საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 15.04.1999
ძალის დაკარგვა 04.01.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №83
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000527
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 15/04/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .75in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.527
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №83
1999 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების შესახებ
მოქმედი კანონმდებლობის და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 დეკემბრის №732 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულება.
2. დაევალოს სახაზინო სამსახურს უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია დადგენილი წესის შესაბამისად და მისი გამოქვეყნება.
3. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ნ. ულუმბერაშვილს.
დ. ონოფრიშვილი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (შემდგომში – "ხაზინა") წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას.
2. ხაზინა არის ერთიანი ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, მისი შემოსავლებისა და გასავლების, სხვა სახელმწიფო ფინანსური რესურსების აღრიცხვას.
3. ხაზინა თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით და წინამდებარე დებულებით.
4. ხაზინა მასზე დაკისრებულ ფუნქციებს ასრულებს ხაზინის ცენტრალური აპარატისა და მისდამი დაქვემდებარებული სახაზინო სამსახურების (რეგიონალური და დარგობრივი) მეშვეობით.
5. ხაზინას და მის დაქვემდებარებაში მყოფ სახაზინო სამსახურებს გააჩნიათ ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავიანთი დასახელებით, დამოუკიდებელი ბალანსი და შესაბამისი ანგარიშები.
6. ხაზინის და სახაზინო სამსახურების სტრუქტურას ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი, ხოლო საშტატო განრიგს ამტკიცებს ხაზინის ხელმძღვანელი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთო ხელფასის ფონდისა და საშტატო რიცხოვნების ფარგლებში.
თავი II
ხაზინის უფლება-მოვალეობანი
1. ხაზინა შეიმუშავებს სახაზინო სისტემის ფუნქციონირების სრულყოფის, ფინანსური მეთოდოლოგიისა და სახაზინო სისტემის სხვა პროცედურულ საკითხთა პროექტებს და წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს დასამტკიცებლად.
2. ხაზინის კანონიერი მოთხოვნების უგულებელყოფის შემთხვევაში უფლება აქვს დროებით შეუჩეროს საბიუჯეტო დაწესებულებებს ყველა სახის დაფინანსება და ამის შესახებ მოახსენოს საქართველოს ფინანსთა მინისტრს.
თავი III
ხაზინის ფუნქციები
1. ხაზინისა და მისდამი დაქვემდებარებული სახაზინო სამსახურების ფუნქციები განისაზღვრება მოქმედი საკანონმდებლო აქტებით.
2. ხაზინის ძირითადი ფუნქციაა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, მისი ანგარიშგების შედგენა და ზემდგომ ორგანოებში წარდგენა.
3. ხაზინა პასუხისმგებელია სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შემოსავლების და ხარჯების ერთიანი კლასიფიკაციის საფუძველზე აღრიცხვის უნიფიცირებული კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფაზე, ერთიანი კომპიუტერული ქსელის შექმნასა და მის სისტემურ მომსახურებაზე.
4. ხაზინა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ატარებს საკადრო პოლიტიკას, უზრუნველყოფს კადრების შერჩევას და ხელს უწყობს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას.
თავი IV
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების განაწილება და შესრულება
1. ხაზინა ადგენს ბიუჯეტის ხარჯების ყოველთვიურ ლიმიტებს კლასიფიკაციის ფუნქციონალური და ეკონომიკური კოდების მიხედვით დამტკიცებული წლიური ბიუჯეტის, ბიუჯეტის კვარტალური განწერისა და ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მონაცემების საფუძველზე.
2. სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველთვიურ ლიმიტებს შეთანხმების შემდეგ ამტკიცებს ფინანსთა მინისტრი.
3. დამტკიცებული ლიმიტები შესასრულებლად და სახელმძღვანელოდ გადაეცემა სახაზინო სამსახურებს.
4. ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან მიღებული სათანადო ინფორმაციის საფუძველზე ხაზინა ახდენს კვარტალური ლიმიტების დაზუსტებას.
5. ხაზინა და მისდამი დაქვემდებარებული სახაზინო სამსახურები არსებული ფინანსური წყაროების საფუძველზე ახდენენ თანხების განაწილებას დამტკიცებული ლიმიტების მიხედვით.
თავი V
ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება
1. ხაზინა აღრიცხავს სახელმწიფო, საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებსა (მათ შორის სპეციალურ სახელმწიფო ფონდებს) და ხარჯებს, ერთიანი ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის გამოყენებით.
2. ხაზინა ყოველთვიურად ადგენს ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესრულებას სახაზინო სამსახურების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე და წარუდგენს მას ფინანსთა სამინისტროს.
3. ხაზინას ეროვნულ ბანკში გააჩნია ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ანგარიშები, მათ შორის სავალუტო ანგარიშები. ხარჯების ანგარიშები შეიძლება იყოს როგორც ეროვნულ ბანკსა და მის ფილიალებში, ისე კომერციულ აგენტ-ბანკებში. აგენტი კომერციული ბანკების შერჩევასა და მათთან მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმებას ახდენს ხაზინა, ჩატარებული ტენდერის შედეგების ფინანსთა მინისტრთან შეთანხმების შემდეგ. ხაზინის ანგარიშების მართვას აწარმოებს ხაზინა, თავის დაქვემდებარებულ სამსახურებთან ერთად.
4. ხაზინის ცენტრალური ბუღალტერია (აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო), შესაბამისი სამსახურების მეშვეობით, აღრიცხავს სახელმწიფოს ყველა აქტივებსა და პასივებს.
5. ხაზინის ცენტრალური ბუღალტერია აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
თავი VI
აუდიტი
1. ხაზინა შიდა აუდიტის მეშვეობით აკონტროლებს დაქვემდებარებულ სახაზინო სამსახურებში სახელმწიფო სახსრების მიზნობრივ და რაციონალურ ხარჯვას, მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. ატარებს სახაზინო სამსახურების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის აუდიტს.
თავი VII
სახაზინო სისტემის ორგანოები
1. ხაზინას ხელმძღვანელობს ხაზინის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი ფინანსთა მინისტრის წარდგენით.
2. ხაზინის უფროსს ჰყავს მოადგილეები, მ.შ. ერთი პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფინანსთა მინისტრი.
3. სახაზინო სამსახურების უფროსებს, მათ მოადგილეებს, მთავარ ბუღალტერს და ხაზინის სამმართველოების უფროსებს ნიშნავს და ათავისუფლებს ხაზინის უფროსი ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
4. ცენტრალური აპარატის და სახაზინო სისტემის ორგანოების დანარჩენ მუშაკებს ნიშნავს ხაზინის უფროსი.
თავი VIII
ხაზინის უფროსი:
- ორგანიზაციას უწევს ხაზინის მუშაობას და პერსონალურად აგებს პასუხს ხაზინაზე დაკისრებული ამოცანების გადაუჭრელობისათვის და ფუნქციების შეუსრულებლობაზე;
- ანაწილებს მოვალეობებს ხაზინის მოადგილეებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;
- წარმოადგენს ხაზინის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებსა და სასამართლოში;
- განაგებს ხაზინის შესანახად გამოყოფილ სახსრებს, ახორციელებს ფინანსურ ოპერაციებს, ხელს აწერს ბრძანებებს, საბანკო ჩეკებს, მინდობილობებსა და სხვა დოკუმენტებს;
- საჭიროების შემთხვევაში თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს მეთოდურ მითითებებს და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ დაიყვანს შემსრულებლებამდე;
- მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სახაზინო სამსახურების სტრუქტურის მიხედვით, საშტატო განრიგებსა და ხარჯთაღრიცხვებს;
- პასუხისმგებელია ხაზინის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე;
- ხაზინის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხაზინის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.
ხაზინის სათათბირო საბჭო:
1. ფინანსთა მინისტრი ხაზინაში ქმნის სათათბირო საბჭოს, რომელსაც ხელმძღვანელობს ხაზინის უფროსი – სათათბირო საბჭოს უფროსი, სათათბირო საბჭოს შემადგენლობაში შედიან უფროსის მოადგილეები და ძირითადი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
2. სათათბირო საბჭოს წევრთა რაოდენობას და პერსონალურ შემადგენლობას ხაზინის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
3. საბჭო განიხილავს ხაზინის სტრუქტურას, მუშაკთა რიცხოვნებას, ხარჯთაღრიცხვას, სამუშაო გეგმებსა და ანგარიშებს.
4. სრულყოფს, აუქმებს ან გარდაქმნის ხაზინის სტრუქტურას. შეიმუშავებს და სრულყოფს ხაზინის ქვედანაყოფების დებულებებს.
5. განიხილავს ხაზინის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
6. ხაზინის სათათბირო საბჭოს სხდომები ტარდება პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ.
7. სათათბირო საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სათათბირო საბჭოს უფროსი და სათათბირო საბჭოს მდივანი.
8. ხაზინის სათათბირო საბჭოს მიერ დასახული ღონისძიებების რეალიზება ხდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.
თავი IX
სტიმულირების ფონდი
1. ხაზინა არასაბიუჯეტო სახსრებიდან ქმნის სისტემის მატერიალური სტიმულირების ერთიან ფონდს და შესაბამისად ადგენს ამ ფონდის განაწილებისა და გამოყენების წესს.
თავი X
ხაზინის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1. ხაზინის რეორგანიზაცია და საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.