⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.06.2002)

საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.12.2000
ძალის დაკარგვა 19.06.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
ნომერი №2-274
სარეგისტრაციო კოდი 340010000.11.113.004530
გამოქვეყნების წყარო სსმ, 118, 19/12/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,883 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.12.2000 მიღება
19.06.2002 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:Grigolia; font-weight:normal;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 59.15pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.11.113.004.530 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება №2-274 2000 წლის 11 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონების “მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ” (1994 წ.) “სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ” (1997 წ.) ამოქმედებასთან დაკავშირებით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის დებულება (დანართი №1). 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს 1998 წლის 4 მარტის ბრძანება №2–118 “მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის დებულების შესახებ”. 3. მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის სამსახურმა (რ. გურჩიანი) უზრუნველყოს “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნული ბრძანების იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო რეგისტრაცია. 4. მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციამ უზრუნველყოს ბრძანებისა და დებულების პრესაში გამოქვეყნება. 5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნ. მამალაძემ. დ. კირვალიძე დანართი №1 საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექცია (შემდეგში – ინსპექცია) შექმნილია და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონების “მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ” და “სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ” საფუძველზე. ინსპექციის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, 380062, ჭავჭავაძის პროსპექტი №82. 2. ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექცია არის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის სტრუქტურული ერთეული, რომელიც საგარეო და საშინაო კარანტინის მეშვეობით ახორციელებს სახელმწიფო ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს საქართველოს ტერიტორიის დასაცავად საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საკარანტინო და სხვა საშიში მავნებლების, მცენარეთა დაავადებების და სარეველების შემოჭრისა და შესაძლო გავრცელების აღსაკვეთად. 3. ინსპექცია მასზე დაკისრებულ მოვალეობის შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მცენარეთა დაცვის სამსახურის და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წინაშე. 4. საქართველოს კანონების და საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული აქტების შესაბამისად ინსპექციის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებული ნორმატიული აქტები სავალდებულოა შესასრულებლად. 5. ინსპექციას აქვს დებულება, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში და სპეცსახსრების ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა და მრგვალი ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით. 6. ინსპექციის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე საკარანტინო მომსახურებიდან შემოსული სახსრების ხარჯზე. ინსპექციის მიერ კანონმდებლობით ან სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული და მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავალი შეიტანება საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში. – ინსპექციის საშტატო განრიგს და ხარჯთაღრიცხვას, მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსის წარდგინებით, ამტკიცებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 7. ინსპექციის ქონებას შეადგენს მის მფლობელობაში გადაცემული, აგრეთვე შეძენილი ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები, რომელიც აისახება ინსპექციის დამოუკიდებელ ბალანსში და წარედგინება მცენარეთა დაცვის სამსახურს. II. ინსპექციის საქმიანობის მიზანი, სფერო და ამოცანები 8. საკარანტინო ღონისძიებების ორგანიზება, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საკარანტინო და სხვა საშიში მავნებლების, მცენარეთა დაავადებებისა და სარეველების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა-გავრცელება. 9. საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა შეზღუდულად გავრცელებული საკარანტინო მავნე ორგანიზმების ახალი კერების დროულად გამოვლენა და გავრცელების კერების ლოკალიზება-ლიკვიდირების ღონისძიებების ორგანიზება და მის შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება. 10. სახელმწიფო კონტროლის დაწესება საკარანტინო წესების შესრულებაზე სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაციების, დაწესებულებების, საწარმოების, ფირმების, ბაზრების და ბაზრობების, სხვა კომერციული სტრუქტურების, ფერმერული, გლეხური მეურნეობების და სხვა იურიდიული და კერძო პირების მიერ, რომლებიც ეწევიან სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, გამოყენებასა და რეალიზაციას. 11. მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, ყვალა სახის ტარის, სატრანსპორტო საშუალებებისა და საქავეკარანტინო პროდუქციის გაუსენიანების ორგანიზება, საექსპორტო მცენარეული წარმოშობისა და სხვა პროდუქციის ფიტოსანიტარიული კონტროლის უზრუნველყოფა; 12. მცენარეთა საკარანტინო ობიექტების გამოვლენის მიზნით სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და სხვა სავარგულების, აგრეთვე საქვეკარანტინო პროდუქციის შენახვისა და გამოყენების ადგილებზე საკონტროლო გამოკვლევების ჩატარება. III. ინსპექციის საკარანტინო კონტროლი და უფლებამოსილებანი 13. ფიტოსანიტარიული კარანტინის კონტროლი ვრცელდება: – სასოფლო-სამეურნეო, ტყისა და დეკორატიული კულტურების თესლებსა და სარგავ მასალაზე, მცენარეებსა და მათ ნაწილებზე (კალმები, ტუბერები, ფესურები, ბოლქვები და ა. შ.); – ახალ ხილზე, ბოსტნეულზე და ბაღჩეულზე; – სასურსათო, საფურაჟე და ტექნიკურ მარცვალზე, ალაოზე და ბამბის ბოჭკოზე, სელსა და საქსოვ ბოჭკოიან კულტურებზე, სამკურნალო ნედლეულზე და მცენარეული წარმოშობის სხვა პროდუქციაზე, რომელიც შეიძლება იყოს მავნებელბის, მცენარეთა დაავადებების და სარეველების გადამტანები; – ტყავნედლეულსა და მატყლზე; – ბრინჯზე, თხილსა და არაქისზე, ყველა სახის კაკალზე, ფქვილზე, ბურღულზე, ყავასა და კაკაოზე, შაქარზე, ხილისა და ბოსტნეულის ჩირზე, თამბაქოს ნედლეულსა და ნაწარმზე, ჩაიზე, დაფნის ფოთოლზე, სანელებლებზე, საკვებ კონცენტრატებზე; – მცენარეთა დაავადებების გამომწვევ და გადამტან სოკოების, ბაქტერიების ვირუსების, ნემატოდების, ცოცხალi მცენარეების და მცენარეული პროდუქციის მავნე მწერებისა და ტკიპების ცოცხალ კულტურებზე; – აბრეშუმის ჭიის პარკზე და მის ნედლეულზე; – მწერების, მცენარეთა დაავადებების გამომწვევების კოლექციებზე, ჰერბარიუმებისა და თესლების კოლექციებზე; – მცენარეულ მასალაზე საფოსტო გზავნილებში, მგზავრთა ხელბარგსა და ბარგში; – ტარაზე, გაუქერქავ, დახერხილ ხე-ტყეზე, მერქნის ნაკეთობებზე; – ცალკეულ სამრეწველო საქონელზე (მათ შორის, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე), შესაფუთ მასალასა და მცენარეთა მასალის ნაკეთობებზე, რომლებიც შეიძლება იყვნენ მცენარეთა მავნებლების დაავადებებისა და სარეველების გადამტანები, ნიადაგისა და ქანების მონოლითებსა და ნიმუშებზე, ტორფზე; – სატრანსპორტო საშუალებებზე (საზღვარგარეთულსა და სამამულოზე), რომლებიც საქართველოში შემოდიან საზღვარგარეთის ქვეყნებიდან; – ნაგებობებზე, სადაც ინახება მცენარეული წარმოშობის იმპორტული პროდუქცია; – სასოფლო-სამეურნეო და სატყეო სავარგულებზე, რომლებიც ეკვრიან საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვარს და შემოზიდვის სასაზღვრო პუნქტებს, არანაკლებ 3 კილომეტრის ზონაში. 14. ფიტოსანიტარიული კონტროლის განსახორციელებლად მცენარეთა კარანტინის სახელმწიფო ინსპექტორებს უფლება ეძლევათ: – დადგენილი წესით, შევიდნენ საზღვაო პორტების, რკინიგზის სადგურების, აეროპორტების, ავტოსადგურების, ფოსტამტების (განყოფილებების, უბნების), საწყობების, ელევატორების, ბაზრების, ბაზრობების ტერიტორიებზე, საზღვაო ფლოტის გემებზე, სატვირთო და სამგზავრო რონოდებში, სამოქალაქო თვითმფრინავებში, ავტოტრანსპორტში, გამოფენების, ბოტანიკური ბაღების, სატყეო მერნეობისა და ნაკრძალების, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, საცდელი ნაკვეთების, კომერციული სტრუქტურების ტერიტორიებზე, საკარმიდამო ნაკვეთების, ფერმერულ, გლეხურ მეურნეობებსა და კერძო მიწათმფლობელების ტერიტორიაზე, აგრეთვე იმ დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული, ფიზიკური პირების კუთვნილ ტერიტორიაზე, რომლებიც ეწევიან საქვეკარანტინო პროდუქციის მოყვანას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, რეალიზაციას და გამოყენებას, ასევე საქვეკარანტინო მასალების გასაშვებ სარეჟიმო ტერიტორიაზე, საზღვრის დაცვის საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან შეთანხმებით; – სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად საქვეკარანტინო პროდუქციიდან აიღონ ნიმუშები ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩასატარებლად; – მოსთხოვონ საბაჟოების, საზღვაო პორტების, რკინიგზის სადგურების, აერპორტების, ფოსტამტების, ავტოსადგურების, ბაზრების და ბაზრობების და სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებების ადმინისტრაციებს საბუთები და ცნობები შემოსული, გასაგზავნი ან შემოსაზიდი საქვეკარანტინო ტვირთების შესახებ; – მოსთხოვონ აღნიშნულ ორგანიზაცია-დაწესებულებების ხელმძღვანელებს ფიტოსანიტარიული კონტროლისა და ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩასატარებელი პირობების შექმნა, ასევე საქვეკარანტინო პროდუქციის შემოწმების და გაუსენიანებისათვის საჭირო ტრანსპორტით, სასაწყობო სათავსოებით, სამუშაო სათავსოებით და დამხმარე მასალებით უზრუნველყოფა; – დააკავონ ფიტოსანიტარიული კარანტინის წესების დარღვევით შემოსული და საკარანტინო ობიექტებით დასენიანებული საქვეკარანტინო ტვირთები; – სახელმწიფო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების ინსპექციის კომპეტენციის საკითხებში ჩარევის შემთხვევაში მოითხოვონ მისი შეწყვეტა და შესაბამისი წინადადებებით შევიდნენ ზემდგომ ორგანოებში. IV. ინსპექციის ფუნქციები 15. საქართველოს ტერიტორიაზე საგარეო და საშინაო კარანტინის სფეროში საქმიანობის მარეგლამენტირებელი დებულებების, წესების და ინსტრუქციების შემუშავება. საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულად გავრცელებული და არარეგისტრირებული საკარანტინო და სხვა საშიში მავნებლების, მცენარეთა დაავდებებისა და სარეველების გავრცელების ნუსხის შედგენა. 16. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, საექსპორტო, ტრანზიტული, საქვეკარანტინო ტვირთის, მათ შორის, მგზავრთა ბარგის და ხელბარგის, საფოსტო გზავნილების, სატრანსპორტო საშუალებების, შესაფუთი მასალის, ტარის საკარანტინო დახედვა და ექსპერტიზა. 17. საკარანტინო ობიექტებით დასენიანებული საქვეკარანტინო პროდუქციის, ყველა სახის ტარის, სატრანსპორტო საშუალებებისა და მცენარეული წარმოშობის სხვა მასალების გაუსენიანების ორგანიზება. 18. კონტროლის განხორციელება სანერგეებზე, ჯიშთა გამოცდის ნაკვეთებზე, საცდელ და სასელექციო სადგურებზე და ორანჟერეებზე, სადაც წარმოებს თესლების, ჩითილების და ნერგების გამოყვანა და რეალიზაცია, ღებულობენ თესლებსა და სარგავ მასალას სხვა ქვეყნებიდან. 19. სასოფლო-სამეურნეო, სატყეო და სხვა სავარგულების, მცენარეული წარმოშობის პროდუქციის შენახვისა და გადუმუშავების ადგილების საკონტროლო გამოკვლევების ჩატარება, საქართველოს ტერიტორიის საკარანტინო დარაონება და მიკროდარაიონება. 20. კონტროლის განხორციელება სამინისტროების, უწყებების, ორგანიზაცია-დაწესებულებების, კომერციული სტრუქტურების, ბაზრების, ბაზრობების, კერძო მიწათმფლობელების, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ საკარანტინო წესების დაცვაზე, რომლებიც ეწევიან საქვეკარანტინო პროდუქციის მოყვანას, დამზადებას, გადამუშავებას, შენახვას, ტრანსპორტირებას, გამოყენებას. 21. ფიტოსანიტარიული კარანტინის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წარდგენა. 22. თესლების, სარგავი მასალის, სხვა საქვეკარანტინო პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტის დროს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის, ხოლო იმპორტისა და ტრანზიტისას – იმპორტული საკარანტინო ნებართვის გაცემა. 23. მცენარეული წარმოშობის იმპორტირებული პროდუქციის დიდი პარტიების შესყიდვისას, ფიტოსანიტარიული კარანტინის ინსპექციის სპეციალისტების მივლინება, პროდუქციის შემომტანის ხარჯზე, ექსპორტიორ ქვეყნებში შერჩევითი ფიტოსანიტარიული კონტროლის ჩატარების მიზნით. 24. მოქმედი კანონმდებლობის და საკარანტინო წესების შესაბამისად, ორგანიზაცია-დაწესებულებებზე, რაიონებსა და ქალაქებზე, დასახელებულ პუნქტებზე კარანტინის დაწესების ან მოხსნის წინადადებების წარდგენა. 25. საკარანტინო წესების დამრღვევ პირთა დაჯარიმება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 26. ფიტოსანიტარიული კარანტინის სფეროში ოპერატიული და სხვა სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება, მათ შესრულებაზე ხელმძღვანელობა და კონტროლი. საკარანტინო ღონისძიებების ჩატარებაზე საბიუჯეტო ასიგნებათა განაწილება ზემდგომი ორგანოების მიერ დამტკიცებული გეგემებისა და ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად. V. სტრუქტურა და ორგანიზაცია 27. ფიტოსანიტარიული კარანტინის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო არის მცენარეთა დაცვის სამსახურის ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექცია, იგი ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს და შედგება შემდეგი ორგანოებისაგან: – ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექცია, ლაბორატორიითა და საფუმიგაციო რაზმით; ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციები აფხაზეთსა და აჭარაში ლაბორატორიებით; სასაზღვრო, რაიონული, სარაიონთაშორისო, საბაჟო ტერმინალებში არსებული ფიტოსანიტარიული კარანტინის სახლმწიფო პუნქტები და დროებით გადამღობი საკარანტინო საგუშაგოები. აფხაზეთსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე მოქმედი ფიტოსანიტარიული კარანტინის სასაზღვრო პუნქტები უშუალოდ ექვემდებარება ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციას. 28. ინსპექცია შედგება თანამდებობის პირების, ზემოაღნიშნული დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. 29. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც ამავე დროს არის საქართველოს ფიტოსანიტარიული კარანტინის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს ინსპექციის კომპეტენციის ფარგლებში. 30. ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. 31. ინსპექციის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის, ერთი პირველი, რომლებიც ამავე დროს არიან ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის სახელმწიფო ინსპექტორები, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან შეთანხმებით ინსპექციის უფროსი. 32. ინსპექციის საგარეო და საშინაო კარანტინის დარგებში მომუშავე ყველა სახელმწიფო მოხელე ამავე დროს არის ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექტორი. 33. ინსპექციის სასაზღვრო პუნქტებში მომუშავე ფიტოსანიტარიული კარანტინის ინსპექტორები მოვალენი არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ატარონ დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელი. 34. ინსპექციის უფროსი წარმართავს ინსპექციისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონალური რგოლების საქმიანობას. საჭიროების შემთხვევაში შეაქვს ცვლილებები ინსპექციის სტრუქტურასა და საშტატო განრიგში. განსაზღვრავს მოადგილეების და სხვა თანამდებობების პირების ფუნქციებსა და მათ პასუხისმგებლობას. ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სამინისტროსთან შეთანხმებით. 35. უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს და სხვა ორგანოების ბრძანებების, დადგენილებების, განკარგულებებისა და მითითებების შესრულებას დადგენილ ვადაში. 36. ხელშეკრულებების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამუშაოდან ინსპექციის თანამშრომლებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 37. თავის კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს, განკარგულებებს და მითითებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად, განსაზღვრავს ინსპექციის შემოსავლების ხარჯვის წესს. 38. ინსპექციის უფროსის არყოფნის შემთხვევაში უფროსის ფუნქციებს ასრულებს პირველი მოადგილე. 39. სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონალური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები წარმართავენ თავიანთ საქმიანობას ინსპექციის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებებით განსაზღვრული უფლებამოსილების და მათზე დაკისრებული უფლებების ფარგლებში. 40. ფიტოსანიტარიული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციასთან ფუნქციონირებს საკონსულტაციო საბჭო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება ხდება ინსპექციის უფროსის ბრძანებით. VI. ინსპექციის კონტროლი 41. ინსპექციის საქმიანობის შემოწმება ხდება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. VII. დასკვნითი დებულებები 42 ინსპექციის დებულებას ამტკიცებს და აუქმებს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო. 43. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით, კანონის საფუძველზე. 44. ინსპექციის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანებით.