწვევას, ჩატარებას, საბჭოზე განსახილველი დოკუმენტაციის მომზადებას, აფორმებს სხდომის ოქმებს, ახორციელებს მონიტორინგს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე.
მუხლი 5🔗
საბჭოს შემადგენლობას და წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6🔗
საბჭო ვალდებულია:
ა) განიხილოს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების ორგანიზების საკითხები და წარუდგინოს ისინი დასამტკიცებლად მინისტრს;
ბ) დაამტკიცოს დარგობრივი საგამოცდო კომისიების შემადგენლობა და გამოცდების ჩატარების გრაფიკი;
გ) განიხილოს გამოცდების შედეგები და მიიღოს გადაწყვეტილება სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალისათვის სერტიფიკატის მინიჭების და ასევე სერტიფიკატის ახალი ვადით გაგრძელების თაობაზე.
მუხლი 7🔗
საბჭო უფლებამოსილია:
ა) გაცემული სერტიფიკატის მოქმედების ვადის დამთავრების შემდეგ, სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის კვალიფიკაციის პერიოდული გადამოწმების მიზნით დადგენილ ვადებში ჩაატაროს სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის განმეორებითი სერტიფიცირება (რესერტიფიცირება) და მისი შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის მოქმედების შეწყვეტა ან გაგრძელება ახალი ვადით;
ბ) განიხილოს სამედიცინო და ფარმაცევტული პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადება-საჩივარი და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება მათი პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე;
გ) გადაამოწმოს მაძიებლის მიერ წარდგენილი ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია.
მუხლი 8🔗
1. საბჭოს სხდომები იმართება თავმჯდომარის მოწვევით ან საბჭოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით, მაგრამ არა უგვიანეს კვარტალში ერთხელ.
2. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა ორი მესამედი. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა უმრავლესობით (ღია ან ფარული კენჭისყრით). ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
3. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს თავმჯდომარე და მდივანი.
მუხლი 9🔗
საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 10🔗
საბჭოს თავმჯდომარე წარმოადგენს საბჭოს მესამე პირებთან ურთიერთობაში. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ამ მუხლში მითითებულ უფლებამოსილებას ახორციელებს თავმჯდომარის მოადგილე.
თავი III
მოთხოვნები სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლისადმი
მუხლი 11🔗
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელმა სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში უნდა წარადგინოს ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტები.
მუხლი 12🔗
მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და პროფესიული მომზადების დონე უნდა უზრუნველყოფდეს დამოუკიდებელი სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის წარმართვას პროფესიული სტანდარტების დონეზე.
მუხლი 13🔗
მაძიებელი პასუხიმგებელია მის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტის სისწორეზე.
თავი IV
სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი
მუხლი 14🔗
სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება სამინისტროს მიერ დამტკიცებულ უმაღლეს და საშუალო სამედიცინო და ფარმაცევტულ სპეციალობებში.
მუხლი 15🔗
სააგენტო:
ა) ამოწმებს განცხადებისა და თანმხლები საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას, შეიმუშავებს სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარების გრაფიკს, დარგობრივი კომისიების შემადგენლობას და დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს;
ბ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სასერტიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას.
მუხლი 16🔗
სერტიფიკატის მაძიებელზე სააგენტოს მიერ გაიცემა საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება მაძიებლის სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, გამოცდის თარიღი და დრო.
მუხლი 17🔗
სერტიფიკატის მაძიებელი გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს დადგენილ დროს და თან უნდა იქონიოს საგამოცდო ფურცელი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 18🔗
საგამოცდო ბილეთის მიღების შემდეგ მაძიებელი კარგავს გამოცდის გადავადების უფლებას.
მუხლი 19🔗
სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელი იღებს ტესტურ ბილეთს. ბილეთი შეიცავს 200 კითხვას. მასში აღინიშნება მაძიებლის ვინაობა, საძიებელი სპეციალობა, გამოცდის თარიღი. მაძიებელს ეძლევა დამატებითი ფურცელი შენიშვნებისათვის.
მუხლი 20🔗
სასერტიფიკაციო გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი. დროის აღრიცხვა იწყება ბილეთის მიღების მომენტიდან.
მუხლი 21🔗
შევსებული ბილეთის თითოეულ გვერდზე ხელს აწერს მაძიებელი და აბარებს გამოცდის კურატორს, რომელიც ბილეთის მიღებას ადასტურებს ხელმოწერით.
მუხლი 22🔗
ტესტური გამოცდების პასუხების შეფასებისას მოწმდება თავად ტესტში შემოხაზული პასუხები, სპეციალური ტრაფარეტის მეშვეობით, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე კომპიუტერი. გასწორებული ბილეთის დედანი და მაძიებლის საგამოცდო ფურცელი ინახება სააგენტოში სერტიფიკატის მაძიებლის სხვა საბუთებთან ერთად.
მუხლი 23🔗
გამოცდის შედეგი აღინიშნება ბილეთში. დადებითად ჩაითვლება ნაშრომი, რომელშიც ტესტების 75,5% და მეტი სწორი პასუხია გაცემული.
მუხლი 24🔗
გამოცდის მიმდინარეობის პროცესში დაუშვებელია მაძიებლებს შორის საუბარი, ადგილიდან ადგომა, კონსპექტების, სახელმძღვანელოების და სხვა ლიტერატურის გამოყენება, ფურცლების და ბილეთის გადაწოდება. აღნიშნული დარღვევებისათვის მაძიებელი იხსნება გამოცდიდან.
მუხლი 25🔗
გამოცდის დროს დარბაზში შეიძლება იმყოფებოდნენ საბჭოს წევრები, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, სააგენტოს წარმომადგენლები, საგამოცდო და დარგობრივი კომისიის წევრები. საჯაროობისა და გამჭირვალობის მიზნით დასაშვებია საბჭოს მიერ სპეციალურად მოწვეული საზოგადოებრიობისა და მასმედიის წარმომადგენელთა დასწრებაც.
მუხლი 26🔗
გამოცდის შედეგები ცხადდება გამოცდის ჩაბარებიდან არა უგვიანეს 24 საათის განმავლობაში. სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან ერთი საათის განმავლობაში მაძიებელს წერილობითი განცხადების საფუძველზე (საკუთარი ხარჯებით) შეუძლია მიიღოს უკვე შეფასებული ნაშრომის ქსეროასლი.
მუხლი 27🔗
გამოცდის შეფასების აპელაცია დასაშვებია გამოცდის პროცედურასთან დაკავშირებით, მხოლოდ გამოცდის შედეგების გამოცხადების მომდევნო დღის 12 საათამდე, რისთვისაც მაძიებელი სათანადო განცხადებით მიმართავს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარეს, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა.
მუხლი 28🔗
სააგენტო გამოცდების შედეგებს ოპერატიულად აწვდის სამინისტროს და წარუდგენს საბჭოს დასამტკიცებლად.
მუხლი 29🔗
საგამოცდო პროცედურის დარღვევის ან კომისიის მუშაობის დაბალი ხარისხის შემთხვევაში საბჭოს უფლება აქვს გააუქმოს გამოცდის შედეგები.