„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.01.2005
ძალის დაკარგვა 11.10.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №12/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.007020
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5, 17/01/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 79.05pt 56.7pt 74.8pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.035.007.020
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №12/ნ
2005 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს” დებულების დამტკიცების შესახებ
„დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლისა და “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – “სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს” თანდართული დებულება.
2. სსიპ “სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო” წარმოადგენს სსიპ “დასაქმების სახელმწიფო სამსახურის” უფლებამონაცვლეს.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია “დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.
2. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „დასაქმების შესახებ” საქართველოს კანონით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
3. სააგენტო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში და წესით.
4. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.
5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და ბანკში, ემბლემა და ბეჭედი, იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0119, წერეთლის გამზ. №144.
მუხლი 2🔗. სააგენტოს მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის პრინციპები
1. სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია, მისი ხელშეწყობა, სოციალური დახმარებისა და დასაქმების ღონისძიებათა განხორციელება.
2. სააგენტოს ფუნქციებია:
ა) შრომის ბაზრის მდგომარეობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება;
ბ) თავისუფალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მიღება;
გ) სამუშაოს მაძიებლად რეგისტრაცია, აღრიცხვა და მონიტორინგი;
დ) სამუშაოს მაძიებელთა შრომითი მოწყობის მიზნით საშუამავლო საქმიანობის ორგანიზება;
ე) პროფორიენტაციული მომსახურების ორგანიზება;
ვ) დასაქმების ეროვნული, ადგილობრივი და სპეციალური პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;
ზ) სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
თ) უმუშევრობის შემწეობის მიმღებ პირთა დადგენა, უმუშევრის შემწეობის დანიშვნა, შეჩერება და შეწყვეტა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ი) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში და განხილვაში მონაწილეობა და მისი განხორციელება;
კ) მოსახლეობის ცხოვრების დონის შეფასებისა და მისი ამაღლების ღონისძიებათა შემუშავებაში მონაწილეობა;
ლ) სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა;
მ) სოციალური დახმარების მიმღებ პირთა გამოვლენა, დადგენა, აღრიცხვა, დახმარების დანიშვნა და გაცემის ორგანიზება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) ქვეყანაში სიღატაკის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სოციალური დაცვის ღონისძიებების შესახებ წინადადებების მომზადება, დამტკიცებული პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო) დასაქმებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, ადმინისტრირების კორპორაციული ქსელის მოწყობა და სისტემატიზაცია;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასაქმების სფეროსა და მოსახლეობის სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტებისა და პროგრამების მომზადებაში მონაწილეობა;
ჟ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
რ) საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის დამყარება, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება; საინფორმაციო საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა;
ს) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სააგენტომ სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. სააგენტო დაკისრებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
ა) დისკრიმინაციის გამორიცხვა პირის სოციალური და ქონებრივი მდგომარეობის, რასის, კანის ფერის, რელიგიის, სქესის, ასაკისა და პოლიტიკური შეხედულების მიხედვით (ამასთან, დისკრიმინაციად არ ჩაითვლება ნებისმიერი ღონისძიებები, რომლებიც გამიზნულია იმ პირთა განსაკუთრებულ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად, რომლებსაც სქესის, ასაკის, ფიზიკური არასრულფასოვნების, ოჯახური ანდა სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობენ განსაკუთრებული დაცვისა და დახმარების გასაწევ პირებად);
ბ) სოციალური დახმარებისა და დასაქმების სფეროში ადამიანის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვის უზრუნველყოფა;
გ) დამოუკიდებლობა კანონით განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას;
დ) სამართლიანობა და მიუკერძოებლობა;
ე) კანონმდებლობის დაცვა და საქმიანობის საჯაროობა.
მუხლი 3🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. სააგენტოს დირექტორი მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში მოქმედებს დამოუკიდებლად და პერსონალურად აგებს პასუხს სააგენტოს საქმიანობის სწორად წარმართვაზე, სააგენტოს მფლობელობაში არსებული ქონების დაცვაზე, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვაზე.
3. დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი მინისტრთან შეთანხმებით.
4. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე (ხოლო პირველი მოადგილის არსებობისას – პირველი მოადგილე).
5. დირექტორის მოადგილის რაოდენობა განისაზღვრება სააგენტოს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით.
მუხლი 4🔗. სააგენტოს დირექტორი
სააგენტოს დირექტორი:
ა) წარმოადგენს სააგენტოს და ანიჭებს წარმომადგენლობას;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, მინისტრის ბრძანებებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულებაზე;
გ) ახორციელებს სააგენტოს საერთო ხელმძღვანელობას, სამართლებრივ, მეთოდურ-საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
დ) ახორციელებს სააგენტოში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ერთეულების საფინანსო-სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
ე) განიხილავს სააგენტოს ტერიტორიული ერთეულების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) უფლებამოსილია სხვადასხვა უწყებებიდან მოიწვიოს სპეციალისტები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები;
ზ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს დირექტორის მოადგილის (მოადგილეების) კანდიდატურას, განსაზღვრავს მის უფლებამოსილებებს;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ი) ახორციელებს სააგენტოში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატების შერჩევას;
კ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
მ) ატარებს სააგენტოს თანამშრომელთა თათბირებს და ისმენს გაწეული მუშაობის შედეგებს;
ნ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე დასაქმებისა და სოციალური ხელშეწყობის სისტემის რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;
ო) ზრუნავს სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
პ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს სახელფასო ფონდსა და საშტატო ნუსხას;
ჟ) სამინისტროში წარადგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს;
რ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ ხარჯებს;
ს) სააგენტოს ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სათათბირო ორგანოებს (კომისიებსა და საბჭოებს) და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს;
ტ) ახორციელებს კანონმდელობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურას და თანამშრომელთა რაოდენობას განსაზღვრავს დირექტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობას, ეფექტიანობასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.
2. სამინისტრო აჩერებს ან აუქმებს სააგენტოს არამართლზომიერ გადაწყვეტილებას, უკანონო აქტის ან მოქმედების შესრულებას.
3. სამინისტრო უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.
მუხლი 7🔗. სააგენტოს ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
3. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
5. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
მუხლი 8🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთებაში.
მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მინისტრის ბრძანებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.