⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.07.2003)
გაუქმებულია:

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №19/ო „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.02.2000
ძალის დაკარგვა 31.07.2003
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №19/ო
სარეგისტრაციო კოდი 000000220.01(2).004.000088
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 01/03/2000
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,683 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.02.2000 მიღება
31.07.2003 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №19/ო „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Geo_dumM;} @font-face {font-family:SPGrigolia;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Geo_dumM","serif"; letter-spacing:1.4pt;} p.MsoToc2, li.MsoToc2, div.MsoToc2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:SPGrigolia; font-weight:bold;} p.MsoToc4, li.MsoToc4, div.MsoToc4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:30.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoToc5, li.MsoToc5, div.MsoToc5 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:40.0pt; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"GeoDumba","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.t-1, li.t-1, div.t-1 {mso-style-name:t-1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:17.0pt; line-height:15.0pt; font-size:8.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; layout-grid-mode:line; font-weight:bold;} p.petiti, li.petiti, div.petiti {mso-style-name:petiti; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold; font-style:italic;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 52.05pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.012.004.088 საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №19/ო 2000 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ 1997 წელს საქართველო შეუერთდა გაერო-ს 1971 და 1988 წლების, შესაბამისად, "ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ" და "ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კონვენციებს და როგორც საერთაშორისო ხელშეკრულების წევრი ქვეყანა ვალდებულია შეასრულოს აღნიშნული კონვენციებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის წესების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1961 წლის "ნარკოტიკული საშუალებების შესახებ" ერთიანი კონვენციის 31-ე და 1971 წლის "ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ" კონვენციის მე-12 მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის წესი (დანართი 1); ბ) განცხადება-დეკლარაციის ტიპური ბლანკის ფორმა (დანართი 2); გ) ნებართვის მოწმობის ფორმა ნარკოტიკული საშუალებების შემოტანაზე (დანართი 3); დ) ნებართვის მოწმობის ფორმა ნარკოტიკული საშუალებების გატანაზე (დანართი 4); ე) ნებართვის მოწმობის ფორმა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანაზე (დანართი 5); ვ) ნებართვის მოწმობის ფორმა ფსიქოტროპული ნივთიერებების გატანაზე (დანართი 6); ზ) ნებართვის მოწმობის ფორმა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული ნივთიერებების შემოტანაზე (დანართი 7); თ) ნებართვის მოწმობის ფორმა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული ნივთიერებების გატანაზე (დანართი 8). 2. საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა განხორციელდეს მხოლოდ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაკვეთით. 3. ნებისმიერი იმპორტიორი (ექსპორტიორი) ორგანიზაცია, განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და რეგისტრაციის ადგილისა, ვალდებულია ყოველი საიმპორტო (საექსპორტო) ოპერაციის დამთავრებიდან არაუგვიანეს 5 დღის ვადისა შეატყობინოს ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციას ფაქტoბრივად შემოტანილი (გატანილი), სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეების, ნივთიერებებისა და პრეპარატების რაობისა და რაოდენობის შესახებ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად. 4. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "მედიცინაში" და ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო "საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში". 5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ ა. გამყრელიძეს. ა. ჯორბენაძე დანართი 1 სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის წესი 1. ეს წესი განსაზღვრავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების (შემდგომში "კონტროლირებადი ნივთიერებები"; სამედიცინო, ფარმაცევტული, სასწავლო, სამეცნიერო, საექსპერტო, ანალიზურ-ლაბორატორიული, აგრეთვე, ვეტერინარული საჭიროების მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანის პროცედურას. 2. ეს წესი ვრცელდება "კონტროლირებადი ნივთიერებების" იმპორტ-ექსპორტით დასაქმებულ ყველა სახელმწიფო უწყებაზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე, იურიდიულ პირზე, განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა, სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა, რეგისტრაციის ადგილისა, და არ არეგულირებს სამრეწველო დანიშნულების პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესს. 3. "კონტროლირებადი ნივთიერებების" საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის მიერ. 4. "კონტროლირებადი ნივთიერებების" საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანაზე ან საქართველოს ტერიტორიიდან გატანაზე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ნებართვის გაცემის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციის (შემდგომში ინსპექცია) მიერ გაცემული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების საიმპორტო ან საექსპორტო ნებართვის მოწმობა. 5. ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული ორგანიზაცია, განურჩევლად უწყებრივი დაქვემდებარებისა და სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა, ყოველი საიმპორტო (საექსპორტო) ოპერაციის დაწყებამდე ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით წარუდგინოს ინსპექციას, საიმპორტო (საექსპორტო) სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი, მათი გენერიკული, სავაჭრო, საერთაშორისო დასახელების, აგრეთვე, დოზებისა და რაოდენობის მითითებით. 6. ინსპექციაში აღნიშნულ ჩამონათვალს უტარდება ექსპერტიზა, მასში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების არსებობის განსაზღვრისათვის. 7. იმ შემთხვევაში, როდესაც ჩამონათვალი არ შეიცავს "კონტროლირებად ნივთიერებებს", დოკუმენტის ყველა პირს, რომელშიც მითითებულია საიმპორტო (საექსპორტო) სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი, ესმება შტამპი "ინსპექციის კონტროლს არ ექვემდებარება", მოწმდება ინსპექციის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და ბეჭდით. 8. თუ ჩამონათვალი შეიცავს ერთ ან რამდენიმე "კონტროლირებად ნივთიერებას", მაშინ წინასწარი ნებართვის მოწმობის მისაღებად ნარკოტიკებზე კონტროლის ინსპექციას წარედგინება შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება-დეკლარაცია; ბ) იმპორტიორ და ექსპორტიორ ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულების ასლი. ხელშეკრულებას თან უნდა ახლდეს სპეციფიკაცია შემოსატანი ან გასატანი ნივთიერების ან პრეპარატის შესახებ. ხელშეკრულების ძირითადი პირობების შეცვლისას ნებართვის მოწმობა ფორმდება ხელახლა. გ) წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის სარეგისტრაციო ბიუროს მიერ გაცემული ცნობა საიმპორტო (საექსპორტო) ნივთიერების ან პრეპარატის საქართველოში რეგისტრაციის შესახებ; დ) ექსპორტის დროს - ცნობა მწარმოებელი ფირმისაგან გასატანი პრეპარატის სუფთა მოქმედ ნივთიერებაზე გადასაანგარიშებელი კოეფიციენტის შესახებ. 9. საექსპორტო ოპერაციების განხორციელების დროს, გარდა წინამდებარე დებულების მე-8 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციისა, ინსპექციას წარედგინება იმპორტიორი ქვეყნის მთავრობის ან კომპეტენტური ეროვნული ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატის დედანი საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ან ამ ნივთიერებების შემცველი პრეპარატების იმპორტზე ნებართვის შესახებ. 10. წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება წინასწარი ნებართვის მოწმობის მაძიებელ იურიდიულ პირს. 11. თუ საქართველოში შემოსატანი "კონტროლირებადი ნივთიერებების" რაოდენობა აღემატება საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო კვოტას და ამ სამკურნალო საშუალების შემოტანა აუცილებელია, მაშინ ინსპექცია მოქმედებს საერთაშორისო წესების შესაბამისად. 12. თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანილი "კონტროლირებადი ნივთიერებების" ფაქტიური რაოდენობა აღემატება ინსპექციის მიერ გაცემულ საიმპორტო ნებართვის მოწმობაში მითითებულ რაოდენობას, საბაჟო ორგანო, აცნობებს რა ინსპექციას ფაქტიურად შემოტანილი "კონტროლირებადი ნივთიერებების" რაოდენობის შესახებ, მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 13. თუ საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანილი "კონტროლირებადი ნივთიერებების" ფაქტიური რაოდენობა ნაკლებია ინსპექციის მიერ გაცემულ საიმპორტო ნებართვის მოწმობაში მითითებულ რაოდენობაზე, საბაჟო ორგანო, აცნობებს რა ინსპექციას ფაქტობრივად შემოტანილი "კონტროლირებადი ნივთიერებების" რაოდენობის შესახებ, მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 14. თუ საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას საბაჟო ორგანოს მიერ აღმოჩენილი იქნა სხვაობა "კონტროლირებადი ნივთიერებების" ფაქტიურ რაოდენობასა და ინსპექციის მიერ გაცემულ საექსპორტო ნებართვის მოწმობაში მითითებულ რაოდენობას შორის, მეტობის ან ნაკლებობის მხარეს, საბაჟო ორგანო აცნობებს რა ინსპექციას გასატანი საქონლის ფაქტიური რაოდენობის შესახებ, მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 15. "კონტროლირებადი ნივთიერებების" იმპორტ-ექსპორტის დროს გაიცემა შემდეგი სახის წინასწარი ნებართვის მოწმობები: ა) ნებართვის მოწმობა ნარკოტიკული საშუალებების შემოტანაზე (ყვითელი ბლანკი); ბ) ნებართვის მოწმობა ნარკოტიკული საშუალებების გატანაზე (ყვითელი ბლანკი) ; გ) ნებართვის მოწმობა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანაზე (მწვანე ბლანკი); დ) ნებართვის მოწმობა ფსიქოტროპული ნივთიერებების გატანაზე (მწვანე ბლანკი); ე) ნებართვის მოწმობა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული ქიმიური ნივთიერებების შემოტანაზე (ვარდისფერი ბლანკი); ვ) ნებართვის მოწმობა 1988 წლის კონვენციით გათვალისწინებული ქიმიური ნივთიერებების გატანაზე (ვარდისფერი ბლანკი). 16. იურიდიული ძალა გააჩნია მხოლოდ ნებართვის მოწმობის დედანს. 17. იმპორტის დროს, ინსპექცია წინასწარ, საიმპორტო ოპერაციის დაწყებამდე, გასცემს ნებართვის მოწმობას 6 ეგზემპლარად (ექვსივე ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს); აქედან ერთი რჩება ინსპექციები, ერთი - იმპორტიორ ორგანიზაციები და ინახება 5 წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები ეგზავნება შემდეგ ორგანიზაციებს: ა) ექსპორტიორი ქვეყნის მთავრობას ან კომპეტენტურ ორგანოს; ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის სალიცენზიო სამსახურს (შემდგომში სალიცენზიო სამსახური); გ) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარატამენტის შესაბამის სამსახურს 2 ეგზემპლარი (საიმპორტო ოპერაციის განხორციელებისთანავე საბაჟო ორგანოს მიერ ივსება ნებართვის მოწმობის მეორე გვერდზე გამოყოფილი სპეციალური გრაფა ფაქტიურად შემოტანილი საქონლის რაობისა და რაოდენობის შესახებ და დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი 5 დღის განმავლობაში უბრუნდება ინსპექციას). 18. ექსპორტის შემთხვევაში ნებართვის მოწმობა გაიცემა 6 ეგზემპლარად (ექვსივე ეგზემპლარი წარმოადგენს დედანს); აქედან, ერთი რჩება ინსპექციაში, ერთი - ექსპორტიორ ორგანიზაციაში და ინახება 5 წლის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები ეგზავნებათ შემდეგ ორგანიზაციებს: ა) სალიცენზიო სამსახურს; ბ) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს - 2 ეგზემპლარი (საექსპორტო ოპერაციის განხორციელებისთანავე საბაჟო ორგანოს მიერ ივსება ნებართვის მოწმობის მეორე გვერდზე გამოყოფილი სპეციალური გრაფა ფაქტობრივად გატანილი საქონლის რაობისა და რაოდენობის შესახებ და დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი 5 დღის განმავლობაში უბრუნდება ინსპექციას); გ) იმპორტიორი ქვეყნის მთავრობას ან კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოს. 19. თუ საზღვარგარეთ წარმოებული სამკურნალო საშუალება წამლის ფორმის სახით არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს, იმპორტზე წინასწარი ნებართვის მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაშიც, თუ მწარმოებელი (ექსპორტიორი) ქვეყანა საქართველოს მხარისაგან მოითხოვს აღნიშნულ დოკუმენტს. ამავე უფლებით სარგებლობა შეუძლია საქართველოს მხარესაც იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხება ჩვენს ქვეყანაში წარმოებულ, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ერთი ან რამდენიმე ნივთიერების (სუბსტანციის) შემცველი პრეპარატის ექსპორტს. 20. საქართველოს ტერიორტიაზე ბრუნვისათვის აკრძალული მცენარეების, ნივთიერებებისა და პრეპარატების იმპორტი ხორციელდება წინამდებარე წესის ფარგლებში, მხოლოდ სამეცნიერო, სასწავლო, საექსპერტო ან საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განხორციელების მიზნით. 21. ინსპექცია ნებართვის მოწმობის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადება-დეკლარაციის შემოტანიდან 15 დღის განმავლობაში. 22. ნებართვის მოწმობის გაცემაზე უარის თქმის მოტივების შესახებ ინსპექცია წერილობით აცნობებს იმპორტიორ ან ექსპორტიორ ორგანიზაციას. 23. თუ "კონტროლირებადი ნივთიერებების" საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოტანა განხორციელდა ინსპექციასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, ინსპექციას ეკრძალება ნებართვის გაცემა, ხოლო საბაჟო ორგანო მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. 24. ნებართვის მოწმობის გაცემაზე დაწესებულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადი. 25. სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო სიტუაციების დროს, დაზარალებული მოსახლეობის სამედიცინო უზრუნველყოფის მიზნით "კონტროლირებადი ნივთიერებების" საიმპორტო ოპერაციების განხორციელებისას იმპორტიორი ორგანიზაცია საიმპორტო ნებართვის მოწმობებს არ საჭიროებს, ხოლო ამ გზით იმპორტირებული "კონტროლირებადი ნივთიერებების" მიმღები სახელმწიფო ორგანიზაცია ვალდებულია საიმპორტო ოპერაციის განხორციელებიდან ხუთი დღის ვადაში, დადგენილი ფორმის შესაბამისად აცნობოს ინსპექციას შემოტანილი "კონტროლირებადი ნივთიერებების" რაობისა და რაოდენობის შესახებ, აგრეთვე, მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რომელი ქვეყნიდან განხორციელდა იმპორტი. 26. აკრძალულია ნებართვის მოწმობის მესამე პირისათვის გადაცემა.