საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.12.2000
ძალის დაკარგვა 28.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №275/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470010000.11.119.004560
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2, 05/01/2001
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 26.12.1999
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPKolhetiMT;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 49.6pt 42.55pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.004.560
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №275/ნ
2000 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის №687 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის თანდართული დებულება”.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 4 აპრილის №60/ო ბრძანებით დამტკიცებული „სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დებულება”.
3. დაევალოს სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ვ. იაშვილი) თავისი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აღნიშნული დებულების შესაბამისად.
4. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად.
ა. ჯორბენაძე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს გამგებლობაში მყოფ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის, პრეზიდენტის ბრძანებულებების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებების, სხვა ნორმატიული აქტების და ამ დებულების შესაბამისად.
3. დეპარტამენტის მიზანია სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის სფეროში პოლიტიკის, სტრატეგიისა და მისი განხორციელების ეტაპების განსაზღვრა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ექსპერტული ინფრასტრუქტურის რეფორმირება-სრულყოფა, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის განვითარების ხელშეწყობა, სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემების შექმნა-გაუმჯობესება და მათი პრაქტიკული გამოყენების უზრუნველყოფა. შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა.
4. დეპარტამენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობის შესაბამისად მიღებული არასაბიუჯეტო შემოსავლები.
5. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი, ხარჯთანუსხა, ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, აგრეთვე ანგარიშსწორებისა და სავალუტო ანგარიშები ბანკში. გააჩნია მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო ღერბის გამოსახულებით, ტვიფარი თავისი დასახელებით და სატიტულო ბლანკი.
6. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 380021, აკაკი წერეთლის გამზირი, 144.
II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
7. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დარგში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მეთოდური, საინფორმაციო და სარეკომენდაციო წერილების მომზადება და დადგენილი წესით მათი სისტემაში განხორციელების ორგანიზაცია;
ბ) სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის დარგში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შედგენასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება. მათი განხორციელების ორგანიზება და მართვა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
გ) სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის სამსახურების ინფრასტრუქტურის რეფორმირება-შექმნაში და მათ შემდგომ სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
დ) სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის საკითხებით დაკავებული კადრების მომზადება, მათ შერჩევა-დანიშვნასა და სამსახურებრივი მიზანშეწონილობის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
ე) სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის სამსახურებზე ორგანიზაციულ-მეთოდური ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ვ) სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზისათვის საჭირო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოების ორგანიზება და მათი შემდგომი რეალიზების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) ინვალიდთა რეაბილიტაციის პროგრამების შედგენასა და დადგენილი წესის შესაბამისად მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
თ) ინვალიდთა სარეაბილიტაციო დახმარების სახეებისა და ფორმების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ი) ინვალიდთა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
კ) ინვალიდებისათვის დამხმარე საყოფაცხოვრებო, ტექნიკური და გადაადგილების საშუალებების უზრუნველყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება;
ლ) მოსახლეობის დაინვალიდების მდგომარეობის ანალიზი და პროგნოზირება;
მ) სამედიცინო და სოციალურ ექსპერტიზაში უნიფიცირებული ფორმების შემუშავება;
ნ) საკანონმდებლო, კანონქვემდებარე და ნორმატიული მასალებით ადგილობრივი სამსახურების უზრუნველყოფის ორგანიზება;
ო) მოქალაქეებისაგან, წარმოება-დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან და სხვა სამსახურებიდან შემოსული საკონსულტაციო წერილების, მომართვების, განცხადება-საჩივრების შესწავლა და მათზე რეაგირება;
პ) სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება პრესითა და სხვა საინფორმაციო საშუალებებით.
8. დეპარტამენტი მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ ფუნქციებსა და უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის შემდეგ სამსახურებზე: სამედიცინო-სოციალური, დროებითი შრომისუუნარობის, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, პროფესიულ დაავადებათა, სასამართლო-სამედიცინო, პათანატომიური, წვევამდელების სამხედრო-სამედიცინო, ფსიქიატრიული, სასამართლო-ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური, სიმთვრალისა და ტოქსიკომანიის, „საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ” იურისდიქციაში მოქცეულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცალკეულ პროფესიათა, საქმიანობის უფლების ან ნებართვის მისაღებად მოქალაქეთა I, II, III და IV დონეების შესაბამისი და ამ დონეებში არშემავალი სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობის, მძღოლთა ჯანმრთელობის მდგომარეობის წინასარეისო სამედიცინო ექსპერტიზა.
III. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობები
9. სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის სამსახურების მიერ ექსპერტიზის საკითხებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების, დადგენილებების, დასკვნების მონიტორინგი და კონტროლი. კომისიური ექსპერტიზის ორგანიზება და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
10. ინვალიდობის განსაზღვრისა და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სხვა საკითხების გადაწყვეტაში წამოჭრილ დავებზე, არასწორად ან დაუსაბუთებლად გამოტანილ გადაწყვეტილებებზე, დადგენილებებზე დასკვნების გამოტანა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებების მიღება.
11. სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის სამსახურების მიერ დაუსაბუთებლად გამოტანილი გადაწყვეტილებების, დადგენილებების და დასკვნების დროებით შეჩერების შესახებ წინადადებების შეტანა შესაბამის ორგანოებში და განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში მათი განმეორებითი განხილვის ორგანიზება.
12. საჭიროების მიხედვით სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის საკითხებზე კონსულტანტების მოწვევა სათანადო ანაზღაურებით, შესაბამისი ორგანიზაციებისათვის დამუშავებული პროექტების გადაცემა სათანადო საექსპერტო დასკვნებისათვის.
13. სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის შემდგომი სრულყოფის მიზნით საკვლევ-სადიაგნოსტიკო ცენტრების ორგანიზება და სამეცნიერო-კვლევითი, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსების დაარსება.
14. საზღვარგარეთის ქვეყნების ექსპერტიზის სამსახურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან თანამშრომლობა და ერთობლივ ღონისძიებათა გატარება. საერთაშორისო სამედიცინო ფორუმების ორგანიზება, ჩატარება და მონაწილეობა.
15. სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის საკითხების გადასაწყვეტად და მასზე დაკისრებული სხვა ფუნქციების შესასრულებლად მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებებიდან, საწარმოებიდან, ორგანიზაციებიდან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) მონაცემების, ცნობების და სხვა ინფორმაციის გამოთხოვა. ინფორმაციის მოუწოდებლობის ან არასრულფასოვანი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში საკითხის დასმა შესაბამის ორგანოებში არსებული წესის შესაბამისად.
IV. დეპარტამენტის მართვა
16. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
17. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა დასკვნებს, იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებზე;
ბ) განაგებს დეპარტამენტისათვის გადაცემულ ძირითად და საბრუნავ საშუალებებს, დეპარტამენტის ბალანსზე მყოფ ქონებას, ფულადი სახსრების ჩათვლით;
გ) თანამდებობრივი უფლებამოსილების ფარგლებში ადგენს საშტატო განრიგს და წარუდგენს მას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დასამტკიცებლად;
დ) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს სხვა დაწესებულება-ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ე) დადგენილი წესით აფორმებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;
ვ) ანგარიშს აბარებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ;
ზ) ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს;
თ) ანაწილებს ფუნქციებს მოადგილეებს შორის;
ი) ბრძანებით ნიშნავს კომისიური ექსპერტიზის თავმჯდომარეს და მის შემადგენლობას;
კ) მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ზედამხედველობას სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის საკითხებით დაკავებულ დაწესებულებებზე, განურჩევლად მათი საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა, ითხოვს მათგან საჭირო მასალებს და ინფორმაციას;
ლ) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტს გარეთ მომზადებულ სამედიცინო და სოციალური ექსპერტიზის საკითხებთან დაკავშირებულ ყველა ნორმატიული აქტის პროექტს.
18. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
19. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
20. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან თავმჯდომარის წინაშე, ასრულებენ მის მითითებებს და ბრძანებებს, საჭიროების შემთხვევაში მოხსენებითი ბარათით მიმართავენ მას და მისგან წერილობითი ნებართვის მიღების შემთხვევაში ასრულებენ შესაბამის ქმედებებს.
21. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
V. დეპარტამენტის სტრუქტურა
22. დეპარტამენტის სრტუქტურას ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
23. დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს წარმოადგენენ:
ა) სამედიცინო ექსპერტიზის სამმართველო;
ბ) სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სამმართველო;
გ) საორგანიზაციო-საინფორმაციო და ანალიტიკური სამმართველო;
დ) სამართლებრივი საკითხებისა და კოდიფიკაციის სამმართველო;
ე) საფინანსო-ეკონომიკური განყოფილება;
ვ) ცენტრალური ბუღალტერია.
VI. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
24. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.