„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3393
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.05.001.001.461
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 5, 04/03/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

 „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე I, №48, 2000 წელი , მუხ.137) მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდება – III კლასის მრჩეველი, II კლასის მრჩეველი,         I კლასის მრჩეველი;

გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსების სახელმწიფო მრჩეველი, ფინანსების მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსურ პოლიციაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – ფინანსური პოლიციის გენერალ-მაიორი.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 თებერვალი.

№3393–რს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.02.2004.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.02.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3393. სარეგისტრაციო კოდი — 010.330.000.05.001.001.461.
სად არის „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3393, 24.02.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.05.001.001.461 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13468/