საავტომობილო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.08.2003
ძალის დაკარგვა 30.05.2008
სარეგისტრაციო კოდი 310060000.11.115.006019
გამოქვეყნების წყარო სსმ, 93, 26/08/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საავტომობილო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoDumba;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Grigolia;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:Grigolia;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:44.95pt 46.3pt 44.95pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.11.115.006.019
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №45/268
2003 წლის 6-12 აგვისტო
ქ. თბილისი
საავტომობილო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ
“საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №145 ბრძანებულებით “საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ” დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის (1999–2005 წწ.) 5.2. პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
1. დამტკიცდეს თანდართული “საავტომობილო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესი”.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1999 წლის 22 აპრილის №25 ბრძანება “საქართველოს ტერიტორიაზე საშიში (საფრთხეშემცველი) ტვირთების გადაზიდვის წესის” დამტკიცების შესახებ.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ადეიშვილი
კ. ნარჩემაშვილი
საავტომობილო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საავტომობილო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის წესი შემუშავებულია “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 15 აპრილის №145 ბრძანებულებით “საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ” დამტკიცებული საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის (1999-2005 წლები) 5.2. პუნქტის საფუძველზე და განსაზღვრავს სახიფათო ტვირთების საავტომობილო გადაზიდვის ძირითად პირობებს, უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთო მოთხოვნებს და არეგულირებს სატრანსპორტო პროცესის მონაწილეთა ურთიერთდამოკიდებულებებს, უფლებებსა და ვალდებულებებს.
2. წინამდებარე წესის დაცვა სავალდებულოა ყველა ორგანიზაციისა და მეწარმისათვის.
3. წესის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) საავტომობილო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების ტექნოლოგიურ გადაადგილებაზე საწარმოს ტერიტორიის ფარგლებში, სადაც წარმოებს მათი დამზადება, გადამუშავება, შენახვა, გამოყენება ან განადგურება, თუ აღნიშნული გადაადგილება ხორციელდება საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების გამოყენების გარეშე;
ბ) შეიარაღებული ძალების, სახელმწიფო უშიშროების და შინაგან საქმეთა ორგანოების მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ცალკეული სახეობის სახიფათო ტვირთების გადაზიდვებზე.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახიფათო ტვირთი – ტვირთი, რომელიც ოფიციალურად, საერთაშორისო ნორმებით კლასიფიცირებულია როგორც სახიფათო;
ბ) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთი – ტვირთი, რომელსაც საერთაშორისო ნორმებითა და კლასიფიკაციის მიხედვით მინიჭებული აქვს პირველი და მეშვიდე კლასი;
გ) ავტოსატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო გზაზე ძრავის მეშვეობით გადაადგილებადი, მძღოლის მიერ მართვადი, ურელსოდ მოძრაობისათვის განკუთვნილი თვლებიანი მექანიზმი;
დ) გადამზიდველი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, მიუხედავად მისი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმისა, რომელსაც საკუთრების უფლებით იჯარით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძველზე მფლობელობაში აქვს ავტოსატრანსპორტო საშუალება და ახორციელებს სახიფათო ტვირთების გადაზიდვებს კანონმდებლობის შესაბამისად;
ე) მძღოლი – ფიზიკური პირი, რომელსაც გააჩნია უფლება მართოს ავტოსატრანსპორტო საშუალება და განახორციელოს სახიფათო ტვირთების გადაზიდვის პროცესთან დაკავშირებული ოპერაციები;
ვ) მარშრუტი – სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას პუნქტებს შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლისათვის დადგენილი გზასავალი;
ზ) რეისი – მარშრუტის საწყისი პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე შესრულებული გადაადგილება;
თ) ტვირთგამგზავნი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიერ (ან ვისი სახელითაც) გადამზიდველთან დაიდება ხელშეკრულება სახიფათო ტვირთების გადაზიდვებზე;
ი) მოწმობა მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ – დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მან გაიარა სათანადო მომზადება სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე შესაბამისი პროგრამის მიხედვით განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში;
კ) საერთაშორისო გადაზიდვა – სხვადასხვა ქვეყანაში განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის, ტრანზიტით ერთი ან რამდენიმე ქვეყნის გავლით;
ლ) ნარინჯისფერი წიგნი – (ევროპული შეთანხმება სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ) – კრებული, სადაც ჩამოთვლილია ტრანსპორტირებისათვის სახიფათოდ მიჩნეული ყველა ტვირთი. ნებისმიერ სახიფათო ტვირთს მინიჭებული აქვს ოთხნიშნა ნომერი, რომელიც გაეროს სიის მიხედვით ცნობილია ნივთიერების საიდენტიფიკაციო ნომრით;
მ) ნარინჯისფერი ტაბლო – საინფორმაციო ტაბლო, რომლითაც გამოსახულია ნივთიერების საშიშროების საიდენტიფიკაციო და გაეროს ნომრები და გამოიყენება სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას მათი საშიშროების მინიშნების მიზნით.
მუხლი 3🔗. სახიფათო ტვირთების კლასიფიკაცია
1. საშიშროების ტიპის მიხედვით სახიფათო ტვირთები იყოფა ცხრა ძირითად კლასად:
ა) პირველი კლასი – ფეთქებადი ნივთიერებები;
ბ) მეორე კლასი – აირები;
გ) მესამე კლასი – ადვილად აალებადი სითხეები;
დ) მეოთხე კლასი – აალებადი მყარი ნივთიერებები;
ე) მეხუთე კლასი – მჟანგავი ნივთიერებები და ორგანული პეროქსიდები;
ვ) მეექვსე კლასი – ტოქსიკური და ინფექციური ნივთიერებები;
ზ) მეშვიდე კლასი – რადიოაქტიური ნივთიერებები;
თ) მერვე კლასი – კოროზიული ნივთიერებები;
ი) მეცხრე კლასი – სახიფათო ნივთიერებები და ნაკეთობები.
2. ყოველი კლასის სახიფათო ტვირთები მათი ფიზიკურ-ქიმიური თვისებების მიხედვით, სახეობის და საშიშროების ხარისხის შესაბამისად, ტრანსპორტირების დროს იყოფიან ქვეკლასებად, კატეგორიებად და ჯგუფებად.
3. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება წინამდებარე წესის შესაბამისად, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის “ა” და “ზ” ქვეპუნქტების შემთხვევაში სახიფათო ნივთიერების მწარმოებლის სპეციალური ინსტრუქციის შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სახიფათო ტვირთების გადაზიდვის ორგანიზება
სახიფათო ტვირთების გადაზიდვების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ”, “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 5🔗. სახიფათო ტვირთების გადაზიდვის გაფორმება და დოკუმენტაციის მომზადება
1. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის საგზაო სატრანსპორტო დოკუმენტაციის წარმოება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა ხორციელდება ტვირთგამგზავნსა და გადამზიდველს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ავარიის ან საგანგებო შემთხვევის დროს, რომელსაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს გადაზიდვისას, მძღოლს უნდა ჰქონდეს ტვირთგამგზავნის მიერ გაცემული წერილობითი ინტრუქცია მოკლე მითითებებით:
ა) სახიფათო ტვირთის დასახელება;
ბ) საშიშროების კლასი;
გ) ჩამონათვალი სპეციალური აღჭურვილობის შესახებ;
დ) გადასაზიდი სახიფათო ნივთიერებების საშიშროების ხასიათი, აგრეთვე საჭიროების შემთხვევებში გასატარებელი ღობისძიებები მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;
ე) ქმედებები და ზომები, რომლებიც საჭიროა გადასაზიდ სახიფათო ტვირთთან ან მათ მიერ გამოყოფილ ნივთიერებებთან ადამიანთა შეხების შემთხვევაში დახმარებისათვის;
ვ) ზომები, რომლებიც მიღებულ უნდა იქნეს ხანძრის შემთხვევაში, კერძოდ, ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების და მოწყობილობების გამოყენებისას;
ზ) ზომები, რომლებიც მიღებულ უნდა იქნეს ტარის ან გადასაზიდი სახიფათო ტვირთის დაზიანების შემთხვევაში, სახელდობრ, იმ შემთხვევაში, თუ სახიფათო ტვირთი გაიბნა ან დაიღვარა გზაზე;
თ) ავტოცისტერნით ან ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ცისტერნით, ან კონტეინერცისტერნით 3000 ლიტრზე მეტი საერთო ტევადობით და/ან 3,5 ტონაზე მეტი მაქსიმალური დასაშვები წონით გადასაზიდი ტვირთისთვის, რომელიც მითითებულია ნარინჯისფერ წიგნში – ტვირთის კლასი, ნივთიერების საიდენტიფიკაციო ნომრის და საშიშროების დასახელებით;
ი) ზომები, რომლებიც უნდა იქნეს მიღებული ზარალის მინიმუმამდე დაყვანის ან აცილებისათვის, იმ ნივთიერების დაღვრის შემთხვევაში, რომლებიც აღიარებულია დამაბინძურებლად.
4. წერილობითი ინსტრუქცია – უნდა იყოს შევსებული მძღოლისათვის გასაგებ ენაზე და ერთი ეგზემპლარი უნდა ინახებოდეს მძღოლთან.
5. სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვების დროს, ინსტრუქცია შედგენილი უნდა იქნეს ტვირთის წარმოქმნის ქვეყნის ენაზე, თუ ტრანზიტის ან დანიშნულების ქვეყნის ენა განსხვავდება, მაშინ ინსტრუქცია უნდა იქნეს შედგენილი აგრეთვე ამ ქვეყნის ენაზეც.
მუხლი 6🔗. სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე დასაქმებული პერსონალის მომზადება
1. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ორგანიზაციაზე უშუალოდ პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს ლიცენზირებული დაწესებულების მიერ გაცემული შესაბამისი სერტიფიკატი.
2. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შემთხვევაში ტვირთგამგზავნისა და ტვირთმიმღების შეთანხმების საფუძველზე ინიშნება სპეციალური პასუხისმგებელი პირი, რომელიც ვალდებულია სრულყოფილად ფლობდეს ინფორმაციას სახიფათო ტვირთის თვისებებისა და მასთან მოპყრობის შესახებ.
3. სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას, რომლებიც არ მიეკუთვნება განსაკუთრებით სახიფათო ტვირთებს, პასუხისმგებელი პირის გამოყოფის საკითხი განისაზღვრება ტვირთგამგზავნის და ტვირთმიმღების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
4. სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას, გამცილებელი პირების ინსტრუქტაჟზე პასუხისმგებლობა ეკისრება გადამზიდველს.
5. სახიფათო ტვირთების გაცილებაზე პასუხისმგებელი პირის მოვალეობაში შედის:
ა) ტვირთის გაცილება და მისი ხელყოფისაგან დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) დაცვის თანამშრომლების და ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ინსტრუქტაჟი;
გ) გარე დათვალიერება (შეფუთვის სისწორის და ტვირთის მარკირების შემოწმება);
დ) დატვირთვისას ტვირთის განლაგებაზე დაკვირვება და მეთვალყურეობა;
ე) უსაფრთხოების წესების დაცვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისა და დგომის დროს;
ვ) მომსახურე პერსონალის პირადი უსაფრთხოება;
ზ) ტვირთის ჩაბარება დანიშნულების ადგილზე.
6. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვა დასაშვებია სპეციალური პასუხისმგებელი პირის, საგზაო პოლიციის და საგანგებო სიტუაციების და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოების ერთობლივი ჯგუფის თანხლებით.
მუხლი 7🔗. გადაზიდვის მარშრუტის შერჩევა და შეთანხმება
1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახიფათო ტვირთების გადაზიდვა უნდა განხორციელდეს შესაბამის ორგანოსთან შეთანხმებული მარშრუტით.
2. სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირების მარშრუტის შემუშავება ხორციელდება გადამზიდველის მიერ, რომელიც ასრულებს ამ გადაზიდვებს.
3. შერჩეული მარშრუტი უნდა იქნეს შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის, ეკოლოგიის პოლიციის, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარ სამმართველოებთან შემდეგ შემთხვევებში:
ა) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას;
ბ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას, რომელიც სრულდება რთულ საგზაო პირობებში (მთაგორიან ადგილებში), რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში (ლიპყინული, ზვავი) არასაკმარისი ხილვადობის (ნისლი) პირობებში;
გ) გადაზიდვისას, რომელიც სრულდება სამზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით კოლონის მიერ, გაგზავნის ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით ჩამოთვლილ შემთხვევაში სახიფათო ტვირთს აცილებს საგზაო პოლიციის და საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოების ერთობლივი ჯგუფი, ხელშეკრულების საფუძველზე.
5. ტრანსპორტირების მარშრუტის შემუშავებისას გადამზიდველი უნდა ხელმძღვანელობდეს შემდეგი ძირითადი მოთხოვნებით:
ა) ტრანსპორტირების მარშრუტი არ უნდა გადიოდეს მნიშვნელოვანი მსხვილი სამრეწველო ობიექტის ახლოს;
ბ) ტრანსპორტირების მარშრუტი არ უნდა გადიოდეს დასვენების ზონაში, არქიტექტურული, ბუნებრივი ნაკრძალების და სხვა განსაკუთრებით დასაცავ ტერიტორიებზე;
გ) ტრანსპორტირების მარშრუტზე უნდა იყოს გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერების და საწვავით გასამართი ადგილები.
6. ტრანსპორტირების მარშრუტი არ უნდა გადიოდეს მსხვილ დასახლებულ პუნქტებში. მსხვილი დასახლებული პუნქტების შიგნით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის აუცილებლობის შემთხვევაში, მოძრაობის მარშრუტი არ უნდა გადიოდეს სანახაობითი, კულტურულ-საგანმანათლებლო, სასწავლო, სკოლამდელი და სამკურნალო დაწესებულებების ახლოს.
7. სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირების მარშრუტის შეთანხმებისათვის გადამზიდველი ვალდებულია გადაზიდვების დაწყებამდე არა უმცირეს 10 დღისა წარუდგინოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარ სამმართველოებს შემდეგი საბუთები:
ა) საშიშროების საინფორმაციო ბარათი;
ბ) სახიფათო ტვირთის გადაზიდვისათვის შემუშავებული მარშრუტი (დანართი №1) – 4 ეგზემპლარად;
გ) ცნობა ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერების შესახებ;
დ) განსაკუთრებით სახიფათო ტვირთებისათვის დამატებით ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ წარმოდგენილი სპეციალური ინსტრუქცია სახიფათო ტვირთის გადაზიდვაზე.
8. შეთანხმებული მარშრუტი ძალაშია იმ ვადაში, რაც ნაჩვენებია ამ მარშრუტის შეთანხმებისას.
9. შეთანხმებული მარშრუტის ერთი ეგზემპლარი ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოში, მეორე – შსს საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარ სამმართველოში, მესამე – გადამზიდველთან, მეოთხე – მძღოლთან ტვირთის გადაზიდვისას.
მუხლი 8🔗. სახიფათო ტვირთების მიღება გადასაზიდად
1. სახიფათო ტვირთების მიღება გადასაზიდად და მათი ტვირთმიმღებისათვის ჩაბარება ხდება წონის მიხედვით, ხოლო ტარირებული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში – სატვირთო ადგილების რაოდენობის მიხედვით.
2. აკრძალულია დაზიანებული შეფუთვის მქონე სახიფათო ტვირთის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა და მისი ტრანსპორტირება.
3. სახიფათო ტვირთების გადასაზიდად მიღებისას მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს ტარაზე მარკირების არსებობა.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახიფათო ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვა და დამაგრება ხორციელდება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ, უსაფრთხოების წესების დაცვით.
5. სახიფათო ტვირთების ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებზე კონტროლს ახორციელებს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) წარმომადგენელი – პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ევალება ტვირთის გაცილება.
6. ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ გადაზიდვებზე გამოყოფილი პასუხისმგებელი პირი (კოლონის უფროსი) ვალდებულია იმყოფებოდეს პირველი ავტომობილის კაბინაში, ხოლო კოლონის ბოლო ავტომობილში ასევე უნდა იმყოფებოდეს მოცემული გადაზიდვებისათვის გათვალისწინებული დაცვის ერთ-ერთი წარმომადგენელი.
7. კასრებით სახიფათო ტვირთების გადაადგილება დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციის პროცესის დროს და სასაწყობო სამუშაოების შესრულება დასაშვებია განხორციელდეს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად მოწყობილი ქვესადებებით, ტრაპებით და ფენილებით.
8. ავტოსატრანსპორტო საშუალებების დატვირთვა დასაშვებია მისი ტვირთამწეობის მთლიანად გამოყენებამდე. განსაკუთრებით საშიში ტვირთების კი იმ მოცულობით და წესით, რომელიც მოცემულია დამამზადებელი ორგანიზაციის სპეციალურ ინსტრუქციებში.
9. სახიფათო ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები უნდა წარმოებდეს სპეციალურად მოწყობილ ადგილებზე. სახიფათო ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოები ხორციელდება ავტომობილის გამორთული ძრავის შემთხვევაში, უსაფრთხოების წესების დაცვით. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებული ამწე მექანიზმის მოძრაობაში მოყვანა ხორციელდება ძრავის მუშაობით.
10. ფეთქებადი ნივთიერებებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ბორანით (წყალზე) გადაზიდვა უნდა განხორციელდეს ბორანზე სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ხალხის გარეშე.
11. აკრძალულია უცხო პირთა ყოფნა იმ ადგილებზე, სადაც ხორციელდება სახიფათო ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვა.
12. აკრძალულია ფეთქებადი და ცეცხლსაშიში სახიფათო ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება რთული მეტეოროლოგიური (ჭექა-ქუხილი) პირობების დროს.
13. სახიფათო ტვირთების ხელით დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები უნდა შესრულდეს ამ სამუშაოს შემსრულებელი პერსონალის უსაფრთხოების წესების დაცვით.
14. აკრძალულია გამოყენებულ იქნეს დატვირთვა-გადმოტვირთვის მექანიზმების ისეთი ტვირთსატაცი მოწყობილობა, რომელმაც შეიძლება შექმნას ტარის დაზიანების და ტვირთის ჩამოვარდნის საფრთხე. ამწე სატრანსპორტო მოწყობილობები უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს.
15. ნივთიერებებით, რომლებსაც გააჩნიათ აალების ტემპერატურა 610C-მდე, ცისტერნის შევსებისა და მისი დაცლის დროს მიღებულ უნდა იქნეს ზომები ავტოსატრანსპორტო საშუალების ელექტრული დამიწების უზრუნველყოფისათვის.
16. სახიფათო ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვის ადგილები დაცილებულ უნდა იქნენ საცხოვრებელი ადგილებიდან და სხვა სამრეწველო ობიექტებიდან არა ნაკლებ 150 მეტრით, ხოლო მაგისტრალურ გზებიდან არანაკლებ 50 მეტრით.
17. ლიპყინულის შემთხვევაში სახიფათო ტვირთების დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორია დაფარული უნდა იქნეს ქვიშით.
18. საერთო სარგებლობის ავტოგასამართ სადგურებში, ფეთქებადი და ცეცხლსაშიში ნივთიერებით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავ-საცხები მასალებით გამართვა უნდა განხორციელდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, რომელიც ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 25 მეტრი მანძილით.
მუხლი 9🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა
1. სახიფათო ტვირთების გადაზიდვამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის სიჩქარის შეზღუდვა ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მიერ კონკრეტული საგზაო პირობების გათვალისწინებით, გადაზიდვების მარშრუტის შეთანხმებების დროს.
2. იმ შემთხვევაში, როცა მარშრუტის შეთანხმება არ ხდება, მოძრაობის სიჩქარე დგინდება საგზაო მოძრაობის წესების შესაბამისად, მოძრაობის უსაფრთხოებისა და სახიფათო ტვირთის დაცვის უზრუნველყოფით.
3. მოძრაობის სიჩქარის დადგენილი შეზღუდვის შემთხვევაში, წესის შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე უნდა დამონტაჟდეს დასაშვები სიჩქარის აღმნიშვნელი ნიშანი.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებების კოლონით სახიფათო ტვირთების გადაზიდვისას დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) გზის ჰორიზონტალურ მონაკვეთებზე მოძრაობისას ავტომობილებს შორის დისტანცია უნდა შეადგენდეს არანაკლებ 50 მეტრს, ხოლო მთაგორიან პირობებში (აღმართი, დაღმართი) არანაკლებ 300 მეტრს;
ბ) 300 მეტრზე ნაკლები ხილვადობის პირობებში (ნისლი, თოვლი, წვიმა, და ა. შ.) შეიძლება აიკრძალოს ზოგიერთი სახიფათო ტვირთების გადაზიდვა, რომლის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს სახიფათო ტვირთების გადაზიდვების უსაფრთხოების პირობებში.
5. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის დროს, აკრძალულია დასახლებულ პუნქტებში მძღოლების დასასვენებლად სადგომი ადგილების გამოყოფა. დგომა ნებადართულია მხოლოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, რომლებიც დაშორებული უნდა იქნეს არა უახლოეს 200 მეტრით საცხოვრებელი და ხალხის თავშეყრის ადგილებიდან.
6. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების ან დგომის დროს აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნეს დგომის მუხრუჭი, ხოლო ქანობზე გაჩერებისას კი დამატებით უნდა დაყენდეს დაგორების საწინააღმდეგო საბჯენები.
7. სახიფათო ტვირთის გადამზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაჩერება და დგომა (მათ შორის, ღამის თევის შემთხვევა) ნაჩვენები უნდა იქნეს მოცემული გადაზიდვის უსაფრთხოების პირობებში.
8. ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავით გამართვა უნდა მოხდეს მათი გაჩერებისათვის განკუთვნილ ადგილებში.
9. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვამდე მარშრუტის შეთანხმების დროს აუცილებელია საგზაო პოლიციის მიერ გამცილებელი ავტომობილების გამოყოფა.
10. განსაკუთრებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის დროს, ხუთი და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებისგან შედგენილი კოლონის შემადგენლობაში უნდა იყოს ტვირთის გარეშე სარეზერვო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც უნდა მოძრაობდეს კოლონის ბოლოს.
მუხლი 10🔗. ტარის გადაზიდვა
1. სახიფათო ტვირთების გადაზიდვის დასრულებისას, ტარის გაწმენდის შემდეგ სასაქონლო ზედნადებში ტვირთ-გამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ კეთდება აღნიშვნა “ტარა გასუფთავებულია” და მისი ტრანსპორტირება ხორციელდება როგორც არასახიფათო ტვირთის გადაზიდვა.
2. ტარის გასუფთავება ხორციელდება ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) მიერ უსაფრთხოების ზომებისა და ინდივიდუალური დაცვის უზრუნველყოფით.
3. სასაქონლო ზედნადებში ტარის გადაზიდვისას კეთდება ჩანაწერი, თუ რომელი სახის სახიფათო ტვირთი იქნა გადაზიდული.
მუხლი 11🔗. მოთხოვნები ავტოსატრანსპორტო საშუალებებისადმი
1. სახიფათო ტვირთები უნდა გადაიზიდოს მხოლოდ სპეციალური და (ან) ამ მიზნისათვის სპეციალურად აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.
2. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც მონაწილეობენ სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში, ტექნიკური მდგომარეობით უნდა შეესაბამებოდნენ ქარხანა-დამამზადებლის ინსტრუქციის მოთხოვნებს, უზრუნველყოფდეს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და აკმაყოფილებდეს გარემოზე მავნე ზემოქმედების დასაშვებ ნორმებს.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ახორციელებს სახიფათო ტვირთების გადაზიდვას, გავლილი უნდა ჰქონდეს სავალდებულო სახელმწიფო ტექნიკური დათვალიერება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ავტოსატრანსპორტო საშუალებების დამატებითი ნიშნებით და სასიგნალო მოწყობილობებით აღჭურვა ხდება გადასაზიდი სახიფათო ტვირთის სახეობების შესაბამისად.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალებები აღჭურვილი უნდა იქნენ შემდეგი მოწყობილობებით:
ა) დაგორების საწინააღმდეგო საბჯენით, რომლის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების წონასა და საბურავების დიამეტრს;
ბ) ავტონომიურ მკვებავზე მომუშავე ორი მაფრთხილებელი ყვითელი ფერის მოციმციმე ფანრით;
გ) სათანადო მაფრთხილებელი ჟილეტებით (ამრეკლით) ეკიპაჟის ყოველი წევრისათვის;
დ) ხელის ფანრით ეკიპაჟის ყოველი წევრისათვის;
ე) 2 და 6-კილოგრამიანი ცეცხლმაქრებით, რომლებსაც უნდა ჰქონდეთ აღნიშვნები შემოწმების გავლის შესახებ;
ვ) ხელსაწყო – ინსტრუმენტებით ავტოსატრანსპორტო საშუალების ავარიული რემონტისათვის;
ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალება დაკომპლექტებული უნდა იყოს მოქმედი სახელმწიფო სტანდარტის 25478-91-ის შესაბამისად, აგრეთვე ხისტი ბუქსირით, ხოლო ზამთრის პერიოდში მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით.
6. 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 კლასის სახიფათო ტვირთების გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ელექტრული მოწყობილობები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ელექტრომოწყობილობის ნომინალური ძაბვა არ უნდა აღემატებოდეს 24 ვოლტს;
ბ) ელექტროსადენი უნდა შედგებოდეს უნაწიბურო გარსით დაცული სადენებისაგან, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი გადახურების საშიშროება;
გ) ელექტროქსელი დაცული უნდა იყოს ჭარბი დატვირთვისაგან;
დ) ელექტროგაყვანილობა უნდა იყოს ისეთნაირად მყარად დამაგრებული, რომ იგი არ დაზიანდეს ავტომობილის კონსტრუქციული ნაწილების დარტყმებისა და ხახუნისაგან;
ე) ავტოსატრანსპორტო საშუალებას უნდა გააჩნდეს ელექტროქსელიდან აკუმულატორის გამოსართველი მოწყობილობა.
7. სახიფათო ტვირთების გადამზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა იქნენ აღჭურვილი 200 მმ სიგრძის დამიწების ჯაჭვებით და სტატიკური და ატმოსფერული ელექტრო-მუხტებისაგან დაცვის უზრუნველყოფის მეტალის ღეროებით.
8. ფურგუნის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარა უნდა იყოს მთლიანად დახურული, არ უნდა ჰქონდეს ღრეჩოები და აღჭურვილი უნდა იყოს გადასაზიდი სახიფათო ტვირთის თვისებების შესაბამისი სავენტილაციო სისტემით.
9. ავტოსატრანსპორტო საშუალებას უკან, ცისტერნის მთელ სიგანეზე უნდა ჰქონდეს დარტყმებისაგან საკმარისი ხარისხით დამცავი ბამპერი. ამასთანავე, მანძილი ცისტერნის უკანა კედელსა და ბამპერის უკანა ნაწილს შორის უნდა შეადგენდეს არანაკლებ 100 მმ-ს.
10. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის დროს დაუშვებელია გამოყენებულ იქნეს აირგენერატორიანი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
11. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადააქვთ სახიფათო ტვირთები, დაუშვებელია ერთზე მეტი მისაბმელის ან ნახევარმისაბმელის ჩაბმა.
12. სახიფათო ტვირთების დატვირთვის დაწყებამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა გაიწმინდოს და მასში ტვირთები ისე უნდა მოთავსდეს, რომ გადაზიდვის პროცესში თავიდან იქნეს აცილებული მათი გადაადგილების საშიშროება.
13. რეისის დამთავრების შემდეგ უნდა მოხდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მარკირების ნიშნების დემონტაჟი და სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული დოკუმენტების სათანადო წესით ტვირთმიმღებისათვის ჩაბარება.
მუხლი 12🔗. მოთხოვნები სახიფათო ტვირთების გადამზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისადმი
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებითაც გადაიზიდება სახიფათო ტვირთები, სამართავად დაიშვებიან მძღოლები მუშაობის არანაკლებ სამი წლის და შესაბამისი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ბოლო ერთი წლის უწყვეტი სტაჟით, მათ აგრეთვე უნდა ჰქონდეთ სპეციალური მომზადების (კვალიფიკაციის) დამადასტურებელი დოკუმენტი (მოწმობა ან სერტიფიკატი)
2. მძღოლები, რომლებიც დასაქმებული არიან სახიფათო ტვირთების გადაზიდვებით, სამსახურში მიღებისას ვალდებული არიან გაიარონ სამედიცინო შემოწმება და პერიოდული სამედიცინო შემოწმებები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში. აგრეთვე უნდა გაიარონ ყოველი რეისის დაწყებისას წინასარეისო სამედიცინი შემოწმება.
3. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას დაიცვას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წინამდებარე და სხვა წესები.
4. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს:
ა) სახიფათო ტვირთის გადაზიდვის ნებართვა;
ბ) სატრანსპორტო საგზაო ბარათი, ტვირთის გადაზიდვის მარშრუტის ჩვენებით;
გ) მოწმობა (ან სერტიფიკატი) მძღოლის სპეციალური მომზადების შესახებ;
დ) სასაქონლო ზედნადები;
ე) მძღოლისათვის განკუთვნილი წერილობითი ინსტრუქცია;
ვ) გადაზიდვის მარშრუტის სქემა – წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
5. სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მძღოლმა აუცილებლად უნდა დაიცვას შრომისა და დასვენების რეჟიმი.
6. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლს ევალება:
ა) მიიღოს ზომები და იმოქმედოს სახიფათო ტვირთების კონკრეტული სახის გადაზიდვაზე არსებული წესით და ტექნიკური პირობების და მძღოლისათვის განკუთვნილი წერილობითი ინსტრუქციის შესაბამისად;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ხანძარსაწინააღმდეგო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისათვის ზომები;
გ) შეძლებისდაგვარად მიიღოს ზომები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ლიკვიდაციისათვის;
დ) გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება;
ე) შეატყობინოს შინაგან საქმეთა ორგანოებს საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ;
ვ) მოინიშნოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი;
ზ) არ დაუშვას უცხო პირები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილას.
7. მძღოლებს, რომლებიც მონაწილეობენ სახიფათო ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებზე, უნდა გააჩნდეთ ინდივიდუალური დაცვის შემდეგი საშუალებები:
ა) თვალების დამცავი სათვალე;
ბ) ხელების დამცავი ხელთათმანები;
გ) სპეციალური რეზინის ჩექმები;
დ) სპეციალური დამცავი პიჯაკი;
ე) მაფრთხილებელი ჟილეტი;
ვ) თავის დამცავი ქუდი (კასკა);
ზ) სასუნთქი ორგანოების დაცვის საშუალება;
თ) თვალების გამოსარეცხი სითხიანი ფლაკონები და სხვა.
8. მძღოლი ვალდებულია პერიოდულად განახორციელოს კონტროლი ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ მდგომარეობაზე, იმოძრაოს შეთანხმებული მარშრუტით და დაიცვას მოძრაობის დადგენილი სიჩქარე.
9. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლებს, რომლებსაც გადააქვთ სახიფათო ტვირთები, ეკრძალებათ:
ა) ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავით გამართვა საერთო სარგებლობის ავტოგასამართ სადგურებში;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებების მკვეთრი დაძვრა ადგილიდან;
გ) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გასწრება, რომლებიც მოძრაობს 30 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით;
დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების მკვეთრად დამუხრუჭება;
ე) გამორთული ძრავით მოძრაობა;
ვ) თამბაქოს მოწევა ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონში;
ზ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომისას ცეცხლის გაჩაღება მისგან 200 მეტრზე ნაკლები მანძილით;
თ) ავტოსატრანსპორტო საშუალების უმეთვალყურეოდ დატოვება;
ი) გადაზიდოს სხვა ტვირთი ან/და გადაიყვანოს პირები, რომლებიც არ არიან ავტოსატრანსპორტო საშუალების ეკიპაჟის წევრები.
მუხლი 13🔗. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარკირება
1. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება სახიფათო ტვირთის გადაზიდვა, წინ და უკან აღჭურვილი უნდა იყოს ნარინჯისფერი ტაბლოთი (დანართი №2).
2. ნარინჯისფერი ტაბლოს დემონტაჟი ხდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული განტვირთვის შემდეგ.
3. ფეთქებად და რადიოაქტიურ ნივთიერებათა გადასაზიდ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს უკან ორივე მხარეს დამატებით უკეთდება საშიშროების კლასის აღმნიშვნელი ნიშანი.
4. სახიფათო ტვირთების გადაზიდვის დროს ნარინჯისფერი ტაბლოებით მარკირებამ უნდა უზრუნველყოს ტვირთების იდენტიფიკაციის ჩატარების საშუალება.
5. ავტოსატრანსპორტო საშუალებით ერთი და იმავე სახის სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას, ნარინჯისფერი ტაბლოების ნაცვლად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საშიშროების კლასის აღმნიშვნელი ნიშნები (დანართი №3).
მუხლი 14🔗. სახიფათო ტვირთების გადაზიდვის კონტროლი
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი სამსახურები კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №1
შეთანხმებულია:
1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველო
–––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი
2) საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების და
სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველო
–––––––––––––––––––––––––––––––
სახელი, გვარი, ხელმოწერა, ბეჭედი
მოქმედების ვადა
--------------------------- 200 წ. -დან
--------------------------- 200 წ. -მდე
სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მარშრუტი
ტვირთის დასახელება
ტვირთის კლასი
გაეროს სიის მიხედვით ნივთიერების საიდენტიფიკაციო ნომერი
ტვირთის საერთო წონა ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ------------------ ტონა.
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა, რომლებსაც ერთდროულად გადააქვთ ტვირთი -------------------- ერთეული.
მოძრაობის განსაკუთრებული პირობები
---------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. დასაშვები სიჩქარე ----------------------------------
2. დაცვა (მთლიან მარშრუტზე, ცალკეულ უბნებზე, არ არის საჭირო) *
3. გაცილება (მთლიან მარშრუტზე, ცალკეულ უბნებზე, არ არის საჭირო) *
4. მოძრაობა ღამით (ნებადართულია, აკრძალულია) *
5. მოძრაობა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში – ნისლი, თოვლი, წვიმა, ქარბუქი . . . (ნებადართულია, აკრძალულია) *
შენიშვნა: * საჭიროს ხაზი გაესვას.
(გადაზიდვის მარშრუტის უკანა მხარე)
მოძრაობის მარშრუტი
1. ტვირთგამგზავნის მისამართი
2. ტვირთმიმღების მისამართი
3. ქუჩების და დასახლებული პუნქტების დასახელება
4. დაუსახლებელი პუნქტების ჩამონათვალი
5. შუალედური პუნქტების მისამართები, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩაბარდეს ტვირთი
6. სამარშრუტო ხაზზე განლაგებული საგზაო პოლიციის საგუშაგოების და საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის მთავარი სამმართველოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურების რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი და ა. შ.)
7. დგომის ადგილი
8. საწვავით გამართვის ადგილი
9. გზის საშიში მონაკვეთი
გადამზიდველი
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი, ხელმოწერა
შენიშვნა: სახიფათო ტვირთის გადაზიდვის მარშრუტს შეიმუშავებს და ათანხმებს შესაბამის ორგანოსთან გადამზიდველი.