წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების” დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 02.04.1999
ძალის დაკარგვა 15.05.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 000000300.01(2).003.000520
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 07/04/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების” დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:46.25pt .75in 44.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.012.003.520
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრის ბრძანება №30
1999 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
“წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულების” დამტკიცების თაობაზე
„წიაღის შესახებ” საქართველოს 1996 წლის 17 მაისის კანონის (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №16) 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით
ვბრძანებ :
I. დამტკიცდეს თანდართული დებულება „წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შესახებ”.
II. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან მე-20 დღეს.
III. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღეში.
ნ. ჩხობაძე
წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. ნორმატიული აქტი, რომელის საფუძველზეც და რომელის შესასრულებლადაც გამოიცა წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს დებულება
წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს (შემდგომში – „საბჭო”) დებულება გამოიცა „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძვეელზე.
მუხლი 2🔗. საბჭოს დებულების რეგულირების საგანი
ეს დებულება არეგულირებს საბჭოს მუშაობის წესს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის, გაუქმების ან შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 3🔗. საბჭოს დებულების მიზნები და ამოცანები
საბჭოს დებულების მიზანია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სწორად და ობიექტურად წარმართოს საბჭოს მუშაობა. ხელი შეუწყოს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში.
თავი II
უფლებები და ვალდებულებები წიაღით სარგებლობის ლიცენზირების სფეროში
მუხლი 4🔗. უფლებები
1. საბჭოს უფლება აქვს:
ა) სხდომა დაიწყოს, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სამი მეოთხედი;
ბ) მიიღოს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება;
გ) ლიცენზიის პირობების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზიის გაუქმების, შეზღუდვის ან შეჩერების თაობაზე.
2. საბჭოს წევრს უფლება აქვს:
ა) წინასწარ გაეცნოს მასალებს განსახილველი საკითხების ირგვლივ;
ბ) განსახილველ საკითხებზე როგორც სპეციალისტმა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, გამოთქვას აზრი და მიაწოდოს საბჭოს წინადადებები;
გ) აზრის გამოსათქმელად და წინადადებების წამოსაყენებლად თითოეულ საკითხზე ისარგებლოს არა უმეტეს ათწუთიანი რეგლამენტით.
3. საბჭოს თავმჯდომარეს უფლება აქვს:
ა) ისარგებლოს ყველა იმ უფლებით, რომლებიც გააჩნია საბჭოს წევრს;
ბ) თავისი უფლებების განხორციელება დაავალოს თავის მოადგილეს.
მუხლი 5🔗. ვალდებულებები
1. საბჭო ვალდებულია:
დღის წესრიგი გამოაცხადოს სხდომის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე და მასში შეტანილი საკითხების შესახებ უნდა ეცნობოს ყველა წევრს, მოწვეულ სპეციალისტებს.
2. საბჭოს წევრი ვალდებულია:
ა) რეგულაურად დაესწროს საბჭოს სხდომას;
ბ) განსახილველ საკითხებზე გამოთქვას თავისი, როგორც სპეციალისტის, აზრი.
თავი III
ლიცენზირების სისტემა წიაღით სარგებლობის სფეროში
მუხლი 6🔗.
წიაღით სარგებლობის ლიცენზია გაიცემა კონკურსით ან აუქციონით, კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესს განსაზღვრავს დებულება “კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ”.
მუხლი 7🔗.
წიაღით სარგებლობის ლიცენზირებას ექვემდებარება ყველა ის საქმიანობა, რომელიც მოცემულია „წიაღის შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში.
თავი IV
ლიცენზიის გაცემის პროცედურა
მუხლი 8🔗. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილი ორგანო
საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე ლიცენზიას აფორმებს, სახელმწიფო რეგისტრაციაში ატარებს, ჩამოართმევს, სახელმწიფო რეგისტრაციიდან ხსნის და გასცემს სამინისტრო.
მუხლი 9🔗.
წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღების მსურველმა სამინისტროს უნდა მიმართოს განაცხადით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მოცემულია „წიაღის შესახებ” კანონის მე-17 მუხლში.
მუხლი 10🔗.
1. საბჭოს სხდომაზე საკითხის განხილვისათვის საკითხის მომამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა უნდა წარადგინოს საკითხის ირგვლივ დეტალური მოხსენებითი ბარათი და საბჭოს გადაწყვეტილების პროექტი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს წიაღით სარგებლობის ლიცენზიის მიღების პრეტენდენტის განცხადება ლიცენზიის მიღების თაობაზე.
2. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა ორმა მესამედმა. თანადროულად ოქმში უნდა დაფიქსირდეს ნებისმიერი წევრის გადაწყვეტილებაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან განსხვავებული აზრი.
თავი V
კონტროლი ლიცენზიის პირობების შესრულებაზე
მუხლი 11🔗.
ლიცენზიის გაცემის შემდეგ ლიცენზიის პირობების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა ხორციელდება „წიაღის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 12🔗.
საბჭო საკონტროლო და საზედამხედველო უწყებების მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაუქმების, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე.
თავი VI
პასუხისმგებლობა საბჭოს დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
მუხლი 13🔗.
საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც აშკარად თუ ფარულად არღვევს ამ დებულებას, ბათილია.
თავი VII
დასკვნითი დებულებები
მუხლი 14🔗.
ამ დებულების ძალაში შესვლის მომენტიდან ძალას კარგავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული წიაღით სარგებლობის ლიცენზირების უწყებათაშორისი ექსპერტთა საბჭოს დებულება, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის 1996 წლის 29 ოქტომბრის №164 ბრძანებით
თავი VIII
ცვლილებები და დამატებები
მუხლი 15🔗.
საბჭოს დებულებაში ცვლილების ან დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მინისტრის ბრძანებით.